Posted in ეპიკ-სთორი

აუტანელი მეზობლები

c0e8228109f17b62450b41f088957081ghyjk

***გთხოვთ, ბლოგიდან არ აიღოთ და არ გაავრცელოთ ისტორიები! არც ავტორის მითითებით და არც ავტორის მითითების გარეშე! 💚💜***

თავი  1

როგორ მოვხვდი აქ?! – კიდევ ერთხელ ჰკითხა საკუთარ თავს ესმამ და მკვეთრი შუქებით განათებულ კულისებს თვალი მოავლო.

თმაგაწეწილი და ექსტარავაგანტული მაკიაჟის მქონე მოდელები, გიჟებივით დარბოდნენ წინ და უკან, ტანსაცმელში ძალით ეტენებოდნებ და ყველა დამხმარეს გაღიზიანებულები ლანძღავდნენ.

ვალენტინს ცივი წყლით სავსე ბოთლი შუბლზე მიებჯინა, კედელს მიყდრონობოდა და პატარა ბავშვივით ქვითინებდა.

არაფერი გამოვაჩვენება წუთიწუთზე დაიწყება, მე კი არაფერი მომწონს, რაც წლევანდელი მოდის კვირეულისთვის შევქმენი. – ამოიზლუქუნა კაცმა და გამხდარ, ნერვიულობისგან გაყვითლებულ სახეზე ხელი აიფარა.

ესმამ მოუთმენლად გადაატრიალა თვალები. უკვე ყელში ჰქონდა ამოსული მისი უფროსის ისტერიკები, პრეტენზიული მოდელები და დამღლელი მოდის კვირეულები. დიზაინერის ასისტენტად მუშაობა, წლების მანძილზე, მისთვის მომგებიანი საქმე იყო, მაგრამ ბოლო დროს იმდენად მოაბეზრა თავი ამ ყველაფერმა, უკვე სამსახურის შეცვლაზეც კი ფიქრობდა.

მორჩი წუწუნს, ადექი და გოგონებს მიხედე. შენს მეტი, ამ საქმეს, თავს ვერავინ გაართმევს. – მიუგო გოგონამ დიზაინერს.

მაგრამასეთ ქაოსში გონებას ვერ ვიკრეფ.

მაშინ, მანდ იჯექი და უყურე როგორ გაგანადგურებენ მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კაცმა ჯერ ხმამაღლა ჩაახველა, ცრემლიანი თვალები მოიწმინდა, მხრებში გაიმართა და ესმამს მადლიერი მზერით შეხედა. გოგონამ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა და ხელი უბიძგა, მერე კი სკამზე ჩამოჯდა და მოუთმენლად ამოიოხრა.

 მისი გონება მოსუვენრობას შეეპყრო, რადგან სულ იმ მემკვიდრეობაზე ფიქრობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღო გარდაცვლილი ბიძისგან. მამამისს უმცროსი ძმა ჰყავდა, ანტონი, რომელიც მშობლებთან უთანხმოების გამო, სახლიდან დიდი ხნის წინ გაიქცა. ოჯახი ეძებდა, მაგრამ რომ ვერ იპოვეს და გარდაცვლილად გამოაცხადეს. როგორც მისმა ადვოკატმა თქვა, ანტონი თურმე  კუნძულ როდოსზე დასახლებულა და მთელი  სიცოცხლე იქ გაუტარებია. კაცი დაახლოებით სამი თვის წინ გარდაცვლილა გულის შეტევით და მისი მემკვიდრეობა ესმასთვის დაუტოვებია.

ამ ამბის მოსმენის შემდეგგოგონა საგონებელში ჩავარდა. დამწუხრებულიც იყო და თან გაოგნებულიც. ვერ იჯერებდა, რომ ამდენი ხმის დაკარგული ნათესავი იპოვა, მაგრამ სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილი.

ანტონის გვარი ჰქონდა შეცვლილი და ამიტომ ვერ გიპოვეთ ამდენი ხანი, თორემ უფრო ადრე შეგატყობინებდით ამ ამბავს. – უთხრა ადვოკატმა ესმას.

მის მემკვიდრედ, მე რატომ დამასახელა? – დაინტერესდა გოგონა.

იმიტომ, რომ მისი ერთადერთი ძმისერთადერთი შვილი ხართ. – უპასუხა კაცმა. – თქვენი მემკვიდრეობა დიდი და ძველი სახლია, კუნძულ როდოსზე. ვერ გეტყვით, რომ კარგ მდგომარეობაშია, თუმცა კარგ ადგილას ნამდვილად დგას და ალბათ ძვირადაც გაიყიდება, მაგრამ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოხვიდეთ კუნძულზე, რომ მემკვიდრეობა გადაიფორმოთთორემ ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდით, უკვე ქონების სახელმწიფოზე გადაცემის საკითხიც დადგა. სამწუხაროდჩვენთან ასეთი კანონია.

ამ დიალოგის გახსენებაზე ესმამ კიდევ ერთხელ ამოიოხრა და წყალი მოსვა. იცოდა, რომ დიდ შარში იყო, რადგან მოდის კვირეულს ვერ მიატოვებდა, მაგრამ თუ არ წავიდოდა, მემკვიდრეობას დაკარგავდა და თან ბიძის უკანასკნელი სურვილის უარყოფაც არ სურდა.

 ჩვენების დასრულების შემდეგ, ვალენტინს ნერვებიც და სახეც დაუმშვიდდა, მოწიკწიკე ბომბს აღარ ჰგავდა და აღარც თინეიჯერივით ჰღვრიდა ცრემლებს. ესმამ შვებით ამოისუნთქა, როცა მისი ასეთი გამომეტყველება დაინახა და გადაწყვიტა კაცს თავის პრობლემებზე დალაპარაკებოდა.

 მოდელებს ემშვიდობებოდა ვალენტინი, როცა კულისებში ესმა შევიდა. კაცმა ამაყი სახით გადახედა ხელქვეითს და ერთიანად შეათვალიერა.

 –მეჩვენება თუ წონაში მოიმატე?!

რა?! არა, წონაში არ მომიმატია.

შენთვის ჯობია ასე იყოს. მსუქანი ხელქვეითი არ მჭირდება.

ბიძაჩემმა მემკვიდრეობით სახლი დამიტოვა და თუ კუნძულ როდოსზე არ გავემგზავრები, მემკვიდრეობას დავკარგავ! – მიახალა უცებ ესმამ.

მეხუმრები?! – იყვირა მოულოდნელად კაცმა და ფეხზე წამოხტა. – ახლა ყველაზე რთული პერიოდია,  ყველაზე მეტი სამუშაო გვაწევს კისრზე!

მაგრამ, ვალენტინ

არ მაინტერესებს! – სიტყვა გააწყვეტინა მან. – ვინც გინდა ის მოკალი და გააცოხლე, შენ ფეხს არსად არ გაადგამ, აქ მჭირდები და რასაც გიბრძანებ იმას გააკეთებ!

უკვე ორი წელია შენთან ვმუშაობ და ერთხელაც არ მითხოვია შვებულება. არ ვიმსახურებ, რომ ერთი კვირით წავიდე და პირადი პრობლემა მოვაგვარო? – აღელდა ესმა.

შენსას არ იშლი, არა?! – დაუყვირა ვალენტინმა, – თავი ვინ გგონია?!

-რობოტი! ყველაზე ბევრ სამუშაოს მე ვასრულებ, უკვე თავი რობოტი მგონია

კარგი! – დაუყვირა უფროსმა. – თუ ასე გინდა წადი, მაგრამ იცოდე, თუ ამ შენობიდან ახლა გახვალ, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდები და ვიზრუნებ იმაზე, რომ სამსახურშიც არავინ მიგიღოს!

ამ სიტყვების გაგონებაზე ესმამ საბოლოოდ დაკარგა ის მოთმინება და თვითკონტროლი, რომელსაც ამდენ ხანს ინარჩუნებდა.

მომისმინე, ნაბიჭვარო, თუ არ გამიშვებ, შენს ცოლს ვეტყვი, რომ საყვარელი გყავს.

როგორ ბედავ?! – დაიყვირა ვალენტინმა და სახე ერთიანად აელეწა. – ასეთ რამეს როგორ მაბრალებ?! ჩემსა და ტატიანას შორის არაფერი ხდება!

ტატიანა? – გაეცინა ესმას, როცა ვალენტინის ერთერთი ფავორიტი მოდელის სახელი გაიგონა. – აქ ყველა ფიქრობს, რომ ტატიანაა შენი საყვარელი, რადგან ის მართლა ცდილობდა შენს მოხიბვლას, მაგრამ მე ვიცი, რომ ეგ გოგო არაფერ შუაშია.

აბა, ვის გულისხმობ? – დაინტერესდა კაცი.

ვინის. – უპასუხა ესმამ.

ის ხომჩემი მძღოლია და თან… კაცია?! – თქვა კაცმა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

მე შენი ასისტენტი ვარ და შენი ყველა საიდუმლო ვიცი. – უთხრა ესმამ სარკაზმით.

რაც გინდა ის ქენი. ჩემი ცოლი მაინც არ დაგიჯერებს.

მაშინ ჟურნალისტებს მოვუყვები, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაქვს გაკეთებული, რის შედეგადაც 30 კილო დაიკელი. ასევე ვეტყვი, რომ თმა გადაინერგე და ბოტოქსი გაიკეთე!

ვერ გაბედავ!

მაგასაც ვნახავთ!

მე ქვეყნის ერთერთი წარმატებული დიზაინერი ვარ. ჩემი ტანსაცმელი მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს აცვიათ, შენ კი მეუბნები, რომ კომპრომისზე წავიდე და აქედან გაგიშვა?!

წარმატებული დიზაინერი?! ერთი დიდი იდიოტი ხარ. მშიშარა ბავშვი, რომელიც ყველა ჩვენების წინ ცრემლებად იღვრება. საერთოდ, რამ აგარჩევინა სახელი ვალენტინი? გასაგებია, რომ ვალენტინოს თაყვანისმცემელი ხარ, მაგრამ იმდენი რატომ ვერ იფიქრე, რომ ყველა ვალენტინოსთან გაგაიგივებდა და ასე ორიგინალურობას დაკარგავდი?! შენი ტანსაცმელი კი ნამდვილი ნაგავია და მას შენსავით უგემოვნო ადამიანები იცვამენ. აბა, შევთანხმდით თუ ჟურნალისტებს სხვა ყველა დანარჩენთან ერთად ისიც გავუმხილო, რომ სინამდვილეში შმაგი გქვია?!

კარგი, – სავარძელში მძიმედ ჩაეშვა ვალენტინი, – მოგცემ შვებულებას, მაგრამ იცოდე, რომ ჩემთან ასე მოქცევა არ გაგივა.

ფასიანი შვებულება მინდაერთი თვით! – გამოაცხადა გოგონამ.

ცოტა ხნის წინ, ერთიკვირიანი შვებულება არ გინდოდა?

ნორმალურად რომ მოგემართა, ასეც იქნებოდა, მაგრამ

ეს არ შეგრჩება!

ნუ მემუქრები, შენი ცოლის და ჟურნალისტების ნომრები ზეპირად მახსოვს. – ყალბად გაიღიმა ესმამ და კულისები, გამარჯვებულის გამომეტყველებით დატოვა.

 

ივლისის ცხელი დილა იყო, როცა ესმა ოროდსზე ჩაფრინდა.  ზღვაში მდებარე ეს ულამაზესი წალკოტი  ოდითგანვე მითების და ლეგენდების სამშობლო იყო. ლეგენდის თანახმად, ამ კუნძულზე, ერთ დროსოქროს მთები იდგა და ვილკანებიდან ოქროს ლავა გადმოდიოდა. მეორე მოსაზრებით, ეს კუნძულები ანტიკურ ღმერთებს განსაკუთრებით უყვარდათ. ისინი ოლიმპოს მთიდან ჩამოდიდონენ და აქ მალულად ცხოვრობდნენ  ადამიანთა შორის. ზოგს იმისიც სჯეროდა, რომ კუნძულზე აფროდიტეს ახალგაზრდობის და სილამაზის წყარო მოსჩქეფდა.

როგორც კი როდოსის მიწაზე ფეხი დადგა ესმამ, უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს რაღაც მაგიური მუხტით იყო გაჯერებული კუნძულის ყველა კუთხე. მართალია, აეროპორტში ერთი ჩემოდანი დაკარგა, მაგრამ ამ ამბავს უფლება არ მისცა მისი ხასიათი გაეფუჭებინა. ღრმად ჩაისუნთქა ზღვის ჰაერი გოგონამ, მზის სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და ზურმუხტისფერი თვალები გარემოს მოავლო. წამიც არ იყო გასული, რომ მის ფეხებთან ტაქსი გაჩერდა, რომლიდანაც ბიძამისის ადვოკატი გადმოვიდა. ესმა კაცს მიესალმა, ადგილობრივი მძღოლის დახმარებით ჩანთები მანქანაში ჩაალაგა და სახლისკენ გზას დაადგა.

 მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან დაღლილი იყო, მაინც მოახერხა უამრავი შათაბეჭდილების მიღება, იმ ყველაფრისგან, რაც გზაში იხილა. მწველი მზე, ქვაფენილიანი ქუჩები, ფერადი ჭიშკრებით და დარაბებით გაფორმებული თეთრი სახლები და კედლებზე აყოლებული დეკორატიული ყვავილები, მართლაც ზღაპრულ და ჯადოსნურ სანახაობას ჰქმნიდა.

ბიძია ანტონის სახლი ქალაქის სამხრეთით, ვიწრო ქუჩის ბოლოში მდებარეობდა. აღმართზე ამავალი გზის ორივე მხარეს კანტიკუნტად იყო საცხოვრებელი სახლები განლაგებული, მათ უკან კი კვიპაროსების, ფიჭვების და კედრების დაბურული ტყე იწყებოდა.

სახლი ორსართულიანი იყო. თეთრი, ალაგ-ალაგ ბათქაშჩამოცვენელი კედლებით, გარედან მიდგმული ქვის კიბით და ფართე ტერასით, რომლიდანაც კუნძული და ზღვა ხელისგულივით მოჩანდა. ცისფრად შეღებელი ხის დარაბები, მწველ მზეს უკვე გაეხუნებინა, კედლებზე შემოვლებული ჭყეტელა ყვავილები კი იქაურობას მეტ სიხალისეს სძენდასახლს წინ პატარა ეზო ჰქონდა, მაღალი ქვის მესერით შემოღობილი და ლურჯად შეღებილი ხის ჭიშკრით. ეზოში მწვანე მინდორზე პატარა შადრევანი იდგა, მარმარილოს სკულპტურით დაგვირგვინებული, რომელიც ფეხზე მდგომ, პეპლოსში გამოწყობილ სიყვარულის ქალღმერთს, აფროდიტეს და აბჯრით შემოსილ მამაკაცს, ომის ღმერთს, არესს ასახავდა.

ის სამყარო, რომელშიც გოგონა მოხვდა, სრულიად განსხვავდებოდა მისი სამყაროსგან. ათასჯერ უფრო ეგზოტიკური, მაგიური და შთამაგონებელი იყო. სწორედ ამიტომ მოიხიბლა ესმა ასე სანახაობით

ადვოკატმა ცოტა ხანს აცადა მემკვიდრეს თავისი მემკვიდრეობით ტკბობა, შემდეგ კი ანდერძი და სახლის საბუთები აჩვენა, რამდენიმე დოკუმენტზე ხელი მოაწერინა და დაემშვიდობა.

 

საღამო ხანს, როცა თავისი ნივთების და სახლის ლაგებისგან დაღლილი ესმა ტერასაზე იჯდა და ზღვის ხედით ტკბებოდა, მისი სახლის წინ მდებარე ვიწრო ჭიშკარი ჭრიალით გაიღო და  ეზოში ახალგაზრდა წყვილი შემოვიდა. ერთმანეთში რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნებ და თან სახლისკენ მოიწევდნენ.

ქალი მაღალი იყო, სწორი, გრძელი ფეხები და სხეულის იდეალური ფორმები ჰქონდა, რომლის შემჩნევა ესმასაც კი არ გასჭირვებია. ქერა, ოდნავ ხვეული თმა, თითქმის წელამდე სწვდებოდა, მსხვილი ტუჩები, ლამაზი ცხვირი და ღია, ცისფერი თვალები კი საოცრად ამშვენებდა მის სპილოსძვისფერ სახეს.

კაცი მასზე ბევრად მაღალი იყო. მუქი, წაბლისფერი თმა, დაბალი წვერი, ყავისფერი თვალები და მზისგან გარუჯული სახე ჰქონდა, რომელზეც სერიოზული გამომეტყველება გამოსახვოდა.

გოგონასთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ აშკარად შენიშნა, რომ ქალიც და კაციც რაღაც არაამქვეყნიურ სილამაზეს ასხივებდნენ, რომელიც ვერც ერთ ადამიანს ვერ დატოვებდა მათ მიმართ გულგრილს.

როცა სახლის პარმაღზე შედგნენ სტუმრები და საუბარი შეწყვიტეს რომ მასპინძლისთვის დაეძახათ, ესმა მაშინ მოვიდა გონს. წამოდგა, კიბეები ჩაირბინა და სტუმრებს მიესალმა.

მე ესმა მქვია. –  ხელი გაუწოდა გოგონამ.

მე აფროდიტე ვარ, ეს კი არესია. – უთხრა ქალმა ღიმილით.

მართლა? – იკითხა გაოცებულმა და დაბნეულმა ესმამ.

ოჰ, ეს ჩამოსულები! – ხმამაღლა გადაიკისკისა ქალმა. – რატომ ჰგონიათ, რომ აქ ყველას მითოლოგიური სახელები ჰქვიათ?!

ესე იგი, ასე არ გქვიათ? – დაიბნა გოგონა.

რა თქმა უნდა, არა! მე ლილი მქვია, მას კი კონსტანტინეშეგიძლია კოსტა დაუძახორადგან მისი სახელი უაზროდ დიდია. – თქვა ქალმა სარკაზმით და ისევ ხმამაღლა გაიცინა.

მის მაგივრად ბოდიშს გიხდი. – უთხრა მამაკაცმა ესმას. – ზოგჯერ თავს ვერ აკონტროლებს. ერთხელაც იქნება სახელს გადავიკეთებმართლა არესს დავირქმევ და აღარ მოუწევს სხვების მოტყუება.

არა უშავს, სახალისო ხუმრობა იყო. – გაეცინა გოგონას. – ერთმანეთის რა ხართ?

ჩვენარაფერი... უბრალოდ ერთმანეთს ვიცნობთ და შენს გასაცნობად შემთხვევით ერთად მოვედით. გავიგეთ, რომ ანტონის მემკვიდრე ჩამოდიოდა და გვინდოდა გაგვეცანი. – თქვა ლილიმ ცოტა დაბნეული სახით.

ესმამ მეზობლები სახლში შეიპატიჟა და რადგან მხოლოდ ყავა ჰქონდა, სხვა ვერაფერი შესთავაზა მათ. როცა გოგონა სამზარეულოში გავიდა, კოსტა მაშინვე ლილის მიუბრუნდა.

ახალი მეგობრების შეძენა გადაწყვიტე? – ჰკითხა ეჭვნარევი ხმით კაცმა.

რატომაც არა?! ის კარგი გოგო ჩანს და ტყუილად ნუ ეცდები ბრაზიან არსებად აქციო, მაინც არ გამოგივა. – თვალები დაუბრიალა ლილიმ.

ნურც შენ ეცდები შეყვარებულ ჯულიეტად აქციო. – უთხრა უხეშად კოსტამ და საუბარი შეწყვიტა, რადგან ესმა ოთახში დაბრუნდა.

ესე იგი, ანტონის იცნობდით?! – დაინტერესდა გოგონა.

რა თქმა უნდა. კარგი კაცი იყო, ბევრ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა და შენც გახსენებდა. – უპასუხა კოსტამ.

მართლა? – თვალები გაუფართოვდა გოგონას.

ჰო, დიდი სიყვარულით იხსენებდა პატარა გოგონას, რომელმაც ერთხელ თმებში საღეჭი რეზინი ჩააწება, ის კი იძულებული გახდა თავი გადეპარსა. – უპასუხა ლილიმ სიცილით.

მაგ სამარცხვინო ფაქტს ნუ მახსენებთ. – უხერხულად გაიღიმა ესმამ და ამ მოგონების ამოტივტივების გამო, სახეზე ნაღვლიანი გამომეტყველება დაეტყო.

იცი, მე ფსიქოლოგი ვარ. – ხელზე ხელი ფრთხილად დაადო ლილიმ, როცა გოგონას სახეზე ნაღველი შენიშნა.

მართლა? – მისი სიტყვები გაუკვირდა ესმას.

თუ საუბარი მოგინდეს, დიდი სიამოვნებით მოგისმენ. ყველაფერს ვკურნავ მტკივნეული მოგონებებიდან დაწყებული, სასიყვარულო ამბებით დამთავრებული. – გაიღიმა ქალმა, მერე ხელი მოპირდაპირე მხარეს მდებარე თეთრი სახლისკენ გაიშვირა, რომელსაც მოვარდისფრო ფერის დარაბები ჰქონდა და დაამატა. – აი, იქ ვცხოვრობ.

დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის. – თავაზიანად გაურიმა ესმამ.

მე კი საკუთარი ბარი მაქვს, რომელსაც „ეროსი“ ჰქვია და ქუჩის დასაწყისში მდებარეობს. გამიგია, რომ კარგი სასმელი ყველანაირ დარდს შველის, თანაც ანტონის ნათესავს დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებ. – თვალი სიცილით ჩაუკრა კოსტამ.

ბარს “ეროსი” ჰქვია? როგორც აფროდიტეს და არესის შვილს? -გაეცინა ესმას.

-ააა… ჰოო… მითოლოგია კარგად გქცოდნია. – მოულოდნელად სახეზე წამოწითლდა ლილი.

-სულაც არა, უბრალოდ სკოლის პროექტიდან მახსოვს. – ხელი უდარდელად აიქნია გოგონამ. – და მიპატიჟება მიღებულია!

ესმას უკვე ძალიან მოსწონდა კუნძულიც, ძველი სახლიც და მეზობლებიც. თავიდან როდოსისკენ იმ იდეით გამოემგზავრა, რომ სახლს მალევე გაყიდდა, მაგრამ უკვე ორჭოფობდა. შეიძლებოდა გადაეფიქრებინა კიდეც, რომ არა იმ ღამით ამოვარდნილი მძვინვარე ქარიშხალი.

გეგონებოდათ ოლიმპოს ყველა ღმერთი ერთდროულად განრისხდაო. ზეცა ელვის თეთრი ცეცხლით იწვოდა, შავი ციდან მძიმედ ეშვებოდნენ წვიმის მსხვილი წვეთები, ზღვაზე ამოვარდნილი ქარიშხალი კი კუნძულზე მძვინვარე მხეცივით დაღმუოდა.

ძველი, ნესტისგან გაფუჭებული ფანჯრები და ალაგალაგ დაზიანებული სახურავი, ამაოდ ცდილობდა ღმერთების რისხვის შეკავებას. შტორმმა სახლშიც შეაღწია და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მისაღები ოთახის სავარძელზე მიყუჟული ესმა, თავბედს იწყევლიდა და თან ლოცულობდა, რომ ის ავბედითი ღამე როგორმე გადაეტანა. როცა ქარიშხალი ცოტათი ჩაწყნარდა, გოგონამ შვებით ამოისუნთქა, რადგან იფიქრა, რომ  ყველაფერი დასრულდა, მაგრამ შეცდა. სამზარეულოს ონკანიდან მოულოდნელად იფეთქააფროდიტეს შადრევანმა”  და ქვედა სართული მთლიანად დატბორა.

სწორედ ამ დროს მიიღო ესმამ მტკიცე გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ მემკვიდრეობით მიღებული სახლი სასწრაფოდ უნდა გაეყიდა და კუნძულსაც, რაც შეიძლებოდა მალე უნდა მოშორდებოდა.

 

ქარიშხალთან ნამბრძოლმა და შემდეგ სახლის თავიდან დალაგებისგან ქანცგაწყვეტილმა ესმამ, მეორე საღამოს გადაწყვიტა, რომ ცოტა განტვირთვა სჭირდებოდა, ლილის ესტუმრა და ორივენი კოსტას ბარისკენ გაემართნენ.

 ბარი “ეროსი“, ესმას სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობდა. შიგნით შესანიშნავი გარემო იყო. დახშული განათება და წყნარი მუსიკის და კლიენტების რუზრუზს ორგანულად ერწყმოდა, ალკოჰოლის მსუბუქი სუნი და სიგარეტის კვამლი კი იქაურობას ბოჰემურ ეფექტს სძენდა.

ბარში შესვლისთანავე ესმას უნებურად დახლისკენ გაექცა მზერა და მის მიღმა მდგომ ბარმენს შეაცქერდა.

ბიჭი ჭიქებში სასმელს ასხამდა და თან კლიენტებს ესაუბრებოდა. მუქი, წაბლისფერი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა, მზისგან ოდნავ გარუჯული კანი კი მის რუხ თვალებსუფრო მკვეთრად აჩენდა. წარბზე და ქვედა ტუჩის კუთხეში პირსინგები უბრწყინავდა, რამდენიმეს ყურზეც შეამჩნევდით, მისი მარცხენა ხელი კი გაუგებარი შინაარსის სვირინგებს ალაგ-ალაგ აეჭრელებინათ.

 –უცნაური ტიპია! ამბობენ, რომ ცოტა ვერ არის! – მოესმა ესმას კოსტას ხმა, უცებ გამოფხიზლდა და მამაკაცს გახედა.

ვინ?

ბარმენი, რომელსაც მოჯადოებულივით უყურებ. – გვერდულად ჩაიცინა მამაკაცმა.

-არ ვუყურებ…უბრალოდ… – ენა დაება გოგონას.

-უბრალოდ, რა? – ჩაეძია კოსტა.

-მეხი რომ ჩამოვარდეს, უეჭველად მას დაეცემა. – ყალბად გაიცინა ესმამ.

-ჰაჰ! – შესძახა კაცმა. – ამას მისი პირსინგების გამო ამბობ, არა? მიგიხვდი და ძალიან სასაცილო იყო!

გეყოფა! – შეუბღვირა ლილიმ. – მე მას კარგად ვიცნობ და არც ისეთი საშინელია, როგორიც წარმოადგინე.

მას მეც ვიცნობ. ჩემს ბარში მუშაობს, მაგრამ ნორმალური აშკარად არ არის და ამას მისი სვირინგების გამო არ ვამბობ. ფეთქებადი ხასიათი აქვს და ზოგჯერ თავს ვერ აკონტროლებს. რამდენიმე კვირის წინ, ერთი მდიდარი ტიპი სცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბარში ჭიქა გატეხა და არ გადაიხადა. – თქვა კოსტამ.

ნუ აჭარბებ, კარგად იცი რატომაც სცემა. ის ტიპი, უპატივცემულობას იჩენდა ყველას მიმართ. – შეეკამათა ლილი.

ჰო, მაგრამ

საერთოდ, ვინ არის? – ჩაერია საუბარში ესმა.

დანტე ჰქვია. – უპასუხა ლილიმ.

ეს სახელია თუ გვარი? – გაუკვირდა გოგონას.

არ ვიცი, უბრალოდ ასე ჰქვია. – მხრები აიჩეჩა მან. – სხვათა შორის, შენი სახლის უკან რომ მწვანე აივნიანი სახლი დგასიქ ცხოვრობს და ანტონისაც იცნობდა.

მართლა?

ჰო, ბოლო დროს ძალიან დაახლოვდნენ და დანტე ბიძაშენს ფარდულის შეკეთებაშიც  ეხმარებოდა. – დაამატა ლილიმ.

ესმას აღარაფერი უკითხავს, ბარმენი კიდევ ერთხელ შეათვალიერა, მერე კი ბარის ბოლოსკენ მიმავალ ლილის გაჰყვა და მასთან ერთად მაგიდასთან მოკალათდა.

რამდენიმე წუთის შემდეგლილის მეგობრები, ირინა და  მარია მოვიდნენ. ძალიან მხიარული გოგონები ჩანდნენ და ამავდროულად ქარაფშუტებიც. მათ ბილიარდის თამაშის იდეა წამოაყენეს, ხოლო ვინც წააგებდა, იმისთვის რაიმე სასჯელს მოიფიქრებდნენ.

 ლილი ბილიარდს შესანიშნავად თამაშობდა, ისევე როგორც მისი მეგობრები, თუმცა ესმას თამაში დიდად არ გამოსდიოდა და უკვე წინასწარ გრძნობდა, რომ დამარცხდებოდა. კოსტა კი გოგონებს სასმელს არ აკლებდა, ყველას გულუხვად უმასპინძლდებოდა და თან მათ თამაშსაც თვალს ადევნებდა.

ნექტარი და ამბროსია მომენატრა! – ხმამაღლა წამოიძახა ლილიმ, როცა პინა კოლადას მესამე ჭიქა გამიცალა.

ნექტარი და ამბროსია?! – გაეცინა ესმას.

ტეკილა და ბურბონი იგულისხმა. – ჩაერია უცებ საუბარში კოსტა, რომელიც ცოტა აღელვებული ჩანდა, ისე თითქოს, რაღაცის დამალვა სურდა. – ექიმმა აუკრძალა, რადგან სასმელთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

ჰო, ნექტარი ანუ ტეკილა და ამბროსია ანუ ბურბონი. – განმარტა ოდნავ ნაძალადევი სიცილით ლილიმ, მერე კი კოსტას მიუბრუნდა, ფეხზე ფეხი მაგრად დააჭირა და კბილებში გამოსცრა. – გმადლობ, რომ დამეხმარე.

 სასმელისგან გაბრუელმა ესმამ გულიანად გადაიკისკისა ლილის სიტყვებზე. თავს უკვე შესანიშნავად გრძნობდა. დაღლილობაც მოხსნოდა და ისეთ ენერგიაზე იყო ფიქრობდა, რომ მთელი კუნძულის ფეხით შემოვლასაც კი შეძლებდა. გართობას და მუდმივ წვეულებებს მიჩვეულ გოგონას ძალიან გაუხარდა, როცა მიყრუებულ კუნძულზე, რაღაცმშობლიურიცაღმოაჩინა.

 –ქულები დავითვალეთ და ესმამ წააგო! – თქვა მარიამ.

ნამდვილად დაითვალე? – ჰკითხა ირინამ.

რად უნდა დათვლა? ისედაც ყველაზე ცუდად თამაშობდა. – აკისკისდა გოგონა.

კარგი, ვაღიარებ, რომ წავაგე! – ხელები დანებების ნიშნად ასწია ესმამ.

მაშინ სასჯელი მოვიფიქროთ. – აცქმუტდნენ გოგონები.

მე უკვე მოვიფიქრე. – თქვა ლილიმ. – მიდი და დანტე გაიცანი!

რა? – გაეცინა ესმას. – იმ ტიპთან მიშვებ, რომელიც ბრაზს ვერ აკონტროლებს და ჭიქის გატეხვის გამო ხალხს ცემს?

უბრალოდ მიდი და ეცადე გააღიმო. – დაარიგა ლილიმ. – მინდა მისგან თავაზიანი ღიმილი დავინახო, რომლითაც ძალიან ცოტას აჯილდოებს.

სერიოზულად? დანტესთან უშვებ? – ჩაერია ირინა. – ხომ იცი, რომ ყინულივითაა?! მე და მარია ისე ტაქტიკურად მოგვიშორა თავიდან, რომ ვერც კი მივხვდით.

ჰო, ის ცივი და სასტიკია. – ჩაილაპარა განაწყენებული ხმით მარიამ.

როგორც არესი! – თქვა ლილიმ და კოსტასკენ თვალი ფრთხილად გააპარა.

მამაკაცი შეუმჩნევლად გადაიხარა ქალისკენ, მკლავზე თითები მოუჭირა და ჩურჩულით ჰკითხა.

რას აკეთებ? მეგონა, რომ კუპიდონობას შეეშვი.

მე კუპიდონი არ ვარ, ძვირფასო, მე მათი დედოფალი ვარ! – უპასუხა ლილიმ ჩურჩულითვე.

კარგი, რაც არ უნდა იყოს წავაგე და შევასრულებ! – თქვა ესმამ, ერთი ჭიქა კიდევ დალია გამბედაობისთვის და ბარის დახლისკენ გაემართა.

დანტე ისევ დახლს მიღმა იდგა და ამჯერად ტელეფონს დასჩერებოდა. როცა ესმა მიაუხალოვდა, თავი ასწია და  მთვრალი კლიენტი ალმაცერად შეათვალიერა. მოწითალო ფერის თმა, ქარიშხალში მოყოლილივით გასწეწოდა გოგონას, ზურმუხტისფერი თვალები, ბარის მკრთალი განათების ფონზე, უცნაურად უბრჭყვიალებდა, წამოწითლებული ბაგედან კი ღიმილი არ შორდებოდა.

უნებურად გაღიმება მოუნდა დანტესაც, როცა ესმას აკვირდებოდა და გაიღიმებდა კიდეც, რომ არა მისი უხასიათო ეგო, რომელმაც ისევ უემოციო სახის გამომეტყველების დაბრუნება აიძულა

რამეს დალევთ? – ჰკითხა ბიჭმა.

არა, უკვე ძალიან ბევრი დავლიე. – ნაძალადევად გაიღიმა ესმას, მერე ღრმად ჩაისუნთქა, ბარმენს დაკვირდა და უთხრა. – მისმინე, როგორც წესი, ასე არ ვიქცევი, მაგრამ ახლა საგანგებო შემთხვევააბილიარდში წავაგე დაშეგიძლია ჩემი მეგობრების დასანახად… უბრალოდ გამიღიმო? ისე, თითქოს ერთმანეთი გავიცანით.

დანტემ ჯერ გაკვირვებული მზერა მიაპყრო უცნობ, მთვრალ, თუმცა ძალიან ლამაზ გოგონას, შემდეგ კი  გამომცდელად დააწვრილა თვალები, ხელები ერთმანეთს გადააჭდო, ირონიულად გაიღიმა და თქვა.

ბარში შემოხვედი, დაინახე სიმპათიური ბიჭი და ასეთი ბანალური ფანდით მოგინდა მისი ხელში ჩაგდება?!

ესმა უცებ შეცბა, რადგან ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდამერე დანტეს დამცინავი მზერა რომ შენიშნა, ამან ძალიან გააღიზიანა, თავი ვეღარ შეიკავა, მაგიდაზე მდგარი ალკოჰოლით სავსე ჭიქა, რომელიც ერთერთ კლიენტს დაეტოვებინახელში აიღო და ბარმენს პირდაპირ სახეში შეასხა.

რა ჯანდაბას აკეთებ?! – დაიყვირა დანტემ და ინსტინქტურად უკან გახტა.

არაფერი არ თქვა… – საჩვენებელი თითი მაღლა ასწია გოგონამ. – ძალიან ბევრი დავლიე და თუ არ გინდა შენს მაისურზე ვარწყიოუბრალოდ ხმა არ ამოიღო. – უთხრა ესმამ და თავის მეგობრებთან დაბრუნდარომლებიც გაოგნებულები შესცქეროდნენ ამ სცენას. თუმცა არა მარტო ისინი, არამედ ბარში მყოფი ყველა ადამიანი სწორედ მათ მისჩერებოდა.

რა მოხდა? – ჰკითხა გაოცებული სახით ლილიმ ესმას.

ერთმანეთი გავიცანით. – გაეცინა გოგონას.

 კოსტამ კმაყოფილი სახით გაიღიმა, მხრებში ამაყად გაიმართა, სახეალეწილ ლილის გადახედა და ნიშნის მოგებით გადაულაპარაკა.

ერთითნოლი!

 

თავი 2

დილა ადრიან თავის აუტანელმა ტკივილმა გააღვიძა ესმა. ნაბახუსევზე იყო და სამყაროს ვერ აღიქვამდა. გული ერეოდაფეხზე დგომაც უჭირდა, ცხელი ამინდი კი გულს კიდევ უფრო უღონებდა.

გამოსაფხიზლებლად მინერალური წყალი დალია, იბანავა და გადაწყვიტა რაიმე წაეკითხა. ქვედა სართულზე განთავსებული კარადა  ანტიკური მითოლოგიის წიგნებით იყო სავსე. ესმამ ერთი წიგნი ამოარჩია, სავარძელში მოკალათდა და მონდომებით შეუდგა ოლიმპოს ღმერთების სასიყვარულო ისტორიების კითხვას.

ეს კომფორტი დიდხანს არ გაგარძელებულა. სულ მალე გოგონას აეროპორტიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მისი ჩემოდანი იპოვეს. ესმა როგორც კი მომჯობინდა, მაშინვე აეროპორტში წავიდა და მალე იქიდან თავის ვარდისფერ ჩემოდანთან ერთად გამოვიდა.

ძალიან ბედნიერი ჩანდარადგან იმ ჩემოდანში ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმელი ეწყო, რომლებიც მოდის კვირეულებიდან შემორჩა და რომელთა გარეშე ვეღარც კი ძლებდა.

ფეხით გავლა გადაწყვიტა. კუნძულის მიხვეულ-მოხველ ქუჩებში ცოტა ხანს იარა, ბოლოს კი ქვაფენილიან ნავმისადგომთან აღმოჩნდა. წინ ღია ზღვა იყო, რომელიც პირდაპირ კუნძულის სიღრმეში იჭრებოდა, ნაპირის სიახლოვეს კი ორივე მხარეს, ორი მოზრდილი კლდე მდებარეობდა. ორივე მათგანზე ობელისკები იყო აღმართული, სკულპტურებით დაგვირგვინებული. 

ესმამ ეს ადგილი მაშინვე იცნო. აეროპორტიდან წამოღებულ გზამკვლევში ჰქონდა ნანახი. ეს ის ადგილი იყო, სადაც ერთ დროს მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, როდოსის კოლოსი, ანუ მზის ღმერთის, ჰელიოსის გიგანტური ქანდაკება იყო აღმართული. ქანდაკება დიდი ხნის წინ განადგურდა, თუმცა ვერავინ უარყოფდა, რომ კოლოსის მსოფლიო საოცრებად ქცევაში დიდი წვლილი სწორედ კუნძულის თვალწარმტაც ლანდშაფტს მიუძღვოდა.

ესმამ მარილიანი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მოდუნებული სხეულით ჩემოდანს დაეყრდნო. საშინელი დაღლილობა იგრძნო, რადგან  ქუსლიანი ფეხსამელი ეცვა და ჩემოდნით სიარული უჭირდა. გოგონამ მომავალი ტაქსი გააჩერა და როცა მანქანაში შიგნით ჩემოდნის ჩადებას ცდილობდა, უკნიდან ნაცნობი ხმა შემოესმა

ხომ არ დაგეხმარო?

ესმამ მოიხედა და მისთვის უკვე კარგად ნაცნობი ბარმენი დაინახა, რომელსაც ხელში სასმელებით სავსე ყუთი ეჭირა და გოგონას ღიმილით ათვალიერებდა.

არ მინდა, გმადლობ. – უთხრა ესმამ უხეშად და ჩემოდანს მიუბრუნდა. – ისედაც ამხელა ყუთი გიჭირავს და თავს ნუ შეიწუხებ!

დანტე უცებ მძღოლს მიუბრუნდა და ჩურჩულით რაღაც უთხრა, კაციც მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და ისე მოსწყდა ადგილს, რომ გოგონას ჩემოდნის ჩადებაც არ დააცადა.

რა მოხდა? – იკითხა გაკვირვებულმა ესმამ.

ვუთხარი, რომ  ტერორისტი ხარ, რომელსაც პოლიცია ეძებს და ჩემოდანში ბომბი გაქვს. – უპასუხა მშვიდი ხმით დანტემ.

რა? გაგიჟდი?! – დაუყვირა გაცოფებული სახით ესმამ. – ეს რატომ გააკეთე?!

სამაგიერო გადაგიხადე გუშინდელისთვის. – უპასუხა დანტემ, მერე ესმას ფეხებზე დახედა  და დამცინავად თქვა. – მაგარი ფეხსაცმელია!

ესრას ნიშნავს? – დაინტერესდა გოგონა. – ახლა დამცინე?! ტაქსის მძღოლის გაგიჟებას შევეგუები, მაგრამ ჩემი ფეხსაცმლის დაცინვას ვერასოდეს ავიტან!

კარგი ერთი! – ცალყბად გაიღიმა დანტემ, გოგონას ზურგი აქცია და გზა განაგრძო.

 ესმამ ბრაზით ამოიხვნეშა, ჩემოდას ხელი დაავლო და ბორბლების ხრიგინით ბიჭს უკან გაეკიდა.

მაინც რას უწუნებ ჩემს ფეხსაცმელს?

მეხუმრები? – გაეცინა დანტეს, გაჩერდა და ესმას მიუბრუნდა. – ეს ხომ როდოსია?! კუნძული, სადაც  ყველგან დაღმართებია და ქვაფენილიანი ქუჩები.

მერე რა? როდოსზე ქუსლიანი ფეხსაცმელი არავის აცვია? – იკითხა ესმამ.

აბა, ერთი მიიხედმოიხედე.

 გოგონას ირონიული ღიმილი სახიდან გაუქრა, უხერხულად შეიშმუშნა, მერე დანტეს რჩევას დაუჯერა, მიიხედმოიხედა და შეამჩნია, რომ ყველა გამვლელს საზაფხულო, დაბალძირიანი და კომფორტული სანდლები ეცვა.

სისულელეა! მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ ამ ფეხსაცმელში და მშვენივრად ვახერხებ მისით გადაადგილებას. – ნიშნის მოგებით გაიღიმა ესმამმაგრამ სწორედ აქ არ გაუმართლა. როგორც კი ერთი ნაბიჯი გადადგა, ფეხსაცმლის წვრილი ქუსლი, ამოტეხილ ქვაფენილში  გაეჭედაამოღების მცდელობისას კი ქუსლი მოტყდა და გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ ნავსადგურში იმყოფებოდა, უკან გადაქანდა და წყალში ამოჰყო თავი.

 –ბოდიში, ამხელა ყუთი მიჭირავს და ვერ დაგეხმარები, თან ძალიან მეჩქარება, ერთი საქმე უნდა მოვაგვარო. – უთხრა დანტემ დამცინავი ხმით და თავისი გზა განაგრძო.

ამდენი უიღბლობის შემდეგ ესმამ, როგორც იქნა, მიაღწია სახლამდე. სველი ტანსაცმელი შესვლისთანავე მოიშორა, იბანავა და დამშვიდებული სახით დაეშვა საწოლზე. ცოტა ხანს ასე იყო, კუთხეებში გაყვითლებულ ჭერს მისჩერებოდა და მომხდარზე ფიქრობდა, შემდეგ კი კაკუნის ხმა შემოესმა და საწოლიდან წამოდგა. გოგონამ პირსახოცი მოიხსნა, სველი თმა უკან გადაივარცხნა, ხალათიც შეისწორა და კარი  გააღო. გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა, როცა ზღურბლზე მდგარი დანტე დაინახა. ბიჭსაც გაკვირვება ეტყობოდა სახეზე. აშკარა იყო, რომ ესმას იქ ნახვას ნამდვილად არ მოელოდა.

 –აქრას აკეთებ? – ენა ამოიდგა დანტემ.

შენრას აკეთებ? – ჩაისისინა გაღიზიანებულმა ესმამ. – ჩემს დასაცინად მოხვედი?

აქ რას აკეთებ? – ისევ გაიმეორა, ცოტა დაბნეულმა ბიჭმა.

აქ ვცხოვრობ! – უპასუხა მოუთმენლად გოგონამ.

შენ…  ესმა ხარ? – დანტე გაოცებას ვეღარ მალავდა. – შენ ხარ ანტონის ძმისშვილი?

ესმას ძალიან უნდოდა დანტესთვის რაიმე ჩაერტყა, მაგრამ თავი შეიკავა.

შეიძლება შემოვიდე? – ტონი მაშინვე თავაზიანი გაუხდა ბიჭს. – შენთან საქმე მაქვს.

 ესმაც უხმოდ გაიწია გვერდზე და დანტე სახლში შეუშვა. სტუმარი სავარძელშო ჩაჯდა და დაბნეულმა გააცეცა მზერა.

სწრაფად თქვი და მიბრძანდი! – მიუგო უხეშად გოგონამ.

პირველ რიგშიმომხდარის გამო ბოდიშს გიხდი. არ ვიცოდი ვინ იყავი.

და რომ გცოდნოდა, რაიმე შეიცვლებოდა?

ალბათ კი.

ანუ, ადამიანებს ასე ჰყოფ? ნაცნობებს კარგად მოვექცეთ, უცნობებს ცუდად, არა?!

ჯობია საქმეზე გადავიდე.

გისმენ!

ამ სახლის უკან, ჩემი ეზოს საზრვართან, პატარა, ხის ფარდული დგას სამუშაო იარაღებით სავსე. გავიგე, რომ ანტონის მემკვიდრე სახლს ყიდის და ფარდული თუ არაფერში გჭირდება, იქნებ მიწის ის მონაკვეთი მე მომყიდო, რომელზეც ფარდული დგას?! ფარდული ჩვენი ეზოების საზღვარზეა, მე ის ძალიან მჭირდება თავისი შიგთავსით. მხოლოდ ღობეს გადმოწევა დამჭირდება, შენ უბრალოდ ფასი დამისახელე. – აუხსნა ბიჭმა.

ესმამ ერთხანს უყურა სტუმარს, მერე რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და თქვა

აი, თურმე რა საქმის მოსაგვარებლად მიგეჩქარებოდა! რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ საერთოდ არ წუხხარ მომხდარის გამო და ბოდიშიც ტყუილად მოიხადე?!

გამშიფრე! –  სარკასტულად გაიცინა დანტემ.

არ გაგიმართლა! ჩემს ადგილას სხვა მოტყუვდებოდაასე რომარა, ფარდულს ვერ მიიღებ! – მიახალა გოგონამ დამცინავად, წამოდგა და გაწბილბულ სტუმარს კარი გაუღო.

დანტემ უხალისოდ გააქნია თავი, ესმა კიდევ ერთხელ, დაჟინებით შეათვალიერა რუხი თვალებით და სახლიდან გავიდა. გოგონამ ბრაზით გააკრაჭუნა კბილები, კარს უხეშად იბიძგა, რომ ხმაურით დაეკეტა, მაგრამ უცებ სახელური მოსძვრა და ხელში შერჩა.

ესმამ ღრმად ამოისუნთქა და შეწუხებული სახით კედელს მიეყრდნო. ძველი სახლი ნაწილებად იშლებოდა, მას კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უნდა მიეხედა ამ ყველაფრისთვის.

მოულოდნელად  ერთმა გენიალურმა აზრმა გაუელვა თავში გოგონას, კარი დიდი ძალისხმევის შედეგად გამოაღო და შადრევანთან შეჩერებულ მეზობელს მიუახლოვდა, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა არესის და აფროდიტეს სკულპტურას.

რადგან  სამუშაო იარაღები გჭირდება, ესე იგი, ასეთი რაღაცები კარგად გამოგდის?

მერე? – მოუთმენლად იკითხა დანტემ.

ჩემი სახლი საშინელ მდგომარეობაშია. მას არავინ იყიდის თუ ცოტა არ შევალამაზე. მის რესტავრაციაში დამეხმარე და ფარდულს მოგცემყველანაირი თანხის გარეშეუბრალოდ ჩუქების საბუთს გავაფორმებ და მორჩა. – შესთავაზა ესმამ.

მართლა? – გაუკვირდა დანტეს.

ჰო, ახლავე დავურეკავ ანტონის ადვოკატს და საბუთს გავაფორმებინებ. მხოლოდ ჩემი ხელმოწერა იქნება საჭირო, რომელსაც სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღებ.

ესე იგი, ახლა გჭირდები არა, ესმერალდა? – ჰკითხა ირონიულად ბიჭმა და სახელიესმერალდაგანსაკუთრებით გამოკვეთა.

მოდი, ასე ვთქვათ, ერთმანეთი გვჭირდება, კვაზიმოდო! – უპასუხა ასევე ირონიულად ესმამ, თუმცა ცოტათი ეუხერხულა კიდეც, მასზე ერთი თავით მაღალ და სიმპათიურ არსებას, ასე რომ უწოდა. 

თანახმა ვარ, მაგრამ ჩემგან მეტ თავაზიანობას ნუღარ ელოდები. – შეუბღვირა ბიჭმა.

ეს არც მჭირდება! – თავი ამაყად ასწია მან.

და ჩემზე დიდ იმედებსაც ნუ დაამყარებ, თვითნასწავლი ვარ. – თქვა ღიმილით დანტემ.

სამაგიეროდ, აქაურებს კარგად იცნობ და დარწმუნებული ვარ, შეძლებ რამდენიმე დამხმარე მუშის პოვნას.

სამ მუშაზე რას იტყვი?

ბევრია, ამდენი თანხა არ მაქვს.

კარგი, მაშინ ორს მოვიყვანმესამე კი მე ვიქნები, მაგრამ მხოლოდ დღის საათებში ვიმუშავებ, რადგან საღამოს ბარში ვმუშაობ

შევთანხმდით! – ხელი გაუწოდა გოგონამ.

დანტემ ჯერ მის ხელს დახედა, შემდეგ კი თავისი გაუწოდა და თითები ძლიერად შემოაჭდო. უცნაურმა ელქტრო იმპულსებმა გაიარეს მოულოდნელად ორივეს სხეულში. თითქოს მაგნიტები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს იზიდავდნენ.

ესმა უხერხულად შეიშმუშნა და უცებ გამოსტაცა ხელი მეზობელს. დანტემაც უკან დაიხია, გოგონას დაემშვიდობა და წავიდა.

 

მომდევნო ორმა დღემ ისე ჩაიარა, რომ დანტე არსად გამოჩენილა. ესმა ძალიან ღელავდა, უნდოდა, რაც შეიძლება მალე დაეწყო სარემონტო სამუშაოები, რომ მალევე დაესრულებინა და იქიდან წასულიყო, მაგრამ მეზობელი არა და არ ჩანდა. ბოლოს, ლოდინით დაღლილმა გადაწყვიტა სასეირნოდ წასულიყო და გზად მეზობლისთვისაც შეევლო.

სპორტულ სამოსში გამოწყობილი გოგონა, თავისი სახლის ეზოდან ნელი ნაბიჯებით გავიდა, მაღლა მიმავალ აღმართს აუყვა და დანტეს სახლს მიადგა, მაგრამ კარი არავინ გაუღო. ესმამ უხალისოდ ამოიოხრა, მიბრუნდა და ამჯერად ტყისკენ აიღო გეზი.

ბუნების სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, გრილი სიო და ნაკადულების ჩუხჩუხი კი კიდევ უფრო მომაჯადოებლად მოქმედებდა ადამიანის განწყობაზე.

ტყეში, რამდენიმე წუთიანი ბორიალის შემდეგ, დაღლილი გოგონა იქვე შეჩერდა, ხეს მიეყრდნო და ჩიტების ჭიკჭიკს მიუგდო ყური. მოულოდნელად უცნაური ხმაური შემიესმა, თავი ასწია და გარემი მოათვალიერა. ესმას ძალიან გაუკვირდა, როცა დაღმართზე, მისგან რამდენიმე მეტრის იქით, ბუჩქებში ჩასაფრებული დანტე შენიშნა, რომელიც ზურგით მისკენ იყო და რაღაცას მოთმინებით ელოდა.

გოგონა ხეს ამოეფარა და ბიჭს დააკვირდა. უცნაური გარეგნობის დანტეს, ასეთ უცნაურ სიტუაციაში ნახვა, კიდევ უფრო აბნევდა  და უამრავ კითხვას უჩენდა.

ამ დროს, გზაზე ორი მოზარდი გამოჩნდა, ველოსიპედებზე ისხდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. უცებ დანტემ მიწაში ჩამალულ თოკს მოქაჩა, ველოსიპედები თოკს წამოედო და ორივე მოზარდი მიწაზე მთელი ძალით დაენარცხა.

დანტე  ფეხზე წამოხტა და ბიჭებს თავზე დაადგა. ბავშვებმა მის დანხვაზე ფერი ერთიანად დაკარგეს, სახეზე ხელები აიფარეს და ღრიალი მორთეს. თან ბიჭს შეწყალებას ევედრებოდნენ.

 –თუ კიდევ ერთხელ მოიპარავთ რაიმეს ჩემი სახლიდან, ან თუ კიდევ შეაწუხებთ ვინმეს ამ ქუჩაზე, გპირდებით, რომ სამუდამოდ გაგაქრობთ! – დაუღრიალა დანტემ მათ, მერე დამტვრეული ველოსიპედები აიღო და გზის მეორე მხარეს მდებარე ციცაბო დაღმართზე მოისროლა.

 ესმა თვალებგაფართოებული შესცქეროდა ამ სანახაობას და ვერც კი იჯერებდა, რომ ვინმეს შეეძლო მოზარდებს ასე სასტიკად მოქცეოდა. გოგონამ მოულოდნელად გამხმარ ხის ტოტს დაადგა ფეხი, მის ტკაცუნზე კი დანტემ თავი ასწია და თვალებით შესაძლო მოწმის ძებნა დაიწყო. ესმა უარესად შეაშინა გამოჭერის ფაქტმა. ვეღარ მოითმინა, უცებ ადგილს მოსწყდა და მთელი სისწრაფით გაიქცა გზისკენ. დანტემ გვერდულად ჩაიცინა, ელვისისწრაფით აირბინა დაღმართი და მოკლე გზით დაედევნა გოგონას.

 როცა ესმას ეგონა, რომ საფრთხეს თავი დააღწიამოულოდნელად მოსახვევში დანტე გამოჩნდაგოგონამ ეს გვიან შეამჩნია, თავის შემაგრება ვეღარ შეძლო და ორი ფიგურა, ბილიკის მოსახვევში, მთელი ძალით ერთმანეთს შეასკდა.

მძიმე სხეულის დაჯახებისგან და შემდეგ დაცემისგან ესმას წამიერად თვალებში დაუბნელდა. გონს რომ მოვიდა დანტეს ცივ მზერას და რუხ თვალებს წააწყდა. ბიჭი თავზე ადგა და რაღაცას ეკითხებოდა.

თავი დამანებე, მანიაკო. – წაილუღლუღა გაბრუებულმა გოგონამ.

ცოტა, უფრო ყურადღებით უნდა იყო. – უპასუხა დამცინავად ბიჭმა.

მე? – გაუკვირდა ესმას. – ეს შენ მორბოდი ისე, თითქოს მთელი გზა შენი ყოფილიყო!

ვიცი, რომ ყველაფერი დაინახე.

ჰო, დავინახე და ამიტომაც ვფიქრობ, რომ მანიაკი ხარ!

არა, ის ბავშვები არიან მანიაკები.

მაინც, რა დაგიშავეს?

ისინი მარტო მე კი არამთელს ქუჩას უშავებენ. ჩემი ველოსიპედები მოიპარეს და კიდევ სხვა ბევრი რამ.

ის ველოსიპედები შენი იყო? ასეთი რაღაც, მათ გამო მოაწყვე? – გაუკვირდა ესმას.

არა, ასეთი რაღაც იმიტომ მოვაწყვე, რომ მათთვის ჭკუა მესწავლებინა! გუშინ ქუჩაში იმ ველოსიპედით პატარა გოგოს გადაუარეს. ბავშვი საავადმყოფოშია და ხელი აქვს მოტეხილითუმცა ამას შენ რატომ გიხსნი?! – ხელი აიქნია დანტემ და წასვლა დააპირა.

ავად ხარ! – ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა ესმამ, თუმცა გაოცებული ჩანდა, რადგან დანტეს მსგავსი თავზეხელაღებულისგანასეთი სიტყვების გაგონებას,  ნამდვილად არ ელოდა.

გოგონამ თავი გააქნია, რომ ეს აზრები მოეშორებინა, მერე წამოდგომა სცადა, მაგრამ უცებ შეამჩნია, რომ წვივზე პატარა ჭრილობა ჰქონდა. ფეხი არ სტკიოდა და სიარულიც შეეძლო, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მეზობლისთვის თავი შეეცოდებინა. ესმა ისევ მიწაზე დაჯდა და დამწუხრებული სახით კოჭის დაზელას შეუდგა.

მართალია დანტე თავიდან გულგრილად უცქერდა ამ ყველაფერს, მაგრამ ესმამ იმდენი ქნაბიჭი მალე დაარწმუნა იმაში, რომ ფეხი მართლა სტკიოდა და სიარული არ შეეძლო. გოგონამ იმდენი იწუწუნა, რომ დანტე იძულებული გახდა ხელში აეყვანა და მთელი გზა ასე ეტარებინა.

სანამ სახლამდე მივიდოდნენესმამ მოახერხა და დანტეს უცნაური შეკითხვებით თავი მოაბეზრა.

რატომ გაქვს ასეთი იმიჯი?

ასეთი, როგორი? –  გაუკვირდა დანტეს.

ჰიპურგოთურბოჰემური. – უპასუხა ესმამ და ბიჭს კისერზე ხელები შემოაჭდო.

ასეთი რამ, საერთოდ არსებობს? – გაეცინა დანტეს

მეფისტოფელს ჰგავხარ,”ფაუსტიდან“.

-“ფაუსტიწაკითხული გაქვს? – წარბები მაღლა აზიდა დანტემ. – მეგონა შენნაირები, მარტო მოდის ჟურნალებს კითხულობდნენ.

სანამ სახლამდე მივალთ, იქნებ შენზე ცოტა რამ მომიყვე? – ესმა არ ცხრებოდა.- ოჯახი გყავს? წარმოშობით საიდან ხარ? ამ მივარდნილ ადგილას რას აკეთებ?

იქნებ შეწყვიტო?! – თქვა გაღიზიანებულმა დანტემ.

ბარმენობის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული? – განაგრძო ესმამ.

სინამდვილეში დაქირავებული მკვლელი ვარ და თავისუფალ დროს, მომაბეზრებელი გოგონების მოკვლა მომწონს. – უთხრა ხრინწიანი ხმით დანტემ და ესმას თვალებში ჩახედა, გოგონა კი მისმა მზერამ ისე შეაშინა, რომ მაშინვე გაჩუმდა.

როცა ტყიდან გამოვიდნენ და დანტეს სახლს მიუახლოვდნენ, ესმამ ახლა თავის ტკივილი მოიმიზეზა და ბიჭი აიძულა, რომ  მის სახლში შეეყვანა.

დანტეს სახლი დაახლოებით იგივე აგებულების იყო, როგორიც ესმას სახლი. მისაღებში ძველებური, ტყავის დივანი და სავარძლები ელაგა, ოთახში კი სრული ქაოსი სუფევდა.

ბიჭმა ესმა მისაღებში შეიყვანა, არეულობისთვის მოიბოდიშა, დივანზე დასვაცივი წყალი და ტკივილგამაყუჩებელი აბი მოუტანა, მერე კი სპირტი მოიმარჯვა, ბამაბზე დააწვეთა და გოგონას გადაყვლეფილ კანზე ფრთხილად დაადო. ესმას ტკივილისგან მთელს სხეულში გასცრა და ერთიანად აცახცახდა. დანტეს მის რეაქციაზე გაეცინა, თუმცა არაფერი უთქვამს. ბიჭმა თითები ფრთხილად შემოაჭდო გოგონას კოჭზე და ნელნელა მოუჭირა.

რას აკეთებ? – გაუკვირდა ესმას და დანტეს წარბშეკრულმა შეხედა.

ვამოწმებ, ძვალი გაბზარული ხომ არ გაქვს!

ასე ძლიერადაც არ დავცემულვარ. – უხერხულად შეიშმუშნა ესმა, მერე დანტეს თვალებში შეაცქერდა და ჰკითხა. – დანაპირებს რატომ არ ასრულებ?

ხელოსნების ძებნას დიდი დრო სჭირდება. – მიუგო ბიჭმა მშვიდი ხმით.

მაინც რამდენი?

ეს პატარა კუნძულია, ესმერალდა, და ხელოსნებიც დაკავებულები არიან. ამ დღეებში გათავისუფლდებიან და საქმესაც შევუდგები.

კარგი.

დანტეს აღარაფერი უთქვამს, გოგონას ჭრილობა გაუსუფთავა, ნაკაწრიც გადაუხვია და ნება მისცა ცოტა ხნით იქ დარჩენილიყო, რომ დაესვენა. მალე გოგონას იმ ფეხის ტკივილმა გაუარა, რომელიც სინამდვილეში, საერთოდ არ სტკიოდა და სააბაზანომდე მოჩვენებითი კოჭლობით მივიდა.

 შიგნით შესულმა ონკანი მოუშვა, წყლით მტვრიანი ტანსაცმელი გაისუფთავა და ცივი წყალი სახეზეც შეისხა. თავი რომ ასწია, ნიჟარის თავზე დაკიდებული პატარა კარადა შენიშა, რომლის კარიც ოდნავ შეღებული იყო. ესმას ინტერესმა სძლია, კარადა გამოაღო და გაოცებულმა წარბები მაღლა აზიდა.

თაროებზე ექვსი კოლოფი ეწყო და ყველა მათგანში სხვადასხვა ფერის აბები ეყარა. ერთ კოლოფზე  ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების სახელი ამოიკითხა, მეორეზე კი  საძილე პრეპარატის სახელი, მაგრამ უცებ დანტეს ხმა გაიგონა, რომელიც მას ეძახდა, კარადა მიხურა და სააბაზანოდან გამოვიდა.

გოგონამ სამზარეულოს მიაშურა, საიდანაც მეზობლის ხმა ესმოდა, თუმცა მოულოდნელად სამზარეულოს კართან, დანით შეიარაღებული დანტე გადაუდგა წინ და ესმას ისე შეეშინდა, რომ  ინსტიქტურად უკან დაიხია და კედელს ზურგით მიეკრა.

რა გჭირს? – გაეცინა ბიჭს. – ატამს ვჭრიდი, გინდა?

არა… ატამზე ალერგია მაქვს. – მოიტყუა ესმამ, მერე სწრაფი ნაბიჯით კარისკენ გაემართა  და უკვე გარეთ გასულმა დანტეს მიაძახა. – ჯობია წავიდე, მგონი ონკანი დამრჩა მოშვებული!

თავი 3

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რბილ ქვიშაზე ესმამ, შემდეგ კი შიშველ ტერფებზე, წყლის შეხება იგრძნო. თავი ასწია და ზურმუხტისფერი თვალები ჩამავალ მზის სხივებს მიაპყრო. ქარმა დაუბერამოწითალო ფერსი თმა გაუწეწამისი თეთრი კაბა კი ჰაერში ზღვის ტალღებივით ალივლივლდა.

მხრებზე ხელების შეხება იგრძნო. გაეღიმა, თვალები დახუჭა, უკან ოდნავ გადაიხარა და მის მკერდს ზურგით მიეყრდნო. გოგონა თავს საოცრად მშვიდად გრძნობდა. არაფერზე ფიქრობდა, არაფერი ადარდებდა და სურდა, რომ მუდამ ასე გაგრძელებულიყო.

ესმერელადა! – ჩაესმა უცებ ნაცნობი, ხრინწიანი ხმა.

ესმამ თვალები გაახილა და გვერდზე შეშინებული გახტა. მის წინ დანტე იდგა, ერთ ხელში უზარმაზარი დანა ეჭირა, მეორეს კი ესმასკენ იშვერდა და თან მოელვარე თვალებით შეჰყურებდა.

მოდი, ნუ გეშინია. – უთხრა ბიჭმა მშვიდი ხმით.

არ მომეკარო! – დაუყვირა ესმამ, შებრუნდა და სწრაფად გაიქცა, მაგრამ უცებ მის წინ უფსკრული გაიხსნა და გოგონამ იგრძნო, როგორ გადაეშვა მოწყვეტით სიბნელეში.

 ვარდნის უსიამოვნო შეგრძნებამ გამოაღვიძა ესმა, შეშინებულმა წამოიკივლა, თავის შეკავება ვეღარ შეძლო და შუბლით იატაკს დაასკდა.

ჯანდაბა! – იყვირა განრისხებულმა, ზურგზე გადაბრუნდა და მტკივან შუბლზე ხელი მოისვა.

შუაღამე იდგა, ღია ფანჯრიდან გრილი სიო უბერავდამთვარის ჯადოსნური შუქი  მის საწოლს ეცემოდა. იდუმალი და ჩუმი ღამე იყო, მხოლოდ ესმას ეღვიძა, რომელიც საწოლიდან გადმოვარდნილი ისევ იატაკზე იწვა და მთვარეს შეჰყურებდა. სიზმარი და დანტე მოაგონდა, თავი უხალისოდ გააქნია და წამოჯდა.

შენ, რაღა ჯანდაბა გინდა ჩემს სიზმარში?! – ჩაილაპარაკა მან, საწოლში დაბრუნდა და თავი ბალიშში ჩარგო.

 

სულ მალე დანტემ დანაპირები აასრულა და  ორ მუშასთან ერთად, ესმას სახლში ეახლა, რომ რესტავრაციას შესდგომოდმენ. ბიჭებს კოსტაც თან ახლდათ. კაცმა გადაწყვიტა თავის ახალ მეზობელს დახმარებოდა და როცა თავისუფალი დრო ექნებოდა.

 მუშები ადგილობრივები იყვნენ. ორი ახალგაზრდა ბიჭიმომღიმარი სახეებით და ნაკლებად შრომისმოყვარე გამოხედვით. ერთი, შედარებით უფრო მაღალი იყო, ღია ფერის თმა და ცისფერი თვალები ჰქონდამეორე კი მასზე ოდნავ დაბალი იყო, წაბლისფერი თმით და შავი თვალებით. მაღალს კასტორი ერქვა, დაბალს კი პერიკლი.

ძალიან სასაცილოა! – თქვა ესმამ, როცა მათი სახელები გაიგონა. – ეს ხუმრობა უკვე მოვისმინე.

რა ხუმრობა? – გაუკვირდათ ბიჭებს.

ხუმრობა, რომლის თანახმადაც ჩამოსულებს ჰგონიათ, რომ ამ კუნძულზე ყველას ანტიკური სახელები ჰქვიათ. – მიუგო სიცილით ესმამ და გონებაში ლილის ხუმრობა ამოუტივტივდა.

მაგრამ, ჩვენმართლა ასე გვქვია. – თქვეს ბიჭებმა და ესმას ცოტა განაწყენებული სახეებით შეხედეს.

გოგონას ღიმილი სახეზე შეეყინა, მიხვდა, რომ ცდებოდა. უხერხულად შეიშმუშნა და ეცადა დანტეს დამცინავი ხითხითისთვის ყურადღება არ მიექცია, რომელიც ზურგს უკნიდან ესმოდა.

ესმამ ბიჭები სახლში შეიპატიჟა, თანხაზე შეუთანხმა და თავისი გეგმა გააცნო. მუშები გოგონას ყველაფერზე დაეთანხმნენ, სხვადასხვა რჩევები მისცეს და იმ დღიდან საქმეს შეუდგნენ.

 

სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან, რამდენიმე დღემ მშვიდად გაიარა. ბიჭები კარგად მუშაობდნენ, თუმცა ნელა, ესმა კი ყველანაირად ცდილობდა,რომ მათთან თავაზიანი ყოფილიყოდანტესთან კი მსგავსი რაღაცები არ სჭრიდებოდა.

ერთ დილას, ბიჭებმა მუშაობა ადრიანად დაიწყეს, რადგან შუადღისას საშინელი სიცხე იყო მოსალოდნელი და დასვენებას გეგმავდნენ. ესმა ხმაურმა გააღვიძასაწოლიდან წამოდგა აბრეშუმის ხალათში მოიცვა და გარეთ გამოვიდა, რომ ბიჭებს მისალმებოდა. გოგონამ ვერანდა ნელა გაიარა, ქვის კიბეზე დაეშვა და ეზოში მომუშავე მუშებს გაუღიმა.

ღმერთო ჩემო, რას გავხარ?! – შეიცხადა უცებ დანტემ და ესმა ერთიანად შეათვალიერა.

რა?! – გაუკვირდა გოგონას.

რატომ გაქვს სახე  გარდატეხის ასაკში მყოფი თინეიჯერივით? – ჰკითხა დამცინავად ბიჭმა.

ესმა ვერ მიხვდა დანტე რას გულისხმობდა, ან რატომ უყურებდნენ მუშები გაფართოებული თვალებით. გოგონა სწრაფად მიტრიალდა, სახლის პირველ სართულზე შევიდა, შემოსასვლელში დაკიდებულ სარკეში ჩაიხედა და საკუთარი ანარეკლი რომ დაინახა, ისტერიკული კივილი მორთო.

მთელს სახეზე, მხრებზე, ფეხებზე და ხელებზე წითელი წერტილებით იყო აჭრელებული, კანი კი საშინლად უხურდა და ექავებოდა კიდეც.

მთელი სხეული მეწვის! –  თქვა მან  აკანკალებული ხმით.

რაიმეზე ალერგია გაქვს

არ ვიცი… 

კოღოები! – თქვა უცებ ბიჭმა. – გუშინ ღამით, ფანჯარა ღიად ხომ არ დატოვე?

ყოველ ღამე ვტოვებ, ძალიან ცხელა და აბა, რა ვქნა?!

აი, შედეგიც! აქ უამრავი კოღო ბინადრობს, თუ დამცავი ბადე არ გაქვს, ფანჯარა ღიად არ უნდა დატოვო. – უთხრა დანტემ სრული სერიოზულობით.

მაგრამ თქვენ, მთელს დღეებს გარეთ ატარებთ და რატომ არ გაქვთ, არც ერთი ნაკბენი? – გაუკვირდა ესმას.

ორი ვარიანტია, – უპასუხა დანტემ სიცილით, – ან ყველა კოღო მამრი იყო და ყველა მათგანს შენ მოეწონე, ანდაც ყველაზე ტკბილი სისხლი შენ გაქვს. ორივე შემთხვევაში, უნდა იამაყო.

მანიაკი ხარ! – შეუყვირა ნერვებმოშლილმა ესმამ, ბიჭს ზურგი აქცია და დახმარების სათხოვნელად ლილისთან გაიქცა.

 როცა გოგონამ მეზობელს ყველაფერი აუხსნა, ქალი საგონებელში ჩავარდა. თქვა, რომ ამდენი კოღოს ნაკბენი ერთად არასოდეს ენახა და ისიც თქვა, რომ ამას ჩვეულებრივი წამლებით ვერ უმკურნალებდა.

აბა, რა ვქნა? – იკითხა სასოწარკვეთილმა ესმამ.

არის ერთი გამოსავალი, – მიუგო ლილიმ, – ხალხური მალამო ვიცი, რომელსაც აქაურები ამზადებენ. ძალიან ეფექტურია, უბრალოდ კანზე წაისვამ და ოთხი  საათი გააჩერებ. მალამო სწრაფად შეიწოვება, სულ მალე კი კანში არსებულ ყველა შხამს გააქრობს. სიწითლეც გაივლის, ქავილიც და ნაწიბურებიც გაქრება.

ძალიან კარგია! მომეცი თუ გაქვს. – თვალები გაუბრწყინდა ესმას.

მაქვს, მაგრამ ერთი პრობლემაა. – თქვა ლილიმ. – ყველა უარს ამბობს მის გამოყენებაზე, რადგან მალამოს საზიზღარი სუნი აქვს.

ასეთი რა უნდა იყოს? მიდი მომეცი! – უთხრა ესმამ და მოთმინებით დაელოდა, სანამ ლილი მალამოს მოიტანდამაგრამ, როცა დაყნოსაკინაღამ გული წაუვიდა. – რისგან დაამზადე ეს მალამომკვდარი ცხოველებისგან?

ხომ გითხარი, საზიზღრობაამეთქი?! 

მხოლოდ ოთხი საათი და ყველაფერი გაქრება, არა

მხოლოდ ოთხი საათი. – თავი დაუქნია ლილიმ.

ესმას ბევრი აღარ უფიქრია, სწრაფად გადაიძრო მაისური, მალამო აიღო, ერთი ხელი ცხვირზე მოიჭირა, მეორე ხელით კი  კანზე შეიზილა.

 ცოტა ხნის შემდეგ, ესმა სახლში დაბრუნდაცდილობდა არ შეემჩნია, რომ მალამოს სუნის გამო სუნთქვა უჭირდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ უჰაერობისგან ტუჩები გალურჯებოდა. როცა გოგონამ ეზოში მუშებს ჩაუარა ბიჭებმა ერთდროულად აიფერეს ცხვირზე ხელი და სახეები ზიზღით დამანჭეს. დანტე მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და უნებური ფხუკუნი აუვარდა.

დაამთავრე?! – მიუბრუნდა გაბრაზებული ესმა.

მაგ სურნელით, მთელი დედამიწის კოღოებს გაწყვიტავ. – უპასუხა სიცილით ბიჭმა.

ნეტავ ადამიანზეც მოქმედებდეს. – შეუბღვირა გოგონამ.

მოქმედებს, ხომ ხედავ ვეღარ ვსუნთქავ! – ცხვირზე ხელი მიიჭირა მან. – ჩამოიბანე, თორემ შენი სახლის რემონტის დასრულებამდე დავიხოცებით.

თუ ფარდული გინდა, უნდა აიტანო! –კბილებში გამოსცრა გოგონამ და სახლში შევარდა.

  

რამდენიმე საათის შემდეგ ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვა საერთოდ შეუძლებელი გახდა, თან ნიავიც აღარ იძვროდა. ბიჭებმა სამუშაოს თავი დაანებეს და ჩრდილში შეიყუჟნენ, ესმა და ლილი კი ვერანდაზე დასხდნენ, თან ერთმანეთში მხიარულად საუბრობდნენ და ხედით ტკბებოდნენ.

ამ დროს, ეზოში კოსტა შემოვიდა. სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ახლახანს ენერგეტიკული სასმელი დალიაო, თან აშკარა იყო, რომ რაღაც იდეებით დახუნძლული მოდიოდა.

ჯოჯოხეთურად ცხელა და ახლა სანაპირო ჩვენთვის მისწრებაა. – უთრხა მან ბიჭებს, მერე მაღლა აიხედა, ტერასაზე მსხდარ გოგონებს შეხედა და უთხრა. – წამოხვალთ სანაპიროზე?

არა! – ერთდროულად გააქნიეს თავი.

სანაპირო დამსვენებლებით იქნება სავსე და თან შორია. – ცხვირი აიბზუა ლილიმ.

მაშინ მდინარეზე წავიდეთ! – ახალი იდეა წამოაყენა მამაკაცმა. – იქ არც არავინ იქნება და თან ახლოსაა.

გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და რაღაც გადაულაპარაკეს, მერე ლილი ვერანდიდან გადაიწია, კოსტას ზემოდან დახედა და ეშმაკური ღიმილით უთხრა.

კარგი, წავიდეთ!

 ორწუთში ყველანი წამოიშალნენ, კოსტას უკან გაჰყვნენ, ტყეში შევიდნენ და მალე მდინარის კალაპოტს მიადგნენ.

კალაპოტს რომ დაუყვნენ, რამდენიმე წუთს ფეხით ისევ იარეს, შემდეგ კი მათ თვალწინ ულამაზესი ხედი გადაიშალა. გაშლილი, მდინარის შლამით დაფარული ნაპირი, მომწვანო ფერის  კამკამა წყალი და  ხმაური ჩანჩქერი, რომელიც  კლდიდან ეშვებოდა, პატარა, ჯადოსნური წალკოტის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ესმა რამდენი წუთით გაშეშებული იდგა და სასიამოვნოდ გაოცებული შესცქეროდა ამ სანახაობასგოგონამ ბანაობაზე უარი თქვა, რადგან მალამოს ჩამორეცხვა ჯერ არ შეიძლებოდა, ამიტომ მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება მოიწადინა

დანტე თავის თავსაც არ უტყდებოდა, მაგრამ სხეულს ვერაფრით იმორჩილებდა. არ უნდოდა, მაგრამ ინსტინქტურად მაინც ესმასკენ იწევდა. მასთან სიახლოვე სურდა, თუმცა მალამოს საშინელი სუნი ყოველ წამს თავს ახსენებდა. ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა ბიჭიუნდოდა ეს საშინელი სუნი ესმასთვის მოეშორებინა, მაგრამ წყალში ჩასვლაზე ვერაფრით დაიყოლია.

უცებ დანტეს თავში ერთმა აზრმა გაუელვა. რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, მზაკვრული გეგმა გონებაში დასახა და მის განხორციელებას შეუდგა.

თუ ბანაობა არ გინდა, მაშინ წამომყევი და ძალიან ლამაზ ხედს გაჩვენებ. – უთხრა დანტემ ესმას.

შორსაა? – ჰკითხა გოგონამ.

არა. – თავი გააქნია მან. – აი, იქ უნდა ავიდეთ.

დანტემ ხელი იმ კლდის წვერისკენ გაიშვირა, რომელიც მდინარეს საზღვრავდა და რომლიდანაც ჩანჩქერი ეშვებოდა. ესმამ ინტერესით ააყოლა მზერა კლდეს, მერე კი მაღლა მიმავალ დანტას უკან გაჰყვა.

ლილი ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ დანტე და ესმაროგორც იქნა, ერთმანეთში ნორმალურად საუბრობდნენ და უკვე მეგობრებსაც ჰგავდნენ, კოსტა კი ისე იღიმოდა, თითქოს წინასწარ იცოდა, რაც მოხდებოდა.

 როცა ისინი კლედეზე ავიდნენდანტემ ესმა კლდის პირას მიიყვანა და იქიდან გადმოახედა. ეს ქვის გროვა, არც ისე მაღალი აღმოჩნდა. გოგონა  ძალიან მოიხიბლა იმ ხედით, რაც ჰორიზონტზე მოჩანდა და მათი კამათი სულ გადაავიწყდა.

ქვემოდან უფრო მაღალი ჩანდა. რამდენი მეტრია? – მიუბრუნდა იგი დანტეს.

სამი ან ოთხი მეტრი უნდა იყოს. – უპასუხა ბიჭმა.

ლამაზი ხედია. – ჩაილაპარაკა ესმამ.

ჰო, ლამაზი ხედია, ვარდნის დროს უკეთ დაინახავ. – მიუგო ბიჭმა.

რა თქვი? – გაუკვირდა გოგონას.

წინასწარ ბოდიშს გიხდი. – თქვა უცებ დანტემ, თავი ასწია და ავად მოელვარე თვალებით ესმამს შეაცქერდა.

რისთვის? – მისმა მზერამ დააფრთხო გოგონა და ინსტინქტურად უკან დაიხია.

ამისთვის! – უპასუხა მან და ელვისსისწრაფით მივარდა ესმას.

გოგონას თვალებში წამში დაიბუდა უსაზღვრო დოზით შიშმა. კიდევ ერთი ნაბიჯით  დაიხია უკან, თუმცა კლდის ნაპირმა გზა მოუჭრა და მაშინვე შედგა. დანტე ორ  ნაბიჯში მასთან გაჩნდა, ესმას მკლავებში სწვდა, ცივი მზერით დააშტერდა, შემდეგ კი თითები სახეზე შემოაჭდო, მაგრად დაუჭირა და გახურებული ბაგეებით მოუთმენლად დასწვდა მის ტუჩებს.

გოგონას გაოგნებისგან ზურმუხტისფერი თვალები შუბლზე აუვიდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ დანტეს ტუჩებს ისე იყო მიკრული, რომ ამოსუნთქვა ვეღარ მოახერხალამის ცეცხლი წაეკიდა კანზე, როცა ბიჭის ხელები წელზე შეიგრძნო. წამსვე გაიტრუნა მის მკლავებში, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა, ბიჭს თითები თმებში შეუცურა, მისკენ მიიზიდა და კოცნაზე მხურვალე კოცნითვე უპასუხა.

ორივე სწრაფად გამოეთიშა სამყაროს. მხოლოდ ერთმანეთის გახშირებულ გულის ცემას გრძნობდნენ და მათ სიმყუდროვეს, მოხლოდ ჩანჩქერის ხმაური არღვევდა.

ბიჭს უცებ გონება გაუნათდა. გაახსენდა, რომ რასაც ახლა ის აკეთებდა, მხოლოდ და მხოლოდ მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ბოლომდე უნდა მიეყვანა. დანტემ ისე ჩაიცინა გვერდულად, რომ ესმას ტუჩებს არც კი მოშორებია. გოგონა ამან გამოაფხიზლა და უკან დახევა სცადა, თუმცა დანტემ კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა წელზე შემოხვეული ხელები და კლდის ნაპირისკენ უბიძგა.

არადანტე, რას აკეთებ?! – შეშინებული თვალებით ახედა გოგონამ და მის მკლავებში აფართხალდა, რომ თავი გაეთავისუფლებინა. – გამიშვი, ახლავე!

ნუ გეშინია, მეც მოგყვები! – ანუგეშა ბიჭმა, ესმა ნაპირთან ძალით მიიყვანა, ხელი ჰკრა და მოულოდნელად  ორივენი სიმაღლიდან გადაეშვნენ.

 გოგონას შიშისგან მთელი სხეული დაუბუჟდა. აზრზე მოსვლაც ვერც კი მოასწო, ისე გამოეცალა ფეხქვეშ მიწა და უფსკრულში გადაეშვა. ორმა ფიგურამ რამდენიმე წამი ჰაერში იფრინეს, შემდეგ კი მსუბუქად ჩაეშვა წყალში და კარგა ხანს ყვინთავდა, სანამ მგრძნობელობა არ დაუბრუნდა.

იქ მყოფები გაოგნებულები იყვნენ მომხდარითგანსაკუთრებით ლილირადგან დანტესგან ასეთ საქციელს ნამდვილად არ მოელოდა.

ბიჭები სწრაფად მიცვივდნენ ესმასთან, მაგრამ მან არავის დახმარება არ ისურვა, მათი ხელები მოიშორა და წყლიდან მარტო გამოვიდა. პერიკლიმ გოგონას თავისი პერანგი მისცა, სველი თმა სახიდან გადაუწია და თან რაღაცებს ეკითხებოდა, მაგრამ ესმას არაფერი არ ესმოდა, მხოლოდ წინა ღამით ნანახი სიზმარი ახსენდებოდა და ვერც კი იჯერებდა, რომ ასე სწრაფად აუხდა.

 ამასობაში დანტემაც ამოყვინთა წყლიდან , მდინარიდან გამოვიდა  და ესმას ამბავი იკითხა. გოგონამ  მისი ხმა რომ გაიგონა, მაშინვე აზრზე მოვიდა. ფეხზე სწრაფად წამოხტა, პერანგი იქვე მიაგდო, დანტესთან მივარდა, კისერში ეცა და დახრჩობა დაუპირა. მუშები სწრაფად ჩაერივნენ მეზობლების ბრძოლაში და ერთმანეთს ძლივს დააშორეს.

ავადმყოფო! მანიაკო! სოციოპათო! – ყვიროდა წყობიდან გამოსული ესმა და თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა. – მოგკლავცოცხლად დაგმარხავ და შენს თავს ძაღლებს მივუგდებ!

ხვდები, რომარეულად ლაპარაკობ? – ჰკითხა დანტემროცა ესმას კლანჭებისგან თავი დააღწია და სულს იქთვამდა. – თუ მომკლავცოცხლად ვერ დამმარხავდა თუ დამმარხავჩემ თავს ძაღლებს ვერ მიუგდებ!

მაშინ, ჯერ ცოცხლად დაგმარხავ, როცა მოკვდები ამოგთხრი და შენს ცხედარს ძაღლებს მუვუგდებ! ეს როგორ მოგწონს?! – დაუყვირა გოგონამ ზიზღით.

ასე უკეთესია! – უპასუხა დანტემ.

ხომ შეიძლებოდა ქვებზე თავი დამერტყა, ან ჰაერში გულის შეტევა მომსვლოდა, ან უბრალოდ მოვმკვდარიყავი?! – ვერ მშვიდდებოდა ესმა.

მდინარეში წყალქვეშა კლდეები არ არის, აქედან ათასჯერ მაინც გადმოვმხტარვარ და ვიცი. თანაც, წინასწარ ბოდიში ხომ მოგიხადე? სამაგიეროდ, ის საშინელი სუნი აღარ აგდის! – სარკაზმს არ ღალატობდა დანტე.

ამ სიტყვებმა ესმა ისე გააღიზიანა, რომ მეორეჯერ დაუსხლტა ხელიდან მუშებს და ისევ კივილით გაიწია დანტესკენ, მაგრამ ბიჭებმა მაინც დააკავეს. ბოლოს გოგონამ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქათავი ხელში აიყვანა და თავის სხეულზე კონტროლიც დაიბრუნა, შემდეგ ბიჭებს ხელი გააშვებინა და განრისხებული გამომეტყველებით ბილიკისკენ გაემართა.

მომეჩვენა თუ ესმა სველ ტანსაცმელში უფრო მიმზიდვლია? – ჩაილაპარაკა  კასტორმა, რომელსაც მის გვერდით მდგარი პერიკლიც დაეთანხმა.

დანტემ კასტორს წარბშეკრულმა გადახედათავში მაგრად წამოარტყა და მისი გაოცებული სახე რომ დაინახა, უთხრა:

პატივი ეცი, ის შენი უფროსიათუმცა, რაც თქვი, იმაში გეთანხმები. – დაამატა ბოლოს და ტყისკენ მიმავალ გაწუწულ გოგონას თვალი გააყოლა, მერე კი ესმას ფრჩხილებისგან კისერზე დატოვებული ნაკაწრები მოისინჯა და ტკივილისგან შეწუხებულმა სახე დამანჭა

შორიახლოს მდგარმა კოსტამ უღონოდ ამოიოხრა.

ერთმანეთი კინაღამ დახოცეს. – ირონიულად ჩაიცინა მან. – ამხელა მრისხანება, არც ერთ მოკვდავში არ დამინახავს.

ჰო, სწორად აღნიშნე, ისინი მოკვდავები არიან და შეიძლებოდა  ერთმანეთისთვის რაიმე დაეშავებინათ. – ლურჯი თვალები მრისხანებით აენთო ლილის.

მათ გამო, ასეც ნუ იდარდებ. – უთხრა მშვიდად მამაკაცმა, ლილის მიუახლოვდა და ქერა კულულებზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.

შენ მათ ცხოვრებას არ დაანგრევ! – შეუბღვირა ქალმა და კოსტას ხელი უხეშად მოიშორა.

ტყუილად ნუ ცდილობ, ჩემო ქალღმერთო, მათ შორის ომია გაჩაღებული და ამას სიყვარულით ვერ მოაგვარებ. – კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.

სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს. – მიახალა უხეშად ლილიმ.

მხოლოდ ზღაპრებში. – შეეპასუხა კოსტა.

ქალმა უხალისოდ ჩაიფრუტუნაღრმად ამოისუნთქა, შემდეგ კოსტასკენ მიბრუნდა, ლურჯი თვალები სახეში შეანათა, მომაჯადოვებლად გაუღიმა, ხელი ასწია და რძელი ფრჩხილები დაკუნთულ მკლავზე ნაზად ჩამოუსვა.

კოსტას შავ თვალებში ვნების ნაპერწკლები აუკიაფდანერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ლილის ხელი ჩაავლო და მისკენ მიიზიდა, შემდეგ მისი სახე ხელებში მოიქცია და მის ტუჩებს უხეშად დასწვდა. ქალი ცოტა ხანს თამაშში აჰყვა, მაგრამ მერე თავი გვერდზე გასწია, ქვედა ტუჩს კბილები გამომწვევად დააჭირა, ეშმაკურად გაიღიმა და თქვა.

სიყვარულს ებრძვი და ამ წუთას სწორედ მის მახეში გაები.

ეს უსამართლობაა! – კოსტამ ხელი გაუშვა ლილის და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.

ომში და სიყვარულში ყველა ხერხი გამართლებულია. – ხმამაღლა გადაიკისკისა ლილიმ და მტკიცე ნაბიჯებით ტყიკსენ გასწია.

თავი 4

გაკოცა და მერე  კლდიდან გადმოგაგდო?! – წამოიძახა გაოგნებული სახით ლილიმ, როცა ესმას სახლის ვერანდაზე, გოგონას თავზე ადგა და მოწითალო ფერის თმას უწნიდა. – ქვემოდან კოცნა არ დამინახავს, მაგრამ დანარჩენი

ავადმყოფია! – კბილებში გამოსცრა ბრაზმორეულმა ესმამ. – არ ვიცი, სხვა რა სიტყვები მოვუძებნო.

ვნება და მრისხანება. – დაიჩურჩულა ლილიმ აღელვებული ხმით. ქალი ხვდებოდა, რომ წყვილს შორის უსაზღვრო დოზით ვნება იყო, რაც უკვე მრისხანებასაც იწვევდა და რაც მალე ყველაზე საშიშ თამაშში გადავიდოდა.  – კოსტანტინეხომ ვეუბნები, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვება?!

რა თქვი? – თავი ასწია ესმამ.

არაფერითავი გააჩერე, ძვირფასო. – უთხრა ლილიმ და თითები გოგონას თმაში გახლართა. – ვერც კი ვიჯერებ, იმ ყველაფერს, რაც დანტეზე მომიყევი. მის სააბაზანოში იმდენი აბები მართლა ნახე?

ჰო, ვნახე და ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ამდენ დამამშვიდებლებს იღებს, არ შეიძლება ნორმალური იყოს. – უპასუხა ესმამ. – თანაც ის ბავშვები რომ მახსენდებაან ჩემი კლდიდან გადაგდებასაერთოდ, მასზე რა იცი?

ბევრი არაფერი. – უპასუხა ლილიმ. – ვიცი, რომ მისი მშობლები აქედან შორს ცხოვრობენ, თვითონ კი აქ საცხოვრებლად ორი წლის წინ ჩამოვიდა და ახლოს არავის იკარებს. ასე მგონია, რაღაცას ან ვიღაცას გაურბის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ცუდი ადამიანია

ქალს სიტყვა გაუწყდა, რადგან ჭიშკარი ჭრიალით გაიღო და ეზოში კოსტა შემოვიდა. კაცს ხელში მოზრდილი ქეისი ეჭირა, მუშებს გვერდი აუარა და ვერანდაზე გოგონებთან ავიდა.

მშვენიერო ქალბატონებო! – მომნუსხველად გაუღიმა მამაკაცმა გოგონებს, ქეისი იქვე, სკამზე დადო, გახსნა და იქიდან უცნაური ფორმის იარაღი ამოიღო.

ესმა მაშინმვე დაინტერესდა ამ ნივთით, კისერი წაიგრძელა და მეზობელს კითხვები დააყარა.

შიგნით ამპულები იდებარომლებიც დასაძინებელი წამლით არის სავსე. ზოგჯერ ამის გამოყენება მიწევსრადგან ცხოველებს ვერაფერს ვუხერხებ. ბარის უკან, ნაგავში იქექებიან და  მათი დახოცვა არ მინდა, ამიტომ ეს ვარჩიე. –  უპასუხა კოსტამ.

დიდი ამპულები ორმაგი დოზაა? – ჰკითხა ესმამ და იქვე დალაგებულ ამპულებზე მიუთითა.

ჰო, დათვის დოზაა. – უპასუხა კოსტამ, დიდი ამპულა აიღო და ესმას აჩვენა იარაღში როგორ იდებოდა, მერე გაიღიმა და დაამატა. – თუ ხელს არ შეგიშლით, აქ დავჯდები. მირჩევნია იარაღი დღის შუქზე გავწმინდო.

იყავი, ხელს არავის უშლი.- უპასუხა ესმამ თავაზიანად.

აქ ხომ დათვები არ არიან, დათვის დოზა რაში გჭირდება? – ჰკითხა მისი საქციელით გაღიზიანებულმა ლილიმ.

იარაღს მოყვა და იქნებ გამომადგეს რამეში?! – ირონიულად ჩაიცინა კოსტამ.

ლილიმ უნდობლად შეხედა მამაკაცს, შემდეგ ისევ ესმას მიუბრუნდა, თმის ჩაწნა დაასრულა და სარკე მიაწოდა, გოგონა კი აღფრთოვანებული დარჩა ლილის ოსტატობით. სანამ იგი თავის თავს სარკეში ათვალიერებდა, ლილიმ კოსტას თვალით  რაღაც ანიშნა და გვერდზე გაიხმო.

რას აკეთებ? – ჰკითხა ქალმა განრისხებული ხმით. – ახლა რაღაც ჩაიფიქრე?

რა სისულელეა! მგონი პარანოიდი გახდი. – უპასუხა ირონიულად კოსტამ.

ეს იარაღი აქედან მოაშორე, გული ცუდს მიგრძნობს. – ჩაისისინა ლილიმ. – ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, კოსტა! აშკარაა, რომ დანტეს მის მიმართ გრძნობები აქვს, მაგრამ მრისხანება ხელს უშლის. ნეტავ, ვინმეს ბრალი ხომ არ არის?

დამშვიდდი, მე არაფერ შუაში ვარ. ადამიანები თავად არიან იმპულსურები და გადაწყვეტილებებსაც თავად იღებენ. – ვერაგულად გაიღიმა კაცმა.

მარადისობაა გიცნობ, სამყაროში და ადამიანთა გულებში სულ ქაოსს და მრისხანებას თესავდი. გგონია ახლა დავიჯერებ, რომ შენი ხელი არაფერში ურევია?

ვერც შენ უარყოფ იმას, რომ ესმას სენტიმენტალურ გრძნობებს უღვივებ, გამაფრთხილებელ სიზმრებს უგზავნი და ცდილობ მის გულში ვნებამ გაიდგას ფესვები.

მოაშორე ეს იარაღი!

უბრალოდ იარაღს გავწმენდ და წავალ!

 სანამ ლილი და კოსტა გაცხარებულ კამათში იყვნენ ჩართულები, ესმამ დრო იხელთა. ჯერ ინტერესით დააკვირდა იარაღს, მერე  ხელში აიღო, მხარზე მიიბჯინა და სამიზნეში გაიხედა. ვერანდიდან შესანიშნავად ჩანდა  მზით გაკაშკაშებული ეზო, სადაც  ბიჭები მუშაობდნენ. ესმამ  შადრევანთან დახრილი დანტეც შენიშნა, რომელიც წყლის მილების შეკეთებას ცდილობდა. მის დანახვაზე გოგონას ისეთი სიბრაზე მოერია, რომ თავი ვეღარ გააკონტროლა და ისე გამოკრა ჩახმახს თითი, რომ წარბიც არ შეუხრია.

მოულოდნელად დანტემ საჯდომის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო. გაოგნებულმა წამოიყვირა, შეწუხებული სახით მოიხედა, რომ ენახა, რა ხდებოდა, თუმცა ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შეძლო. ერთ წამში დაუბუჟდა მთელი სხეული და მოწყვეტით დაემხო მიწაზე.

ლილიმ  და კოსტამ გასროლის ხმა რომ გაიგონეს, მაშინვე მიხვდნენ, რაც მოხდა. ლილი ესმას ხელებში ეცა, იარაღი წაართვა და კოსტას გამკიცხავი მზერით მიუგდო, შემდეგ კი კიბეებზე დაეშვაყველანი სწრაფად შეგროვდნენ ეზოში და გონდაკარგულ დანტეს მოსულიერებას შეეცადნენ, მაგრამ ამაოდ.

ბიჭებმა დანტე მისაღებ ოთახში, ტახტზე დააწვინეს, ლილიმ მაშინვე გასინჯა და თქვა, რომ სუსტი პულსი ჰქონდა, მაგრამ მძინარეს უფრო ჰგავდა, ვიდრე მკვდარს.

შემთხვევით მომივიდაარ ვიცოდი თუ გაისვრიდა. – თავი იმართლა ესმამ.

მე კი ვფიქრობ, რომ შესანიშნავად იცოდი რასაც აკეთებდი. – ჩაილაპარაკა ლილიმ. – მგონი მდგომარეობა საგაგნგაშო არ არის. მთავარია დავადგინოთ ტრანკვილიზატორი რამდენ ხანს იმოქმედებს.

ეს წამალი, დათვს ორი საათით აძინებს და ადამიანს არ ვიციალბათ რვა საათს ეყოფა. – თქვა კოსტამ.

ისიც გაითვალისწინე, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ არისმანიაკია.  –ჩაისისინა ესმამ და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რა საშინლადაც მოიქცა, დანტეს მიმართ ბრაზი მაინც ვერ დაიცხრო.

არაფერი არაა იმაზე უფრო სახიფათო, ვიდრე შურისმაძიებელი ქალი. – ჩაიცინა კოსტამ.

მოკეტე! – მხარი გაჰკრა ლილიმ.

და ყველა ქალში ცხოვრობს ალქაჯი. – გადაუჩურჩულა კაცმა სარკაზმით.

ეს ყველაფერი სპეციალურად მოაწყვე, არა? იმედია ახლა კმაყოფილი ხარ!

კოსტამ მხრები აიჩეჩა და უხერხულობისგან ცოტა დაიბნა, თუმცა სწრაფად მოარიდა ლილის თვალი და გარეთ გავარდა.

  

ცოტა ხანში  ყველა თავის საქმეს შეუდგა ესმა კი, მარტო დარჩა მძინარე დანტესთან. რამდენიმე საათის შემდეგგოგონას შიში და მღელვარება დატყო. ყოველ წუთას მიდიოდა ბიჭთან და პულსს უსინჯავდა, რომ არაფერი გამოპარვოდა.

საღამო ხანს ესმას მღელვარებამ უფრო მეტად იმატარადგან დანტე არა და არ იღვიძებდა. ერთი წამით გოგონას მოეჩვენა, რომ ბიჭმა მარჯვენა ხელი გაამოძრავა, რომელიც  იატაკისკენ ჰქონდა დაშვებული.

ესმა მაშინვე ფეხზე წამოიჭრა, დანტეს მიუახლოვდა და მის გამხდარ მაჯას, რომელსაც სისხლძარღვები მკვეთრად აჩნდა, კიდევ ერთხელ შეეხო ფრთხილად. ბიჭს გული ნორმალურად უცემდა. ესმა დამშვიდდა და დივანზე მწოლიარე აუტანელ მეზობელს დააკვირდა. გოგონას წამიერად ყველანაირი ზიზღის გრძნობა გაუქრა მის მიმართ. აკვირდებოდა დანტეს მუქ თმას, სვირინგებით დაფარულ კანს, მის პირსინგებს ტუჩზე, ყურზე და წარბზე, ასევე კისერზე თავისი ფრჩხილებით დატოვებულ ნაკაწრებს და ფიქრობდა, რომ არ შეიძლებოდა ეს ადამიანი ისეთი საშინელი ყოფილიყო, როგორადაც თავს აჩენდა.

 –ნუ ღელავ, ჯერ კიდევ ვსუნთქავ. – თქვა მოულოდნელად დანტემ და თვალები გაახილა.

დიდი ხანია გღვიძავს? – ესმა შეკრთა.

იმდენი ხანია, რომ უკვე ოთხჯერ ვიგრძენი, როგორ მისინჯავდი პულსს. – უპასუხა სიცილით მან და წამოდგომა სცადა.

შეგეძლო აქამდე ამოგეღო ხმა. – ჩაილაპარაკა გოგონამ გაღიზიანებული ხმით.

ვცდილობდი, მაგრამ ის წამალი ამის საშუალებას არ მაძლევდა.

ძალიან გამხდარი ხარსაერთოდ რაიმეს ჭამ? – ჰკითხა უცებ ესმამ.

ცოტა ხნის წინ, კინაღამ მომკალი და ახლა ჩემზე ზრუნავ? – ჰკითხა დამცინავად დანტემ.

რა იცი, რომ ეს მე

რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველაფერი მესმოდა, სანამ მთლად გავითიშებოდი. გავიგონე, როგორ ამბობდი, რომ შემთხვევით მესროლე და ისიც გავიგე, რომ დათვის დოზა მომხვდა. – თქვა დანტემ უკმაყოფილოდ, ნელა წამოდგა და კარისკენ წავიდა.

ესმა უცებ წინ გადაუდგა მეზობელს, გამოღებული კარი მიუხურა, თვალებში შეაჩერდა და უთხრა.

ცოტა ხანს კიდევ დარჩი.

ოჰო! – წამოიძახა ბიჭმა თავდაჯერებული იერით, ხელებით კარს მიეყრდნო, ესმას ზემოდან დახედა და ჰკითხა. – ჩემს გარეშე ვეღარ ძლებ?

ფეხზე დგომა გიჭირსამიტომ გითხარი. – ყალბად გაიღიმა გოგონამ და დანტეს დაჟინებულ მზერას სახე მოარიდა.

რატომ ნერვიულობ? – ტუჩის კუთხეში, ავისმომასწავებელი ღიმილი გაუკრთა დანტეს, ესმასკენ ნელა დაიხარა და ისე ახლოს გაჩერდა მის ტუჩებთან, რომ მათ შორის მანძილი ერთ სანტიმეტრსაც აღარ შეადგენდა.

შენსდახმარებას ვცდილობ… – ნაწყვეტნაწყვეტ ამოილაპარაკა გოგონამ და ნერწყვი ხმაურით გადააგორა გამშრალ ყელში.

ვიცი, რომ გინდამაგრამ არ გაკოცებ. – დაიჩურჩულა ბიჭმა ჩახლეჩილი ხმით.

ძალიან ცდები. – ქუთუთოები მაღლა ასწია გოგონამ და დანტეს ვნებით ანთებულ მზერას წააწყდა.

კოცნას დამსახურება უნდა. – გაეცინა ბიჭს.

კლდის პირზე რით დავიმსახურე? – ჰკითხა გოგონამ.

სხვანაირად თავბრუს ვერ დაგახვევდი.

აუტანელი ხარ!

მიუხედავად ყველაფრისამაინც მადლობას გიხდი. – ლაღად გაიღიმა უცებ ბიჭმა, ესმას სწრაფად მოშორდა, გოგონა გვერდზე გასწია და სახლიდან გავიდა.

რისთვის? – გაუკვირდა ესმას.

რაც აქ ვმუშაობ, ერთხელაც არ დამისვენია, დღეს კი მთელი დღე მეძინა და თავს ახალშობილივით ვგრძნობ. გმადლობ, რომ დასვენების დღე მომიწყვე. – თქვა ბიჭმა გაიზმორადაამთქნარა და წავიდა, ესმა კი რომელიც ცოტა ხნის წინ სინანულში იყო ჩავარდნილი, ახლა უკვე აღარ ნანობდა თავის საქციელს.

იდიოტო! – მიაძახა გოგონამ და კარი მთელი ძალით მიაჯახუნა. ჩამოვარდნილი სახელური ხის იატაკზე ხმაურით გაგორდა.

 

მეორე დილით, ესმას ადრე გაეღვიძა. კარგ ხასიათზე იყო, თავს შესანიშნავად გრძნობდა და უნდოდა ბევრი საქმე ეკეთებინა.

როცა სახლს ალაგებდა, ფანჯრიდან დაინახა, როგორ შევიდა დანტე ფარდულში და იქიდან კარგა ხანს არ გამოსულა. ესმა ასეთ შემთხვევას უკვე მესამეჯრე ხედავდა და ძალიან აინტერესებდა, ეს ბიჭი რას აკეთებდა ამდენ ხანს ფარდულში, მაგრამ იმდენი საქმე ჰქონდა, რომ ჯაშუშობანას თავი დაანება და ისევ დალაგება განაგრძო.

სახლის შემდეგ გოგონა ეზოს მიადგა. ჯერ ადრე იყო გარემოს მოწესრიგება, მაგრამ ხავსმოდებული შადრევნის სკულპტურა, გაწმენდას ნამდვილად საჭიროებდა.

შადრევანთან მისულს უცებ რაღაც მოაგონდა და გაეღიმა, მერე სახლში შევიდა, მონეტა გამოიტანა, შადრევანთან ზურგით დადგა, თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრი და  ისროლა, თუმცა მონეტას შადრევნამდე მიღწევა არ დასცალდა, რადგან  დანტემ სწრაფი რეაქციით ჰარშივე დაიჭირა და ესმას ირონიული მზერით შეხედა.

რას აკეთებ?! – წარბები შეკრა ესმამ.

ახლა ალბათ ჩაიფიქრენეტავ ვინმე სიმპათიურითეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი გამოჩნდესო, მაგრამ შადრევანს რომ შევაკეთებ, ჯობია მასში მონეტები მერე ჩაყარო.

დამიბრუნე! – შეუბღვირა გოგონამ და ბიჭს ხელიდან მონეტა გამოგლიჯა.

ისე, გირჩევდი, რომ ეს საშინელი სკულპტურა შადრევნისთვის საერთოდ მოგეშორებინა. – გაუღიმა მან.

ეს ხელოვნების ნიმუშია! – შეეკამათა ესმა.

არა, არა, ესმერალდა! – გაეცინა დანტეს. – თუ გინდა სახლი მართლა გაყიდოჯობია ეს საშინელი დანადგარი აქედან გააქრო.

ეს დანადგარი კი არაქანდაკებაა. – უპასუხა უხეშად ესმამ. – არ მესმის, რას უწუნებ?

მე, ხელოვნების ნიმუშად ვერ აღვიქვამ ისეთ სლულპტურას, რომელშიც რაღაც დიდი აზრი არ დევს.

ეს ხომ აფროდიტე და არესია!

საერთოდ, იცი მათი ისტორია?

რაღაც მსმენია. – უთხრა სარკაზმით ესმამ.

აფროდიტე ხალხს სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთად მიაჩნია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ის ყველას საქმეში უნებართვოდ ერეოდა და ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლებას არ უტოვებდა, არესი კი ომის ღმერთი იყო და ადამიანებს შორის ყოველთვის შუღლს აგდებდა. ისინი ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები იყვნენ.

იმაზე არ გიფიქრია, რომ ადამიანები ისედაც მრისხანებით აღსავსეები იყვნებ, ხოლო არესი  უბრალოდ მათ თავის გამოვლინებაში უწყობდა ხელს. აფროდიტე კი მარცხენა მხარებს მიბრუნებულ თავს, ადამიანს, მარჯვნივ აბრუნებინებდა, რადგან ზუსტად იმ მხარეს იდგა ის, ვინც მას მთელი ცხოვრება ეყვარებოდა.

რა სისულელეა!

ეს შენი შეხედულებაა სისულელე, შენი იმიჯიც, შენი იდუმალებაც

ჩემი იმიჯი, რა შუაშია?

გიყურებ და მგონია, რომ ამ სამყაროს არც კი ეკუთვნი. შენზე საერთოდ არაფერი ვიცი. ვინ ხარ? საიდან ხარ? სინამდვილეში რას წარმოადგენ?

ეგ შენი საქმე არ არის!

აი, ისევ!

სხვათა შორის, აფროდიტეს გამსგავსებ. – სარკასტულად გაიცინა დანტემ.

მასსავით ლამაზი ვარ? – იგივე ტონით ჰკითხა ესმამ.

მასსავით ერევი სხვის საქმეში, ნამდვილი სასჯელი ხარ. – უპასუხა უხეშად ბიჭმა.

ესე იგი, აღიარებ, რომ ლამაზი ვარ?!

ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გაიგე? ამ წუთას სასჯელი გიწოდე!

მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შენ არესს გამსგაბსებ.

რითი?

მასსავით ცივი ხარ, ბოროტი, უგულო და სასტიკი! მაგრამ არესს სუსტი წერტილიც აქვს.

მაინც რა?

ლამაზი ქალი, აფროდიტეს სახით. – უთხრა ესმამ თავდაჯერებული ღიმილით.

 კამათში გართულებს, არც კი შეუმჩნევიათ, როგორ შემოვიდნენ ეზოში ლილი და კოსტა. ისინი, მთელი ამ დროის განმავლობაში, ჭიშკართან აზუტულიყვნენ და ყველაფერი ესმოდათ, რაც ეზოში ხდებოდა.

ღმერთებო, რამხელა ვნება, ცეცხლი და მიზიდულობაა მათ შორის! – თქვა ჩურჩულით ლილიმ.

მგონი დანტე მართალს ამბობს. ჩვენ ყოველთვის ვერეოდით სხვის საქმეში და ახლა დროა ადამიანებს თავისუფლება მივცეთ. ჩვენი დრო წავიდა, ლილი, ჩვენ აღარ ვმართავთ სამყაროს.

რა იყო, სინდისმა შეგაწუხა? მაშინ სად იყო შენი სინდისი, როცა დანტე ესმას კლდიდან აგდებდა? – გაეცინა ლილის. – მინდა ჩავერიო. მათ ერთმანეთი ისედაც მოსწონთუბრალოდ ძალიან ჯიუტები არიან.

მათ ერთმანეთი სძულთ

სულაც არა

ნუღარ მეკამათები!

შენ კი ნუ ერევი ჩემს საქმეში! – ქალმა მრისხანე მზერით აქცია ზურგი კოსტას, მეზობლებს მიუახლოვდა და მიესალმა.

ლილის სიტყვა დამთავრებულიც კი არ ჰქონდა, რომ უცებ ესმას სახლის წინ, ვიწრო ქუჩაზე ვიღაც საბურავების ღრჭიალით შემოვარდა და მკვეთრად დაამუხრუჭა.

ორი წამის შემდეგ ესმას სახლის ჭიშკარი გაიღო და ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა. შავი, ძვირადღირებული პიჯაკი და თეთრი, კისერთან შეხსნილი პერანგი ეცვა. ღია ფერის თმა მზის შუქზე უბრწყინავდა, მზის სათვალის ქვემოდან კი თაფლისფერ თვალებს აცეცებდა.

გამარჯობა! – მიესალმა მამაკაცი ეზოში მყოფებს. – გავიგე, რომ ეს სახლი იყიდება. შეიძლება, მეპატრონეს ვესაუბრო?

 როგორც კი სათვალე მოიხსნა ახლადმოსულმა, დანტემ, ლილიმ და კოსტამ მაშინვე იცვნეს იგი. ეს ის კაცი იყო, რომელმაც ბარში ჭიქა გატეხა და რომლის ცემის გამოც, დანტეს ნახევარი კუნძული გიჟად თვლიდა. მამაკაცმაც იცნო ეზოში მყოფები და ირონიული მზერა მზერა მოავლო მათ.

ყბა როგორ გაქვს, ლუი? – ზიზღით ჰკითხა დანტემ და ხელები დამუშტა.

უკვე გამიარა. – სახეზე ხელი ჩამოისვა მან.

მევარ სახლის მეპატრონე. – წინ გადმოდგა ერთი ნაბიჯი ესმამ და სტუმრით მოხიბლულმა, ათრთოლებული ხელი გაუწოდა მას.

ლუი მქვია, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. – მომაჯადოებლად გაუღიმა კაცმა, დაიხარა და ნამდვილი რაინდივით ხელზე აკოცა.

ესმასასიამოვნოაჩემთვისაც… – ნაწყვეტნაწყვეტ ამოილაპარაკა დაბნეულმა ესმამ.

 გოგონას აზრზე მოსასვლელად კიდევ რამდენიმე წამი დასჭირდა, შემდეგ კი მამაკაცი სახლში შეიპატიჟა. იმის ნაცვლად, რომ სახლის საფასურზე ესაუბრათ, ლუიმ კომპლენტებით აავსო ესმა, შემდეგ კი სავახშმოდ დაპატიჟა და შეუთანხმდა, რომ სახლის საკითხებს იქ განიხილავდნენ.

როგორც კი სტუმარი წავიდა, ლილი ესმას მიუახლოვდა და ბარში მომხდარის შესახებ მოუყვა, მაგრამ გოგონა ისე იყო გაბრუებული, რომ ქალის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც ვერ გაიგო.

რაც ლუის და დანტეს შორის მოხდა, მე არ მეხება. ვახშამზე წავალ და იმ საღამოთი ვისიამოვნებ. – თქვა ბოლოს გოგონამ

გაგიჟდი?! – წამოიძახა ლილიმ. – მართალია ლუი ერთ დროს მეც ძალიან მომწონდა, როცა ბარში ვხედავდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არარაობა იყო.

რატომ? – გაუკვირდა ესმას.

იმიტომ, რომ … – დაიბნა ლილი.

საშიში ტიპი ჩანს. – სიტყვა შეაშველა კოსტამ.

ჰო. – დაეთანხმა ქალი.

რას ამბობთ, ნამდვილი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცია. – ჩაერია დანტე და  სიტყვებში უსაზღვრო დოზით ირონია გაურია.

როგორც ჩანს, აფროდიტე მონეტის გარეშეც ასრულებს სურვილებს. – მიუბრუნდა ესმა და დანტეს დამცინავად შეხედა.

ისე, ის ტიპი არც მე მომწონს და არ ვიცი რატომ. – ჩაილაპარაკა კოსტამ.

ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდით? – გაეცინა ესმას. – ეს ხომ უბრალოდ ვახშამია? ვერ ვხვდები, რა არის ამაში ცუდი?! – ხელი უდარდელად აიქნია გოგონამ და მეზობლებს გაეცალა.

არ მივცემ უფლებას, რომ იმ ტიპს სახლი მიჰყიდოს, ან მასთან რაიმე სახის ურთიერთობა გააბას. – თქვა ჩურჩულით ლილიმ.

მაინც რამ გაგაბრაზა? – გაეცინა კოსტას. – იმან, რომ შენს ჭადრაკის დაფაზე უცხო ფიგურა გამოჩნდა და შენს გეგმებს ჩაშლა ემუქრება?

ჰო!

ეგ მეც არ მომწონს.

რას აპირებ?

ჩემი ძალების გამოყენებას.

მგონი ერთმანეთს გავუგეთ. – გაიღიმა ლილიმ და კოსტას ხელი ჩამოართვა.

თავი 5

ლუისთან გატარებული ერთი, ძალიან სასიამოვნო საღამოს შემდეგ, ბევრი რამე შეიცვალა. მამაკაცის სტუმრობამ სისტემატიური ხასიათი მიიღო, რის გამოც ესმას აღარც მეზობლებისთვის ეცალა და აღარც სარემონტო სამუშაოებისთვის.

ლილი გამუდმებით აფრთხილებდა გოგონას, კოსტაც მას ეთანხმებოდა, დანტე კი შორიდან ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და ცდილობდა ეჭვიანობის ქარცეცხლში გახვეული მისი შინაგანი სამყარო არავისთვის ეჩვენებინა.

ერთ საღამოს, ლუიმ ესმა თავის იახტაზე გამართულ წვეულებაზე დაპატიჟა და გოგონამაც გულმოდგინედ დაიწყო მზადება. მოგვიანებით გაახსენდა, რომ სამზარეულოს ონკანი დილით საშინელ ხმებს გამოსცემდაშეეშინდა სახლი ისევ არ დატბორილიყო, ამიტომ დანტეს დაუძახა და მისი შეკეთება სთხოვა.

შენ სად მიდიხარ? – დაინტერესდა დანტე.

ლუიმ წვეულბაზე დამპატიჟათავის იახტაზე. – უპასუხა მხიარულად ესმამ.

ლუის იახტა ჰყავს? – თავი ვერ მოთოკა და  დამცინავად თქვა ბიჭმა. – მე მეგონა ტრანსპორტად თეთრ ცხენს იყენებდა.

როგორი სარკაზმითაც არ უნდა ისაუბრო, ამით ლუის არაფერი დააკლდება, მე კი იმ წვეულებაზე მაინც წავალ. – უპასუხა ასევე დამცინავად ესმამ და თავის ოთახში ავიდა.

 დანტემ უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და გაღიზიანებული გამომეტყველებით შეუდგა საქმეს. თავს არ უტყდებოდა, მაგრამ აცოფებდა ის ფაქტი, რომ ესმას ლუის მეტი არავინ ახსოვდა. გრძნობდა, რომ ეჭვიანობდა, მაგრამ ამ ეჭვიანობას ვერაფერს უხერხებდა.

საქმეში და ფიქრებში გართულმა დანტემ მექანიკურად იმოქმედა და შეკეთების ნაცვლად ჭანჭიკები მოუშვა. მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ მისი ნამოქმედარი ძალიან ხელსაყრელი იყო.

აბა, ვნახოთ, როგორ წახვალ წვეულებაზე, ესმერალდა! – ჩაილაპარა ცინიკურად, წამოდგა და ესმას დაუძახა ონკანი შეაკეთეო.

უკვე დაასრულე? – ჩასძახა გოგონამ ზემოდან.

კი და აუცილებლად შეამოწმე, რომ შენს არ ყოფნაში, რაიმე არ მოხდეს, მე კი ბარში წავალ, ჩემი ცვლა იწყება!უპასუხა მშვიდი, დამაჯერებელი ხმით დანტემ და წავიდა.

ესმამ აღარაფერი უპასუხა, ოთახში შებრუნდა და ისევ განაგრძო მზადება. წვეულებისთვის შერჩეული ცისფერი კაბა ჩაიცვა, წვრილი ლურჯი ქამრით და ლურჯი ქუსლიანი ფეხსაცმლით. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, თმაც დაივარცხნა და კიბეზე დაეშვა, რომ თავისი თავი შემოსასვლელში დაკიდებულ დიდ სარკეში შეეთვალიერებინა.

სარკესთან მდგომს უცებ დანტეს სიტყვები გაახსენდა, სამზარეულოში შევიდა და ონკანი მოუშვა, რომ შეემოწმებინა, მაგრამ ის მოხდა, რასაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა.

ონკანიდან უცებ შავმა წყალმა იფეთქა, რომელსაც საშინელი სუნი ასდიოდა და რომელმაც მისი ცისფერი კაბა, ერთ წამში გააშავა. გოგონამ ინსტინქტურად კივილი მორთო, მაგრამ ახლომახლოს არავინ იყო, რომ დახმარებოდა. ცოტა ხანში შავი წყალი შეწყდა. ესმამ კივილი შეწყვიტა და დაიხარა, რომ ონკანი მოეკეტა, მაგრამ ახლა მილიდან სუფთა წყლის ნაკადი ამოვარდა და გოგონას კიდევ ერთხელ მოუწიამოულოდნელი შხაპის მიღება.

გოგონას ტვინი ექსტრემალურ სიტუაციებში უფრო სწრაფად მუშაობდა და ყოველთვის სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ესმა ერთ წამში მიხვდა თუ ვისი ნამოქმედარი იყო ეს ყველაფერიჯერ წყლის ცენტრალური მილი გადაკეტა, შემდეგ სახლიდან ელვის სისწრაფით გავარდა, ეზოში მომუშავე მუშებს  ჩაუქროლა, ხის ჭიშკარი მაგრად გაიჯახუნა და ქვაფენილზე, უაღრესად განრისხებული სახით დაეშვა. გზაში ფეხი რამდენჯერმე გადაუბრუნდა, ამიტომ ფეხსაცმელები გაიხადა და ქუჩაში მოისროლა, შემდეგ კი ისე სწრაფად განაგრძო სიარული, რომ რამდენიმე წუთში უკვე ბარეროსთანგაჩნდა და კარი ხმაურით გააღო.

 დაახლოებით ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როგორც ველურ დასავლეთში. ორი იარაღიანი ტიპი ერთმანეთს რომ უპირისპირდა, რევოლვერებზე ხელებს რომ ათამაშებენ და თვალებში ერთმანეთს დაჟინებით რომ უყურებენ.

ხმაურზე დანტემ თავი ასწია და დაინახა, როგორ გაიყო ხალხის ნაკადი ორად, მერე კი ბარის კართან მდგარი, თმაგაწეწილი გოგონა შეამჩნია, შეურაცხადის გამომეტყველებით.

ესმა?! – წამოიძახა გაოცებულმა დანტემ. – რას გავხარ?!

მესამეჯერ… უკვე მესამეჯერ დავსველდი შენს გამო! – დაუყვირა განრისხებულმა ესმამ, იქვე მდგარ მამაკაცს ხელიდან ლუდის ბოთლი გამოგლიჯა და ბიჭს მთელი ძალით გაუქანა.

დანტემ თავის დახრა მოასწრო, ბოთლი მის უკან მდგარ კარადას მოხვდა და დაიმსხვრა.

ეს ჩემი ლუდი იყო! – დაუყვირა კაცმა.

მე გადავიხდი. – უთხრა ესმამ და ახლა მეორე მამაკაცს გამოსტაცა ხელიდან ლუდის ბოთლი და ისევ დანტესკენ გაისროლა, ბიჭმაც ოსტატურად აიცილა იგი.

ჯერ ნავსადგურში ჩამაგდე ზღვაში, მერე კლდიდად გადამაგდე, ახლა კისახლში მოცეკვავე შადრევნები მომიწყვე! – ყვიროდა ესმა და ბოთლებს და ჭიქებს დანტეს მისამართით ისროდა.

ნავსადგურში თვითონ გადავარდი წყალში! – დაუძახა დახლსამოფარებულმა დანტემ.

შეგეძლო დამხმარებოდი!

ხელში სასმელებით სავსე ყუთი მეჭირა! იცი მაინც, რა ღირს თითო ბოთლი?

ჩემს ძვირადღირებულზარას” კაბაზე რას იტყვი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ცისფერი იყო?! – დაუყვირა ესმამ და ვისკით სავსე ჭიქა ესროლა.

ბროლის ჭიქა კარადას მოხვდა, დაიმსხვრა და ერთერთი ნამსხვრევი დანტეს ხელში ჩაერჭო.

ბიჭმა ნატეხი ამოიღო, მაგრამ სისხლით დასვრილი ხელი რომ დაინახა განრისხებულმა თავი ვეღარ შეიკავა, წამოდგა და ესმას აბსენტის ბოთლი ესროლა. გოგონამ თავი დახარა და ბოთლი კარს მოხვდა. ესმა სახტად დარჩა, არ ეგონა თუ დანტე ამას გააკეთებდა, მაგრამ პასუხგაუცემელი არ დაუტოვებია.

მათი ბრძოლა კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ბარში ნამდვილი ქაოსი დატრიალდაბოთლები და ჭიქები ჰაერში ფრიალებდნენ, იატაკზეც უამრავი ნამსხვრევი ეყარა.ხალხი კვლავ ორად იყო გაყოფილი და უბრალოდ ვერავინ ახერხებდა მათ ომში ჩარევას. ვერც ლილი და კოსტა, რომლებიც იქვე იდგნენ და მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ბოლოს ერთერთმა კლიენტმა მოიფიქრა, რომ პოლიცია გამოეძახა და ეს ომიც დასრულდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ დანტემ და ესმამ გვერდიგვერდ საკნებში ამოჰყვეს თავი და მთელი ღამე იმაზე კამათში გაათენეს თუ ვინ იყო დამნაშავე ამ ყველაფერში. გამომდინარე იქიდან, რომ ბარის მეპატრონემ, კოსტამ საჩივარი არ შეიტანა და ბრძოლის დროს, არც არავინ დაშავებულა, აუტანელი მეზობლები ციხიდან მალევე გაათავისუფლეს.

ორივენი გიჟები ხართთქვენი ჩხუბის გამო მთელი ღამე არ მიძინია. ბარის მეპატრონეს ყველაფერს აუნაზღაურებთ, ახლა კი გაქრით აქედან, სანამ არ გადამიფიქრებია! – უთხრა პოლიციის ოფიცერმა მათ და განყოფილებიდან ორივენი გამოყარა.

 

ივლისის ბოლო მიიწურა და აგვისტოც დადგა, წელიწადის ყველაზე ცხელი თვე.

ესმამ მუშებს რამდენიმედღიანი შესვენება მისცა, რადგან კუნძულზე საზაფხულო დღესასწაული ახლოვდებოდა და ბიჭებს დასვენება ნამდვილად სჭირდებოდათ.

მომხდარის შემდეგ გოგონა დანტეს მაქსიმალურად არიდებდა თავს, მის სახელს საერთოდ არ ახსენებდა და მის გვერდით ერთ წამსაც არ ჩერდებოდა. ამ დღესასწაულმაც სულზე მოუსწრო და ძალიან უხაროდა, რომ ეს რამდენიმე დღე დანტეს აღარ ნახავდა.

აბადღესასწაულზე ხომ წამოხვალ? – ჰკითხა მხიარულად ლილიმ, როცა ესმას თავის სახლში უმასპინძლა.

შემახსენე ერთი რა დღესასწაულია? – კითხვა შეუბრუნა გოგონამ.

ძველი, წარმართული ტრადიციის გადმონაშთია. ადრე ამ დღეს ნაყოფიერების ქალღმერთის პატივსაცემად მართავდნენ. თეთრ ტანსაცმელს იცვამდნენ, თავზე ყვავილების გვირგვინებს იკეთებდნენ, უზარმაზარ კოცონს ანთებდნენ და მთელ ღამეს ცეკვაში ათენებდნენ. ერთი სიტყვით, აგრარული მისტერიებია. – აუხსნა ლილიმ.

საინტერესოდ ჟღერს. – ჩაიცინა ესმამ.

დღესასწაული ხვალ არის. საღამოს გამოგივლი და მეზობელ ქუჩაზე მდებარე პარკში წავიდეთ. მთელი ქუჩა იქ იქნება, თან  გასართობი ატრაქციონებიც მოეწყობა და… ჰო, არ დაგავიწყდეს, აუცილებლად თეთრი სამოსი უნდა გეცვას, ეს ტრადიციაა!

ლუიც მოდის. – თქვა უცებ ესმამ.

რა? – თვალები გაუფართოვდა ლილის.

ახლა მივწერე და დამთანხმდა.

რატომ დაპატიჟე?

კარგი რა, ლილი, რატომ ვერ იტან ლუის ასე?

უბრალოდ, ისცუდი ადამიანია.

საიდან მოიტანე?

ფსიქოლოგი ვარ და ადამიანებში კარგად ვერკვევი.

ლუი ჩემთან ერთად იქნება და არა შენთან. – ჩაილაპარაკა ესმამ, ტელეფონის ეკრანს დახედა და კიდევ ერთი შეტყობინება გაგზავნა.

 

მეორე საღამოს, ესმა დღესასწაულის ტრადიციისამებრ თეთრი კაბაში გამოეწყო და ლილისთან ერთად პარკში წავიდა.

იქაურობა ხალხით იყო სავსე. ახალგაზრდა წყვილებიბავშვები, მოხუცები, ყველას იქ მოეყარა თავი. ყველგან ღვინის ბოთლები გაეხსნათ და ყველგან ყურძნის მტევნებს, ზეთის ხილს, მსხლებს და ატმებს შეამჩნევდით, რადგან  დღესასწაულის ორგანიზატორებს პარკში განთავსებული მაგიდები სეზონური ხილით გაევსოთ. მთელი პარკი ფერადი ნათურებით გაენათებინათ და ატრაქციონებიც აემუშავებინათ, პარკის ცენტრში კი პატარა მოედანზე, გრანდიოზული კოცონისთვის ადგილიც მზადდებოდა.

 ლილი უცებ სადღაც გაქრა და რამდენიმე წამში მინდვრის ყვავილების გვირგვინებით დაბრუნდა. ერთი ესმას მისცა, მეორე კი თვითონ დაიხურა და ხალხში გაერია.

დალიე. – უთხრა ლილიმ და ესმას ღვინით სავსე ჭიქაც მიაწოდა.

არა, გმადლობ. – ცხვირი აიბზუა გოგონამ. – ბოლოს რომ დავლიე, ადამიანს აღარ ვგავდი.

მერე, შენც შიგნით ნუ იბანავებ, ცოტა დალიე. – გაეცინა ლილის.

ესმამ არაფერი უპასუხა, ჭიქა გამოართვა და გარემო დაათვალიერა. უცებ  ნაცნობ, რუხ თვალებს წააწყდა და მთელს სხეულში გააჟრჟოლა. დანტე კოსტასთან ერთად მოშორებით იდგა და ესმას თვალს არ აშორებდა. თეთრი პერანგი ეცვა და შავი ჯინსი. ინსტინქტურად უკან დაიხია გოგონამ და ბიჭის მზერისგან გამოწვეული საშინელი დაძაბულობის დაიგნორება სცადა. აღელვებულმა ჭიქა მაშინვე გამოცალა, ლილის მიუბრუნდა, მისი სასმელი  ხელიდან გამოსტაცა და ისიც ერთიანად დალია.

ასე თუ გააგრძელებ, მალე გალოთდები. – გადაიკისკისა ლილიმ.

იმედია.

სხვათა შორის, მაგ  გვირგვინს, თუ ამაღამ საწოლთან დაიდებ, შენი მომავალი საქმრო დაგესიზმრება.

რა სისულელეა

ეს აქაური ლეგენდაა. გადმოცემის თამახმად, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, აფროდიტე, შეყვარებულ ადამიანებს სწორედ ასეთ სიზმრებს უგზავნიდა.

მე არ მჯერა ეგეთების.

აი, ერთი პოტენციური საქმროც. – ჩაილაპარაკა ლილიმ და მათკენ მომავალ ლუის ამრეზით გახედა.

გამარჯობა, მშვენიერო ქალბატონებო! – გაისმა უცებ ნაცნობი ხმა, მამაკაცი გოგონებთან მივიდა, ორივეს ხელზე რაინდულად ეამბორა და კომპლიმენტებით აავსო.

ლილიმ მაშინვე რაღაც მოიმიზეზა და წყვილს მოშორდა, ლუიმ კი თმაზე ხელი ამაყად გადაისვა და ესმასთან ფლირტი განაგრძო.

 მალე ლილის მეგობრები, ირინა და მარიაც გამოჩნდნენ. გოგონებს დანარჩენებივით თეთრი კაბები ეცვათ, რომელიც გრძელ ფეხებს ძლივს უფარავდათ, თავზე უზარმაზარი გვირგვინები დაედგათ და ყველა გამვლელს ეფლირტავებოდნენ. თუმცა ირინამ, რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ დანტესკენ გაიწია და ბიჭიც სულელურ საუბარში მხიარულად აჰყვა.

რა სჭირს ამ ხალხს? – ბუზღუნებდა ლილი.

ისე არ გამოდის, როგორც გინდოდა? – ჰკითხა ირონიით კოსტამ.

შეხედე, ესმა ლუისთან ერთად ცეკვავს, დანტე კი ირინას არ შორდება! არადა მახსოვს ამ გოგოს ვერ იტანდა.

იქნებ, მათ თავი დავანებოთ და ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ? – კოსტას  თვალები ეშმაკურად აუელავრდა. ლილი მის სახეს დააკვირდა, მერე ნაღვლიანად გაიღიმა და უთხრა.

მენატრები, კონსტანტინე, მაგრამ

ყოველთვის არსებობსმაგრამ“.- შეაწყვეტინა კოსტამ უკმაყოფილოდ.

ამასობაში კოცონის ანთების დროც მოვიდა და ყველა პარკის პატარა ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბა. ანტიკურ სამოსში გამოწყობილმა ახლაგაზრდა წყვილმა, ჩირაღდნები გამოიტანეს და კოცონი ააგიზგიზეს, მერე ანტიკური საკრავების, ფლეიტის, ქნარის და არფის ხმაც გაისმა, იქვე მდგომმა ადამიანებმა, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და კოცონის ირგვლივ წრიულად ცეკვა დაიწყეს. ამ წრეში მეზობლებიც მოჰყვნენ. კოსტას ლილისთვის ჩაეკიდა ხელი, მათ გვერდით მარიაც იყო, მოშორებით კი ესმა და ლუი. დანტე ცალკე იდგაშობის მოძულე გრინჩივით და ესმას დაბღვერილი სახით აკვირდებოდა.

გოგონას ფეხზე დგომა უჭირდა, მაგრამ მაინც ცეკვავდა, წრეზე დანრჩენებთან ერთად ტრიალებდა და სიცილისგან სუნთქვა ეკვროდა. დანტეს მის სიცილზე თავისი უხასიათობა ავიწყდებოდა და შეუმჩნევლად ეღიმებოდაისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ირგვლივ ყველა გაქრა და ახლა კოცონთან მხოლოდ ესმა ცეკვავდა. პატარა ნიმფას ჰგავდა, ცეცხლის ალზე მისი თმა კიდევ უფრო წითელი ჩანდა, თვალები  ზურმუხტის ქვებივით უბრწყინავდა, ლოყები ასწითლებოდა, მის გულღია სიცილში კი იყო რაღაც ამოუხსნელი და მომაჯადოებელი. დანტეს ძალიან უნდოდა ახლა ესმასთან მისულიყო, მკლავებში მოექცია, მაგრად მოხვეოდა და აღარასდროს გაეშვა, მაგრამ რაღაც უხილავი ძალა აკავებდა, რომ ეს არ გაეკეთებინა.

ლუი ესმას გვერდიდან არ შორდებოდა. სულ იმის მიზეზს ეძებდა, რომ, რაც შეიძლებოდა ახლოს ყოფილიყო გოგონასთან. რამდენჯერმე მისი კოცნაც სცადა, მაგრამ სასმელისგან გაბრუებული ესმა, მის მოგერიებას, მაინც ახერხებდა. გოგონას ლუი მოსწონდა. ძალიან მოსწონდა, მაგრამ არ შეეძლო მისთვის ეკოცნა, მაშინ, როცა დანტე იქვე იყო და მაშინ, როცა დანტეს კოცნა უკვე გამცდილი ჰქონდა.

მუსიკა დასრულდა და ცეკვაც შეწყდა. მხურვალე აპლოდისმენტებისა და შეძახილების შემდეგ ესმა მაგიდისკენ გაემართა და კიდევ ერთი ჭიქა აიღო.

მგონი გაჩერების დროა. – თავზე წამოადგა დანტე.

შენი გოგო ჩემზე მეტს სვამს. – უპასუხა უხეშად ესმამ და ირინაზე მიუთითა. – ჯობია მორალი მას უკითხო.

ეჭვიანობ? – ჩაიცინა დანტემ.

რატომ უნდა ვიეჭვიანო? – წარბი შეკრა გოგონამ და ღვინო მოსვა.

მოულოდნელად საიდანღაც ლუი გამოჩნდა, ესმას წელზე ხელი მოხვია და მაგრად დაიჭირა, რომ ნაბიჯარეული გოგონა არ დაცემულიყო.

დანტეს მთელი სხეული დაეძაბა, როცა ეს სცენა იხილა. ეჭვიანობის მარწუხებმა კისერში მოუჭირა და ფილტვებში ჰაერი შეუგუბა. დიდი სიამოვნებით გაუტეხდა ცხვირს ახლა ლუის, მაგრამ თავს მხოლოდ ესმას გამო იკავებდა.

მივდივარ და ჯობია შენც წამოხვიდესახლამდე მიგაცილებ. – გოგონას გახედა დანტემ.

საჭირო არ არის, მე თვითონ მივაცილებ. – ჩაისისინა ლუიმ.

მოკეტე! – შეუიღრინა დანტემ და ესმას ხელში მოქაჩა.

შენ თვითონ მოკეტე! – ხმას აუწია ლუიმ და ახლა მან მოქაჩა ხელში ესმას.

ჯობია წახვიდე! – დანტე ესმას არ თმობდა.

თვითონ წადი!

გოგონას უნდოდა ხმა ამოეღო, მაგრამ უცებ საშინელი გულისრევა იგრძნო, დაიხარა და ლუის ფეხსაცმელებზე აღებინა.

ჯანდაბა! – წამოიძახა მამაკაცმა ზიზღით და უკან დაიხია.

ჯობია შენს ფეხსაცმელებს მიხედო. – ირონიულად ჩაიცინა დანტემესმას ხელი ჩაავლო და ნებართვის გარეშე წაიყვამა პარკის გასასვლელისკენ

გოგონას თავბრუ ესხმოდა, გულისრევას ისევ გრძნობდა და სიარულიც უჭირდა, რის გამოც დანტემ ხელში აიყვანა და გზა ისე განაგრძო. ესმამ ბიჭს ხელები კისერზე მოხვია, თავი მკერდზე მიადო და აღიღინდა, დანტე კი მის სიმღერაზე თავს ვერ იკავებდა და დროდადრო ღიმილი გადაურბენდა ხოლმე ბაგეზე.

რამდენიმე წუთის შემდეგესმა უკვე თავის ოთახში იყო და საწოლს ეძებდა. დანტემ ყვავილების გვირგვინი თავიდან მოაძრო და საწოლის თავთან მდგარ  ტუმბოზე დააგდო. მერე გოგონა საწოლში ჩააწვინა და პლედი დაახურა.

კარგად ხარ? – ჰკითხა ბიჭმა.

კი. – წაილუღლუღა ესმამ.

რამე ხომ არ გინდა?

არა.

მაშინ წავალ.

დარჩი. – უთხრა ესმამ და ბიჭს მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელი.

არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს. – თქვა მან.

მარტო დაძინების მეშინია. – უპასუხა ესმამ.

დანტე უსიტყვოდ ჩამოჯდა საწოლზე, ესმამ კი ხელები მაშინვე  მოხვია  წელზე და მკერდზე თავი დაადო. ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და ესმას მოწითალო ფერის თმაზე თითები ფრთხილად ჩამოსუვა.

ცხოვრებაშიაღარასდროს დავლევ. – წაილუღლუღა ესმამ.

ყველა ასე ამბობს და მერე მაინც სვამენ. – გაეცინა დანტეს.

გული გიცემს.

ბუნებრივია.

მე კი მეგონა, რომ გული არ გქონდა.

თქვა ესმამ.

დანტეს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა და პასუხის გაცემას აპირებდა, თუმცა შეამჩნია, რომ გოგონას უკვე ჩასძინებოდა.

 

ესმა მთელი ძალით გარბოდა, თუმცა ისევ ერთ ადგილს ტკეპნიდა. მწვანე ბალახებში ეფლობოდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა. კვლავ თეთრი კაბა ეცვა, რომლის ბოლოც ხელით ეჭირა და უკანმოუხედავად გარბოდა.

გოგონა უზარზმაზარ კიბეებთან შეჩერდა. კიბის თავში ლუი იდგა და ხელს უწვდიდა. ესმას თვალები გაუბრწყინდა და სწრაფი ნაბიჯით კიბეებს აჰყვა, მაგრამ უკნიდან ვიღაცის ძახილი მოესმა, შემობრუნდა და ქვემოთ დანტე დაინახა. მასაც ხელი მისკენ გამოეშვირა და ესმას იხმობდა.

გოგონა ერთ ადგილას გაქვავდა, რადგან არ იცოდა რომლისკენ წასულიყო. რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად მიიღებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. ახლა დანტეს სხვა თვალით უყურებდა. მისი იდუმალება კი არ აღიზიანებდა, არამედ იზიდავდა, ლუი კითვითონაც არ იცოდა ლუი ვინ იყო მისთვის.

მოულოდნელად გოგონას გამოეღვიძა. პულსი აჩქარებული ჰქონდა, ქვედა ტუჩი კბილების დაჭერისგან ეწვოდა, მაგრად შეკრული მუშტების გამო კი თითები სტკიოდა. ძალიან გაუხარდა, როცა გააცნობიერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო. დანტე წასული დახვდა, მზეც უკვე ამოსვლას იწყებდა.

გოგონამ ნაღვლიანად ამოიოხრა, გვერდი იცვალატუმბოზე დადებულ გვირგვინს გახედა და ლილის სიტყვები რომ გაახსენდა, საქმროს დასიზმრებასთან დაავშირებით, გიჟური სიცილი აუვარდა.

თავი  6

ივლისის მიწურულს ცოტა აგრილდა, რადგან რამდენიმე წვიმიანი დღე ერთმანეთს გადაება, რის გამოც სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნით შეფეხრდა. ესმა უკმაყოფილო ნამდვილად არ იყო ბიჭების მუშაობით, რადგან საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება მოასწრეს. წყლის გაყვანილობის პრობლემები მოგვარდა, სახურავის შეკეთება დასრულდა, კედლებიდან ბზარებიც გაქრა და სახლი ისე საშინლად სულაც აღარ გამოიყურებოდა, როგორც ადრე.

როცა წვიმები შეწყდა, ბიჭები ისევ შეუდგნენ მუაშაობას და მშრალ ამინდში ფასადის თეთრად შეღებვა დაიწყეს.

იმ საღამოს, როცა ლუიმ კვლავ მოაკითხა ესმასლოდინი დიდხანს მოუხდარადგან გოგონა არსად ჩანდა. დანტე მეორე სართულზე მისი სახელის ძახილით ავიდა. სულაც  არ სიამოვნებდა შიკრიკის როლის თამაში, მაგრამ ესმას დაცინვის შანსის ხელიდან გაშვებაც არ უნდოდა.

თეთრ ცხენზე ამხედრებულმა პრინცმა მოგაკითხა! – სააბაზანოს კარს მიადგა ბიჭი. – გამოდი, თორემ თორმეტი საათის შემდეგ შეიძლება გომბეშოდ გადაიქცეს.

ზღაპრები ერთმანეთში გერევა. – გამოსძახა უხალისოდ ესმამ.

შენ კი პაემანზე გაგვიანდება. – ისევ დასცინა დანტემ. გოგონამ პასუხი არ გასცა. ბიჭი ამან გააკვირვა.

კარგად ხარ, ესმერალდა?!

აააკი

ესმა!

მეახლა რაღაცას გეტყვი და არ დამცინო, კარგი?

მითხარი!

საშხაპის კარი ჩამეკეტა. – თქვა გოგონამ და მოთმინებით დაელოდა, რას მოიმოქმედებდა მეზობელი.

ამის გაგონებისას დანტემ თავი ვეღარ შეიკავა და ხარხარი აუვარდა.

რა თქმა უნდა, ადამიანის გასაჭირი არაფრად გიღირს. – ჩაიბუზღუნა ესმამ.

თუ გინდა სააბაზანოში შემოვალ და კარს გაგიღებ. – სული ძლივს მოითქვა ბიჭმა.

არავითარ შემთხვევაში! – მკაცრად დაუყვირა ესმამ.

აბა, მანდ იჯექი და შენი პრინცი სხვასთან გაერთობა.

ჯანდაბა! კარგი, შემოდიოღონდ ჩემს მითითებებს მიჰყევი. – უთხრა, რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ გოგონამ.

მიბრძანეთ, თქვენო ბრწყინვალებავ. – ხმაში ირონია გაერია ბიჭს.

აბაზანის კარი ჩაკეტილი არაა. თვალებზე ხელი აიფარე და ისე შემოდი.

დანტე უსიტყვიდ დაემორჩილა ესმას ბრძანებას.

მარცხნივ ჩამრთველია. ხელი გასწიე და შუქი ჩააქრე.

ბიჭმა აასრულა ეს მითითებაც.

ახლა ჩემს ხმას გამოჰყევი. სამ ნაბიჯში საშხაპეა და გარედან მის გაღებას შეძლებ.

დანტე საშხაპეს ხელის ცეცებით მიუახლოვდა. თითები დაორთქლილ შუშაზე მუატარა, პატარა სახელური იპოვა, მისკენ მაგრად დაქაჩა და კარი გააღო.

მადლობა ღმერთს! – ამოიოხრა ესმამ. – შებრუნდი!

დანტე შებრუნდა. გოგონა საშხაპიდან გადმოვიდა, კედელზე დაკიდებული პირსახოცი ჩამოხსნა, ტანზე შემოიხვია და ბიჭისთვის რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა არ დასცალდა. მოულოდბელად სველ იატაკზე ფეხი აუსრიალდა და ინსტინქტურად შეჰკივლა. დანტე უსწრაფესად მიტრიალდა მისკენ, გოგონას მხრებში ხელი ჩაავლო და ჰაერშივე შეაკავა.

ერთიანად აცახცახებული ესმა ბიჭის მკლავებს ისე ჩაებღაუჭა, თითქოს მისი უკანასკნელი იმედი ყოფილიყო, მერე თავი ასწია და დანტეს რუხ თვალებში აბობიქრებულ ლტოლვის და ვნების ტალღებს წააწყდა.

ხელს ხომ არ გიშლით?! – სააბაზანის კარის ზღურბლზე უცებ ლუიმ ჩაახველა.

ესმა შეკრთა, დანტეს ხელები მაშინვე მოიშორა და გვერდზე გადგა.

ყველაფერი რიგზეა? – ჰკითხა ლუიმ გოგონას.

კიქვემით დამელოდე და მალე ჩამოვალ. – მიუგო ესმამ და ორივენი სააბაზანოდან გამოისტუმრა.

როცა გოგონა ქვემოთ ჩავიდალუი კიბესთან შეეგება, კომპლიმენტებით აავსო და  თავის მანქანისკენ გაუძღვამაგრამ ესმა  შეჩერდა, თითქოს, რაღაც დაავიწყდაო და ისევ სახლის ეზოში შებრუნდა. გოგონა ჩქარი ნაბიჯით მივიდა  სახლის კუთხეში მარტო მდგარ დანტესთან, ხელი ძლიერად ჰკრა, კედელზე ზურგით მიანარცხა და განრისხებული სახით შეუყვირა:

ახლა კმაყოფილი ხარ? მოგეწონა უხერხულ სიტუაციაში რომ ჩამაგდე, მისი თანდასწრებით?!

უხერხულ სიტუაციაში? – იკითხა დამცინავი ღიმილით დანტემ. – მე შენ გადაგარჩინესაშხაპიდან გამოგიყვანე და მადლობას ასე მიხდი?

ლუიმ ჩახუტებულები დაგვინახა!

მერე რატომ ჩამეხუტე?

ესშენ ჩამეხუტე. ახლა რას იფიქრებს ჩვენზე?

შიშველი ხომ არ იყავი? პირსახოცი გქონდა მოხვეული.

და ლუიმ ასეთ ფორმაში მნახა!

მერე რა? მეც გნახე ასეთ ფორმაში. გამოდის, რომ ჩემს წინაშე თავს უხერხულად არ იგრძნობდი, მის წინაშე კი პირიქით?

ჰო, ასეა!

რატომ? – გაუკვირდა დანტეს. – მე შენი დაქალი კი არ ვარ?!  კაცი ვარ და ისიც კაციაყოველ შემთხვევაშისაბუთებში ასე უწერია.

მაგრამ, მე ის მომწონს, შენ კიარ მომწონხარ. – კბილებში გამოსცრა ესმამ.

ახლა ყველაფერი გასაგებია! – გაწბილებული, ბრაზმორეული ხმით წარმოთქვა დანტემ. – ის ხომ შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული

თუ არ გინდა კბილებში მოგხვდეს, ეს სიტყვები აღარასდროს გაიმეორო! – დაემუქრა გოგონა, მერე ზურგი აქცია და წავიდა.

ორი წამის წინ მქონე მშვიდი და ირონიული გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა დანტეს. მრისხანებით ანთებული მზერა გააყოლა ლუის მანქანისკენ მიმავალ ესმას და ზიზღით ჰკრა წიხლი, იქვე დადგმულ, საღებავის ცარიელ ქილას.

აშკარად განერვიულებულია. – მოესმა უცებ ნაცნობი ხმაგაიხედა და ხეს მიყრდნობილი ლილი დაინახა.

როდის მოხვედი? – გაუკვირდა ბიჭს.

ცოტა ხნის წინ, მაგრამ შენ და ესმა ისე იყავით გართული კამათში, რომ ვერც კი შემამჩნიეთ.

ჰო, ნამდვილად.

ცუდი მსახიობი ხარ. – უთხრა  სიცილით ლილიმ. – შენი გრძნობები ადვილად შესამჩნევია.

რა გრძნობები? რა სისულელეს ამბობ?! – შეეპასუხა დანტე.

ნუ მიყვირი! – წარბი ასწია ქალმა.

მართლა ასე შესამჩნევია? – ხმას დაუწია ბიჭმა.

არა, ეს გასაბრაზებლად გითხარი. თავს კარგად აკონტროლებ, თუმცა ზედმეტსაც ნუ ეცდები

კარგი. – გაეცინა დანტეს. – ბოდიში, რომ გიყვირე.

არ გიყვირია, ესეც გასაბრაზებლად გითხარი. – უპასუხა სიცილითვე ლილიმ.

 

აგვისტოს დასაწაყისში ისევ ჯოჯოხეთურად ჩამოცხა კუნძულზე. ესმამ მუშებს დასვენების დღე მისცა, თვითონ კი სახლში უსაქმურად ყოფნას, ამჯობინა ლილისთან ერთად სანაპიროზე წასულიყო.

ეგონა დანტეზე ფიქრს იქ მაინც შეწყვეტდა, თუმცა არ გაუმართლა. სანაპიროზე მისულებს ბიჭები მაშინვე თვალში შეეჩხირნენ. კოსტა მხიარულად მიესალმა მათ და მერე შორიდან დაუწყო თვალიერებადანტე კი ზღვაში ნებივრობდა და ყურადღებას არავის აქცევდა.

ესმას ხასიათი მაშინვე წაუხდა, უკვე ფიქრობდა, რომ დაწყევლილი იყო, რადგან ამხელა როდოსზე ერთ ადგილსაც ვერ მოძებნიდა ისეთს, სადაც დანტე არ იქნებოდა.

ზღვის დანახვისთანავე, ლილიმ თხელი სარაფანი გადაიძრო და ვარდისფერი საცურაო კოსტიუმით წყალში შევიდა. ესმა შეზლონგზე წამოწვა და გასარუჯად მზეს მიეფიცხა.

რამდენიმე წამის შემდეგგოგონას უცნაური შეძახილები მოესმა და თავი რომ წამოსწია, საოცარი სანახაობა იხილა. ზღვის აქაფებული ტალღებიდან გამომავალი ლილი, არაამქვეყნიურ არსებას ჰგავდა. კაშკაშა, ვარდისფერი საცურაო კოსტიუმი, მის იდეალურ სხეულს იდეალურად ერგებოდა. გრძელი, ოქროსფერი, სველი თმა სპილოსძვისფერ კანზე ეკვროდა, თვალები კი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავებივით უბრწყინავდა.

უცებ ესმას ყურთასმენას გმინვა მოსწვდა, თითქოს ვიღაც უჰაერობისგან იგუდებაო. გოგონამ მარჯვნივ გაიხედა და შეზლონგზე ჩამომჯდარი კოსტა დაინახა. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევი იყო ის ფაქტი, რომ კაცი ვნების ალში ერთიანად გახვეულიყო. წარსულის ტკბილი მოგონებები მის ტვინში ქაოტურად ირეოდნენ და აიძულებდნენ ტუჩები ნერვიულად მოეკვნიტა.

ლილიმ კოსტას გვერდი ისე აუარა, რომ ზედაც კი არ შეუხედავს, ესმას მიუახლოვდა, შეზლონგზე წამოწვა და  მზეს მიეფიცხა.

ესრა იყო? – ჰკითხა ენისბორძიკით ესმამ.

რას გულისხმობ? – გაუკვირდა ქალს.

რას დაბოტიჩელის ვენერასავით რომ გამოხვედი ზღვის ტალღებიდან.

ძველ დროს ვიხსენებდი. – გადაიკისკისა ქალმა.

გოგო ვარ და შენს დანახვაზე არც კი ვიცი რა დამემართა. წარმომიდგენია, აქ მყოფი კაცები როგორ გააგიჟე. – სიცილში აჰყვა ესმაც, თუმცა მხიარულება მაშინვე გაუქრა სახიდან, როცა წყლიდან ახლახანს ამოსულ დანტეს შეავლო მზერა.

ბიჭს მუქი, სველი თმა უკან გადაეწია, ნახევრად შიშველ, გამხდარ სხეულზე კი უფრო ნათლად იკვეთებოდა ტატუები, რომელთა ნახევრის მნიშვნელობა ესმამ არც კი იცოდა.

ლილიმ მზის სათვალე თითით ჩამოსწია, დანტეს გამხდარ, მაგრამ სპორტულ  სხეულს ხარბად შეხედა, მერე ეშმაკურად გაიღიმა და ესმას უთხრა:

ნადვილი აპოლონ როდოსელია, არა?

ჩემი ძველი დღიურივითაა აჭრელებული. – უპასუხა გულგრილად ესმამ, თუმცა დანტესკენ თვალი კიდევ ერთხელ, მაინც გაექცა.

მისი სვირინგები არ მოგწონს? – გაუკვირდა ლილის. – მე კი ვიქრობ, რომ ძალიან სექსუალურია.

რატომ ვსაუბრობთ სულ დანტეზე? – ჰკითხა უცებ ესმამ. – შენზე და კოსტაზე რას მეტყვი?

რა? – დაიბნა ქალი.

ძალიან დაკვირვებული ვარ და ვამჩნევ ერთმანეთს როგორც უყურებთ. ხან კამათობთ, ხან კი ისე ჩურჩულებთ, თითქოს, რაღაც საიდუმლო გაკავშირებთ.

მემე… – ენა დაება ლილის, – როცა ქმარს დავშორდი და აქ ჩამოვედი

მოიცა, მოიცა. – შეაწყვეტინა ესმამ. – ქმარი გყავდა?

ჰო, და ის ჩემს მშობლებს უფრო მოსწონდათ, ვიდრე მე. მძიმე ხასიათი ჰქონდა და ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით, ამიტომაც დავშორდით და მე აქ ჩამოვედი. მერე კოსტა გამოჩნდა, არანორმალურად მიმზიდველი და ამავდროულად ბოროტი. ერთმანეთი სიგიჟემდე შეგვიყვარდა, მაგრამ ჩვენსამყაროზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და ერთმანეთის ჯინაზე რაღაცების კეთება დავიწყეთშემდეგ კი ჩვენს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა. – დაასრულა ლილიმ.

შენი ნათქვამიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ განსხვავებული შეხედულებების გამო ერთმანეთი არ უნდა გძულდეთ. – უთხრა ესმამ.

შენ არ გესმის, – ამოიოხრა ლილიმ, – მე სიყვარულის მხარეს ვარ, ის კიომის!

გოგონამ მოშორებით მდგარ კოსტას გახედა, რომელიც ისევ მათ მისჩერებოდა. მერე თვალით ანიშნა მათთან მისულიყო, თვითონ კი წყურვილი მოიმიზეზა, წამოდგა და ბუნგალოსკენ გაემართა, რომ ისინი მარტო დაეტოვებინა

არტემიდესავით ჯიუტი და ათენასავით ძლიერია. – ჩაილაპარაკა გაღიზიანებული ხმით ლილიმ, როცა ესმა წავიდა.

ხოლო აფროდიტესავით ლამაზი. – დაამატა კოსტამ და ლილის გაბრწყინებული თვალები რომ დაინახა, გაეღიმა.

კომპლიმენტებით ბევრს ვერაფერს მიაღწევ. – მიახალა უცებ ქალმა მკვახედ და წარბი შეკრა, თუმცა მაინც ბედნიერი იყო, როცა კოსტასგან ასეთ სიტყვებს ისმენდა.

შეხედე! – უთხრა მამაკაცმა და ლილის ბუნგალოსკენს მიუთითა. იქ დანტე და ესმა ღია ბართან ისხდნენ და რაღაცას სვამდნენ, თან ერთმანეთში მშვიდად საუბრობდნენ.

როგორი საყვარლები არიან მაშინ, როცა მათ საქმეში არავინ ერევა. – თქვა ლილიმ.

ჰოდა, აღარ ჩავერიოთ.

ამას მართლა იზამ? – გაუკვირდა ლილის და ცისფერი თვალები ეჭვით დააწვრილა.

თუ შენც არ ჩაერევი.

კარგი!

კარგი!

შევთანხმდით. – თქვა ღიმილით ქალმა და კოსტას ზავის ნიშნად ხელი ჩამოართვა.

მოულოდნელად სანაპიროზე მოთამაშე მოზარდებმა ბურთს მაგრად დაარტყეს. ბურთი მთელი სისწრაფით გაფრინდა და ესმას ხელზე მოხვდა . გოგონას  შეკრთა და ინსტინქტურად კოქტეილიანი ჭიქა ხელიდან გაუსრიალდა, რომელიც  დანტემ ჰაერშივე  დაიჭირა.

კარგად ხარ? – ჰკითხა ესმას მან.

ჰო, არაფერია. – უპაუხა გოგონამ.

ბურთს ვერ გადმოგვიგდებ?! – დაიყვირა ერთერთმა მოზარდმა.

დანტე მათკენ შებრუნდა და მაშინვე იცნო ის თავხედი ბავშვები, რომლებიც მას და მის მეზობლებს მოსვენებას არ აძლევდნენ.

მოზარდებმაც იცნეს,  “მრისხანე კუნძულის მკვიდრიდა დამფრთხალებმა მაშინვე უკან დაიხიეს. დანტე სწრაფად წამოდგა სკამიდან, ბურთი აიღო, ყველაზე წინ მდგარ მოზარდს, მთელი ძალით გაუქანა და პირდაპირ თავში გაარტყა.

ბიჭი ჯერ შებარბაცდა, შემდეგ კი მიწაზე დაეცა, თუმცა გონს მალევე მოვიდა და იქაურობას სწრაფად გაეცალა, რომ კიდევ რაიმე არ მოხვედროდა თავში.

დანტერა ჯანდაბას აკეთებ?! – გაოცებას და ბრაზს ვერ მალავდა ესმა. – ისინიხომ ბავშვები არიან?

ბოროტი ბავშვები, – თქვა მშვიდი ხმით ბიჭმა, – შეიძლებოდა ჭიქა გატეხილიყო და რამე გაგეჭრა.

ესე იგი, შენ გაქვს უფლება ხან კლდიდან გადამაგდო, ხანაც სახლში მოცეკვავე შადრევნები მომიწყობავშვებს კი ბურთის გამო ასე ექცევი?! – ესმას ბრაზისგან კისერზე ძარღვები დაებერა და  სიტყვებში ჭარბი რაოდენობით სარკაზმი გაურია.

როცა ლილიმ ესმას და დანტეს კამათი გაიგონა, მაშინვე კოსტას მიუბრუნდა.

-შენ ჩაერიე?

გეფიცები, ამჯერად არაფერ შუაში ვარ. – ხელები ასწია მამაკაცმა.

ლილის აღარაფერი უთქვამსგაბრაზებულმა აქცია ზურგი კოსტას, რადგან მისი არ სჯეროდა.

 

გოგონებმა თითქმის მთელი დღე სანაპიროზე გაატარესმცხუნვარე მზეს ეფიცხებიდნენ, თბილ ზღვის ტალღებში ნებივრობდნენ და შესანიშნავად ერთობიდნენ.

საღამი ხანს ქალაქში ფეხით გასეირნება გადაწყვიტეს, თუმცა ლილი მალევე დაიღალა და სახლისკენ გასწიეს. გოგონები თავიანთ ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩას აუყვნენ, ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სახლებს მიაშურეს.

ესმამ ჭიშკარზე მიმაგრებულ ძველ, საფოსტო ყუთში ჩაჩურთული ამანათი შენიშნა, მაშინვე ამოიღო, გახსნა და ხელში თხელი საქაღალდე შერჩა, რომელიც სახლის შესყიდვის საბუთების შეკვრას წარმოადგენდა. ესმას ყველა მათგანზე ხელი უნდა მოეწერა, რომ მიწა ლუისთვის გადაეცა.

ლუიმ საბუთები გამოგიგზავნა? – იკითხა ოდნავ გაღიზიანებული ხმით დანტემ, რომელსაც იმწამს ამოევლო ქვაფენილიანი  ქუჩა და მხარზე გადაკიდებული ზურგჩანთით, სახლისკენ მიემართებოდა. – თვითონ რატომ არ მოვიდა? ეგ ხომშენთან შეხვედრის შანსს ხელიდან არასდროს უშვებს?

მე ვთხოვე საბუთები გამოეგზავნა, მინდოდა ხელის მოწერის დროს მარტო ვყოფილიყავი. – უპასუხა  ესმამ.

რატომ? ახლა არ მითხრა, რომ აქაურობაზე გული გწყდება და არ გინდა ვინმემ ნახოს, როგორ დაღვრი ცრემლს საბუთებზე ხელისმოწერისას. – გაეცინა დანტეს, თუმცა აშკარა იყო, რომ ბრაზს ძლივს მალავდა.

მაინც ,რა პრობლემა გაქვს?! – გაბრაზდა ესმა.

ვერ ხვდები?! – იფეთქა დანტემ. – ძალიან სულელურად იქცევი. სინამდვილეში მოსაწყენი ცხოვრება გაქვს, სნობებს შორის ხარ გამომწყვდეული და ვიღაც  იდიოტის ბრძანებებს ასრულებ! ბიძაშენმა სახლი დაგიტოვაყველაზე ლამაზ კუნძულზე მსოფლიოში და შენ აქედან გაქცევაზე ოცნებობ!

ჩემი სამსახურის შესახებ საიდან იცი? – გაუკვირდა ესმას.

შენზეცოტა ინფორმაცია მოვიძიე. – თქვა დანტემ და უხერხულად შეიშმუშნა.

ცოტა? მე კი მგონია, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიპოვე და ვერ ვხვდები ეს, როგორ გააკეთე?

კომპიუტერებთან ვმეგობრობ.

ამის უფლება არ გქონდა! და არც იმის უფლება გაქვს, რომ სულელი მიწოდო.

მე ეს არ მითქვამს, გითხარი სულელურად იქცევიმეთქი.

ეგ, ერთი და იგივეა!

არა, არ არის!

არის!

არ არის!

განრისხებულმა ესმამ ბიჭს ზურგი აქცია და  სახლში შევარდა. დანტემ თავისი ჩანთა პარმაღმაზე მიაგდო და ესმას გააფთრებული სახით უკან შეჰყვა.

რა გინდა? – მიუბრუნდა გოგონა მეზობელს.

ლუის სახლს არ მიჰყიდი! – მიუგო მკაცრად დანტემ.

ამას შენ დამიშლი? – გაეცინა ესმას. – თუ იმ ფარდულზე დარდობ, ჩუქების საბუთი უკვე გავაფორმებინე ანტონის ადვოკატს. სადარდებელი  არაფერი გაქვს, მიიღებ შენს ფარდულს! ვერ ვხვდები სხვარა ჯანდაბა გინდა?

შენ! – ამოიოხრა უცებ დანტემ.

რა? – ესმას აღელვებისგან თვალებში დაუბნელდა.

დანტემ უცებ გოგონასკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ესმამ კი ინსტინქტურად უკან დაიხია. ბიჭი ისე ახლოს აღმოჩნდა მასთან, რომ გოგონა მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს და გახშირებულ, ცხელ სუნთქვას ყველა უჯრედში გრძნობდა.

დანტე დაჟინებით დააკვირდა მას. თითქოს გოგონას დაფარული აზრების ამოცნობას ცდილობდა, მაგრამ ესმას წარბიც არ შეუხრია, დანტეს ჯიქურ შეჰყურებდა თვალებში და ხმას არ იღებდა.

ორივეს თავში მილიონი ფიქრი ტრიალებდა, მათ ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, მაგრამ მათ ქვეცნობიერში ისეთი ხმაური იყო, რომ კონცენტრაციას ვერაფერზე ახდენდნენ.

ესმერალდა… – წამოიწყო საუბარი დანტემ, მაგრამ ხმა ჩაუწყდა.

გოგონას ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ვიღაც მართავდა. ემოციებს აჰყვაამჯერად ინიციატივა თვითონვე გამოიჩინა, თითის წვერებზე აიწია, დანტეს კისერზე ხელ მოჰხვია და მის ტუჩებს მისწვდა.

ბიჭს საშინელი დაძაბულობა მაშინვე მოეხსნა, ესმას ძლიერად შემოაჭდო ხელები წელზე, სხეულზე მიიკრა და სიამოვნებისგან გაგიჟებული ჩააფრინდა მის ბაგეს.

გოგონასაც მოუდუნდა ერთიანად დაძაბული სხეული და ორმაგად სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა, როცა დანტეს ხელების შეხება, მის კანზე იგრძნო. ბიჭმა ესმას მაისურის ქვეშ, ზურგზე ხელები შეაცურა, მააღლა აატარა და ლიფის შესაკრავს მისწვდა, მაგრამ უცებ ორვემ ხმამაღლა წამოიყვირეს.

რა მოხდა? – ჰკითხა დანტემ

შენმა პირსინგმა ტუჩი გამიკაწრა. – წარბი შეკრა ესმამ.

მე კი, შენს ლიფში თითები გამეჭედა. – გაეცინა ბიჭს.

 

დანტემ თვალები რომ გაახილა, ფანჯარასთან მდგომი ესმა დაინახა. ბიჭმა თავი წამოსწია, მის სხეულს თვალი ააყოლა და სუნთქვაშკრულმა ამოიოხრა. მერე წამოდგა, გოგონას მიუახლოვდა და მხრებზე ხელები შემოხვია. ესმა შეკრთა და ფიქრებიდან გამოერკვა.

გოგონა ლუის გამოგზავნილ საბუთებს დასჩერებოდა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო.

ხელის მოწერას აპირებ? – ჰკითხა დანტემ.

ჰო. – თქვა ესმამ მტკიცე ხმით.

მეგონა გადაიფიქრებდი.

რატომ?

არ მინდა, რომ წახვიდე.

შენი არ მჯერა. – ირონიულად გაიღიმა გოგონამ.

არ გჯერა? – თვალები დაუბრიალა ბიჭმა. – ჯამბაზს ვგავარ?

მეფისტოფელს გავხარ. – მიახალა ესმამ.

ეს უკვე მითხარი.

და კიდევ გაგიმეორებ. – ჩაისისინა გოგონამ. – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საერთოდ არ გიცნობ და ეს მაშინებს, დანტე!

გუშინ არ გაშინებდა?

ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. – თავი მიაბრუნა გოგონამ. – მხოლოდ იმის გამო ვერ დავრჩები, რომ შენიდუმალი უცნობი მთხოვს ამას.

ესე იგი, შენთვის ეს ვარ? უცნობი ადამიანი და მეტი არაფერი? ჩემს გაცნობას არც კი ცდილობ, ესმა! – შეუყვირა უცებ დანტემ და საშინელმა მრისხანებამ დარია ხელი. ბიჭი მოულოდნელად ესმას მაჯებში სწვდა, საბუთები ხელიდან გამოსტაცა, ტერასაზე გავარდა და ეზოში მოიფრიალა. თეთრი ქაღალდები ჰაერში ფიფქებივით აფარფატდნენ და მიწაზე ნელა დაეშვნენ.

რა ჯანდაბას აკეთე? – დაუყვირა ესმამ.

აქედან არ წახვალ! – კბილებში გამოსცრა დანტემ.

შენ შემაჩერებ? კარგი რა, შენ მხოლოდ იმისთვის გჭირდები, რომ ის ფარდული მიიღო. მაინც, რა არის მასში ასე განსაკუთრებული? დავინახე, რომ იქაურობას განსაკუთრებით ეპყრობი.

არაფერიც არ არის. – თავი გააქნია დანტემ და გოგონას ხელი ჩასჭიდა, რომ სახლში შეეყვანა, მაგრამ ესმამ უკან დაიხია.

აღარ გაბედო ჩემთან მოკარება! ვიცი, რომ ყველაფერი იმ ფარდულის გამოა! – გოგონა სწრაფად შებრუნდა, კიბეეზე დაეშვა  და უკანა ეზოსკენ გაემართა.

დანტე უკან გაჰყვა ესმას და ცდილობდა  შეეჩერებინამაგრამ არ გამოუვიდა. გოგონა ქარიშხალივით შეიჭრა ფარდულში და თაროებზე დალაგებული ყუთების ძირს გადმოყრა დაიწყო.

ყველაფერი ხომ ამის გამოა?!  შენ მხოლოდ შენი ფარდული გადარდებს! მაინც, რა ჯანდაბაა აქ ასეთი?! ხომ გითხარი, რომ მიიღებ ამ შენს დაწყევლილ ფარდულს და რა გაწუხებს, მაინც ვერ ხვდები?! – ყვიროდა გოგონა და თაროებიდან ყუთების გადმოყრას კვლავ აგრძელებდა.

უცებ ესმა შედგა, რადგან იგრძნო, რომ ფეხქვეშ იატაკი ძალიან რბილი იყო. გოგონამ ისევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ფეხით მიწა  მოსინჯა.

დანტეს  სახეზე მკვდრის ფერი დაედო, მისკენ წაიწია და ხელი გაუწოდა

ესმა, ჩემთან მოდი… ახლავე! – დაუყვირა მან.

რა? – გაეცინა გოგონას. – ნუ მიბრძანებ, რა უნდა გავაკეთო, შენი მონა… – გოგონამ სიტყვების დასრულება  ვერც კი მოასწრო, უცებ მთელი მიწა ფეხქვეშ გამოეცალა და ბნელ უფსკრულში ჩაიტანა.

დანტე ჯერ გაოგნებული გახევდა ერთ ადგილას, მერე კი გონს უცებ მოეგო, სწრაფად მიირბინა ორმოსთან, ისე რომ  ძირს დაყრილი სამუშაო იარაღებისთვი ყურადღება არც კი მიუქცევია, რომლებმაც ფეხები სულ დაუკაწრეს.

ესმა! – დაიყვირა მან, მიწაზე დაწვა და უზარმაზარ, ბნელ ორმოში ჩაიხედა.

ესმა ორმოში ჩაკიდებულ თოკის კიბეზე იყო ხელებით ჩაბღაუჭებული და შიშისგან ხმას ვერ იღებდა. დანტემ შვებით ამოისუნთქა, გოგონას ხელი მაგრად ჩასჭიდა და ორმოდან ამოათრია.

 

რამდენიმე წუთის შემდეგმიწით მოსხვრილი ესმა თავის სახლში, მისაღებ ოთახშიდივანზე იჯდა და წყალს სვამდა. მის მოპირდაპირე მხარეს, სავარძელში დანტე იჯდა, თავი დამნაშავესავით ჰქონდა დახრილი და ხმას არ იღებდა.

ცოტა ხნის შემდეგ ესმა  წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, იქიდან ანტონის გადანახული შოტლანდიური ვისკი გამოიტანა, ჭიქაში ჩაისხა და სულმოუთქმელად დალია. მერე კიდევ ერთი ჭიქა გაავსო ვისკით და დანტეს მიაწოდა.

ეს გამბედაობისთვის. – უთხრა გოგონამ.

რაში მჭირდება? – გაუკვირდა მას.

ყველაფერს მომიყვები, რაც იცი და ვფიქრობ გამბედაობა და ძალა  დაგჭირდება. – უპასუხა ესმამ.

დანტეს არაფერი უთქვამს, ჭიქა გამოართვა და მთლიანად გამოსცალა, მერე მართლაც მოიკრიბა ძალა და სიმართლის მოყოლა დაიწყო.

სამი წლის წინ, მე და ჩემს ოჯახს სახლი დაგვეწვა და მასთან ერთად მანქანაც. ყველაფერი დაზღვეული იყო, მაგრამ არაფერი აგვინაზღაურეს და საერთოდ მშრალზე დაგვტოვეს. ერთი წელი ველოდით, რომ რაიმე შეიცვლებოდა, თუმცა სულ  ტყუილად. მაშინ უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და კომპიუტერულ კომპანიაში პროგრამისტად ვმუშაობდი. როცა სახლის გარეშე დავრჩით, გადავწყვიტე შური მეძია და ასეც მოვიქეცი. ორჯერ დამაპატიმრეს ჰაკერობისთვის, მაგრამ დამამატკიცებელი საბუთები ვერ იპოვეს და გამათავისუფლეს. მერე, კონტროლზე ამიყვანეს  და დროის გასვლის შემდეგ, როცა უკვე ქალაქის დატოვება შემეძლო, ჩემს მშობლიურ ქალაქს გავეცალე. აქ ჩამოვედი, რომ იმ ყველაფრისგან თავი დამეღწია.

ჰაკერი ხარ?! – გაოცებას ვერ მალავდა ესმა. – აი, თურმე, როგორ მოიპოვე ჩემს სამსახურზე ინფორმაცია და აი, თურმე, რას ნიშნავს შენი სიტყვები, „კომპიუტრებთან ვმეგობრობ“. მაინც, რა გააფუჭე?

რამდენიმე მდიდარი და გაბღენძილი ტიპის ანგარიში გავასუფთავე, რომლებიც სადაზღვევო კომპანიის მფლობელები იყვნენ და რომლებმაც ხალხი მოატყუეს. უპასუხა დანტემ.

თანხა სად წაიღე?

მოტყუებულ კლიენტებს გადავურიცხე.

ჰო, როგორ არა, დავიჯერე!

გეფიცები, მართლა ასე მოვიქეცი.

ესე იგი, თანამედროვე რობინ ჰუდი ხარ? მწვანე კაპიუშონი არ გაწყენდა. – გაეცინა ესმას. – ჰაკერი მეტსახელად  დანტე

მეტსახელი არაა, მართლა დანტე მქვია.

არ გამიკვირდება თუ მეტყვი, რომ შენი საყვარელი წიგნი დანტე ალიგიერისღვთაებრივი კომედიაა“.

ჩემი არა, დედაჩემისააეს სახელი ამიტომაც დამარქვა. – უპასუხა დანტემ.

შენმა მშობლებმა იციან, რაც გააკეთე?

ჰო, იციან და  ამის გამო არ მელაპარაკებიან. თუმცა შარშან შობა მივულოცე და წერილზე მიპასუხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაბრაზება მალე გადაუვლით და შემირიგდებიან.

იცი, საერთოდ არ გამტყუვნების გააკეთე, რაც უნდა გაგეკეთებინა. – უთხრა ესმამ ღიმილით. – მაგრამ, ფარდული რა შუაშია?

როცა ჩემი ქალაქიდან წამოვედი, ანგარიშიდან მთელი თანხა მოვხსენი, დიდ ჩანთაში ჩავაწყვე და აქ ისე ჩამოვიტანე. ვიცოდი, თუ პოლიცია რამეს იეჭვებდა, ფულის ძებნას ჩემს სახლში დაიწყებნენ, ამიტომ საიმედო სამალავის ძებნა დავიწყე. ერთხელ ბიძაშენს ჩემი ამბავი მოვუყევი და მანაც იგივე მითხრა, რაც ახლა შენ, მერე კი დახმარება შემომთავაზა.

ანუანტონიმ იცოდა?

კი. – თავი დაუქნია ბიჭმა. – მან უფლება მომცა, ფული მისი ფარდულის ქვეშ მდებარე სათავსოში დამემალა, მაგრამ ის მოულოდნელად გარდაიცვალა, სახლი კი მე არ მეკუთვნოდა. თანხა უნდა დამებრუნებინა და სხვა ადგილას გადამეტანა, მაგრამ თუ სხვის ეზოში  დამინახავდნენ მეზობლები, აუცილებლად იჩივლებდნენამიტომ სახლის ახალ პატრონს დაველოდე და შენგან ფარდულის შესყიდვა მოვინდომე. სათავსოში ჩასასვლელი ფიცრებით დავფარე, რომელიც ადამიანის წონას ვერ უძლებს და ცოტა ხნის წინ, ორმოში ამიტომაც აღმოჩნდი.

ეს ყველაფერირატომ თავიდანვე არ მითხარი? – ჩაეძია ესმა.

კარგი რა, ესმერალდა, დამიჯერებდი? თანაც საშინელი ურთიერთობა გვქონდა და… – გაეცინა დანტეს. – ამას ისიც დაემატა, რომ ჩამოსვლისთანავე აქაურობის გაყიდვა მოინდომე, ამიტომ გადავწყვიტე ის ფარდული შენგან გადამერჩინა. ანტონი კარგი ადამიანი იყო, ყველა არ მომცემდა მის მიწაზე მოპარული ფულის დამალვის უფლებას. სხვათა შორის, ის შენ ხშირად გახსენებდა და ძალიან ენატრებოდი.

მეახლაც მენატრება ისმართალია ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ის არასოდეს დამავიწყდება საღეჭი რეზინი თმებში რომ ჩავაწებე და ამის გამო თავის გადაპარსვა მოუხდა. მეგონა გამიბრაზდებოდა, მაგრამ ამაზე ბევრი იცინა. – თქვა ღიმილით ესმამ და ჩაფიქრდა.

ვიცი ეგ ისტორია. – ჩაილაპარაკა დანტემ. – მეც მომიყვა.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს. – თავი ასწია გოგონამ. –  რამდენია მოპარული თანხა?

ამჟამად ორი მილიონია დარჩენილი.

შენი ავანსია, ჩადენილი გმირობისთვის?

რა თქმა უნდა, არა! ჩემთვის არაფრის დატოვებას არ ვაპირებ. ვერ მოვასწარი მთელი თანხის გადარიცხვა და ამიტომაც ვმალავ. როგორც კი ამის დრო დადგება, თანხას თავიანთ ნამდვილ მფლობელებს დავუბრუნებ.

არანორმალური ხარ, იცი?! – ჩაილაპარაკა ღიმილით ესმამ. – და მეც არანორმალური ვარ, ახლა ამაზე რომ მეცინება.

რაიმე ახალი მითხარი. – გაეცინა დანტესაც.

თავი 7

მართალია, ყველაფრის გაგების მიუხედავად ესმა დანტეზე ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც მისცა ფარდულში მუშაობის უფლება.

ფარდულის ქვემოთ, საკმაოდ  დიდი სათავსო აღმოჩნდა, რომელიც სხვადასვხა ძველებული ნივთებით, ავეჯით და ხარახურით იყო სავსე. მის გვერდით კიდევ ერთი სათავსო მდებარეობდა, რომელსაც მძიმე რკინის კარი ჰქონდა. ამ ოთახში დაბალი კარადები იდგა, რომლებშიც ანტონის მიერ წლების განმავლობაში ნაგროვები კოლექცია, ღვინით სავსე ბოთლები ელაგა. სავარაუდოდ ოთახს ამიტომაც ჰქონდა ასეთი მძიმე რკინის კარი.

ესმამ განცვიფრება ვერ დამალა, როცა პირველად ეს ოთახი იხილა. მან არც კი იცოდა, რამდენი სახეობის ღვინო ინახებოდა მის მიწაზე.

ამ ოთახის ცენტრში მე და ანტონიმ ორმო ამოვთხარეთფული შიგნით დავმარხეთ და ზემოდან ცემენტის სქელი ფენით დავფარეთ. – უთხრა დანტემ.

ესე იგი, ფული აქ არის? – იკითხა ესმამ.

ჰო. – თავი დაუქნია ბიჭმა.

ასე მგონია მეკობრეების დამალულ განძს ვეძებთ. – გაეცინა გოგონას, დანტესაც გაეცინა და კვლავ საქმე განაგრძო.

 ბიჭი ორი დღის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდა სათავსოში. ოფლად იღვრებოდა, ცემენტის ფენას ამტვრევდა, მერე კი ნარჩენებს გარეთ ეზიდებოდა. ესმა კართან დგებოდა ხოლმე და უჩუმრად ათვალიერებდა საქმეში გართულ და მტვერში ამოსვრილ მეზობელს. დანტეს მთელი სხეული ეწვოდა მისი დაჟინებული მზერისგან, თუმცა არაფერს ეუბნებოდა, რადგან სიტუაციის გამწვავება არ სურდა

ერთ დღეს, შუა მუშაობის პროცესში, მოულოდნელად ლილის წკრიალა ხმა გაისმა, რომელიც ესმას ეძახდა. კარს მიყრდნობილი და ფიქრებში წასული გოგონა სწრაფად გამოფხიზლდა. არ უნდოდა მის მეზობელს ენახა ფარდულში რაც ხდებოდა, ამიტომ სათავსოდან გამოვიდა და რკინის კარი მიხურაუცებ ლილი მის წინ გაჩნდა. ქალი გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა ყველაფერს და არ იცოდა კითხვების დასმა საიდან დაეწყო.

რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ, – უთხრა ლილიმ, როცა მეზობელი დაინახა, – აქ რა ხდება?

არაფერიწყლის მილებს ვცვლით. – მოიტყუა ესმამ.

ცვლით? – გაუკვირდა ლილის. – დანტეც აქ არის?ჰ, მტვერში ამოსვრილი ბიჭები მოგწონს?

ლილი, კარგი რა. – გაეცინა ესმამს. – ჰო, დანტე შიგნითაა. ბევრი საქმე იყო და მაგიტომაც არ მეცალა.

და შენ, როდის მერე ჩაერთე სარემონტო სამუშაოებში? – ლილი სიცილს ძლივს იკავებდა.

რამდენიმე დღეა.

რა ხდება თქვენს შორის?

არაფერი, რა უნდა ხდებოდეს?

ვიპოვე! – დაიღრიალა მოულოდნელად სათავსოში მყოფმა დანტემ, ამოთხრილი ორმოდან ფულით სავსე ჩანთა ამოიღო და კიდევ ერთხელ შესძახა. – ევრიკა!

ლილი მაშინვე დაინტერესდა კარს მიღმა რა ხდებოდა. აღარ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ესმა გზას უღობავდა და პირდაპირ მეორე სათავსოში შევარდა. დანტემ მიწით მოსვრილი ჩანთა დაფერთხა და გაბრწყინებული თვალებით გოგონებს  გახედა.

ეს რა არის? – იკითხა ლილიმ.

ესეს… – ენა დაება დანტეს.

საგანძურიამეკობრეების. – უხერხულად გაიღიმა ესმამ.

ლილი, ეს გრძელი ამბავიასხვა დროს მოგიყვები. – უთხრა დანტემ. – ახლა დროა აქედან გავიდეთ.

ვერსადაც ვერ წახვალთ! – გაისმა უცებ ვიღაცის გამყინავი ხმა და რკინის კარი ხმაურით გაჯახუნდა.

ოჰ, ასეც ვიცოდი! – წამოიძახა ესმამ, ისე რომ ახალმოსულისთვის არც შეუხედავს. – განძს ყოველთვის ეძებს ვიღაც მესამე, ბოროტი ადამიანიფილმებშიც ასე არ ხდება?

შეხედე, ესმერალდა. – უთხრა დანტემ და ფარანი ახლადმოსულს მიანათა.

სათავსოს შესასვლელთან ლუი იდგა, ხელში რევოლვერი ეჭირა და ისეთი საზარელი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ადამიანს მხოლოდ ამითაც კი მოკლავდა.

ლუი… ეს რაიმე ხუმრობაა? – იკითხა გაოგნებულმა ესმამ.

არა, ლამაზო, ხუმრობა არ არის. მე უბრალოდ ის მჭირდება, რაც მაგ ჩანთაშია. – უპასუხა ზიზღით ლუიმ.

რატო? – გაუკვირდა ესმას. – შენ ხომ ისედაც მდიდარი ხარ? მგონი ეს არაფერში გჭირდება.

ადრე მართლაც ვიყავი მდიდარი, მაგრამ ქონება წავაგე და ახლა ვცდილობ ისევ გავმდიდრდე. – უთხრა ლუიმ.

შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, სულაც არ ყოფილა უნაკლოყველა უბედურებასთან ერთად მოთამაშე, საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი და შეურაცხადია! – უთხრა დამცინავად დანტემ ესმას.

მოკეტე და ფული მომეცისწრაფად! – დაუყვირა ლუიმ დანტეს და იარაღი დაუმიზნა.

ეს ფული შენ არ გეკუთვნის, შენი წილი უკვე მიიღე და ამას ვეღარ წაიღებ. – უთხრა დანტემ მუქარით.

ეს რას ნიშნავს? – იკითხა ესმამ, რომელიც გაოცებული იყო დანტეს და ლუის დიალოგით.

ფული მომეცი! – დაიღრიალა ლუიმ.

დანტემ მძიმე ჩანთას ხელი დაავლო და ლუისკენ ისროლა. სანამ ბიჭს ფულის ჩანთაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი, დანტე ელვისსისწრაფით მივარდა მასთან, ხელბში ეცა და იარაღის წართმევა მოინდომა. მოულოდნელად გამაყრუებელი  გასროლის ხმა გაისმა და ყველა იქ მყოფმა ყურებში საშინელი წუილი იგრძნო.

ლილიმ შეშინებული ხმით წამოიკივლა და ხელები აუკანკალდა, დანტემ კი სწრაფად შეუშვა ხელი ლუის, უკან მიიხედა და ესმას სისხლით შეღებილი ფეხი რომ დაინახა, შიშისგან სუნთქვა შეეკრა.

ესმამ თავი ვეღარ შეიმაგრამუხლი მოეკვეთა, წაიბორძიკა და   მოწყვეტით დაეცა მიწაზე. ლუის დიდხანს არ უფიქრიაჩანთას ხელი დაავლო, მხარზე გადაიკიდა, მერე ლილის სწვდა მკლავში და თავზე იარაღი მიადო.

თუ პოლიციაში დარეკავთმოვკლავ! – დაიღრიალა მუქარით მან, სათავსოდან სწრაფად გავარდა და კარი გარედან ჩაკეტა.

დანტე ესმასთან მივარდარომელიც უკვე გონს მოსულიყო და წამოდგომას ცდილობდატყვიას ბარძაყში გაევლო და მეორე მხარეს გასულიყო. ბიჭმა პერანგი გაიხადა, გახია და გოგონას ჭრილობა მაგრად გადაუხვია, რომ სისხლდენა შეეჩერებინა.

ჩემმაპრინცმა მესროლა. – ასეთ სიტუაციაშიც კი სარკაზმს არ ღალატობდა ესმა.

ღირსიც ხარ. – უთხრა ნერვიული სიცილით დანტემ. – არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ხომ გაფრთხილებდი?

ის ფული

არ გინდა, მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ. – შეაწყვეტინა ბიჭმა. – ნაბიჭვარი! ნაგავი! სათითაოდ დავუმტვრევ ყველა ძვალს!

მეც მოგეხმარები. – გაეციან გოგონას.

დანტემ ჯიბეები მოიქექა, მაგრამ ტელეფონი თან არ ჰქონდა, მერე ესმას ჯიბეები შეამოწმა, მისი ტელეფონი აიღო, თუმცა მიწის ქვეშ არ იჭერდა.

ჯანდაბა! – დაიყვირა ბიჭმა ჩახლეჩილი ხმით, სათავსოს კარს ეცა და მუშტები დაუშინა, თუმცა რკინას ვერაფერი დააკლო

ესმას სისხლდენა შეუჩერდა, მაგრამ მთელი ფეხი დაბუჟებული ჰქონდა და საშინლად სტკიოდა. პერიოდულად თვალები ცრემლებით ევსებოდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია და ტკივილს მაქსიმალურად უძლებდა.

დანტემ მძიმე რკინის კარს მუშტები იმდენი ურტყა, სანამ ხელები არ დაულურჯდა, მაგრამ კარი მაინც ვერ გახსნა, მერე სასოწარკვეთილი სახით ესმას გვერდით დაჯდა და თითების ნერვიულად მტვრევას მოჰყვა.

დაწყნარდიდანტე. – უთხრა მშვიდად ესმამ და ხელი მის აცახცახებულ თითებს ჩასჭიდა.

ამას როგორ მთხოვ?!  იმ ნაძირალამ გესროლა და ლილი წაიყვანა, მე კი აქ ვზივარ და ვერაფერს ვაკეთებ! – დანტეს მრისხანებისგან თვალებში ჯოჯოხეთური ცეცხლი უკრთოდა.

წესით მე უნდა ვნერვიულობდე, ამ სოროში ვარ გამოკეტილი მანიაკთან ერთად, რომელიც მრისხანების პიკზეა. – ესმა ცდილობდა ხუმრობით სიტუაცია გაენეიტრალებინა.

გამუდმებით მანიაკს რატომ მეძახი?! – დაინტერესდა დანტე.

იმიტომ, რომ ზოგჯერ გიჟივით იქცევი, წინასწარ არავინ იცის რას მოიმოქმედებ და თან უამრავ წამალს სვამ. – უპასუხა ესმამ.

ტაბლეტების შესახებსაიდან იცი?

შენს სააბაზონოში ვნახე.

მაგიტომაც გაიქეცი, ისე სწრაფად ჩემი სახლიდან? გაეცინა ბიჭს.

შენთვის ეს სასაცილოა? – შეუბღვირა ესმამ.

შემომხედე, ესმერალდა, შენზე უფრო გამხდარი ვარ. ის ტაბლეტები მხოლოდ ვიტამინებია, რომელიც ექიმმა გამომიწერა.

ვიტამინები? იქ დამამშვიდებლები იყო და ტკივილგამაყუჩებლებიც.

ჰო, იმიტომ, რომ უძილობა მქონდა და შაკიკი მაწუხებდა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი კოლოფი დამამშვიდებელი იყო, რომელიც ბოლომდე არც კი გამომიცლია და ერთიც ტკივილგამაყუჩებელი, დანარჩენები მხოლოდ ვიტამინები იყო, წარწერები არ წაგიკითხავს?

ვერ მოვასწარი

და დაასკვენი, რომ ყველა კოლოფში დამამშვიდებელი იყო, მე კი ფსიქოპათი მანიაკი ვიყავი, არა? – დანტე სიცილს ძლივს იკავებდა. – მაგრამ შეცდი! ისე გადავყვევი ამ ფულზე ნერვიულობას, რომ ჭამა საერთოდ მავიწყდებოდაამიტომაც გავხდი ასე და ექიმმა ვიტამინები გამომიწერა. უძილობაც ამის გამო მქონდა და ჰო, ზოგჯერ გიჟივით ვიქცევი, რადგან ასეთი ვარ, ზედმეტად ფიცხი და ემოციური, რის გამოც ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვიტან.

 –შენზე და ლუიზე რას მეტყვი? – ესმამ უცებ საუბრის თემა შეცვალა. – რას ნიშნავდა თქვენი საუბარი?

ამხელა ჰაკერულ თავდასხმას მარტო ვერ განვახორციელებდი, დამხმარე დამჭირდა და ლუი დავიქირავე. მას ერთი მილიონი გადავუხადე და მეგონა ყველაფერი ამით დამთავრდა, მაგრამ ლუიმ მთელი ქონება კაზინოში წააგო, მერე ამ კუნძულზე ჩამოვიდა და დამემუქრა, თუ ფულს არ მივცემდი პოლიციაში დამასმენდა. იმ დღეს ბარში, ჭიქის გატეხვის გამო კი არა, ამ ამბის გამო ვცემე.

ვერ ვიჯერებ, რომ ლუი ასეთია. – ჩაილაპარაკა ესმამ  ნაღვლიანი ხმით. – აქ ასე ხშირად ამიტომაც მოდიოდა, რომ შენთვის ეთვალთალა, მე კი უბრალოდ მიყენებდა.

ჰო, და იმიტომ არ გითხარი, რომ მაინც არ დამიჯერებდი. – უპასუხა დანტემ. – ისე იყავი მოხიბლული შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცით, საერთოდ არავის უსმენდი, მე მით უმეტეს არ მომისმენდი.

ნუღარ მახსენებ. – თავი გააქნია გოგონამ, მერე დანტეს თვალებში შეხედა და ჰკითხა. – ეს ფული ამად ღირს?

ეს ფული მე არ მეკუთვნის, იმ ხალხისაა, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და სადაზღვეო კომპანიებმა მოატყუეს. წამოსვლამდე უამრავ ოჯახს გადავურიცხე თანხა, მაგრამ კიდე ათობით ოჯახია დარჩენილი. ვაღიარებთავიდან ამას მარტო ჩემი ოჯახის დასახმარებლად ვაკეთებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არავინ არ იმსახურებს სიღარიბეში ცხოვრებას, მაშინ, როცა  ღიპიანი ტიპები, მათ ხარჯზე მდიდრდებიან. – უთხრა დანტემ.

ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შენს ასეთ მხარეს ვერასოდეს. – გაეღიმა ესმას. – მართალი იყავიარც კი ვცდილობდი შენს გაცნობას.

ბოდიში, რომ კლდიდან გადმოგაგდე. – თქვა უცებ დანტემ.

მეც  გიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ დათვის ტრანკვილიზატორი გესროლე.

არა უშავს, ეს ხომ შემთხვევით მოხდა. – უთხრა დანტემ, მაგრამ ესმას დარცხვენილი სახე რომ დაინახა, იკითხა. – თუ… არა?!

შენზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული და თავი ვერ შევიკავე. – თავი იმართლა ესმამ.

კარგი, კარგი, ესმერალდაგასაგებია! – დაამშვიდა სიცილით დანტემ.

ესმერალდას რატომ მეძახი? – დაინტერესდა გოგონა.

ესმერალდა ესპანურად ზურმუხტს ნიშნავს, შენ კიზურმუხტისფერი თვალები გაქვს. – მიუგო მშვიდი ხმით დანტემ და გოგონას თვალებში ჩახედა.

ესპანური იცი? – ჰკითხა უცებ ესმამ და რამდენიმე წამის შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს ძალიან  უადგილო კითხვა იყო. ჯანდაბა, მთელი რომანტიკა გავაფუჭე, არა?

ბნელ სათავსოში ვართ გამოკეტილები, მე ნერვული შეტევა  მაქვს, შენ კი ფეხში ხარ დაჭრილი, მგონი რომანტიკა აქ თავიდანვე არ იყო. – დაამშვიდა დანტემ

არც ისე ცუდი ადამიანი ხარ, როგორც წარმომედგინე. – უთხრა ესმამ.

მგონი, ეს იმის ბრალია, რომ ერთმანეთი ცუდ სიტუაციაში გავიცანით. – თქვა დანტემ და ესმას ხელს ფრთხილად შეეხომერე ტუჩებთან მიიტანაგოგონას ხელზე აკოცა და უთხრა. – როცა სახლის გაყიდვის საბუთები ვნახე იმან გამაცოფა, რომ აქედან წახვიდოდი და ვეღარ გნახავდი.

მივხვდი. – გაეღიმა ესმას.

იმ დღეს ონკანი სპეციალურად გავაფუჭე, რომ პაემანზე დაგეგვიანა. რას წარმოვიდგენდი თუ თქვენს პაემანს სართოდ ჩავშლიდი. – თქვა სიცილით დანტემ.

მაგასაც მივხვდი.

ლილი მართალი იყო, ცუდი მსახიობი ვარ. – ჩაილაპარაკა ღიმილით დანტემ.

ბიჭს სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ უცებ გარედან უცნაური ხმაური შემოესმათ. ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ყვირილი დაიწყეს.

ცოტა ხანში ეს ხმაური უფრო ახლოდან გაისმა, მერე კარგად ჩარაზული  კარიც გაიღო და ზღურბლზე კოსტა გამოჩნდა. მამაკაცი ფეხზე ძლივს იდგა, შუბლზე დიდი სისხლჩაქცევა ჰქონდა და თვალებსაც ძლივს ახელდა.

რა მოგივიდა? – ჰკითხა დანტემ.

ლილის ვეძებდი, მეგონა აქ იქნებოდაეზოში რომ შემოვედი, ლუი დავინახე, ფარდულიდან გამოდიოდა და მასთან ერთად ლილიც იყო .მივესალმე, მან კი ხელი მკრა და შუბლით ფარდულის კარს დავეჯახე, რამდენიმე წუთით გავითიშე ხოლო გონს რომ მოვედი, თქვენი ხმა გავიგონე და ხმაურს გამოვყევი. – დაასრულა კოსტამ და ღრმად ამოისუნთქა. – სარეთოდ, რა ხდება აქ? ამხელა ორმო რატომ არის? ფული ამოიღე? ესმა, შენ რაღა დაგემართა?

მან ფულის შესახებ იცოდა? – გაუკვირდა ესმას.

-მე და ანტონის ცემენტის დასხმაში გვეხმარებოდა. – აუხსნა დანტემ. – ლუიმ ესმას ესროლა, ლილი წაიყვანა, ფულიც მას აქვს და გაქცევას აპირებს.

ლილის რომ რაიმე დაუშავოს, ჩემი ხელით მოვკლავ! – კბილებში გამოსცრა კოსტამ წამის შემდეგ კი გაეღიმა და სიამაყოთ დაამატა. – თუმცა არა! ჩემი გოგო მასზე ბევრად ძლიერია და შეიძლება იქით დაუშაოს რაიმე. ლუიმ ჯერ არ იცის, ვის გადაეყარა!

სად შეიძლება წასულიყო? – იკითხა დანტემ.

თავის იახტაზე! ეგ ერთადერთია, რაც ალბათ ქონებიდან შემორჩა. – უპასუხა ესმამ.

რა თქმა უნდა, იახტით აპირებს კუნძულიდან გაქცევას. – თქვა დანტემ და ესმას მიუბრუნდა. – შენ იმ იახტაზე ადრეც ყოფილხარ და იცი ხომ სად დგას?

იახტა ყურეში დგას, პატარა ნავსადგურთან. – უპასუხა გოგონამ. – და მეც მოვდივარ.

არავითარ შემთხვევაში, დაჭრილი ხარ! – შეეპასუხა დანტე. – შენ საავადმყოფოში დაგტოვებთ.

არც გაბედო! ლილი ჩემი მეგობარია და ჭრილობაც არ მაწუხებს. – დაისისინა დანტეს მზრუნველობით განრისხებულმა ესმამ.

რამდენიმე წამით კიდევ იკამათეს, მაგრამ ბოლოს ესმამ გაიმარჯვა და ბიჭებს მაინც გაჰყვა. სამივენი სწრაფად გამოვიდნენ ფარდულიდან, კოსტას ნაქანაში ჩასხდნენ და ყურესკენ გაემართნენ.

გზაში კოსტამ მანქანა თავის ბართან შეაჩერა. შიგნით შევარდა, დახლის ქვემოდან სანადირო თოფი ამოიღო, სწრაფად დატენა  და ისევ მანქანაში ჩაჯდა.

ეს კანონიერია? – იკითხა ესმამ.

გაფორმებული მაქვს. – გაეცინა კაცს.

იქნებ ეს გამოვიყენოთ? – იკითხა ესმამ და უკანა სავარძელზე დადებულ იარაღის ქეისზე მიუთითა.

ეს  ის იარაღი იყო, რომელშიც ამპულები იდებოდა და რომლის გემოც დანტეს მწარედ ახსოვდა.

ასეთ სიტუაციაში ნადვილი იარაღი გვჭირდება. – უპასუხა კოსტამ.

ესმა არ შემცდარა. ლუი მართლა იახტით აპირებდა გაქცევას.

როცა ისინი ყურეს მიადგნენპატარა ნავსადგურთან  იახტა დაინახეს. ლუი კი არსად ჩანდა.

იმის გამო, რომ ლუის მოპარული ფული აქვს, პოლიციაში ვერ დავრეკავთ, ამიტომ მე და კოსტა იახტაზე ავალთშენ კი აქ დარჩი და რაიმე ისე თუ არ წავიდაპოლიციაში მერე დარეკავ.  უბრძანა დანტემ ესმას. გოგონამ გააპროტესტა, მაგრამ ბიჭების დაჟინებული თხოვნით, მაინც ნავსადგურში მოუწია დარჩენა.

დანტე და კოსტა იახტაზე აიპარნენ და გაიყვნენ. კოსტა ქვემოთ ჩავიდა, დანტემ კი იახტის ზედა ნაწილის დათვალიერება გადაწყვიტა.

ქვედა სართულზე, პატარა კაიუტაში კოსტამ ლილი იპოვა, რომელიც სკამზე იყო მიბმული და პირიც აკრული ჰქონდა.

ქალი მშვიდად იჯდა და აქეთ-იქით იხედებოდა. თავის გათავისუფლება თავადაც მარტივად შეეძლო, მაგრამ მხსნელს ელოდა და თან დარწმუნებული იყო, რომ მოვიდოდა. კოსტამ სწრაფად გაათავისუფლა ლილი, მაგრამ  კაიუტაში ლუი შემოვიდა და მათი შეჩერება იარაღის მუქარით სცადა. გასროლა ვერ მოხერხდა, რადგან კოსტამ სწრაფად იმოქმედა, ლუის სანადირო თოფი მოუქნია და მუცელში ჩაარტყა. მამაკაცი ტკივილისგან ჩაიკეცა, კოსტამ კი გვერდი სწრაფად აუარა და ლილი ნავსადგურისკენ წაიყვანა.

ლუი ფეხზე ნელა წამოდგა და   კაპიტნის კაიუტისკენ გაემართა, რომ იახტა დაეძრა. დანტემ მისი სილუეტი შორიდანვე დაინახა და მამაკაცს უკან გაჰყვა. მალე ორივენი იახტის კიჩოზე აღმოჩნდნენ, სადაც ხელჩართული ბრძოლა გაიმართა მათ შორის.

ესმამ ეს ყველაფერი  ნავსადგურიდან დაინახა. თავიდან დაიბნა, მაგრამ უცებ იარაღის ქეისი გაახსენდა. გოგონამ მანქანის კარი გამოაღო, ფეხის აუტანელი ტკივილის მიუხედავად, მაინც გადაბობღდა კოჭლობით ძირს. ყუთიდან სწრაფად ამოიღო იარაღი, შიგნით ამპულა ჩადო, კიჩოზე მოჩხუბარ ორ სილუეტს დაუმიზნა და წამით მოიცადა.

ხელჩართული ბრძოლის დროს დანტემ ლუის ხელიდან იარაღი გააგდებინა, მაგრამ ლუიმ ხელი დაუჭირა და ისე ძლიერად ამოუტრიალა, რომ ლამის მოტეხა. დანტეს ტკივილისგან ძალა გამოეცალა და მუხლებზე დაეცა, მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა, ძალა ისევ მოიკრიბა, ფეხზე წამოხტა და  მთელი ძალით მოქნეული  მუშტი, ლუის პირდაპირ ცხვირში ჩაარტყა.

ლუი გაბრუვდა, ცვირიდან სისხლი წასკდა და უკვე ეცემოდა, როცა ესმამ გაისროლა და დამამშვიდებელი პირდაპირ კისერში გაარტყა მამაკაცს. დანტემ გაოგნებული გაიხედა ნავსადგურისკენ, ხელები გაშალა და ესმას უკმაყოფილო სახით დაუყვირა.

მე საჯდომში მომარტყი და მას კისერში?

მგონი იარაღს სამიზნე აქვს გასასწორებელი! – თვალი ჩაუკრა გოგონამ.

ნამდვილი სნაიპერი ხარ, მაგრამ უკვე ისედაც ეცემოდა!

არაფრის! – მიაძახა სიცილით გოგონამ და მანქანის სავარძელზე დაჯდა, რომ ტკივილისგან გონება არ დაეკარგა.

ცოტა ხანშისირენების  წივილის ხმა გაისიმა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებს პოლიცია გამოეძახათ. კოსტამ სწრაფად აიღო ფულით სავსე ჩანთა და მისი მანქანის საბარგულში ჩატენა, რომ პოლიციას არ ენახა.

სამართალდამცავები მალე ნასვადგურში გაჩნდნენ და საქმის გამოძიება დაიწყეს. მეზობლები ერთმანეთს შეუთანხმდნენ და პოლიციას უამბეს, თითქოს ლუი ლილიზე იყო შეყვარებული, ქალმა კი უარი რომ უთხრა, ლუიმ მისი გატაცება სცადა.

პოლიციელებს ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამთ, რადგან მომხდარი არც ლუიმ უარყო, როცა გონს მოვიდა. იგი ენას კბილს აჭერდა, თუმცა ციხიდან იმუქრებოდა, რომ თუ იქიდან არ გამოიყვანდნენდანტეს აუცილებლად ჩაუშვებდა. ლუი ასეც რომ მოქცეულიყო, დანტეს ვერაფერს დაუმტკიცებდარადგან ბიჭმა მეგობრების დახმარებით, მთელი თანხა დაზარალებულ ოჯახებს გადაურიცხა, თანაც ისე მალულად, რომ ეს არავის გაეგო.

ლუის მუქარა ყველაზე მეტად ლილის აღიზიანებდა, თან იმ საშინელ ადამიანზე შურისძიება სურდა, ამიტომ მამაკაცს ციხეში ესტუმრა, ხელზე ხელი მოუჭირათავლებში ჩახედა და ნაზიხავერდოვანი ხმით უთხრა.

დაივიწყებ ყველაფერს, რაც ფულთან არის დაკავშირებული და ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული იქნები, იქამდე სანამ საკუთარ დანაშაულს არ მოინანიებ!

გასაკვირია, როგორ გაჭრა ამ უბრალო სიტყვებმა ადამიანზე, მაგრამ, როცა საქმე თვით სილამაზის და სიყვარულის ქალღმერთთან გაქვს, შეუძლებელი არაფერია.

ციხეში ლილის კოსტაც თან ახლდა. კართან იდგა, სანამ ქალი ლუის მონუსხვას დაასრულებდა. ხოლო, როცა უკან  ბრუნდებოდნენ მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია. სიჩუმე მხოლოდ მაშინ დაირღვა, როცა ისინი ესმას სახლის ეზოში შევიდნენ.

უკანა ეზოში ზეთის ხილის ხეების ქვეშ ხალხმრავლობა იყო. მინდორში მაგიდა გაეშალათ და სტუმრები მის ირგვლივ შემომსხდარიყვნენ. ესმა თავს კარგად გრძნობდა, ფეხი ისევ შეხვეული ჰქონდა, მაგრამ ტკივილი აღარ აწუხებდა. ბედნიერი და მხიარული ჩანდა, ისევე როგორც დანტე. კასტორი და პერიკლიც იქ იყვნენდალილის მეგობრებს ირინას და მარიას გვერდიდან არ შორდებოდნენ.

ყველანი სახლის რესტავრაციის დასრულებას აღნიშნავდნენ და მხიარულობდნენ.

ესმამ ჭიშკრის ხმა რომ გაიგონა, წინა ეზოსკენ გამოემართა, მას დანტეც უკან გამოჰყვა, რადგან სურდა გოგონას მარტო დალაპარაკებოდა.

ესმა უცებ შეჩერდა, რადგან ეზოში შემომავალი ლილი და კოსტა დაინახა. წყვილს სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება ეტყობოდათ და გაღიზიანებულებიც ჩანდნენ.

კაცს თავის შეყვარება ასე არ უნდა აიძულოეს შემზარავი იყო. – თქვა ხმადაბლა კოსტამ.

უთანაგრძნობ? – გაუკვირდა ლილის. – იმ ტიპის, ჩემი ზვიგენებთან ჩაგდება უნდოდა.

ეს მომაჯადოებელი გამოხედვა, ჩემზეც ხომ არ გამოიყენე? – ჰკითხა კოსტამ.

ჩემგან რა გინდა? – ხმას აუწია ლილიმ, რადგან კოსტა უკვე ძალიან უშლიდა ნერვებს.

არაფერი, გარდა იმისა, რომ ისევ ძველებურად ვიყოთ. – თქვა მოუთმენლად კაცმა.

არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. – ჩაილაპარაკა ლილიმ.

ხომ დაგპირდი, რომ მოკვდავების ცხოვრებაში აღარასოდეს ჩავერეოდი?! შენც ასე მოიქეცი. ჩვენი დრო მაინც წასულია, ვიცხოვროთ, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა დამე შევიცვლებიგპირდები! – კოსტა აღელვებული ჩანდა.

მე შენი შეცვლა არ მინდა, – შეაწყვეტინა ლილიმ, – ვიცი როგორიც ხარ. ვიცი, რომ ომის გარეშე ვერ ძლებ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ნათელი მხარეც გაქვს, რომელმაც მაიძულა შემყვარებოდი. მე უბრალოდ მინდა, რომ ის ნათელი მხარე იყოს დომინანტი შენში და არა ბნელი.

ჩემი ქალღმერთი ხარ! პირდად ჩემთვის გაჩენილი! – წამოიძახა კოსტამ და ლილის მოეხვია. – გეფიცებიამიერიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკეთესი მხარე წარმოვაჩინო.

შენზე ვგიჟდები! მეც ვეცდები, რომ უკეთესი ვიყო. – უთხრა ლილიმ.

იმაზე უკეთესი ვერ იქნებივიდრე ახლა ხარ. – თქვა კოსტამ.

ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ისევ ეზოში იდგნენ ჩახუტებულები და ვერც კი შეამჩნიეს დანტე და ესმა, რომლებიც მთელი ეს დრო იქვე იდგნენ და მათ საუბარს ისმენდნენ. ვერც ერთი ვერ ხვდებოდა, რაზე საუბრობდნენ მათი მეზობლები, თუმცა ადგილიდან მაინც არ იძვროდნენ.

მეჩვენება თუ ერთმანეთს ჰომეროსის ენით ესაუბრებიან? – იკითხა ჩურჩულით დანტემ.

შენც შეამჩნიე? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ესმამ.

მოდი, მათ საქმეში ნუ ჩავერევით. – თქვა ბიჭმაესმას მიუბრუნდა და დაამატა.  – ესმერალდა, სანამ სახლს გაყიდი და აქედან წახვალ

აქედან წასვლას არ ვაპირებ! – შეაწყვეტინა უცებ გოგონამ. –  ვიღაცამ დამარწმუნა, რომ ეს კუნძული განსაკუთრებულია, ამიტომ გადავწყვიტე ადგილობრივებს მივბაძო და საოჯახო სასტუმრო გავხსნა. ამ ქუჩაზე ერთი სასტუმროც არ არის და თან დამხმარე დამჭირდება.

ასეთი სასიამოვნო, ჯერ  არაფერი მომისმენია. – თქვა სიცილით დანტემ, მერე ესმა ხელებში მოიქცი, მისკენ დაიხარა და აკოცა.

მე მგონი ცოტა ვერ ვარ. აქ ვრჩები, შენთან, მიუხედავად იმისა, რომ კლდიდან გადამაგდე.

მაგას არასოდეს მაპატიებ , არა?

არასოდეს. – გეცინა გოგონას და დანტეს მხურვალედ აკოცა.

აქაურობა ძალიან ლამაზიაარა? – ჰკითხა ლილიმ კოსტას, როცა ერთმანეთს მოშორდნენ.

ჰო, კარგი გამოვიდა, მაგრამ მგონი ერთი რაღაც აკლია. – უპასუხა ღიმილით მამაკაცმა.

რა? – დაინტერესდა ლილი.

აფროდიტეს წყარო, ძვირფასო. – თვალი ჩაუკრა კოსტამ და წინა ეზოში მდგარ შადრევანზე მიუთითა. – დანტე  ცდილობდა მის შეკეთებასმაგრამ არაფერი გამოუვიდა. მგონი მხოლოდ შენ შეგიძლია ამის გაკეთება.

კარგი, ოღონდ დამპირდი, რომ ჩვენს შესახებ ვერავინ გაიგებს. მახსოვს, მათთვის ჩვენი ნამდვილი ვინაობის გამხელას აპირებდი. ხომ იცი მოკვდავების ამბავი? დაიწყებენ კითხვების დასმასფაქტების გადამოწმებას და ასე შემდეგ. – თქვა ღიმილით ლილიმ.

გპირდები, არავის არაფერს ვეტყვი, ჩემო აფროდიტე. –უთხრა ჩურჩულით კოსტამ.

ქალი  შადრევნისკენ შებრუნდა, თითები ერთმანეთს გადაუსვა, ხელი ნაზად აიქნია მაღლა და ერთ წამში, შადრევნის მილებიდან  კრიალა წყალი გადმოჩუხჩუხდა. წყლის ხმაურმა მთელი ეზო მოიცვა და მეტად იქაურობა გამოაცოცხლა.

დავალება შესრულებულიაჩემო არეს. – უთხრა ლილიმ.

წყლის ხმაზე დანტე და ესმა ერთმანეთს მოშორდნენ და შადრევნისკენ წაიწიეს, დანარჩენი სტუმრებიც წინა ეზოში მოგროვდნენ. ყველანი გაოგნებულები ჩანდნენ ამ ძველი და გაფუჭებული შადრევნის უეცარი ამუშავებით.

ამბობენ, რომ ამ კუნძულზე აფროდიტეს წყარო იყო, რომელიც ახალგაზრდობითსილამაზით და სიყვარულით აჯილდოვებდა ღირსეულებს. – უთხრა ლილიმ სტუმრებს.

ჰო, და იმასაც ამბობენ, რომ აფროდიტეს მაგია ამ კუნძულზე დღემდე მოქმედებს, ამ მაგიას კი თავს ვერავინ აღწევს. – დაამატა ესმამ  და დანტეს გახედა. ბიჭი სიცილს ვერ იკავებდა.

ამ ძალას, ოლიმპოს ღმერთებიც კი ვერ უძლებდნენ. – უპასუხა დანტემ.

სტუმრებმა ერთხანს უყურეს შადრევანიდან მოჩუხჩუხე კრიალა წყალს, რომელსაც თან ნამდვილად ახლდა, რაღაც ამოუხსნელი, მაგიური ელფერიშემდეგ კი უაკანა ეზოსკენ გაემართნენ, რომ   ერთად ემხიარულათ.

 

 

                                                                                      დასასრული

                                                                                      03.07.2016

ავტორი:

ავიღოთ 300 გრამი რეალობაში არეული ფანტაზიები, დავუმატოთ ერთი ჭიქა გამოგონილი ადგილები, შევურიოთ ორი ს/კ მხიარული ამბები, მოვაყაროთ ერთი ჩ/კ არასტანდარტული პერსონაჟები და მწიკვი მაგია ... ასე იქმნება მარგარიტას მოთხრობები 😄💚

6 thoughts on “აუტანელი მეზობლები

  1. მგონი, ერთ-ერთი პირველი ისტორია იყო, რომლითაც გაგიცანი და შემაყვარე თავი ^_^ არა, გატყუებ, პირველი შენი #პუტამადრე წავიკითხე და მას მერე დავინტერესდი დანარჩენი ისტორიებით ❤ ანუ, ეს მეორე გამოდის 😀 არა, კიდევ გატყუებ, მესამე იყო, რადგან მეორე აუტანელი მეჯვარეები იყო 😀 😀 ჩემი ორი აუტანელი არსება, როგორ უშლიდნენ ერთმანეთს ნერვებს, სანამ არესი საქმეში იყო 😀 😀 კარგი, ჩემით, აშკარად წინასაგამოცდოდ ბევრს ვბოდიალობ 😀 😀 😀

    Like

    1. მართლა ისეთი ეპიკ-სთოროა აი… ძაან თითქოს ნაჩქარევად დაწერილი და უამრავი შეცდომით მაგრამ მაინც სასწაულად მიხარია, როცა ასეთ სიტყვებს ვიგე მკითხველისგან😍😍😍😍უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოოოო 😚😚😚😚😚😚💚💚💚💚💚

      Like

  2. აი შენს ისტორიებზე ხო ვგიჟდები,მარა აი ამან რო მოახდინა ჩემზე ეფექტი ისე არვიციი რააა ! მერამდენედ ვკითხულობ უკვე ამ ისტორიას და არ მბეზრდება ♥♥♥

    Liked by 1 person

    1. ვაიიიიჰ😍😍😍როგორ მიხარია შენი სიტყვები არც კი იცი😚😚😚უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოო😍😍😍💚💚💚💚💚

      Like

      1. ორი იწერება თან😎😂😂 ერთი მალე იქნება და მეორე ალბათ ზაფხულის ბოლოსკენ😊😍😍

        Like

დატოვე კომენტარი