Posted in ეპიკ-სთორი

კარგი ქურდი

photocatlileaarongoodthief18372893930efidrjtrot5i6hjui8i8o88

***გთხოვთ, ბლოგიდან არ აიღოთ და არ გაავრცელოთ ისტორიები! არც ავტორის მითითებით და არც ავტორის მითითების გარეშე! 💚💜***

თავი 1

მთებს შორის მოქცეული დელფოსის სამეფო, არც ისე პატარა იყო, როგორიც რუკაზე ჩანდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას ყველა მხრიდან ბუმბერაზი კლდეები საზღვრავდნენ, მომთაბარე ტომები თუ მეზობელი ქვეყნების მეფეები ვერ ახერხებდნენ მათ ასე მარტივად გადმოლახვას და დამყპრობლური ქმედებების განხორციელებას. ამავდროულად, ეს კლდეები, სამეფოს გარე სამყაროსგან წყვეტდნენ და იქაურ კულტურას იმდენად ჩაკეტილს ხდიდნენ, რომ მათი ტრადიციები სრულიად განსხვავდებოდა სხვებისგან. 

დელფოსს მეფე დარიუსი მართავდა. ცრუმორწმუნე და დიდი მშიშარა კაცი იყო. განსაკუთრებით მაგიის და ჯადოქრების ეშინოდა. ამიტომაც იყო, რომ ჯადოქრობაში ეჭვმიტანილთათვის ძალიან მარტივად გამოჰქონდა სიკვდილის განაჩენი.

დელფოსის სამეფოს პრობლემას მარტო ჯადოქრები კი არა, არამედ ქურდებიც წარმოადგენდნენ. სამეფოში სულ რამდენიმე სახელგანთქმული ქურდი იყო, რომელთა ვინაობაც დაზუსტებით არავინ იცოდა, ამიტომაც მეტსახელებით მოიხსენიებდნენ. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილები იყვნენ “მოჩვენება” და “გრძნეული”. „მოჩვენებას“ ამ სახელს იმიტომ ეძახდნენ, რომ ხალხის აზრით კედლებში გავლა შეეძლო. „გრძნეულმა” კი ეს მეტსახელი თავისი საწამლავების გამო დაიმსახურა, რომელსაც აქტიურად იყენებდა  ადამიანების დასაძინებლად, რომ ძარცავში ხელი არ შეშლოდა.

 

***

ორი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც აარონს წესიერად მზის სხივი არ ენახა. მის ვიწრო და ნესტიან საკანს მხოლოდ ერთი სარკმელი ჰქონდა, საიდანაც ზოგჯერ დღის შუქი შემოანათენდა ხოლმე, თუმცა უშალოდ თვალისმომჭრელუ მზის სიხვი იქ იშვიათად ხვდებოდა.

როცა აარონს უთხრეს, რომ მეფეს მისი ნახვა სურდა, სიხარულისგან გული აუჩქარდა, რადგან იცოდა, სანამ მეფის დარბაზებამდე მივიდოდა, მანამდე გრძელი დერეფნები უნდა გაევლო, რომელსაც მაღალი ფანჯრები ჰქონდა და საიდანაც მზის სხივები უხვად იღვრებოდა.

ეს ასეც მოხდა. როცა დერეფანში მიაბიჯებდა, მზემ თვალი მოსჭრა და ნაბიჯი შეანელა, რომ  სანახაობით დამტკბარიყო, რადგან არ იცოდა, კიდევ როდის იხილავდა ამ ნათებას.

ახალგაზრდა მამაკაცი სამეფო დარბაზში შეიყვანეს, ფეხებში ძლიერად ჩაარტყეს და აიძულეს მეფის წინაშე მუხლი მოეყარა. 

ტახტზე წამომჯდარმა მეფე დარიუსმა, აარონს ზემოდან ამაყად დახედა და ზიზიღით ტუჩი აიბზუა.

-აარონ სავანიელი! – წარმოთქვა მან გარკვევით. – აქამდე სიკვდილით მხოლოდ იმიტომ არ დაგსაჯე, რომ მამაშენი დასავლეთ მიწების ჰერცოგია.

-გაღარიბებული ჰერცოგი. – შეუსწორა მან ირონიულად.

-ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. – თავი გააქნია მეფემ.

-ჩემგან რა გინდათ? – იკითხა მოუთმენლად მამაკაცმა.

-შენი დახმარება მჭირდება! – უპასუხა დარიუსმა და პატიმარს ყავისფერი თვალებით დააშტერდა.

-რაში? – აარონმა მბრძანებელს თვალი უტეხად გაუსწორა.

-ერთი ადამიანი უნდა მოძებნო და ჩემამდე ცოცხალი მოიყვანო. შენ ხომ, პროფესიონალ ქურდთან ერთად, კვალის საუკეთესო მაძებარიც ხარ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მის მოძებნას შენზე უკეთ ვერავინ შეძლებს. – განუმარტა მეფემ.

-სამაგიეროდ რას მივიღებ? – გვერდულად ჩაიცინა აარონმა, რადგან მიხვდა, რომ ჯილდო მისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა.

-სიგელს, რომელზეც დავწერ, რომ სრულიად თავისუფალი ხარ ყველანაირი სასჯელისგან და ბრალდებისგან.

-და თუ უარს ვიტყვი? – გამომცდელი მზერა მიაპყრო აარონმა მეფეს.

-დარწმუნებული ვარ, არ გამიჭირდება შენი ოჯახის მიწასთან გასწორება. – ირონიულად ჩაიცინა დარიუსმა. – შეიძლება მშობლების ბედი არ გაღელვებს, მაგრამ ვფიქრობ ძმის, ახალი რძლის და მათი ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვის ბედი დაგაინტერესებს.

ბავშვის ხსენებაზე აარონს გააჟრჟოლა. მთელი სხეული დაეძაბა და თავდაჯერებული გამომეტყველება წამში შეეცვალა. მამაკაცმა იცოდა, რომ მისი ძმა დაქორწინდა, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატებოდა, ამიტომ ერთდროულად სიხარულიც იგრძნო და თან უსაზღვრო შიშიც, რადგან შეიძლებოდა მის გამო უდანაშაულო არსებას რაიმე შემთხვეოდა.

-ვინ უნდა ვიპოვო? – იკითხა აარონმა მტკიცედ.

-ერთი გოგოა, მარგალიტის კუნძულებიდან არის. ვფიქრობთ, რომ არიმათიელთა ტომის გრძნეულია. – ამჯერად საუბარში სამეფო გვარდიის კაპიტანი ჩაერია და მარმარილოს იატაკზე მუხლმოყრილ აარონს გრაგნილი გაუწოდა. – მამამისი მარგალიტის კუნძულების სახელგანთქმული ხუროთმოძღვარი აბრაამ ჰამელი იყო, დედამისი კი არიმათიელთა შთამომავალი. სავარაუდოდ, გოგონას გრძნეულების ნიჭი დედისგან აქვს.

-აირმათიელები წლების წინ ვალანსიის მეფემ ამოხოცა. – წარბი შეკრა აარონმა, მაჯებზე შემოხვეული ბორკილები აარიჩხინა და ხელის ერთი მოძრაობით გრაგნილი გახსნა.

-მაგრამ ზოგიერთი გადარჩა და დღემდე  იმალებიან. – უპასუხა კაპიტანმა.

აარონმა გრაგნილს დახედა და მასზე გამოსახული, ნახშირით შესრულებული, ხუჭუჭთმიანი გოგონას პორტრეტი დაინახა. სწორი ნაკვთები და ისეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა, სულამე აღწევდა.

-მასზე რა იცით? – იკითხა მამაკაცმა.

-მხოლოდ ის, რომ სამეფოს აღმოსავლეთ მიწებზე დახეტიალობს და თავს ძვირფასეულობის ქურდობით ირჩენს. მეტსახელად „გრძნეულს“ ეძახიან. მის მიერ გამოყენებულ საწამლავებში, ჩემმა ჯაშუშებმა მისეთი ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომელთაც მხოლოდ არიმათიელი გრძნეულები იყენებდნენ, – თქვა უემოციო სახით მეფემ, – სწორედ აქედან დავადგინეთ, რომ ის გოგო გრძნეულია და სავარაუდოდ არიმათიელ ქურუმ ქალთა დინასტიის ერთ-ერთი გადარჩენილი შთამომავალი უნდა იყოს.

-ჩემი თილისმა, იარაღი, კარგი ცხენი და საგზალი დამჭირდება. – თავი ასწია აარონმა.

-ყველაფერს მიიღებ!

-დრო რამდენი მაქვს?

-სამი კვირა!

აარონმა კიდევ ერთხელ დახედა გოგონას პორტრეტს, ღრმად ამოისუნთქა, მეფეს შეხედა და ჩაილაპარაკა.

-თანახმა ვარ!

 

***

სექტემბრის მზიანი დილა იყო. ნაწვიმარ, ატალახებულ მიწაზე ცხენის ფლოქვების ხმა ისმოდა. მზის სხივებს თანდათან ძალა ემატებოდა და კიდევ უფრო მცხუნვარედ ანათებდა.

ტყეებს შორის გამავალ გზაზე მხედარი მიდიოდა. ჩაფიქრებული და დაღლილი სახე ჰქონდა. ღია წაბლისფერი თმა, მზის შუქზე უფრო ოქროსფრად უნათებდა, ცისფერი თვალები მოეჭუტა და მუქ წარბებს ქვემოდან, გარემოს ინტერესით აკვირდებოდა.

მამაკაცს ცალი ხელით ცხენის აღვირი ეჭირა, მეორე ხელით კი კისერზე დამაგრებულ შავ თასმას ათამაშებდა, რომელზეც ვერცხლის ბეჭედი ეკიდა, სავანიელების საგვარეულო გერბით.

წლების წინ, როცა აარონი სახლიდან წამოვიდა, ეს ბეჭედი თან ჰქონდა. ხელზე არ იკეთებდა, რადგან ჰერცოგის ტიტულს არაფრად სცნობდა, მაგრამ სულ თან ატარებდა, რომ არასოდეს დავიწყებოდა, წარმომავლობით საიდან იყო. ამიტომაც იქცა ეს ნივთი მისთვის თილისმად და მთელი ეს წლები სულ თან დაატარებდა.

ცხენი ფლოქვებს მძიმედ მიათრევდა, მამაკაცი კი ღრმად სუნთქავდა. აშკარა იყო, რომ დიდი გზა გამოევლო და ახლა დასვენების მეტი არაფერი სურდა.

აარონმა ცხენი ფერდობზე  შეაყენა.  დაბლა, გზის პირას მდგარ პატარა შენობას გადახედა და შვებით ამოისუნთქა, რადგან ორდღიანი მგზავრობის შემდეგ პირველი ტავერნა იყო, რომელიც გზაზე შეხვდა.

“ცოტაც მეგობარო და ორივენი დავისვენებთ.” – უთხრა ცხენს, ფაფარზე ხელი გადაუსვა და გაიღიმა. მერე ცხოველს დეზები შემოჰკრა, ფერდობი ჩაირბინა და გზა გადაჭრა.

როცა მამაკაცი ცხენიდან ჩამოხტა და ტავერნისკენ ფეხით წავიდა, მოულოდნელად ტავერნის კარი ხმაურით გაღო და იქიდან მუქ მოსასხამში გახვეული ადამიანი გამოვარდა. თავზე კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული და სახე არ უჩანდა.

-დაიჭირეთ!  ქურდი! – ღრიალით გამოჰყვა უკან ანაფორიანი მღვდელი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მსუქანი იყო, ქურდისთვის დადევნება ვეღარ შეძლო.

კაცს უკან ტავერნის სხვა კლიენტებიც გამოჰყვნენ და სანახობას გაოცებულები მიაშტერდნსნ. ქურდი სწრაფად შეჯდა იქვე დაბმულ თავის თეთრ ცხენზე და ადგილს მოსწყდა. მღვდელი კი უჰაერობისგან სულ გალურჯდა და ბოლოს იქვე ჩაიკეცა.

-რა მოხდა? – თავზე დაადგა აარონი მას.

-ტაძრის შესაწირი… მომპარა, რომლითაც სახურავი… უნდა შემეკეთებინა. – ძლივს ამოღერღა სახეაჭარხლებულმა კაცმა.

-დავედევნები! – მაშინვე შეცვალა თავისი გეგმები მამაკაცმა, ისიც სწრაფად შეხტა ცხენზე და ტყისკენ გაქუსლა.

გზაში თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და გაქცეულ დამნაშავეს ეძებდა. თან თავისი საქციელიც აკვირვებდა. ერთდ დროს თვითონაც ქურდობდა, მაგრამ ახლა მართლმსაჯულების აღსრულებას ცდილობდა. ამის მიზეზი კი მღვდელი იყო, რომლის მიმართაც უსაზღვრო სიბრალული იგრძნო აარონმა. მამაკაცს ღვთისმსახურები არასოდროს გაუძარცვავს, ეს მის კოდექსს სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. 

ქურდის თეთრი ცხენი უკვე ტყეებს შორის მიჰქროდა, როცა აარონი წამეწია, თავისი ცხენიდან მოხერხებულად ისკუპა, მხედარს თავზე დაახტა, ძირს გადმოაგდო და ზემოდან მოექცა. უცებ ქურდს კაპიუშონი მოსძვრა, მამაკაცს კი მისი სახის დანახვისას, გაოგნებით გაუშტერდა თვალები.

-გოგო ხარ?! – წამოიყვირა მან.

-როგორ მიხვდი? – სარკაზმით ამოთქვა ქურდამ და თვალები მოუთმენლად გადაატრიალა. შემდეგ აარონს ხელი ჰკრა, ფეხზე წამოვარდა, მიწიდან ქვა აიღო და თავდაცვის პოზა დაიჭირა.

აარონი გონს ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო. გაოცებული აკვირდებოდა მის წინ მდგომ, მასზე ერთი თავით დაბალ და ორჯერ უფრო გამხდაე გოგოს, და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გასცინებოდა.

გოგონას ძალიან ხუჭუჭა, წაბლისფერი თმა სულ აწეწილი ჰქონა, სპილოსძვილსფერი სახის კანი ერთიანად ასწითლებოდა, გიშრისებრ თვალებში კი დაუნდობელი მზერა ჩასდგომოდა.

-გოგო არასოდეს მიცემია, ამიტომ ნაქურდალი დამიბრუნე და გაგიშვებ. – შესთვაზა მშვიდად აარონმა.

-გამიშვებ? – გაეცინა გოგონას. – ისე ამბობ თითქოს შენი ტყვე ვიყო.

-აქედან მაინც ვერსად გაიქცევი!

-დარწმუნებული ხარ? – ისევ დასცინა გოგონამ. – საერთოდ, იცი ახლა სად ხარ?

-სად? – გაუკვირდა აარონს.

-ქურდების ტყეში. – უპასუხა გოგონამ ნიშნის მოგებით. – ერთი კივილი, ან სტვენა და ყველა ქურდი აქ გაჩნდება.

-კარგი, შეიძლება ასეა, მაგრამ საბრალო მღვდელს რომ ძარცვავ, არ გრცხვენია? – ბრაზით გამოსცრა აარონმა.

-მღვდელს? – გოგონას თვლები შუბლზე აუვიდა. – შენ რა, ამ სამყროს არ ეკუთვნი? 

-რას გულისხმობ? – აარონი უხერხულად შეიშმუშნა.

-ყველა, ვისაც ანაფორა აცვია, მღვდელი არ არის!

-უკეთ მიხსენი!

-იმ ავადმყოფმა, ანაფორა დიდი ხნის წინ მოიპარა, მღვდლის ტანსაცმლით სოფლიდან სოფელში დაეხეტება, ხალხს თავს აცოდებს და მერე მათ ძარცვავს. – გაღიზიანებული ხმით გაჰკიოდა გოგონა. – მე კი ქურდის ქურდი ვარ და თუ ერთხელ ღმერთი ამის გამო განმსჯის, შეიძლება ცოდვად არც ჩამითვალოს.

-რატომ უნდა დაგიჯერო? 

-ეგ შენი პრობლემაა

აარონს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ უეცრად გოგონას კისერზე დაკიდეულ ყელსაბამზე თვალი გაუშტერდა, რომელსაც ასო „ლ“-ის ფორმა ჰქონდა და მის ნაზ ყელზე, ლამაზად ბრწყინავდა.

ამ დროს, ნაბიჯების ხმა გაისმა, აარონმა თავი ასწია და კაპიუშონიან სილუეტებს მოჰკრა თვალი, რომლებიც ტყიდან გამოვიდნენ და მოშორებით განლაგდნენ. აღნაგობაზე ეტყობოდათ, რომ გუნდში გოგონებიც იყვნენ და ბიჭებიც. აარონს წამით თავი ჭადრაკის დაფაზე, ეულად დარჩენილი მეფე ეგონა, რომელიც ვერც ერთ სვლას ვერ აკეთებდა, რადგან ყველა მხრიდან ქიში და შამათი ემუქრებოდა.

-ესენი ჩემი გამცილებლები არიან და თუ უკან გამომყვები, ისარს მიიღებ… თვალში! – ჩაისისინა გოგონამ და წასვლა დააპირა.

-კიდევ შევხვდებით, ლილა! – მიაძახა აარონმა.

გოგონამ თავით ანიშნა თავისიანებს, რომ წასულიყვნენ, მერე აარონისკენ მიბრუნდა და ჰკითხა.

-რა დამიძახე?

-ლილა!

-რატომ?

-გულზე ასო „ლ“-ს ფორმის ყელსაბამი გაქვს და ვიფიქრე, რომ ეს შენი სახელის წინ ასოა.

-ასეც არის, მაგრამ ლილა არ მქვია.

-მაშინ ლეა, ან ლინა. – განაგრძო აარონმა სახელების ჩამოთვლა და თან გოგონას სახეზე ემოციების ცვლილებას აკვირდებოდა. – ლიანა, ლოლა, ლილი.

-ჩემს სახელს ვერასოდეს გამოიცნობ. – უპასუხა ნიშნის მოგებით ქურდმა.

-ლილე, აღარ მოდიხარ? – გამოსძახა ტყიდან გოგონას ერთ-ერთმა მეგობარმა.

-ჯანდაბა! – ჩაისისინა ქურდმა.

-აჰა, ესე იგი ლილე! – წარმოთქვა გამარჯვებული სახით აარონმა. – ლამაზი სახელია.

-ნახვამდის, აარონ! – თქვა ქურდმა და თეთრ ცხენზე შეჯდა.

-ჩემი სახელი საიდან იცი? – გაუკვირდა მამაკაცს.

-კისერზე სავანიელების საგვარეულო ბეჭედი გეკეთა. სავანიელებს ორი ვაჟი ჰყავთ, აარონი და ისააკი. ისააკი ვიცი როგორც გამოიყურება, რადგან მის ქორწილს დავესწარი და ზოგიერთი სტუმარი გავძარცვე. შენ ისააკი არ ხარ, ამიტომ სავარაუდოდ აარონი უნდა იყო. – ცინიკურად გაიღიმა ლილემ.

-ჭკვიანურია! – ძალდატანებით ჩაიცინა აარონმა. – კიდევ შევხვდებით?

-ეჭვიც არ შეგეპაროს! – უპასუხა გოგონამ, ადგილს მოსწყდა და ტყეებს შორის ჩაიკარგა.

აარონი ერთხანს იდგა გაღიმებული სახით და ამ უცნაურ გოგოზე ფიქრობდა, მაგრამ უცებ გონებაში ლილეს სიტყვებმა გაუელვა, კისერზე სავანიელების საგვარეულო ბეჭედი გეკეთაო, რაც წარსული ფორმით იყო ნათქვამ. მამაკაცმა ყელზე მაშინვე იტაცა ხელი, მაგრამ ბეჭედი ვერსად იპოვა. მერე გაახსენდა, რომ როცა გოგონამ ხელი ჰკრა და მისგან თავი  გაითავისუფლა, სწორედ მაშინ შეეძლო, მისი ბეჭედი მოეპარა.

აარონს ბრაზისგან თვალები აუელვარდა, კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, მერე ღრმად ჩაისუნთქა, თავისი ცხენისკენ მიბრუნდა და უკვე შეჯდომას აპირებდა, როცა  კიდევ ერთხელ გაუნათდა გონება. სწრაფად დასწვდა მოსასხამის ჯიბეს, იქიდან აკანკალებული ხელებით გრაგნილი ამოიღო, გახსნა და ზედ გამოსახულ გოგონას პორტრეტს კიდევ ერთხელ დააკვირდა.

-ჯანდაბა! ხელში მყავდა და როგორ გავუშვი?! – ჩაისისინა ბრაზმორეულმა და მთელი ძალით დაარტყა წიხლი იქვე მდგარ ხეს.

 

 

თავი 2

ასე არასდროს გაუწბილებიათ საქვეყნოდ სახელგანთქმული ქურდი. ასე არასდროს გაუძარცვავთ თვალსა და ხელს შუა და ასე გულიბრყვილოდ არასდროს გაბმულა ვიღაცის მახეში. 

მომხდარის გამო აარონი ძალიან განერვიულებული ჩანდა. ერთ ადგილს ვერ პოულობდა, გონებით სადღაც შორს ტყეებში, ლილესთან დაფრინავდა და თვალწინ სულ მისი გიშრისებრი თვალები ედგა.

მამაკაცს არიმათიელი გრძნეული სულ სხვანაირი წარმოედგინა. დახლოებით ისეთი, როგორადაც ხალხური ლეგენდები აღწერდა: სპილენძის კბილებით, ბინძური თმით და ჯოჯოხეთური ცეცხლით თვალებში. მაგრამ ლილე ასეთი არ იყო. ჩვეულებრივი გოგონა გახლდათ, არაჩვეულებრივი გონებით და დაკვირვების უნარით. ლამაზი ღიმილი ჰქონდა. მისი მსგავსი ეშმაკურად მოელვარე თვალები და ძალიან ხუჭუჭა თმა კი აარონს აქამდე არასდროს ენახა.

იმწამს პირველი ეჭვი გაუჩნდა მამაკაცს. იცოდა, რომ დარიუს მეფე სანდო ისედაც არ იყო, მაგრამ ამბობდა კი სიმართლეს ლილეს შესახებ მაინც?! ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შეიძლებოდა ლილე გრძნეული სულაც არ ყოფილიყო, ამიტომ გადაწყვიტა მეტი ინფრომაცია მოეპოვებინა და იქამდე არ შეეპყრო გოგონა, სანამ მის გრძნეულებაში ბოლომდე არ დარწმუნდებოდა.

აარონმა მაშინვე ბიბლიოთეკის ძებნა დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ სოფელი, სადაც იმყოფებოდა, ძალიან პატარა იყო, იქ მხოლოდ ერთი ბიბლიოთეკა არსებობდა და ისიც ეკლესიას ეკუთვნოდა. აარონმა თავი მეზღაპრე-მოგზაურად გაასაღა, რომელიც ხალხურ ლეგენდებს აგროვებდა, ტაძრის წინამძღვარმაც სიხარულით მიიღო სტუმარი, გრძნეულებთან დაკავშირებული ყველა წიგნი გამოუტანა და პატარა ბიბლიოთეკაში მარტო დატოვა.

ბევრი ძებნა არ დასჭირვებია მამაკაცს, რადგან არიმათიელი გრძნეულები იმდენად იყვნენ განთქმულები, რომ მათ შესახებ ნებისმიერ ბიბლიოთეკაში მოეპოვებოდა ერთი წიგნი მაინც.

პირველივე წიგნში ეწერა, რომ არიმათიელთა ტომი, თეთრი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, მარგალიტის კუნძულებზე მცხოვრები ტომებიდან, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, რადგან ისინი გარეშე მტრების დასაცავად, შავ მაგიას იყენებდნენ. 

ჯადოქრობის ნიჭი მათ შორის მხოლოდ ქალებს გადაეცემოდათ მემკვიდრეობით და ტომის ქურუმები ხდებოდნენ. საბოლოოდ ისინი ძალაუფლებამ დააბრმავა და უდანაშაულო ხალხს დაესხნენ თავს. ამას, დიდი სამეფოების პროტესტი მოჰყვა. ისინი ერთად შეიკრიბნენ და არიმათიალეთა წინააღმდეგ გაილაშქრეს.

ამ ლაშქორბას სათავეში ვალანსიის მეფე ჩაუდგა, რადგან საკუთარ სამეფოში უკვე აღმოეფხვრა ეს პრობლემა და მსგავს ბრძოლებში გამოცდილებაც ჰქონდა.

მათმა ჯარმა მთელი ტომი ამოწყვიტა, მაგრამ ზოგიერთი მაინც გადარჩა. ისინი გაიფანტნენ, სხვა რასას შეერივნენ, მათზე დაქორწინდნენ და თავიანთ წარმომავლობას საუკუნეების განმავლობაში მალავდნენ.

ლეგენდები ჰყვებოდნენ, რომ არიმათიელთა შორის ყველა გრძნეული არ იყო. ჯადოქრობის ნიჭი მხოლოდ მათ ჰქონდათ, რომლებიც სხეულზე თანდაყოლილ სიმბოლოს ატარებდნენ. წიგნის გაყვითლებულ ფურცელზე ეს სიმბოლოც იყო გამოსახული. მას დახვეული ნიჟარის ფორმა ჰქონდა, ოდნავ წაწვეტებული თავით.

აარონმა წიგნში სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაცია, ანუ ხალხური ლეგენდებიც ამოიკითხა. ლეგენდები ჰყვებოდნენ, რომ გრძნეულები მოგზაურებს ლამაზი ქალის სახით ეჩვენებოდნენ, მათ ტყეებში იტყუებდნენ და მერე უმოწყალოდ ხოცავდნენ. მაგრამ იყო შემთხვევაც, როცა მოგზაურებმა მოახერხეს და გრძნეულს თმა შეაჭრეს. ლეგენდის თანახმად, თუ გრძნეულის თმის კულულს ჩაიგდებდი ხელში, ის სამუდმოდ შენი მორჩილი გახდებოდა. ასევე ისიც ეწერა, რომ არიმათიელ გრძნეულებს მხოლოდ ერთხელ უყვარდებოდათ და ისიც მხოლოდ გმირები. ჩვეულებრივი ადამიანის შეყვარება არ შეეძლოთ. მათი რჩეულები, ბრძოლაში გამოწრთობილი ადამინები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებსაც  გმირული საქციელი ექნებოდათ ჩადენილი.

 

აარონმა კმაყოფილი სახით დახურა წიგნი, ხელებით მაგიდას დაეყრდნო და წამით ჩაფიქრდა. უნდოდა, რომ ნებისმიერ ფასად  დაედგინა, ლილე ნამდვილად გრძნეული იყო თუ, არა. არ სურდა, რომ უდანაშაულო ადამიანი შეეწირა მსხვერპლად, თუმცა ისიც იცოდა, რომ ლილე თავისი პირით არაფერს ეტყოდა, ამიტომ გადაწყვიტა თავად  ემოქმედა.

 

***

ფერად კაბაში გამოწყობილმა გოგონამ სწრაფად გადაკვეთა მთავრის შუქით განათებული, ყვავილებით აბიბინებული ბაღი, პატარა სასტუმროში შევიდა და ფართო ფარფლებიანი ქუდი მოიხსნა.

-ქალბატონო ლილიანა, ივახშმებთ? – შეეგება სასტუმროში მომუშავე ქალი, გოგონას.

-უკვე ვივახშმე, ახლა მხოლოდ ცხელი აბაზანა მინდა, მომიმზადებ? – გაუღიმა გოგონამ.

-რა თქმა უნდა. – თავი დაუქნია ქალმა.

ლილე კიბეებს აუყვა და მოზრდილ ოთახში შეაბიჯა. ქუდი და პატარა, ქისისმაგვარი, მაჯაზე დასაკიდებელი ჩანთა სავარძელზე მიაგდო, კორსეტის თასმები შეიხსნა და საწოლზე გადაწვა. მოახლე ქალი გვერდით მდებარე პატარა ოთახში შევიდა, ბუხარს შეუკეთა და წყლის გაცხელება დაიწყო.

ლილემ საწოლზე გადმოაპირქვავა თავისი ხელჩანთა და იქიდან გადმოცვენილ სამკაულებს დააკვირდა. ორი ოქროს სამაჯური იყო, სამი ბრილიანტის ყელსაბამი და კიდევ რამდენიმე ძვირფასი ბეჭედი.

-დღეს ცოტა ვიმუშავე. – თავი უკმყოფილოდ გააქნია მან. – მდიდრულ წვეულებებზე კი დავდივარ, მაგრამ თითქმის ვერფერს ვახეხებ. არა, უნდა გამოვსწორდე.

-აბაზანა მზად არის! – გამოსძახა ქალმა ოთახიდან.

ლილემ სწრაფად ჩააბრუნა სამკაულები ჩანთაში, საწოლის ქვეშ შეაგდო და აბაზანისკენ გაემართა.

გოგონამ მოახლე ქალი გარეთ გაისტუმრა, ცხელ აბაზანაში უღონოდ ჩაესვენა და თვალები დახუჭა. მისი გონება წამითაც არ გათიშულა, რადგან თვალწინ სულ ის მდიდრული წვეულება ედგა, რომელსაც იმ საღამოს დაესწრო. ვერცხლის და ოქროს დანა-ჩანგლები, ძვირფასი ფაიფურის ჭურჭლები, მდიდრული სამოსი და მომხიბვლელი მდიდარი მამაკაცები, რომელბიც გოგონას მოსვენებას არ აძლევდნენ.

ლილემ იცოდა, რომ ასეთ საზოგადოებაში მისი ადგილი არ იყო, მაგრამ იქაურობა მაინც იზიდავდა, როგოც ფუტკარს ყვავილის ნექტარი. ოცნებას ვერავინ დაუშლიდა, ამიტომ მთელი გულით ოცნებობდა, რომ ერთ დღესაც დიდ ქალაქში და დიდ სასახლეში  თვითონაც ეყოლებოდა მოახლეები. ამ მიყრუებულ სასტუმროებს კი სამუდამოდ დააღწევდა თავს.

გოგონას ძალიან არ უნდოდა კომფორტულ სითბოს გამომშვიდობებოდა, მაგრამ წყალი ნელ-ნელა გაგრილდა და უკვე აბაზანიდან ამოსვლის დროც დადგა. ლილემ წყლისგან დამჭკნარ თითებს დახდა და უცნაურად ჩაიცინა, მერე თმა აიხვია, ხის ჩხირებით დაიმაგრა, სველ ტანზე პირსახოცი შემოიხვია, კარი თამამად გამოაღო და უკვე გამოსვლას აპირებდა, როცა მოულოდნელად შავ მოსასხამიან ფიგურას მოჰკრა თვალი, რომელმაც ხელი ჰკრა, ისევ სააბაზანოში შეაგდო და კარი ჩაკეტა.

ლილე მსგავს ამბებს ისედაც მიჩვეული იყო, ამიტომ იქვე, კაბაში ჩამალულ პატარა ხანჯალს დასწვდა და თავდამსხმელს მოუქნია. მან ხელი სწრაფად დაუჭირა, ხანჯალი წართვა და ხელი მსუბუქად უბიძგა. ლილე ნახევრად შიშველი ზურგით კედელს მიეწება და პირსახოცს ხელი მაგრად ჩაავლო, რომ ტანზე არ შემოხსნოდა. უცებ გოგონამ ნიკაპზე ცივი მეტალის შეხება იგრძნო და გააჟრჟოლა. თავი ასწია და ისევ იმ უცნაურად მოელვარე რუხ-ცისფერ  თვალებს წააწყდა, რომელიც მთვარის და სანთლის ნაზავ შუქზე, გამჭირვალე ალმასებივით ციმციმებდნენ.

აარონი გამარჯვებული ღიმილით ლილეს წინ იდგა და  ხმას არ იღებდა. გოგონამ დააპირა რაღაცის თქმა, თუმცა უეცრად მამაკაცმა ნელა ჩააცურა ხანჯლის ბასრი პირი ნიკაპიდან მის ყელზე და საძილე არტერიას წვეტით მიაბჯინა.

-რა… რა გინდა? – ძლივს ამოღერღა გოგონამ.

-შურისძიება! – უპასუხა სერიოზული სახით აარონმა.

-ერთი ბეჭდის გამო? – გაეცინა ლილეს.

-დიახ! – კბილებში გამოსცრა მან.

ამ დროს, ოთახის კარის გაღების ხმა გაისმა დ შიგნით მოახლე ქალი შემოვიდა. ქალი აბაზანის კარს მიადგა, მაგრამ ჩაკეტილი დახვდა. აარონმა ლილეს პირზე ხელი ააფარა და ანიშნა გაჩუმებულიყო.

-ქალბატონო, ბანაობა დაასრულეთ? – იკითხა მოახლემ.

მამაკაცმა გოგონას ნელა შეუშვა ხელი, კისერზე დანა უფრო მაგრად მიაჭირა და ანიშნა, ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა.

-ჯერ… არა! – გასძახა ლილემ დამაჯერებლად. – რომ დავასრულებ დაგიძახებ!

-კარგი, ქვემოთ ვიქნები. – თქვა ქალმა და ოთახი დატოვა.

-საოცარი მატყუარა ხარ. – ცინიკურად შეათვალიერა აარონმა ლილე.

-შენ კი შეშლილი! – შეუბღვირა გოგონამ. – ერთი ბეჭდის გამო ამდენი ამბის ატეხა, ვის გაუგია?!

-სად არის ბეჭედი? – წარბი შეკრა მამაკაცმა.

-გავყიდე! – მიუგო ლილემ გამაღიზიანებელი ტონით.

-ვის მიჰყიდე? – თვალები დაუბრიალა აარონმა.

-არ მახსოვს! – მხრები აიჩეჩა ლილემ. – იმდენი სამკაული გამიყიდია… გგონია ყველა მახსოვს, რომელი ვის მივყიდე?

-მოგკლავ!

-ვერაფერსაც ვერ იზამ! – შეუყვირა გოგონამ.

-ხმას ნუ უწევ! – შეუღრინა აარონმა და ლილეს კიდევ უფრო მიუახლოვდა. თან მის სხეულს აკვირდებოდა. უნდოდა გრძნეულების სიმბოლო სადმე მაინც დაენახა, მაგრამ ლილეს მბზინავ კანზე მსგავსი არაფერი ჩანდა.

მისი სიახლოვით გამოწვეული უხერხულობისგან აწითლებილმა გოგონამ ორივე ხელი ასწია და უნდოდა აარონისთვი ხელი ეკრა, მაგრამ როგორც კი პირსახოცს ხელი გაუშვა, უეცრად მატერია სხეულიდნ ჩასრიალდა და იატაკზე დავარდა.

-ჯანდაბა! – აღმოხდა ლილეს სასოწარკვეთილი ხმა და საცოდავი მზერით აარონს თვალებში შეაჩერდა.

-რა მოხდა? – გაუკვირდა ბიჭს.

-არ ჩაიხედო! – წამოიყვირა ლილემ.

-რაა?!

-ქვემოთ არ ჩაიხედო!

აარონმა  უნებურდ დახარა თავი, მაგრამ სანამ რამის დანახვას მოასწერბდა, გოგონამ მთელი ძალით შემოხვია ხელები და ტანზე მიეკრა.

-რას აკეთებ?! – წამოიძახა აარონმა და უკან დახევა სცადა, მაგრამ ლილე ხელებს არ უშვებდა.

-თვალები დახუჭე და არ შემომხედო! – გაუმეორა გოგონამ ვედრებანარევი ხმით. მერე დაბლა ნელ -ნელა დაიწყო ჩაცოცება, თან აარონს არ შორდებდა, რომ მამაკაცს მისი შიშველი სხეულისკენ თვალი არ გაქცეოდა.

-ნუ მეხახუნები. – უნებლიეთ გაეცინა აარონს.

-ცოტაც მოთმინე.

-შენთვის ადვილი სათქმელია!

ბევრი წვალების და უხერხული მომენტების შემდეგ, ლილემ ძლივს მიაღწია იატკამდე, პირსახოცს ხელი დაავლო და ისევ ტანზე შემოიხვია. აარონმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, სკამზე მიფენილ ლილეს ტანსაცმელს დახედა და უთხრა.

-ჩაიცვი და მერე ვისაუბროთ.

-გადი! – ხელით ანიშნა გოგონამ.

-არა! – წარმოთქვა მტკიცედ მან. – არ მინდა  ფანჯრიდან გაიქცე. მადლობა თქვი, რომ საერთოდ ჩაცმის უფლებას გაძლევ.

-ამ ვიწრო ფანჯარაში მაინც ვერ გავეტევი. – ლილემ საწყლად აახამხამა წამწამები და აარონის გულის მოლბობა სცადა. – ძალიან გთხოვ გადი, ასე არ შემიძლია.

-კარგი! – ამოიოხრა აარონმა,სააბაზანოდან გავიდა და კართან გაჩერდა.

-საერთოდ, როგორ მომაგენი? – გამოსძახა ლილემ და თან ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო.

-თითქმის ერთი კვირაა დაგეძებ. ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვებოდი და გითვალთვალებდი. – მოიუგო მშვიდი ხმით აარონმა.

-მე კვალს არ ვტოვებ. – შეეპასუხა აბაზანიდან ლილე.

-ეგ შენ გგონია ეგრე. – გაეცინა მას. – შეიძლება მეფის სულელი გვარდიელების გაცურებას ახერხებ, მაგრამ ჩემი მოტყუება არ გამოგივა. ადგილს ხშირად იცვლიდი და ამიტომაც ვერ ვახერხებდი შენს ხელში ჩაგდებას, მაგრამ ამ სასტუმროს და ქალაქს დიდხანს შემორჩი, ამიტომაც გიპოვე.

აარონი გაჩუმდა და დაელოდა ლილესგან საპასუხო დარტყმას როდის მიიღებდა, მაგრამ გოგონა ხმას არ იღებდა. მამაკაცი დაეჭვებული  შებრუნდა კარისკენ და მიაყურადა. აბაზანიდან ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა.

-ლილე, ჩაცმა დაასრულე? – იკითხა აარონმა, მაგრამ პასუხი ისევ ვერ მიიღო.

მოულოდნელად სასტუმროს ეზოდან წყლის დგაფუნის ხმა გაისმა და აარონიც მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა. მამაკაცი სააბაზანოს კარს სწვდა, მაგრამ ჩაკეტილი დახვდა. მან მოუთმენლად ამოიხვნეშა, გააფთრებული სახით გაუქანა წიხლი კარებს, შელეწა და სააბაზანოში შევარდა.

ოთახი ცარიელი იყო, ღიად დატოვებულ ვიწრო სარკმელს კი ქარი აჯაჯგურებდა. აარონი სარკმელთან მივარდა, ქვემოთ გადაიხედა და სასტრუმროს ბაღში, ხელოვნურად მოწყობილი პატარა ტბა დაინახა, რომელშიც კალმახები დაცურავდნენ. ტბიდან ახლახანს ამოსული ლილე კი ტანსაცმელს იწურავდა.

-ვერსად გამექცევი! – დაიღრიალა ბრაზიანი ხმით აარონმა.

-მაგასაც ვნახავთ! – თვალი ჩაუკრა ლილემ, მიბრუნდა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა.

 

 ***

მომხდარის შემდეგ, ლილემ სასტუმროს მსახურებს წერილი მისწერა და მისი ბარგი სხვა სასტუმროში გადააგზავნინა, თანაც სიჩუმის სანაცვლოდ გადაიხადა კიდეც. გოგონამ ქალაქიდან წასვლა გადაწყვიტა, წინ ხანგრძლივი მგზავრობა ელოდა, ამიტომ დილით  ქალაქის ბაზრობაზე გაემართა, რომ საგზალი ეყიდა და გზაში აღარსად გაჩერებულიყო.

მზიან დილას ტრადიციულად ნამდვილი ქალბატონივით გამოწყობილი ლილე, თავისი გრძელი მოსასხმით და ხუჭუჭა თმით, ქალაქის ბაზრობაზე გამოჩნდა. გოგონა დახლებს შორის დასეირნობდა და დათვალიერებით იყო გართული, როცა მოულოდნელად აარონს მოჰკრა თვალი.

ლილეს გააჟრჟოლა. უცებ შიშმა აიტანა, მაშინვე დაფაცურდა, იქვე მდგარ დახლებთან ჩაიმუხლა და  ამოეფარა.

რამდენიმე წამის შემდეგ გოგონამ დახლებიდან თავი ამოჰყო, რომ გარემო დაეთვალიერებინა, მაგრამ მისი მდევარი ვერსად დაინახა, ამიტომ ცოტა მოეშვა და უკვე წამოდგომას აპირებდა, როცა  ვიღაცამ მზე დაუჩრდილა.

ლილემ მაღლა აიხედა და ცინიკურად მომღიმარი აარონი დაინახა.

-ვინმეს ემალები? – იკითხა მამაკაცმა.

-არა… უბრალოდ… საყურე დავკარგე. – თქვა ლილემ და წამოდგა.

-არადა ორივე გიკეთია. – გაეცინა აარონს.

-მესამე დავკარგე. – შეუბღვირა ლილემ.

-მესმე ყურიც გაქვს? – არ დააყოვნა აარონმაც.

-რა გინდა? – გოგონა უკან არ იხევდა.

-გუშინ ბევრი ვიფიქრე და შენთან ერთი წინადადება მაქვს. – მომნუსხველად გაუღიმა აარონმა, გოგონას ხელკავი გამოსდო და დახლებიდან გამოიყვანა.

-რა წინადადება? – გაუკვირდა ლილეს.

-არ გინდა ერთად ვიმუშავოთ?!

-აარონ სავანიელმა ქურდობა დაიწყო და პარტნიორობას მთავაზობს?! – წამოიძახა ლილემ გაოგნებული ხმით, რადგან არ იცოდა ჰერცოგის ვაჟი სინამდვილეში რას საქმიანობდა.

-ხმას დუწიე! – დაიჩურჩულა აარონმა, გოგონას ხელი ჩაავლო და ბაზრის ბნელ კუთხეში ლამის ძალით შეათრია. – სწორად გაიგე, პარტნიორობას გთავაზობ.

-უარს ვამბობ! მე მარტო მუშაობა მირჩევნია.

-ტყეში, ქურდების მთელ ბანდასთან ერთად იყავი და ახლა ამბობ, რომ მარტო მუშაობა გირჩევნია?

-ისინი ჩემი მეგობრები არიან და ზოგჯერ მათ ვეხმარები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან ვმუშაობ. თანაც, შენ არაპროფესიონალი ხარ და ასეთებთან მუშაობას ვერიდები. – მიუგო გოგონამ უხეშად და აწეწილი თმა ხელით შეისწორა.

-მართლა? – ჩიცინა აარონმა. – არადა , ქვეყანაში ერთ-ერთი სახელგანთქმული ქურდი ვარ!

-არა, არა! – ლილეს უეცრად სიცილი აუვარდა. – ქვეყანაში მხოლოდ ორი სახელგანთქმული ქურდია : „მოჩვენება“ და „გრძნეული“. “გრძნეულს“ მე მეძახიან და არავინ იცის ვინ არის „მოჩვენება“.

-ნუთუ?! – იკითხა აარონმა ირონიულად და ყელი ამაყად მოიღერა.

-არ არსებობ! – თვალები დაქაჩა ლილემ.

-არსებობს! – თავი დაუქნია აარონმა.

-„მოჩვენება“ შენ ხარ? – გოგონამ ხმას დაუწია.

-დიახ! – უპასუხა ამაყად მამაკაცმა.

-ამას ვერასოდეს დავიჯერებ. – გაეცინა ლილეს. – მე შენ გაგძარცვე… გამოდის, რომ „მოჩვენება“ გავძარცვე?!

-ის სულ სხვა შემთხვევა იყო. – ტუჩი უკმაყოფილოდ აიბზუა აარონმა.

-დამიმტკიცე, რომ ნამდვილად შენ ხარ!

-როგორ?

-ვინმე გაძარცვე, – ლილეს თვალები უცნაურად აუელვარდა, – თანაც ისე, რომ ვერ გაიგოს.

-ვინ? – გაუკვირდა აარონს.

ლილემ ბაზრის ბნელი კუთხიდან გამოიჭყიტა და იქაურობა მოათვალიერა. მერე მოშორებით მობორიალე მაღალ, ღიპიან კაცს მოჰკრა თვალი და ეშმაკურდ ჩაიცინა.

-იცი, ვინ არის ის? – ჰკითხა გოგონამ აარონს და ხელი კაცისკენ გაიშვირა.

-ვინ?

-ამ ბაზრის ზედამხედველია. – გაეღიმა ლილეს. – ეს ბაზარი ქალაქში ყველაზე უსაფრთხოა, რადგან ეს კაცი ქურდებს გასაქანს არ აძლევს. იმდენი ქურდი ჰყავს დაჭერილი და ციხეში გაშვებული, რომ მგონი სათვალავიც აერია.

-გინდა, ამ ბაზარში რაიმე ისე მოვპარო, რომ ამ კაცმა ვერ შენიშნოს? – ჩაეძია აარონი.

-არა, – თავი გააქნია ლილემ, – მინდა თვითონ ამ კაცს მოპარო ქამარზე დამაგრებული ქისა ისე, რომ ვერფერს მიხვდეს.

-ჯანდაბა! – წარბი შეკრა აარონმა. – რა სასტიკი ხარ!

-შეგეშინდა? – ჩაიცინა ლილემ.

-რა თქმა უნდა, არა! – შეუბღვირა მამამაკცმა და ბნელი კუთხიდან თამამად გააბიჯა.

ლილემ შორიდან მიადევნა თვალი აარონს, რომელიც ზედამხედველს ფრთხილად მიუხალოვდა, რაინდულად გუღიმა და საუბარი გაუბა. კაციც თავაზიანად აჰყვა საუბარში და რამდენიმე სულელურ შეკითხვას, მოთმინებით გასცა პასუხი. აარონი მხარში ამოუდგა ზედამხედველს, რამდენიმე კითხვა ისევ დაუსვა, მერე კი თავი დაუკრა, გამომეშვიდობა და ისევ ბაზრის ბნელი კუთხისკენ გამოემართა.

ლილემ კითხვის თვალებით შეხედა აარონს და მის პასუხს მოუთმელად დაელოდა. მამაკაცმა ხელში ოქროთი სავსე ქისა შეათამაშა და ამაყად თქვა.

-„მოჩვენება“ ფორმაშია!

მოულოდნელად ზედამხედველის ღრიალი გაისმა, რომელმაც ბაზრის მცველები იხმო და განრისხებული სახეებით, წყვილისკენ გამოემართნენ. ქურდები დაფრთხნენ. წამით სახეზე დაბნეულობა აღებეჭდათ, მაგრამ მერე ლილემ სწრაფად იმოქმედა, აარონს ხელი ჩაავლო  და ადგილს მოსწყდენენ.

ბნელ ჩიხებში სირბილის შემდეგ, ქურდები ვიწრო ქუჩაში აღმოჩნდნენ, რომელიც მაღლა გორაკზე ადიოდა. ისინი სირბილით აუყვნენ გზას, სასაფლაოს ღია ჭიშკარში შეძვრნენ და გალავანს ამოეფარნენ.

ბაზრის მცველებმა აბჯრის რიჩხინით ჩაირბინეს სასაფლაოსთან, ცოტა ხანს შეჩერდნენ, მერე  ერთმანეთს რაღაც უთხრეს და წავიდნენ.

-გადავრჩით… – შვებით ამოისუნთქა აარონმა.

-ჰო, ნამდვილად. – ლილესაც გაეღიმა, დამტვერილი მოსასხამი სწრაფად ჩამოიფერთხა და დაამატა. – იმედი მქვს ის ქისა სავსეა.

-საკმაოდ მძიმე იყო. – ჩაიცინა აარონმა და ჯიბეების მოქევა დაიწყო, რომ ქისა ეპოვა.

სანამ აარონი თავდახრილი იდგა და საკუთარ ჯიბებში დაძვრებოდა, ლილემ შეუმჩნევლად დაიხია უკან, სასაფლაოს რკინის ჭიშკარში გაძვრა და ურდული გარედან ჩაკეტა, მერე კი ოქროთი სავსე ქისა ხელში შეათამაშა და გამარჯვებული სახით გაიღიმა. ხმაურზე მამაკაცმა თავი ასწია და ლილეს გაოცებული სახით შეხედა.

-რა ხდება? – იკითხა მან. – ეს როგორ გააკეთე?

-სწრაფი და მაგიური ხელები მაქვს. – უპასუხა ლილემ და თითები ჰაერში აათამაშა, მერე ჯიბიდან სავანიელთა საგვარეულო ბეჭედი ამოიღო, რომელიც როგორც ჩანდა არავისთვის მიუყიდია, საჩვენებელ თითზე წამოიცვა და ცერა თითით დაატრიალა.

-არ გაგიყიდია? – აარონს სახეზე ბრაზმა და სიხარულმა ერთდროულად გადაურბინა.

-ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ არა უშავს, გადავაკეთებინებ.

-არც გაბედო! ახლავე დამიბრუნე და გააღე ეს ჭიშკარი! – კბილებს შორის გამოსცრა მამაკაცმა და ბრაზით თვალები აენთო.

-არა! – თავი გამომწვევად გააქნია ლილემ.

-სასფლაოზე უნდა დამტოვო?

-რა იყო, მკვდრების გეშინია?

-პატივის ცემით ილაპარაკე, ეს ხომ ქრისტიანთა საძვალეებია?!

-მორწმუნე ხარ, თანაც ქურდი?

-მორწმუნე ნაკლებად, უფრო კარგი ქურდი.,- შეუსწორა აარონმა.

-მე კიდე ცუდი ქურდი ვარ, ძალიან ცუდი… და დაიმახსოვრე, წესი ნომერი პირველი… – ჩაიცნა ლილემ, თავზე კაპიუშონი წამოიხურა და გააგრძელა. – არსოდეს ენდო ცუდ ქურდს!

-ჭიშკარი გააღე! – შეუბღვირა აარონმა და რკინის ჭრილებში ხელის გაყოფა სცადა, მაგრამ ჭრილები იმდენად ვიწრო იყო, რომ მისი ხელი ვერ გაეტია.

-შენ დაამტკიცე, რომ ნამდვილად “მოჩვენება” ხარ, მაგრამ მე მაინც მარტო მუშაობას ვარჩევ. – გაიცინა ლილემ, ქისა ჯიბეში ჩაიდო და ქუჩას მხიარული ღიღინით ჩაუყვა.

-ეს არ შეგრჩება! – დაუყვირა აარონმა და მისდაუნებურად ხმაში ღიმილი შეეპრა.

 

 

თავი 3

-რა ხუმარა ხართ, ბარონო! – ხმამაღლა გადაიკისკისა ლილემ და მის გვერდით მდგარ, შუა ხნის მამაკაცს მკლავზე ჩაებღაუჭა.

-თქვენ კი საოცრად ლამაზი. – გაუღიმა კაცმა და ხელზე ხელი მოუთათუნა.

ლილეს წამიერად გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, მაგრამ ძალდატანებით გაიღიმა და ულამაზეს  ბაღებში, ბარონთან ერთად სეირნობა განაგრძო.

უკვე კვირაზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც ლილემ აარონს თავი დააღწია. ცდილობდა მასზე არ ეფიქრა, მაგრამ მისდაუნდებურად გამუდმებით მისი გამჭირვალე მზერა და გაოცებული სახე ახსენდებოდა, როცა სასაფლაოს ჭიშკარი ჩაუკეტა.

გოგონა ცდილობდა მთელი ყურადღება  მდიდარ ქვრივზე, ბარონ ერასტოსზე გადაეტანა, რომლის დახმარებითაც მეჯლისზე მოხვედრა სურდა. და ახლა, უბრალო გულისრევის გამო, ვერაფრით ჩაშლიდა ამდენი ხნის ნაწვალებ გეგმას.

-ლილე! – მოულოდნელად არსაიდან გამოჩნდა აარონი, და ხელები გაშალა. – ჩემო სიყვარულო!

-რა ხდება?! – იკითხა გაოცებული სახით ბარონმა.

-ჯანდაბა… – ამოიხრიალა ლილემ გამწარებული ხმით და მათკენ წამოსულ აარონს მომაკვდინებელი მზერა ესროლა.

-ლილე… – ისევ გაიმეორა მამაკაცმა აღელვებული ხმით, გოგონას წინაშე მუხლებზე დაემხო და აწყლიანებული თვალებით  ახედა მას. – მაპტიე, ჩემო სიყვარულო, მაპატიე… ძალიან გთხოვ…

ლილემ ცოტა გვიან გააცნობიერა, რომ აარონი ძალიან კარგი მოთამაშე იყო, თუმცა მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ისეთი შოკი მოჰგვარა, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. 

-ოღონდ უკან დაბრუნდი და გპირდები აღარაფერზე შეგეკამათები! – განაგრძო აარონმა წარმოდგენის დადგმა, – დავკიდოთ ის მწვანე ფარდები საძინებელში, როგორც შენ გინდოდა და ის მოსამსახურეც დავითხოვოთ, რომელიც არ მოგწონდა.

-ქალბატონო ლილიანა, ვინ არის ეს პიროვნება? – იკითხა ინტერესით ბარონმა.

-მისი ქმარი ვარ! – უპასუხა აარონმა აკანკალებული ხმით და ბარონს საცოდავი გამომეტყველებით ახედა, – მაგრამ არ ვიმსახურებ მის ქმრობას…

-ჩემი ქმარი არ არის. – ძლივს მოახერხა ლილემ სიტყვებისთვის თავის მოყრა, თან აქეთ-იქით იხედებოდა და მათზე მოშტერებულ გამვლელებს უხერხულად უღიმოდა.

-როგორ არა, მისი ქმარი ვარ! – განაგრძო აარონმა, ლილეს ხელებზე ჩაეჭიდა და თითზე წამოცმულ მის ბეჭედს დახედა, რომელსაც ლილე მას შემდეგ სულ ატარებდა. – აი, ისევ უკეთია ჩვენი ქორწინების ბეჭედი. ეს სავანიელების საგვარეულო სიმბოლოა, მე კი აარონ სავანიელი ვარ.

-ამ სიმბოლოს ვცნობ, მამათქვენსაც ვიცნობ. – ჩაილაპარაკა ბარონმა ჩაფიქრებული სახით, მერე ლილეს გახედა და უთხრა. – მე… არ ვიცოდი თუ დაქორწინებული იყავით.

-ჩვენ… ჩვენ განქორწნებულები ვართ. – წილუღულა ლილემ.

-ჯერ არა! – ფეხზე წამოვარდა აარონი. – საბუთებით ისევ ცოლ-ქმარი ვართ , მე კი ისევ ძალიან მიყვარხარ, ლილე… შენს გარეშე ჩემს იცოცხლეს აზრი არ აქვს, ძალიან გთხოვ დამიბრუნდი, თორემ თავს მოვიკლავ!

-ნეტავ, მეც ვუყვარდე ასე, ჩემს ქმარს. – მოესმა უკნიდან ლილეს გამვლელების ჩურჩული, თავი ასწია და დაინახა, რომ ცნობისმოყვარე ხალხს, მათ ირგვლივ წრე შეეკრათ.

-აარონ! – კბილებში გამოსცრა ლილემ. – შეწყვიტე!

-არა, არა! – თავი გააქნია მამაკაცმა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. – მოვკვდები… შენს გარეშე მოვკვდები, ლილე!

-ბოდიშს გიხდით, რომ ამის ნახვა მოგიწიათ. – მიუბრუნდა გოგონა ბარონს და ამ ჟესტით სცადა თემის შეცვლა.

-საბოდიშო არაფერია. – გაეღიმა კაცს. – მას მართლა უყვარხართ და ვფიქრობ თქვენც გიყვართ. სხვის საქმეში არ ვერევი, მაგრამ თქვენს შორის რაც არ უნდა მომხდარიყო, ასეთი ძლიერი სიყვარული ყველაფერს გადაფარავს.

-თქვენ, ძალიან კარგი ადამიანი ხართ. – უთხრა ათრთოლებული ხმით აარონმა ბარონს და მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა, კაცმაც გაუღიმა, წყვილს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და წრედ შეკრული ბრბოდან გავიდა.

-ყველას წინაშე მაპატიებ, თუ ისევ დავეშვა მუხლბზე და წარმოდგენა გავაგრძელო? – ჰკითხა ჩურჩულით აარონმა  ლილეს. 

გოგონა გაქვავებული სახით იდგა. მუშტები მაგრად შეეკრა და მრისხანებისგან ერთიანად კანკალებდა.

-მხოლოდ ერთხელ მაკოცე და მიხვდები, როგორ მიყვარხარ. – განაგრძო ხმამაღლა ლაპრაკი აარონმა. – გაიხსენებ, როგორი იყო ჩვენი სიყვარულ, ჩვენი თანაცხოვრება! მაკოცე, ლილე, გთხოვ!

-აკოცე! – მოესმა ვიღაცის ჩურჩული უკნიდან გოგონას.

-როგორი მომხიბვლელია, ნეტავ მე მთხოვდეს კოცნას. – ჩაილაპარაკა ვიღაც გოგონამ.

-აკოცე, თორემ მე ვაკოცებ! – ისევ გაისმა მუქარასავით კიდევ ერთი უცნობის ხმა.

ლილეს მრისხანების ალი მოედო სახეზე. ხელები ისე ძლიერად დამუშტა, ლამის სისხლი გაიჩერა ძარღვებში. მერე უცებ ადგილს მოსწყდ, აარონს მივარდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ისე ჩააფრინდა ტუჩებში, რომ მამაკაცი კინაღამ დაიხრჩო. ლილემ კბილები ძლიერად მოუჭირა აარონის ქვედა ტუჩს და იქამდე არ გაუშვა, სანამ სისხლი არ გასდინდა. აარონს სიმწრისგან თვალები აუწყლიანდა, თუმცა გმირულად აიტანა ტკივილი და ხმა არც კი ამოუღია.

-როგორ უყვართ ერთმანეთი! – წამოიძახა უცებ ბრბოში ვიღაცამ, მერე კი ხალხს სიცილის ტალღამ გადაურბინა და წყვილის შერიგებას ყველა ოვაციებით შეხვდა.

-კარგი მსახიობი ხარ. – დაიჩურჩულა ლილემ, როცა აარონის ტუჩებს მოშორდა. – მეფეს სთხოვე, იქნებ სამეფო კარზე ჯამბაზის თანამდებოდა მოგცეს.

-წესი ნომერი პირველი… – ნიშნის მოგებით გუღიმა აარონმა. – არასოდეს გააბრაზო კარგი ქურდი!

ლილემ ერთი წამით შეავლო მზერა მის გამარჯვების ღიმილს, შემდეგ კი  სწრაფად მოშორდა აარონს და ტუჩიდან მისი სისხლი მოიწმინდა. მამაკაცმა იგვე გააკეთა, რომ ხალხს არ შეემჩნია, მერე იქ მყოფებს მადლობის ნიშნად თავი დაუკრა და პარკის გასასვლელისკენ მიმავალ ლილეს აედევნა.

-ლილიანა?! – იკითხა მან. – რატომ დაგიძახა ბარონმა ეს სახელი?

-ეს ჩემი სრული სახელია… – ჩაისისინა გოგონამ, – მაგრამ მშობლები ლილეს მეძახდნენ და ასე უფრო მომწონს.

-მოიცადე, ჩემო სიყვარულო! – მხარში ამოუდგა აარონი ლილეს და წელზე ხელი მოხვია.

-არასოდეს გაბედო ჩემთან ასე მოქცევა! – შეუბღვირა გოგონამ მუქარის ტონით. – იცი მაინც, რა გეგმა ჩამიშლე?

-მაინც რა გეგმა? 

-კვირის ბოლოს ბარონის სასახლეში მეჯლსი იმართება, ხაზინა კი ნამდვილი ოქროს საბადოა. ვცდილობდი ბარონის გული მომეგო, რომ წვეულებაზე დავეპატიჟებინე და ჩემთვის მოსაწვევი გამოეგზავნა. ყველას ყურადღება სასახლის მთავარი დარბაზისკენ იქნებოდა მიპყრობილი, ხაზინა კი უყურადღებოდ დარჩებოდა.

-მეც მაქვს ეგ მოსაწვევი. – ჩაიცინა აარონმა. – რამდენიმე დღეა გითვალთვალებ. როცა ბარონის გვერდით დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რასაც აპირებდი. შეიძლება სავანიელები გავკოტრდით, მაგრამ მაღალ საზოგდოებაში იგივე პრივილეგიებით ვსარგებლობთ. ვიცოდი ბარონი ჩემს ოჯახში ორ მოსაწვევს გააგზავნიდა, ჩემი ძმისთვის და რძლისთვის, მაგრამ მათ ახლა წვეულებებისთვის არ სცალიათ, ამიტომ ჩემს ძმას მივწერე და მეჯლისის მოსაწვევების ჩემთვის გამოგზავნა ვთხოვე, მასაც უარი არ უთქვამს და გუშინ საღამოს მოსაწვევებიც მივიღე. დღეს ბარონი ჩამოგაშორე, რომ ჩემს პარტნიორობას დათანხმებოდი და ჩემთან გემუშავა. აბა, თანახმა ხარ?

-მოსაწვევები მაჩვენე. – გამომცდელი მზერა მიაპყრო ლილემ აარონს.

-თან არ მაქვს. – მიუგო მამაკაცმა მშვიდად. – სასტუმროში გამომყევი და გაჩვენებ.

-რატომ გინდა ჩემთან ერთად მუშაობა?

-ოქრო მჭირდება, მაგრამ ბოლო ორი წელი საპყრობილეში ვიყავი, ჩემი უნარები ცოტა დაქვეითდა და ამიტომ კარგი პარტნიორი მჭირდება. – აარონმა თავის ნათქვამში სიმართლეს ტყუილიც ოსტატურად შეურია.

-კარგი, ოღონდ ზედმეტი ხრიკების გარეშე, თორემ გეფიცები აღარ დაგინდობ.

-თანახმა ვარ. – უთხრა აარონმა და გოგონას გაუღიმა.

ლილე და აარონი მალე სასტუმროს მიადგნენ. გოგონამ ფრთხილად აიარა ხის, ძველი კიბე და მეორე სართულზე ავიდა. აარონმა თავისი ოთახის კარი გააღო და სტუმარი შიგნით შეიპატიჟა. ლილემ შეუმჩნევლად გამოიღო კაბის სახელოში დამალული პატარა შუშა, რომელშიც მოვარდისფრო ფერის, ოდნავ ბრჭყვიალა ფხვნილი ეყარა. შუშას თავი მოხსნა და ფხვნილის ნახევარი მუშტში მოიქცია.

-ძალიან დაძაბული ხარ. – ჩაიცინა აარონმა.

-მოსაწვევი მაჩვენე. – შეუბღვირა ლილემ.

-ცოტა ზრდილობიანად მოქცევა არ გაწყენდა.

-მოსაწვევი საერთოდ გაქვს, არა?

-რა თქმა უნდა, მაქვს!

-ჰოდა, მაჩვენე!

-რატომღაც გული მეუბნება, რომ არ უნდა გენდო.

ლილემ მეტი ვეღარ მოითმინა, აარონს გამჭოლი მზერით დააკვირდა, მერე მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, მამაკაცს მიუახლოვდა და რამდენიმე წამით თვალებში შეაშტერდა. უცებ გოგონამ მაგრად დამუშტული ხელი მაღლა ასწია, გაშალა, ლოყები დაბერა და ხელისგულზე მოგროვილ მოვარდისფრო ფხვნილს სული შეუბერა. ჰაერში აფრიალებული ფხვნილის ნაწილაკები მაშინვე შეეყარა აარონს სახეში, მანაც უნებურად ღრმად შეისუნთქა და დააცემინა, მერე კი გაოცებული სახით შეხედა ლილეს და ჰკითხა.

-ეს… რა იყო?

-ცოტაოდენი ჯადოქრობა. – უპასუხა გოგონამ ეშმაკური ღიმილით.

აარონს მრისხანებით აენთო თვალები, სწრაფად დაიძრა ლილესკენ და მაჯებში ორივე ხელები ჩაავლო, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მოულოდნელად მამაკაცმა საშინელი თავბრუსხვევა იგრძნო, თავი ვეღარ შეიკავა და წაიბორძიკა, ლილემ უკან დაიხია, მაგრამ ფეხი აუცდა და საწოლზე გადავარდა, აარონი კი პირდაპირ ზემოდან დაემხო.

მამაკაცი ერთიანად მოითენთა, სხეული დაუმძიმდა და კიდურები დაუბუჟდა. ლილეს კისერში ჰქონდა თავი ჩარგული და რაღაცას ბურტყუნებდა.

-ჯანდაბა! – ამოიოხრა ლილემ. – რა მძიმე ხარ… აარონ ვეღარ ვსუნთქავ.

-რა… გა… მიკე… თე? – ენა ძლივს მოაბრუნა პირში მან.

-უკვე გითხარი. – ლილემ მთელი ძალა მოიკრიბა, აარონს ორივე ხელი ჰკრა, გვერდზე გადააგდო და საწოლიდან წამოდგა.

მამაკაცს უცებ ორივე თვალი უაზროდ გაუშტერდა, თითქოს შორს, სივრცეში იყურებაო, მერე მზერაში უაზრო შიში ჩაუდგა და ამოიგმინა.

-არა… არა… კარი არ ჩაკეტოთ!

ლილემ უცნაურად შეკრა წარბი, მისგან ამ სიტყვების გაგონება ეუცნაურა, თუმცა გადაწყვიტა თავი საქმეზე გადართულიყო. მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, გოგონამ, მოსაწვევის ძებნის მიზნით, ყველა უჯრა და აარონის ყველა ჩანთაც ამოქექა, მაგრამ ვერაფერი იპოვა.

-სად შეიძლება იყოს? – ჯერ თავის თავს ჰკითხა მან, შემდეგ კი აარონს გახედა  და უცნაურად ჩაიცინა. 

გოგონა მამაკაცს მიუახლოვდა, მხრებში ხელები ჩაავლო და გვერდზე გადააბრუნა, მაგრამ აარონმა თავი ვერ შეიკავა, საწოლიდან ჩამოსრიალდა და ცხვირით იატაკს დაენარცხა.

-ბოდიში. – თქვა ლილემ, ზეწარს ხელი ჩაავლო და საწოლი აანგრია. როცა გოგონამ მოსაწვევები ბალიშის ქვეშ იპოვა, თვალები გადაატრიალა და იტაკაზე გაშოტილ აარონს დახედა. – სერიოზულად? მეტი უკეთესი დასამალი ადგილი ვერ ნახე?

აარონმა დაიზმუვლა, მაგრამ ყრუდ და გაურკვევლად, რადგან ისევ იატაკზე იყო დამხობილი და ცხვირი ხის ფიცარზე მიებჯინა. ლილემ უცებ სიბრალული იგრძნო მის მიმართ. მისკენ დაიხარა, მხარზე ჩაებღაუჭა და გადააბრუნა.

-დილეგი! – ამოილუღლუღა აარონმა. – ოღონდ… ისევ… არა!

-დილეგი? – გაუკვირდა ლილეს. – ეს ფხვნილი ადამიანის გონებაზე მოქმედებს და იმას აჩვენებს, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. ახლა ურჩხულებს, დრაკონებს ან ჯადოქრებს უნდა ხედავდე, შენ კი დილეგს გაიძახი.

ლილე უცებ შეჩერდა, თავის სიტყვებს ჩაუკვირდა და მიხვდა, რომ ძალიან  დიდი შეცდომა დაუშვა.

-ღმერთო! – ამოიხორა გოგონამ. – რა გავაკეთე… შენ თავისუფლების დაკარგვის გეშინია. დილეგის და ციხის გეშინია. გეშინია, რომ ისევ იქ დაგაბრუნებენ, ამიტომაც ხედავ ახლა ციხეს და საკნებს. მაპატიე, რომ ამ საშინელების ნახვა კიდევ ერთხელ მოგიწია. – გოგონა ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა, მერე ისევ შემობრუნდა, ერთი მოსაწვევი აარონს ხელში ჩაუდო და დაამატა. – ამას დაგიტოვებ, ბოდიშის ნიშნად, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჭკუა გეყოფა და ჩემს საქმეებში აღარ ჩაერევი!

 

 ***

გამომდინარე იქიდან, რომ ლილეს ქალაქში ბევრი საქმე ჰქონდა, იქაუროობა ვერ დატოვა, მაგრამ სასტუმროებს ძალიან ხშირად იცვლიდა და ყელგან სხვადასხვა სახელით რეგისტრირდებოდა.

ერთ საღამოს გოგონა, თავის ოთახში იჯდა და სამეფო ბიბლიოთეკიდან, სასახლის ნახაზების მოპარვის გეგმას განიხილავდა, როცა კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა. ლილე წამოდგა და კარი დაუდევრად გააღო, რადგან ფიქრობდა, რომ მოახლე იქნებოდა, მაგრამ შეცდა. კართან აარონი იდგა, სახეზე გამარჯვებული ღიმილი დასთამაშებდა და გამჭირვალე, რუხ-ცისფერი თვალებით ლილეს ალმაცერად აკვირდებოდა.

გოგონას სხეულში გასცრა, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ არ ეყვირა და ხელები მაგრად დამუშტა, რომ აარონისთვის არ გაერტყა.

-ისევ შენ?! – კბილებში გამოსცრა ლილემ.

-კიდევ ერთხელ ხომ არ მაკოცებდი?

-მე შენთვს არ მიკოცნია… ტუჩზე გიკბინე, რომ გამეჩუმებინე.

-მაშინ, კიდევ ერთხელ მიკბინე ტუჩზე.

-ძალიან უხამსი შემოთავაზება იყო.

-მართალი ხარ, ჩემნაირ ჰერცოგს არ შეეფერება.

-გაღარიბებულ ჰერცოგს!

-სიმპათიურ ჰერცოგს!

-ეგ რა არის? – ჰკითხა ლილემ და აარონის ხელში ჩაბღუჯულ გრაგნილებს დახედა.

-სასახლის გეგმა.

-საიდან გაქვს? – გაოგნდა გოგონა და მამაკაცისკენ გაიწია. – მომიეცი!

აარონმა ხელი ზურგს უკან წაიღო, ლილეც უნებურად მისკენ გადაიხარა და აარონს მკერდზე აეკრა.

მოულოდნელად გოგონას უცნაური შეგრძნება დაეუფლა. მამაკაცის სხეულიდან წამოსულმა სითბომ ერთიანად გააბრუა და მოთენთა, თუმცა ამავდროულად მისი გონება პანიკაში ჩავარდა. აარონმა  ზემოდან დახედა გოგონას, ღრმა ამოისუნთქა და უცნაურად გაიღიმა.

-სასახლის ერთი ბინადარი მოვქრთამე. – უპასუხა მან, – ახლა კი ქვემოთ, ტავერნაში ჩავალ და დაგელოდები. თუ ხუთ წუთში არ ჩამოხვალ, წავალ და შენი გეგმაც ჩაიშლება.

ლილემ ბრაზით სავსე მზერა გააყოლა კარში გამავალ აარონს, თუმცა მერე თავისი თავი გამოიჭირა იმაში, რომ რამდენადაც ბრაზობდა მასზე, იმდენადვე უხაროდა მისი ისევ გამოჩენა. თუმცა ეს იმ ფაქტს არ ცვლიდა, რომ ლილეს გაქცევის გეგმა ისევ ჰქონდა შემუშავებულო და ნებისმიერ დროს აამოქმედებდა, თუ კი ამის საჭიროებას დაინახავდა. 

შენობის პირველ სართულზე განთავსებულ ტავერნაში, აარონი ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან  იჯდა, გეგმა ცხვიწინ გაეშალა და ინტერესით აკვირდებოდა. ლილემ ნელა ჩაიარა კიბეები, ტავერნა მოათვალიერა, მერე დახლს მიღმა მდგარ დაბალ, ქერა ქალს გახედა, თვალით რაღაც ანიშნა და გაუღიმა. მანაც თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია და ისევ თავის საქმეს შეუდგა.

ლილე აარონის წინ მოთავსდა და თვითონაც ნახაზებს დააკვირდა. გოგონა არქიტექტურაში კარგად ერკვეოდა, რადგან მამამისისგან ბევრი რამ იცოდა, ამიტომაც თავისუფლად შეეძლო გეგმების ამოკითხვა.

ქერა ქალი მაშინვე წყვილისკენ დაიძრა, მათ მაგიდას მიუახლოვდა და მხიარული ხმით იკითხა.

-რას მიირთმევთ?

-თეთრ ღვინოს. – თქვა ლილემ.

-თქვენ? – მიუბრუნდა ქალი აარონს.

-იგივეს. – ხელი უდარდელად აიქნია აარონმა, რადგან სურდა მიმტანი მალე მოეშორებინა, რომ თავისუფლად ესაუბრა.

ქალი მაშინვე გაშორდა მაგიდას და ორ წამში ღვინის სასმისებით დაბრუნდა. ლილემ ჭიქას ხელი დაავლო და ტუჩებთან მიიტანა, მაგრამ არც კი დაულევია, უბრალოდ აარონს თავი მოაჩვენა, რომ სვმადა. ბიჭმაც მის ქმედებას უნებურად მიბაძა, მაგიდიდან ჭიქა აიღო და რამდენიმე ყლუპი ერთმანეთის მიყოლებით მოსვა.

-წინა შეხვედრისას მოგწამლე, – დაიწყო ლილემ, – ამის გამო არ მისაყვედურებ?!

-რა აზრი აქვს? – იკითხა ირონიულად აარონმა. – უბრალოდ ამჯერად უფრო ყურადღებით ვიქნები, კარგად დაგაკვირდები და ვეცდები იგივე მახეში აღარ გავება.

-სასახლის საძირკველში ოქროს შემნახველი საკნებია. – თემა შეცვალა ლილემ და ფანქრით ის ადგილი ნახაზზე მონიშნა.

-შვიდი მცველი იცავს და ყოველ ორ საათში იცვლებიან. – ჩაერია აარონი. – ესეც იმან მითხრა, ვინც მოვქრთამე.

-მეჯლისზე თუ ისე შევაღწევთ, როგორც სტუმრები, ხაზინამდე მისვლა არ გაგვიჭირდება.

-გაგვიჭირდება, – უპასუხა მამაკაცმა, -ბარონი საკმაოდ ჭკვიანია და ასე მარტივადაც არაა საქმე.

-არის. – ჩაიცინა ლილემ, მერე ნახაზებს მიუბრუნდა და დერეფნებს შორის წერტილებით მონიშნულ ადგილებზე მიუთითა. – იცი, რა არის ეს?

-რა?

-საიდუმლო გასასვლელები! – გაეღიმა გოგონას. – შენ რა, სასახლებში გაიზარდე და ეგ არ იცი?

-ჩემს სასახლეს მხოლოდ ორი საიდუმლო გასასვლელი ჰქონდა და ორივე ამოქოლილი.

-ესენი ამოქოლილი აშკარად არ არის. მაშინ ნახაზზე „იქსით“იქნებოდა მონიშნული. – თქვა ლილემ. – მეჯლისიდან ადვილად გავიპარებით და საიდუმლო გასავლელებით ხაზინამდე მივალთ, მერე მოწამლული ისრებით მცველებს მოვიშორებთ და მორჩა.

-მცველები უნდა მოვკლათ? – გაუკვირდა მამაკაცს

-უნდა დავაძინოთ! – შეუბღვირა ლილემ. – შენი არ ვიცი, მაგრამ მე მკვლელი არ ვარ.

-და უკან დასაბრუნებელი გზა? – ისევ ჰკითხა აარონმა.

-უკან ისევ საიდუმლო გასავლელებით დავბრუნდებით, მაგრამ სასახლის დასავლეთ ფრთისკენ გადავინაცვლებთ, მერე კი… – ლილე წამით შეყოვნდა და აარონს ეჭვის თვალით შეხედა. – ცურვა იცი?

-მეხუმრები?

-ნადავლს არხში გადავყრით, რომელიც სამი მეტრის სიღრმისაა და სასახლეს ირგვლივ შემოჰყვება, მერე კი  ჩვენც გადავხტებით.

-დასველების არ გეშინია? -,ირონიულად ჩაიცინა აარონმა და ამით თითქოს ლილეს აბაზანიდან გაპარვის ამბავი შეახსენა.

-შენ? – ცინიკურად იკითხა გოგონამ.

-არა!

-არც მე!

აარონს კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა , მაგრამ უცებ იგრძნო, რომ ენა დაუბუჟდა და მზერაც აემღვრა. მამაკაცს წამებში, რაღაც უცნაური სიმსუბუქე დაეუფლა, თითქოს ჰაერში ასწიესო, წონასწორობას ნელ-ნელა კარგავდა და თვალებს აცეცებდა, რომ საღი აზრი შეენარჩუნებინა.

-აარონ, კარგად ხარ? – ჰკითხა ლილემ.

-რა… რა ჩამიყარე? – ძლივს მოაბრუნა ენა პირში მამაკაცმა, მერე ლილეს დამცინავ სახეს დაჟინებით დააკვირდა და ჰკითხა. – სასმელში… რა ჩამიყარე?

-მთელი ეს დრო აქ ვიჯექი. – გამარჯვებული სახით გაიცინა ლილემ. – რა უნდა ჩამეყარა, ან როგორ?!

მოულოდნელად აარონს მთელს სხეულში გამოეცალა ძალა, ხელებით ცდილობდა მაგიდას ჩაბღაუჭებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა და მოწყვეტით დაეხეთქა მაგიდის ხის ზედაპირზე.

ლილემ მიიხედ-მოიხედა, დარწმუნდა იმაში, რომ არავინ უყურებდა. მერე წამოდგა, აარონს მიუახლოვდა და დააკვირდა. მამაკაცი ჯერ კიდევ გონზე იყო, თვალებს აცეცებდა, მაგრამ ვერ ინძრეოდა და ვერც ხმას იღებდა. ლილემ სწრაფად გაუქექა აარონს ჯიბეები, წინა ჯერზე დანატოვარი მეჯლისის მოსაწვევი ამოაცალა და იქვე დანთებულ ბუხარში შეუძახა.

-მეგონა გონს მოეგებოდი და თავს დამანებებდი, მაგრამ შევცდი.

ლილემ აარონს თმებში ჩაავლო ხელი, თავი ააწევინა და მის ქვეშ მოქცეულ ნახაზებს დასწვდა, მერე ქაღალდები ფრთხილად დაკეცა და მოსასხამის ჯიბეში ჩამალა.

-ეჰ, აარონ! – ამოიოხრა გოგონამ ყალბი სინანულით. – არადა  ძალიან საყვარელი ხარ. სხვა სიტუაციაში შეიძლებოდა რაიმე გამოგვსლოდა კიდეც.

ლილეს ჯერ კიდევ ეჭირა აარონი. მის სახეს, ცისფერ ამღვრეულ თვალებს, დაწითლებულ ტუჩებს აკვირდებოდა და გრძნობდა, როგორ დარია ხელი სურვილმა ნელ-ნელა. გოგონა უცებ მისკენ დაიხარა და უნდოდა აარონისთვის კიდევ ერთხელ ეკოცნა, მაგრამ გაახსენდა, რომ მამაკაცის ტუჩებზე ჯერ კიდევ იყო საწამლავი შერჩენილი, რომელსაც შეიძლებოდა ლილეზეც ემოქმედა. ამიტომ გოგონამ სწრაფად გაუშვა ხელი მას და ისიც მოწყვეტით ისევ ხის მაგიდას დაენარცხა. ლილე მხრებში გაიმართა, დახლისკენ მიბრუნდა, ქერა ქალს მიუახლოვდა და ხელში ოქროს მონეტები შეუმჩნევლად ჩაუდო.

-გმალობ დახმარებისთვის. – დაიჩურჩულა გოგონამ.

-მადლობა თქვენ. – გაუღიმა ქალმა მერე მაგიდაზე დამხობილ აარონს გახედა და იკითხა. – ამას რა ვუყო?

-ვინმე თუ იკითხავს თქვი, რომ ბევრი დალია და გაილეშა. შხამის მოქმედება ერთ საათში გაივლის, როცა გამოფხიზლდება ძებნას დამიწყებს, მაგრამ რომ ვერ მიპოვის, წავა. – უპასუხა ლილემ, მერე ოთახიდან სწრაფად გამოიტანა თავისი ბარგი, რომელიც ძირითადა ორ პატარა ჩანთას წარმოადგენდა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.

 

 

 

თავი 4

დელფოსის სამეფოში მეჯლისზე შავი კაბით გამოჩენა, იშვიათ სანახაობას წარმოადგენდა, სწორედ ამიტომაც მიიქცია ლილემ ყველას ყურადღება.

მკვეთრი სინათლით გაჩახჩახებულ მარმარილოს უზარმაზარ დარბაზში, უამრავი ადამიანი ირეოდა. წყნარი მუსიკა ხალხის საუბარს მშვიდად გასდევდა და დარბაზში მსუბუქი ზუზუნის ეფექტს ჰქმნიდა.

შავი, ხავერდის კაბით შემოსილმა ლილემ, შლეიფის შრიალით სწრაფად გადაჭრა დარბაზი, თვალებზე მორგებული შავი ნიღაბი შეისწორა, თითქოს დარწმუნდა, რომ სახეს კარგად უფარავდა, მერე მაგიდიდან  ღვინით სავსე ჭიქა აიღო და რამდენჯერმე მოსვა.

გოგონას მისი ხუჭუჭა თმა მაღლა აეკეცა და წინ რამდენიმე კულული ჩამოეგდო. საჩვენებლ თითეზე სავანიელების საგვარეულო ბეჭედი წამოეცვა, რომელსაც წამდაწუმ დაჰყურებდა და თან ეღიმებოდა.

-შენი კაბა ამ მეჯლისთან სრულ კონტრასტს ჰქმნის. – ჩაესმა უცებ ლილეს ნაცნობი ხმა და მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.

-როგორ შემოხვედი? მე ხომ… შენი მოსაწვევი დავწვი? – იკითხა გოგონამ, აარონს მიუბრუნდა და მისი მუქი ლურჯი მუნდირი დაკვირვებით შეათვალიერა.

-ხომ გითხარი, სასახლის მსახური მოვქრთამე-თქო?! სწორედ მან შემომიყვანა. – მიუგო აარონმა მშვიდი ხმით, მერე მაგიდიდან ღვინის ჭიქა აიღო და თამამად მოსვა.

-აქ ყველა ნიღბით არის, როგორ მიცანი? – კითხვების დასმას არ წყვეტდა ლილე.

-თმით. – გაეცინა აარონს. – არავის აქვს შენსავით ხუჭუჭა თმა.

-გგონია, ამ საარშიყო სიტყვებით მომილბობ გულს? – გამჭოლი მზერა მიაპყრო გოგონამ და მუქი ლურჯი ნიღბის მიღმა, მის მოციმციმე რუხ-ცისფერ თვალებს დააკვირდა.

-რომელ გულს? – კითხვაზე კითხვით უპასუხა მამაკაცმა.

-ვერ მაიძულებ შენთან ერთად ვიმუშავო. – თქვა გოგონამ ჩურჩულით.

-გაიძულებ? – გაეცინა აარონს. – მე არაფერს გაიძულე, უბრალოდ… თუ არ დამთანხმდები, სასახლის მცეველბს ვიხმობ.

ნიშნის მოგებით გაიღიმა მამაკაცმა და ლილეს ხელი გაუწოდა. გოგონამ ჯერ უნდობლად დახედა მის ხელს, შემდეგ კი თვალები უხალისოდ გადაატრიალა, ხელი ჩასჭიდა და გაჰყვა. ერთ წამში დარბაზის ცენტრში მოცეკვავე წყვილებს შორის აღმოჩნდნენ. აარონმა წელზე მოხვია ხელი გოგონას და რაც შეიძლება ახლოს მოსწია მასთან. 

-ჩემზე რაც არ უნდა უთხრა მცველებს, არავინ დაგიჯერებს. – ჩაისისნა ლილემ და აარონის ძლიერი ხელების შეხებით გამოწვეული მღელვარების დამალვა სცადა. – არავინ დაიჯერებს, რომ ჩემნაირი სათნო სახის უდანაშაულო გოგონას, რაიმე ცუდის ჩადენა შეუძლია.

-დამიჯერებენ, მე ხომ დასავლეთ მიწების ჰერცოგის ვაჟი ვარ?! – თქვა ამაყად მამაკაცმა და ლილეს შიშველ ზურგზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.

-ჩვეულებრივი ქურდი ხარ!

-ჩემი მეორე ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტამ იცის. როცა დამიჭირეს, ეს საქმე არ გახმაურებულა, ჩემს ოჯახსაც კი არ გაუგია. არავინ იცის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რას ვსაქმიანობდი. მამაჩემს დღემდე ჰგონია, რომ ვმოგზაურობ.

-მეფემ ხელი რატომ დაგაფარა?

-ხელი კი არ დამაფარა, შეეშინდა, რომ მის „საგმირო“ საქმეებს გავამხელდი. – ჩაიცინა აარონმა. – ზოგიერთ ბინძურ საქმეში მეფესაც დავხმარებივარ, მაგრამ როცა ბოლოს დახმარებაზე უარი ვუთხარი, დამიჭირა და ორი წლით ციხეში გამომკეტა.

-ყველა მეფე ერთნაირია! – ამოიოხრა ლილემ, მერე კი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, რომ აჩქარებული გულისცემა დაემშვიდებინა.

-მას შემდეგ, რაც შენ შეგხვდი, წესიერად… არც მძინებია. – მოულოდნელად ამოილაპარაკა მამაკაცმა. – არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ თვალწინ მედექი.

-მე ვიცი, რატომაც. – მიუგო თავდაჯერებული იერით ლილემ.

-რატომ?

-იმ გოგონების რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც ფეხქვეშ გეგებოდნენ შენი ტიტულის და ლამაზი თვალების გამო.

-რატომ გაქვს ასეთი მწარე ენა? – გაეცინა აარონს, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, ლილეს სახეზე დააკვირდა და გაოცებული გამომეტყველებით იკითხა. – ესე იგი, ლამაზი თვალები მაქვს?

-რაც მართლა კარგი გაქვს, ვერ დაგიკარგავ.

-მთელი ეს დრო შენც ჩემზე ფიქრობდი, ხომ ასეა?

-საიდან მოიტანე?

-აბა, რატომ ატარებ ისევ ჩემს ბეჭედს?

-უბრალოდ… ვერ გავყიდე. – მხრები აიჩეჩა გოგონამ და აარონს სახე მოარიდა.

სწორედ ამ დროს, საათმა თორმეტს ჩამოჰკრა. დარბაზში უფრო მხიარული და ენერგიული მუსიკა აჟღერდა, მეჯლისი თანდათან შეივსო, ხალხმა სმას და მოლხენას უმატა, ქურდების წყვილი კი ყველას უყურადღებოდ დარჩა. მათაც დრო იხელთეს და შეუმჩნევლად გაიპარნენ დარბაზიდან. არც დერეფანი იყო ცარიელი, სწორედ ამიტომ არ მიაქციეს მცველებმა ლილეს და აარონს განსაკუთრებული ყურადღება, რისი საშუალებითაც წყვილმა უსაფრთხოდ გაიარა ორი გრძელი დერეფანი და ბოლოს ჩიხში აღოჩნდნენ, რადგან მათ წინ ყრუ კედელი აღიმართა.

-აქ სადღაც საიდუმლო გასასვლელი უნდა იყოს. – დაიჩურჩულა ლილემ და კედლის მოსინჯვა დაიწყო.

აარონმა რამდენიმე წამით უყურა კედელს, მერე მის სასახლეში არსებული საიდუმლო გასასვლელები გაიხსენა, იქვე დაკიდებულ საშანდლეს თითები ჩასჭიდა და მოატრიალა. უეცრად მათ წინ კარი გაიღო. ორივემ მაშინვე იგრძნო ობის მძაფრი სუნი და ზიზღით სახეები დამანჭეს.

აარონმა კედლიდან ჩირაღდანი ჩამოხსნა, ბნელ დერეფანში შეაბიჯა და ხელის ჩაჭიდებით ლილესაც დაეხმარა გადაადგილებაში. ამის შემდეგ კარი მათ უკან დაიხურა და ყველაფერი დაბნელდა.

რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ისინი კიბეებთნ აღმოჩნდნენ, რომელიც დაბლა ჩადიოდა. კიბის საშუალებით წყვილი სასახლის საძირკველში, ისევ ყრუ კედელთან აღმოჩნდა, თუმცა ეს ყრუ კედელიც იგივენაირად გაიღო, როგორც წინა.

ქურდები ისევ ვიწრო დერეფანში გავიდნენ, ცოტაც გაიარეს, შემდეგ კი მცველების საუბარი შემოესმათ. აარონმა ჩირაღდანი ჩააქრო და ორივენი ბნელ კუთხეში მიიმალნენ, საიდანაც მცველების განლაგება ძალიან კარგად ჩანდა. ლილემ კაბის მაქმანებში ჩამალული პატარა ჩანთა მოიხსნა და იქიდან ხისგან გამოთლილი მილი ამოაძვრინა.

აარონი ინტერესით ადევნებდა თვალს ლილეს ყოველ მოძრაობას. გოგონამ ჩანთიდან პატარა ისრებიც ამოიღო, მილში ჩატენა, პირში ჩაიდო, ერთ-ერთ მცველს დაუმიზნა, მაგრად ჩაბერა და გაისროლა. ორ წამში კაცი იატაკზე გაიშოტა, ლილემ კი იგივე მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორა, რის გამოც მალე შვიდივე გვარდიელი იატაკზე უგონოდ გაშოტილები აღმოჩნდა. აარონმა გასაღებები  სწრაფად ააცალა მცველებს და საცავის კარი გახსნა. შიგნით ნანახმა ორივე გაოგნებული დატოვა.  

ჩირაღდნებით გაჩახჩახებული მოზრდილი ოთახი თაროებით იყო სავსე, ამ თაროებზე კი უწესრიგოდ ეყარა ძვირფასეულობა. ოქროს ჭურჭლები, სამკაულები, ძვირფასი ქვები და სხვა გაურკვეველი ნივთები ცეცხლის ალზე თვალისმომჭრელად ელავდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ეს ადგილი მართლაც განძის საცავს წარმოადგნედა. 

-აქ… ძალინ ბევრი ოქროა. – აღმოხდა აარონს.

-მხოლოდ ძვირფასი ქვები წავიღოთ. – უბრძანა ლილემ.

-რატომ?

-ყველაფერს ვერ წავიღებთ, თანაც ძვირფასი ქვების გადამყიდველებს ვიცნობ და ადვილად გავასაღებთ.

აარონმა პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია, ამის შემდეგ ქურდები გაიყვნენ და ოთახის ორივე მხრიდან დაიწყეს ძვირფასი ქვების ჩანთებში ჩალაგება. აარონმა სწრაფად დაავლო ხელი ალმასებს და ზურმუხტებს, თუმცა უცებ ოთახის ბოლოს, პატარა ტრიბუნაზე უზარმაზარ ბრილიანტს მოჰკრა თვალი, რომელიც ჩირაღდნების შუქზე საოცრად ელავდა. მამაკაცს თვალები გაუფართოვდა, ჩანთა ძირს დააგდო, ოთახი გადაჭრა, ტრიბუნასთან მივიდა და ალმასისკენ ხელი გასწია.

-ხელი არ ახლო! – დაუკივლა უცებ ლილემ, თუმცა უკვე გვიანი იყო, ააარონს ბრილიანტი უკვე ხელში ეჭირა და ლილეს გაოცებული სახით უყურებდა.

მოულოდნელად მთელი ოთახი შეზანზარდა, გამაყრუებელი გრუხუნის ხმა გაისმა, ჭერიდან უზარმაზარი ლითონის ცხაური დაეშვა და საცავის კარი ერთიანად ჩარაზა.

-რა ჩაიდინე?! – სასოწარკვეთილი ხმა აემოხდა ლილეს. – ხარბი ხარ, ხარბი!

-რა?! – აარონი აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო.

-დაინახე უზრმაზრი ბრილიანტი და თავი ვეღარ შეიკავე, არა?! – ლილეს მრისხანებისგან კისერზე სისხლძარღვები დაჰბერვოდა. – ეს მახეა! ყველა განძთსაცავშია ასეთი მახეები, ხარბი ქურდებისთვის. ეს ნამდვილი ბრილიანტიც კი არ არის, უბრალოდ კარგად დამუშვებული შუშაა! – შეუყვირა გოგონამ, აარონს ალმასი ხელიდნ გამოსტაცა, მთელი ძალით გაიქნია და კედელს მიანარცხა. შუშის ალმასი წამებში ნამსხვრევებად იქცა.

-საიდან უნდა მცოდნოდა? – თავის გამართლება სცადა აარონმა.

-საიდან უნდა გცოდნოდა? – ლილე ვერ წყნარდებოდა. – ქურდი ხარ, აარონ, ჩემზე ათასჯერ გამოცდილი!

-ორი წელია არავინ გამიძარცვავს, თანაც ჩემს დროს ასეთი ხაფანგები არ იყო! – შეუყვირა გაღიზიანებული ხმით აარონმა.

-თავს ნუ იმართლებ!

-ვერ გამაფრთხილე?!

-ყველაფერი მე უნდა გამახსენდეს?

ამ დროს, დერეფნიდან მცველების ყვირილი და შეძახილები გაისმა. ქურდები დაფრთხნენ და მაშინვე გაჩუმდნენ. ლილემ ღრმად ჩაისუნთქა და შეშინებული მზერა ცხაურით ჩახერგილ კარისკენ მიაპყრო. აარონმა გოგონას გადახედა. მისთვის ბოდიშის მოხდა და გამამხნევებელი სიტყვების თქმა ჰქონდა განზრახული, თუმცა უეცრად თვალი გაუშტერდა და სხეულში უსიამოვნოდ გასცრა, რადგან ლილეს კისერზე ნაცნობი ნიშანი შენიშნა. ეს ნიჟარის ფორმის ლაქა იყო, რომელიც გოგონას ყურს ქვემოთ, კისერზე იყო გამოსახული. მთელი ეს დრო მისი გაშლილი თმა ფარავდა, მაგრამ იმ მომენტში, როცა ლილეს თმა მაღლა ჰქონდა აწეული, ნიშანი აარონმა ნათლად დაინახა.

მთელი ის დრო, რაც ლილეს იცნობდა, სულ თავის თავს ებრძოდა, რომ ამ გოგოს მიმართ არანაირი გრძნობა არ გასჩენოდა, მაგრამ იმ მომენტში მიხვდა, რომ თურმე არაფერი გამოსვლოდა. ლილე ისეთი ბუნებრივი, ადამიანური და მომხიბვლელი იყო მისთვის, რომ ლამის დაიჯერა გოგონას უდანაშაულობა. უფრო სწორად, უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო, რადგან სხვა შემთხვევაში, თვითონ გამოდიოდა ჯალათი. პირობა ჰქონდა დადებული, რომლის თანახამადაც ლილე მეფესთვის უნდა გადაეცა, ის კი წესისამებრ ალქაჯს კოცონზე დაწვავდა.

აარონს, არც კი გაუგია, როგორ გახსნეს სასახლის მცველებმა ლითონის ცხაური, როგორ შემოვიდნენ საცავში და როგორ დაადეს ქურდებს ბორკილები. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ლილესთან ერთად ერთ საკანში აღმოჩნდა და სასახლის მცველმა, მძიმე  კარი ცხვირწინ მიუჯახუნა

 

***

-ამასთან მარტო არ დამტოვოთ! – გასძახა  აარონმა საცოდავი სახით მცველებს.

-მაგაზე იქამდე უნდა გეფიქრა, სანამ ბარონის გაძარცვას მოინდომებდი. – შეუბღვირა გვარდიელმა და საკნის კარი ხმაურით ჩაკეტა. – ბარონი ახლა სტუმრებთანაა და როცა მეჯლისი დასრულდება, თქვენ მერე მოგხედავთ. ერთი სული აქვს გაიგოს, ვის უნდოდა მისი გაძარცვა.

აარონი შიშით მიუბრუნდა ლილეს და კედელზე ზურგით აკრული გაცოცდა გვერდზე, რომ მისგან დისტანცირებული ყოფილიყო.

-ამ ღამეს ვერ გადაიტან. – კბილებში გამოსცრა გოგონამ და ერთი ნაბიჯი აარონსკენ გადადგა.

-არ მომეკარო! – შეუბევირა მამაკაცმა და უკან დაიხია.

-ჩემი გეშინია, აარონ?

-რატომ ჩაგვსვეს ერთ საკანში? აქ ხომ ბევრი ცარიელი საკანია?

-თუ გასამართლებამდე ერთმანეთს დავხოცავთ, მათთვის ეს უფრო ხელსაყრელი იქნება. – ჩაიცინა ლილემ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა აარონისკენ.

-გითხარი, არ მომეკარო-თქო! 

-დიდი სიამოვნებით მიგახრჩობდი ახლა, რადგან ამ დღეში სწორედ შენს გამო აღმოვჩნდი! 

-ყველაფერში მე ნუ მადანაშაულებ! 

-დამნაშავე მაინც არ იყო, კიდევ ხმას, რომ იღებ!

-ახლოს არ მოხვიდე!

-მოგკლავ! – დაიკივლა ლილემ და აარონს კისერში სწვდა გაანჩხლებული. მამაკაცი გაოცებული სახით აეკრა კედელს, ლილეს ხელებს ჩაეჭიდა და მისი მოშორება სცადა, თუმცა ვერაფერს გახდა. გოგონა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. 

ამ დროს, კარი გაიღო და საკანში  მცველები შემოცვივდნენ, ლილეს ხელი ჩაავლეს და აარონს ძლივს მოაშორეს. გოგონამ უცებ დრო იხელთა, ერთ-ერთ მცველს ქამარზე დამაგრებული ხანჯალი ამოუღო და კესერზე მიაბჯინა. იგივე მოძრაობა აარონმაც გაიმეორა, რის შედეგადაც მალე ოთხი ციხის მცველი მათ ხელში აღმოჩნდა.

ქურდებს ბევრი აღარ უფიქრიათ, სწრაფად ჩაკეტეს მცველები საკანში, კიბეებს სირბილით აუყვნენ და სასახლის დერეფანში აღმოჩნდენ. მეჯლისი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, დაბაზიდან მუსისკი ხმა გამოდიოდა და ხალხიც კარგად ერთობოდა.

ქურდებმა დერეფანი შეუმჩნევლად გაიარეს. ერთმანეთისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, ისე გასწიეს სასახლის დასავლეთ ფრთისკენ. ცოტა ხანში, დერეფნის ბოლოში დიდ ფანჯარასთან აღმოჩნდნენ, უკან არც ერთს არ დაუხევია, როცა რაფაზე შედგნენ და არხისკენ ჩაიხედეს. ორივემ ღრმად ჩაისუნთქეს და წყლისკენ დაეშვნენ.

წყალი ყინულივით ცივი იყო და ძვალსა და რბილში ატანდა, მაგრამ ქურდებს თავისუფლებისკენ ისე ჰქონდათ მისწრაფება, რომ ამას ადვილად გაუმკლავდნენ. არხი მშვიდობით გადაიარეს, სასახლის უკან მდებარე თავლასთან დაბმული ლილეს თეთრი ცხენი აუშვეს, ორივენი ზედ შესხდნენ და სწრაფად მოშორდნენ იქაურობას.

 

***

უკვე შუაღამე იყო, როცა ქურდებმა მდინრე გადალახეს და იქვე მდებარე კლდესთან ღამის გასათევი ბანაკიც მოიწყვეს. 

გამომდინარე იქიდან, რომ ორივენი ჯერ კიდევ სველები იყვნენ და თან არაფერი ჰქონდათ, ცეხლის დანთებაც ვერ მოახერხეს.

ლილემ თავისი ცხენის უნაგირზე დამაგრებული ჩანთა ამოქექა, მაგრამ მისი ტანსაცმლის და რამდენიმე იმ მომენტში უასრგებლო ნივთის მეტი ვერაფერი იპოვა. გოგონა იქვე მდებარე ხეებს ამოეფარა, სველი კაბა სწრაფად გაიხადა, ტანზე მომდგარი ტყავის შარვალი და მუქი ფერის პერანგი ჩაიცვა, მშრალ მოსასხამში გაეხვია და დამშვიდებული სახით, ხეების ქვეშ მოკალათდა.

-ჩემი მკვლელობის მცდელობა კარგად მოიფიქრე. – ჩაილაპარაკა სიცივისგან აკანკალებულმა  აარონმა, როცა ქვების და ჯოხების ერთმანეთზე ხახუნით ცეცხლის დანთებას ცდილობდა.

-მართლა მინდოდა შენი მოკვლა! – შეუბღვირა ლილემ.

-რისთვის? – წარბები აზიდა მამაკაცმა.

-მეკითხები კიდეც? – ლილე ერთიანად დაიძაბა, როცა მომხდარი გაახსენდა. – შენ მე ყველაფერი ჩამიშალე!

-ხომ არ დაგავიწყდა, რომ სასახლის გეგმა მე მოვიპოვე?! – ხელები მოუთმენლად გაშალა აარონმა.

-გგონია ეგ ბევრს ნიშნავს? – ფეხზე წამოიჭრა გოგონა.

-კიდევ უკმაყოფილო ხარ?

-დიახ ვარ და ახლა დიდი სიამოვნებით დავასრულებ დაწყებულ საქმეს! – ლილემ გააფთრებული  სახით წამოავლო ხმალს ხელი და აარონისკენ წავიდა, მამაკაცი სწრაფად გახტა უკან და იქვე მდებარე ხეს ამოეფარა, ლილეს მოქნეული ხმალი კი ხეს გვერდულად ჩაერჭო. გოგონამ რამდენჯერმე მოქაჩა, რომ ხმალი ხიდან ამოეღო, მაგრამ არ გამოუვიდა.

აარონმა დრო იხელთა, ლილეს მხრებში ხელი ჩაავლო და  მკლავებს შორის მოიმწყვდია, მაგრამ გოგონა სწრაფად დაუსხლტა ხელიდან, აარონი მიწაზე წააქცია, თვითონ ზემოდან მოექცა და ისევ კისერში სწვდა.

აარონს ძალიან უკვირდა, ამ პატარა გოგოს, საიდან ჰქონდა ამდენი ძალა. ლილეს წინააღმდეგობას უწევდა, თან არ უნდოდა მისთვის რაიმე დაეშავებინა, ეს ყველაფერი კი აიძულებდა თითქმის უმოქმედოდ ყოფილიყო.

მოულოდნელად ხეში გვერდიულად გარჭობილი ხმალი,თავისით ჩამოვარდა ძირს და პირდაპირ მამაკაცის ხელთან დაეცა. აარონი თითქოს ბურუსიდან გამოერკვაო, ხმალს ხელი დაავლო, მთელი ძალით მოიქნია და ლილეს ხუჭუჭა კულულბიდან ერთი მოაჭრა.

გოგონას თითქოს რაღაც ჩარტყესო, შემზარავი ხმით  შეჰკივლა, მთელი სხეული აუცხცახდა და შეშინებული სახით უკან გახტა. აარონი თავიდან აზრზე ვერ მოვიდა, მაგრამ მერე წიგნებში ამოკითხული გაახსნედა, გრძნეულისთვის თმის შეჭრასთან დაკავშირებით და მიხვდა, რომ ეს მხოლოდ ლეგენდა არ იყო. მამაკაცმა მიწაზე დაგდებული თმის კულული აიღო და ხის ძირში მოკეცილ ლილეს გახედა.

გოგონა უცებ ფეხზე წამოდგა, თითქოს ვიღაც მართავსო, აარონის წინ გაჩერდა, თავი დაბლა დახარა და ჩაწყვეტილი ხმით წაილუღლუღა.

-ამიერიდან  შენი საკუთრება ვარ!

აარონმა ერთახნს უყურა ამ უცნაურ სანახაობას, მერე კი გოგონას ეჭვის თვალით შეხედა და ჰკითხა.

-ანუ, ახლა რასაც გეტყვი იმას გააკეთებ?

-ჰო!

-წყალი მომიტანე! – უბრძანა უცებ აარონმა.

-მეტი ვერაფერი მოიფიქრე? – გაოგნდა ლილე.

-იდეებს თანდათან დავხვეწავ. – ჩაიცინა აარონმა. – მიდი, წყალი მომიტანე.

ლილემ უკმყოფილოდ გადაატრიალა თვალები, მიბრუნდა, ჩანთიდან მათარა ამოიღო და აარონს მიაწოდა. მან წყალი მოსვა, ლილეს კიდევ ერთხელ შეხედა და უბრძანა

-ახლა კი ზურგი მტკივა და მასაჟი გამიკთე.

-ღმერთო ჩემო! – ამოიოხრა გოგონამ. – ფანტაზიის უნარი საერთოდ არ გაქვს?

-გააკეთე რასაც გეუბნები! – გაიმეორა ბიჭმა, ქვაზე ჩამოჯდა და ხელებით მუხლებს დაყრდნო. ლილე მამაკაცს თავზე დაადგა, მხრებში ხელები ჩაავლო და ისე უხეშად დაიწყო მასაჟის გაკეთება, რომ ლამის ძვლამდე გაატყავა.

-ასე არა, ცოტა ნაზათ! – დაუყვირა აარონმა.

-ამას რატომ აკეთებ? – ჰკითხა ამჯერად მშვიდი ხმით გოგონამ.

-მეგონა მკითხავდი, საიდან გაიგე, რომ არიმათიელი გრძნეული ვარო. – ჩაიცინა აარონმა, თავი მაღლა ასწია და კისერი რამდენჯერმე გაამოძრავა, რომ დაძაბულობა მოეხსნა.

ამ სიტყვების გაგონებაზე ლილე ერთიანად დაიძაბა, გული კისერში ამოუჯდა და ხელებიც აუკანკალდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია და მშვიდად გაეგრძელებინა აარონის მხრებზე ხელების მოძრაობა.

-საიდან გაიგე? – წაილუღლუღა გოგონამ.

-მეფე დარიუსმა მითხრა. – მიუგო აარონმა მშვიდად. – თავისუფლების სანაცვლოდ შენი თავი უნდა ჩავაბარო,,მაგრამ აქამდე არ ვიყავი დარწმუნებული შენს გრძნეულებაში, ახლა კი ნადვილად დავრმწუნდი.

-ესე იგი… – ლილეს ხმა წაერთვა. – ესე იგი,მთელი ეს დრო უკან იმიტომ დამყვებოდი, რომ ჩემი დაჭერა გსურდა, საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ?

-ჰო, აბა სხვა რა მიზეზი უნდა მქონოდა? – ცინიკურად ჩაიცინა აარონმა.

-მართალია, სხვა რა მიზეზი უნდა გქონოდა?! – ჩაისისინა გოგნამ და უნებურად აარონს თითები ისე მაგრად მოუჭირა, რომ მამაკაცმა ტკივილისგან სახე დამანჭა.

-ხომ გითხარი ცოტა ნელა-თქო!

-მომიტევეთ, მბრძანებელო! – ცხვირი აიბზუა ლილემ და აარონს უკნიდან დაემანჭა.

-ესე იგი, მართლა გრძნეული ხარ?! – აარონი თითქოს თავის თავს ეკითხებოდა.

-ცოტათი. – ჩაილაპარაკა ლილემ.

-ეგ რას ნიშნავს?

-რამდენიმე შელოცვა ვიცი და გემრიელ ჩაის ვამზადებ. – უპასუხა გოგონამ. – თუ ამისთვის უნდა დამწვან კოცონზე, დაე ასე იყოს!

-აქ როგორ აღმოჩნდი? – ჰკითხა აარონმა და ლილეს ხელები მოიშორა, გოგონაც იქვე ხის ძირში ჩამოჯდა და მოსასხამი ტანზე მაგრად შემოიკრა. – ამ ყველაფერში როგორ გაეხვიე? ქურდი როგორ გახდი?

-სინამდვილეში, მარგალიტის კუნძულებს სახელგანთქმული ხუროთმოძღვრის, აბრაამ ჰამელის შვილი ვარ.

-ესე იგი, ეს სიმართლეა?! – იკითხა აარონმა.

-ჰო! – თავი დაუქნია ლილემ. – მარგალიტის კუნძულებზე ძალიან ცრუმორწმუნე და მშიშარა ხალხი ცხოვრობს. დედაჩემი არიმათიელთა ტომიდან იყო, მაგრამ არავის არაფერს უშავებდა და არც მაგიას იყენებდა, თუმცა ხალხი ჩვენს წინააღმდეგ მაინც ამხედრდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაუცველები დავრჩით, ანუ მამას გარდაცვალების შემდეგ. მამაჩემს თავისი საქმიანობის გამო ხშირად უწევდა მოგზაურობა. სხვადასხვა ქვეყნებში იწვევდნენ და სახლში თითქმის არადროს იყო. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას, თეთრ ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა მისი გემი იმსხვერპლა და მამაც მაშინ დავკარგე. დედაჩემი კი ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და ჩამოახრჩვეს.

-ამას მართლა ამბობ? – ეს კითხვა აარონს უნებურად წამოსცდა.

-რატომ გიკვირს? – ცივად გაიცინა ლილემ. – შენც ხომ იგივეს მიპირებ?

-ეს სხვა შემთხვევაა!

-არა, არ არის! მე მარტო გავიზარდე, ქუჩაში ხეტიალით და ქურდობით ვირჩენდი თავს. ჩემთვის ჯადოქრობა არავის უსაწავლებია, თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ მაინც გრძნეულად და შავი მაგიის მონად მიმიჩნევენ, რადგან დაღდასმული ვარ. – თქვა ლილემ და თითით კისერზე არსებულ მის ნიშანს შეეხო. – მშობლებს არ ირჩევენ, არც იმ ადგილს ირჩევენ, სად უნდა დაიბადნონ. თუ მხოლოდ იმის გამო უნდა დავისაჯო, რომ არიმათიელთა შთამომავალი ვარ, ასე იყოს!

-თუ ცდილობდი ჩემს სინდისზე დაგეჭირა ფეხი, გამოგივიდა. – ჩაილაპარაკა აარონმა.

-შენზე რას მეტყვი? – ახლა ლილემ დაიწყო კითხვების დასმა. – რატომ გამოიქეცი სახლიდან და  რატომ არ ბრუნდები ოჯახში?

-რამდენიმე წლის წინ, ჩვენმა ოჯახმა დიდი თანხა დაკარგა. გაკოტრების პირას ვიყავით, მამაჩემი კი მაიძულებდა მდიდარ გოგოზე დავქორწინებულიყავი, რომ ოჯახი გადამერჩინა. ის გოგო არ მიყვარდა. მოგვიაებით ისიც გავიგე, რომ მას და ჩემს ძმას ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ რადგან უფროსი ვიყავი, დაქორწინებას მე მაიძულებდნენ… ჩვენთან ასეთი წესებია.

-რა სისასტიკეა!-წამოიძახა ლილემ.

-ნამდვილად! – გაეღიმა აარონს. – წყვილს შორის ვერ ჩავდგებოდი, ამიტომ სახლიდან წამოსვლა ვამჯობინე. ლაჩრულად არ მოვქცეულვარ, უბრალოდ მხოლოდ ჩემი წასვლით შევძლებდი ჩემს ძმას ჩამოვშორებოდი და ასეც მოხდა. გასულ წელს მათ იქორწინეს და მალე შვილიც ეყოლებათ.

-და „მოჩვენება“, როგორ გახდი?

-გამომდინარე იქიდან, რომ სულ დიდგვაროვანთა წრეში ვტრიალებდი, ზეპირად ვიცოდი, ვინ რისი ჩამდენი იყო. ანუ ვიცოდი, რომელი ბარონი, ჰერცოგი ან გრაფი, რა არაკანონიერი საქმეებით და გლეხების გამწარებითაც იყვნენ დაკავებულნი. – აარონს მისი წარსულის გახსენებამ უნებურად ღიმილი მოჰგვარა. – თავიდან ეს იდეა გიჟურად მეჩვენებოდა, მაგრამ როცა ერთ-ერთ მეჯლისზე მოვხვდი და საიდუმლო გასასვლელებით,სასახლის მეპატრონის კაბინეტამდე მივაღწიე, მივხვდი, რომ საკმარისი ცოდნა მქონდა ამ საქმის გასაგრძელებლად. ბევრი ვივარჯიშე და ბოლოს „მოჩვენებად“ვიქეცი.

-ქურდი და გრძნეული! – წამოიძახა უცებ ლილემ. – საოცარი წყვილი ვართ, ვერაფერს იტყვი!

-კარგი ქურდი და ცუდი გრძნეული. – შეუსწორა სიცილით აარონმა.

-ცუდი გრძნეული, რომ ვიყო მთელი ღამით აქ გასაყინად დაგტოვებდი და ამას არ გავაკეთებდი. – თქვა ნიშნის მოგებით ლილემ, მერე იქვე მიყრილ ფიჩხებთან მივიდა, თითები გაატკაცუნა და რამდენმე წამით შეიცადა.

აარონმა გაოცებისგან თვალები დაქაჩა, როცა დაინახა, როგორ გაიბრწყინა ნაპერწკალმა ღამის უკუნეთში, მერე კი ფიჩხებს ცეცხლი მოედო და ალი ჰაერში აიჭრა.

-ეს არის, თითქმის არაფერი შემიძლიაო?! – წამოიყვირა მან.

-სწორედ მაგიტომაც გამოვიყენე სიტყვა: „თითქმის“! – ჩაიცინა ლილემ და ცეცხლს მიეფიცხა, მერე აარონს შეხედა და დაამატა. – კიდევ ამის გაკეთება შემიძლია.

გოგონამ ხელი ცეცხლისკენ გაიშვირა, რაღაც წყნარი მელოდიის ღიღინი დაიწყო და გამხდარი თითები ჰაერში აათამაშა. მოულოდნელად ცეცხლის ალში, რამდენიმე ფიგურა გამოიკვეთა. ბუს და ყორნის ფიგურები ფრთაგაშლული დაფრინავდნენ წრეზე, ღამურის ჰაერში მოფარფატე ფიგურას, უკანა თათებზე შემდგარი მელა წინა თათებით ეთამაშებოდა, იქვე კი ორი ჩრდილოეთის მგელი ერთმანეთს ეფერებოდა. 

აარონს გაოგნებისგან ხმა ჩაუვარა, გაფართოებული თვალებით ცეცხლს მიუახლოვდა და მონუსხულივით დააშტერდა ფიგურებს.

-როცა ქუჩაში ვცხოვრობდი, ზამთრის ცივ დღეებში, ჩემსავით მაწანწალა ბავშვებს ასე ვართობდი. – თქვა ნაღვლიანი ღიმილით ლილემ. მერე აარონის ურეაქციო სახეს და გაშტერებულ თვალებს დააკვირდა და მზაკვრულად ჩაიცინა.

გოგონამ ცერა და საჩვენებელი თითი ერთმანეთს გაუსვა და მკვეთრად გაიქნია. მოულოდნელად ყველა ფიგურა ერთმანეთში გადაიხლართა, ფორმა იცვა, დიდ, გამძვინვარებულ დრაკონად იქცა, პირი დააღო, აარონისკენ მიბრუნდა და ღრიალის ნაცლად ხახიდან ცეცხლის ნაკადი ამოუშვა.

აარონი შიშისგან შეხტა და უნებურად უკან დაიხია. ცეცხლის ნაკადიც და დრაკონის ფიგურაც წამებში განელდა ჰაერში, მერე კი ლილეს სიცილის ხმა გაისმა. ეს რომ გაიგონა მამაკაცმა, მიხვდა, რა სასაცილო მდგომარეობაშიც იმყოფებოდა და უხერხულად შეიშმუშნა.

-კარგი ფოკუსი იყო!

-გმადლობ! – თქვა ლილემ და ზურგით ხეს მიეყრდნო.

 

 

 თავი 5

ის ღამე საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ლილესთვის. აარონი ძალიან დაღლილი იყო და მალევე ჩაეძინა, ლილეს კი მთელი ღამე არ უძინია. სულ გაქცევაზე ფიქრობდა და გონებაში სხვადასხვა გეგმებს აწყობდა, მაგრამ „მოვალეობა“ აკავებდა. 

მისთვის თმა აქამდე არავის შეუჭრია.კარგად ახსოვდა ბავშვობაში მიღებული დედის გაფრთხილება, რომელიც სულ უმეორებდა, რომ თმა საკუთარი ხელით შეეჭრა და არავისთვის მიეცა უფლება, მის თმას შეხებოდა.

ლილე საკმაოდ ფრთხილი იყო, რის გამოც ასეთ სიტუაციაში აქამდე არასოდეს ჩავარდნილა, ამიტომ ზუსტად არ იცოდა, ეს როგორ მოქმედებდა, თუმცა მაინც უნდოდა გაქცევა ეცადა.

როგორც კი ღამის სიბნელეს დილის გარიჟრაჟი შეერია, ლილემ თვალები ჭყიტა, ფეხზეც ფრთხილად წამოდგა და მსუბუქი ნაბიჯებით ბანაკს გაეცალა. როცა გოგონა მდინარემდე მივიდა, ნაბიჯებს უმატა და სირბილით აუყვა მდინარის კალაპოტს.

ლილე გრძნობდა, რომ თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა აკლა. რაც შეიძლებოდა სწრაფად გარბოდა, რომ აარონს  მოშორებოდა, თუმცა, მოულოდნელად გოგონას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაცამ ხელები მაგრად მოუჭირა და შებორკა. ლილე ერთ ადგილას  გაქვავდა და ნაბიჯის გადადგმაც კი ვეღარ შეძლო.

-საით გაგიწევია?! – ჰკითხა მის უკან მდგომმა აარონმა აქოშინებული ხმით, რომელსაც თითზე მისი კულული დაეხვია და გამარჯვებული სახით იღიმოდა.

ლილე განრისხებული  მიბრუნდა მისკენ და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

-უგულო ხარ! – შეუღრინა გოგონამ და უკან ბანაკისკენ გასწია, მაგრამ აარონი წინ გადაუდგა,  თვალებში ჩახედადა და უთხრა.

-მაკოცე!

-რაა?! – ლილეს გაოცებისგან  ენა დაება.

-გიბრძანებ, რომ მაკოცო! – გაიმეორა მტკიცე ხმით აარონმა.

-ეს… მე… – ლილემ სიტყვის დასრულებაც ვერ მოახერხა, უნებლიეთ ისე მიეტმასნა აარონს მკერდზე, ხელები კისერზე შემოხვია და მის ტუჩებს მისწვდა. აარონმაც არ დააყოვნა, ლილე გულში მაგრად ჩაიკრა და მის ნაზ ტუჩებს ხარბად დაეწაფა. გოგონას წამით მთელი სხეული მოუდუნდა, თითქოს ეს მისი ბუნებრივი მდომარეობა იყო და არავინ არაფერს აიძულებდა. უჭირდა ამის აღიარება, თუმცა ნათლად გრძნობდა მისი კოცნისგან მიღებული სიამოვნება, მთელს სხეულში ტალღად როგორ უვლიდა, როგორ აბრუებდა და ძალას როგორ აცლიდა. 

მამაკაცმა მისი კოცნით გული რომ იჯერა, ლილეს ხელი გაუშვა, წარბები მაცდურად აათამაშა და თქვა.

-ეს სასჯელია იმისთვი, რომ ორჯერ მომწამლე და ერთხელ კინაღამ მომკალი. – ლილეს დაძაბულ სახეს დააკვირდა ის და დაამატა. – სხვა სიტუაციაში, იქნებ უფრო ღრმა გრძნობა გაგვჩენოდა ერთმანეთის მიმართ?!

-მართლა სულელი ხარ! – მოულოდნელად გადაიკისკისა ლილემ. – თმის შეჭრის მითი, რომელ წიგნშიც ამოიკითხე, იქ არ ეწერა, რომ ჩემნაირი გრძნეულები  სიყვრულში შეზღუდულები არიან?

-რაღაც მაგდაგვარი ნადვილად ეწერა.

-არიმათიელი გრძნეულის დაუწერელი კანონი ის არის, რომ ცხოვრებაში  შეუყვარდეს მხოლოდ ერთხელ და ისიც ნამდვილი გმირი. მამაჩემი გმირი იყო, დედა სიკვდილისგან ოჯერ იხსნა და მისი სიყვარულიც ასე დაიმსახურა, შენ კი გმირი არ ხარ, აარონ, შენ ჩვეულებრივი ქურდი ხარ, რომელიც ჩემს სიყვარულს ვერასდროს დაიმსაუხრებს. – ბოლო სიტყვები ბრაზიფ აღსავსე თვალებით წარმოთქვა ლილემ.

-შენ კი ბოროტი გრძნეული, რომელიც კოცონს იმსახურებს. – შეუღრინა აარონმა.

-ჰოდა, წარმატებით შეასრულე შენი საქმე… ჯალათო! – ზიზღით აიბზუა ტუჩი ლილემ და ბანაკისკენ გასწია.

 

 ***

დედაქალაქისკენ მიმავალი გზა აარონისთვის კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. ცხენზე წინ მჯდომი ლილესთვის, ხელები ძლიერად შემოეხვია, რომ ძირს არ ჩამოვარდნილიყო. შემხვედრი ქარი  მის ხუჭუჭა თმებს აფრიალებდა და აარონს მის არსებობას ყოველ წამს ახსენებდა. 

მამაკაცი ლილეს სხეულის სიმხურვალეს გრძნობდა და ეს იმდენად სიამოვნებდა, რომ არ უნდოდა ოდესმე მისთვის ხელი გაეშვა, მაგრამ ახლა ჯალათის ფუნქციას ასრულებდა და გოგო თავადვე მიჰყავდა სიკვდილთან შესახვედრად.

მამაკაცს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს ორად გაიხლიჩა. ერთი ნაწილი ეუბნებოდა, რომ უსამართლოდ იქცეოდა, მეორე ნაწილი კი ახსენებდა, რომ საფრთხეში მისი ოჯახის წევრები იყვნენ. აღიზიანებდა ის ფაქტიც, რომ ლილე აღარც გაქცევას ცდილობდა და აღარც თავის შებრალებას. გოგონა უბრალოდ დუმდა და ყველაფერს ზედმეტი წუწუნის გარეშე ასრულებდა, რასაც აარონი ეტყოდა. მამაკაცს ზოგჯერ სურვილი უჩნდებოდა, ლილესთვის ხელი მაგრად ჩაევლო, შეენჯღრია და გამოეფხიზლებინა. უნდოდა გოგონას გაქცევა ეცადა, ან მას თავს დასხმოდა, რადგან ეს უანგარო მორჩილება ჭკუიდან შლიდა.

უკვე შუადღე იყო, როცა დედაქალაქის წაწვეტებულსახურავიანი სახლები გამოჩნდა. ლილეს მთელი სხეული დაეძაბა, რადგან მიხვდა, რომ  სიკვდილთან ძალიან ახლოს იყო. მთელი ეს დრო, ცდილობდა ამ ფაქტს შეგუებოდა, მაგრამ ახლა მისი გონება ისევ აფუთფუთდა და მისი გულიც ააფორიაქა. როცა აარონს ლილეს აჩქარებული პულსი მის სხეულზე შემოხვეულ საკუთარ ხელებზე რომ იგრძნო,  თავი შესძულდა.  

როცა მათ მეფის სასახლის მოედნამდე მიაღწიეს, აარონმა ცენტრში,  სპეციალურად გამზადებული, ცხიმით გაპოხილი ძელი და კოცონის დასანთები სხვა აღჭურვილობაც დაინახა. ამან კიდევ უფრო დაიძაბა, კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირ, ტვინში დიდი ნაკადით ავარდნილმა სისხლმა, თავი საშინლად აატკივა.

ლილემ იცოდა იქ რასაც დაინახავდა, ამიტომ მთელი ეს დრო საპირისპირო მხარეს იხედებოდა და ყვავილების გამყიდველ ახალგაზრდა გოგონას უყურებდა, რომელიც შორიდან უღიმოდა მას.

-თავისუფლება ამად არ მიღირს… – ჩაილაპარაკა უცებ აარონმა. – ჩემი ოჯახით დამემუქრა… მითხრა, რომ ჩემს ძმას, რძალს და მათ ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშვს მოკლავს, თუ მასთან არ მიგიყვან.

ლილეს აარონის სიტყვები განაჩენივით ჩაესმა ყურში და მოზღვავებული ემოციები ძლივს შეიკავა. ხმა არ ამოუღია, სიტყვაც არ უთქვამს, რადგან იცოდა, თუ ამოისუნთქავდა, თავს ვეღარ შეიკავებდა და ბოლო ხმაზე ატირდებოდა, მას კი ყველაზე ნაკლებად სურდა, აარონს სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ენახა.

 

***

-ლილიანა ჰამელი! – წარმოთქვა მეფემ გამყინავი ხმით, ლილეს კი სხეულში გასცრა. – უკანასკნელი სურვილი ხომ არ გაქვს?

-დიახ! – მიუგო მტკიცედ გოგონამ და მის გვერდით მდგარ აარონს გადახედა, მერე ისევ მეფეს მიუბრუნდა და ღიმლით უთხრა. – მინდა სახეში მაგრად გაგარტყათ, რომ აზრზე მოგიყვანოთ!

-როგორ ბედავ! – დაიღრიალა იქვე მდგომმა კაპიტანმა და ხმლის ვადას ხელი წაავლო.

-ფელიქს, დამშვიდდი! – შეაჩერა მეფემ თავისი ერთგული ძაღლი, მერე ლილეს ზიზღით შეხედა და თქვა. – გველი კვდება და ცდილობს კუდის მოქნევვით სხვებიც გადაიყოლოს… პატიმარი გაიყვანეთ და კოცონისთვის მოამზადეთ, ამ სანახაობით უნდა დავტკბე!

-მოიცადეთ! – წამოიყვირა ლილემ, ისევ აარონს მიუბრუნდა, თითიდან მისი ბეჭედი წაიძრო, ხელში ჩაუდო და უთხრა. – მაპატიე, რომ ჩემს ზომაზე გადავაკეთებინე.

-არ… არა უშავს… – წაიუღლუღა აარონმა ისე, რომ ლილესთვის თვალებში შეხედვაც ვერ გაბედა.

-გაიყვანეთ! – ისევ გაიმეორა დარიუსმა მკაცრი ხმით.

მსახურებმა იმ წამსვე აასრულეს მეფის ბრძანება, ლილეს ხელი ჩაავლეს და სამეფო დარბაზიდან გაიყვანეს. აარონმა ნაღვლიანი მზერა გააყოლა გოგონას და წამით ისიც გაიფიქრა, რომ მის ხუჭუჭა თმას უკანასკნელად ხედავდა.  გული საშინლად ეტკინა ამის გააზრებისას, სული ერთიანად შეეხუთა და მღელვარებისგან ხელები ისე დამუშტა, რომ ლამის სისხლი გაუჩერდა ძარღვებში.

ღრმა ფიქრებიდან, აარონი მეფის ხმამ გამოაფხიზლა, რომელმაც მოზრდილი გრაგინილი გამოუწოდა და კმყოფილი სახით უთხრა.

-თავისუფალი ხარ, მე და შენ ერთმანეთს კარგად გავუგეთ!

-გმადლობთ! – ჩაილაპარაკა აარონმა უხალისოდ და მეფეს გრაგნილი გამოართვა.

-კაპიტანო ფელიქს! – მიუბრუნდა მეფე თავის ერთგულ ლაქიას. – მინდა სიკვდილით დასჯას პირადად უხელმძღვანელოთ!

-დიახ, თქვენო უდიდებულესობავ! – თავი დაუკრა გაბადრული სახით ფელიქსმა და სწრაფად დატოვა დარბაზი.

 აარონიც აღარ გაჩერებულა დიდხანს, ისიც უკან მიჰყვა ფელიქსს და საჯინიბოსკენ გაემართა, სადაც მისი, უფრო სწორად ლილეს თეთრი ცხენი იყო დაბმული. მამაკაცი საჯინიბოში შევიდა, ხელში ჩაბღუჯული გრაგნილი ჩანთაში ჩატენა და წამით ჩაფიქრდა.

მოულოდნელად აარონს გული კისერში ამოუჯდა, მთელი სხეული აუცახცახდა და ნერვიულობისგან ხელები სულ დაეკრუნჩხა. იმ წამს გაანალიზა, რომ ლილე უყვარდა. ძალიან უყვარდა ეს გრძნეული გოგო და თავისი თავისაც კი უკვირდა, როგორ დატოვა სასახლეში. ამ ყველაფრის გადახარშვისას მამაკაცს ლამის თავის ქალა აეხადა ისე ცუდად გახდა, სუნთქვაც კი დაავიწყდა.

იმ წამსვე აარონმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, თავი ასწია და გაფართოებული თვალებით თავლა მოათვალიერა. მერე ცხენის უნაგირზე დამაგრებული ლილეს ჩანთა შენიშნა, მასთან მივარდა, სწრაფად გახსნა და ამოქექა. შიგნით მოზრდილი ხის ყუთი იპოვა, რომლეშიც პატარა შუშები ელაგა. ამ შუშებში სხვადასხვა ფერის  ფხვნილები-საწამლავები იყო მოთავსებული.

აარონმა თავი გააქნია და მისი მოწამვლის ამბები, რომ გაახსენდა უცნაურად ჩაიცინა. მერე შუშებს ხელი დაავლო, რამდენიმე ფხვნილი ერთმანეთში აურია, მუშტში მოიქცია და ისევ სასახლისკენ გაემართა, თან მისი ცხენიც გამოიყვანა და მოედანთან შორიახლოს დატოვა, რომ გასაქცევად მზად ყოფილიყო.

მოედნის მოპირდაპირე მხარეს, სასახლის ღია გალერეაში, მეფე დარიუსი კომფორტულად მოკალათებულიყო თავის სავარძელში. მის წინ გაშლილი სუფრიდან ყურძნის მარცვლებს ნელ-ნელა იღებდა და წითელ ღვინოსაც გემრიელად შეექცეოდა. მსახურებს მისივე ბრძანებით ლილე, ცხიმით გაპოხილ ძელზე მიებათ და ახლა კოცონის დასანთებად ემზადებოდნენ.

აარონი ფრთხილად მიუახლოვდა გალერეას, მაგრამ გვარდიელებმა გზა გადაუკეტეს და მეფემდე არ მიუშვეს. მამაკაცი ძალიან ღელავდა, თან ცდილობდა მუშტი არ გაეხსნა, რომ ფხვნილი არ დაბნეოდა, თან კი იმასაც ცდილობდა, რომ საეჭვოდ არ მოქცეულიყო.

-მეფეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა ვუთხრა! – რაც შეიძლებოდა ხმამაღლა წარმოთქვა აარონმა. მეფემ მისი ხმა გაიგონა და მცველებს უბრძანა მასთან მიეშვათ.

-აბა, რა ხდება? – იკითხა დარიუსმა და ღვინო ხარბათ მოსვა.

-თქვენო უდიდებულესობავ, მგონი ლილიანას და ჰყავს… ანუ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი არიმათიელი გრძნეული არსებობს. – დაიწყო ჩურჩულით აარონმა და მეფესთან  ახლოს დაიხარა, მერე შუკრული მუშტი შეუმჩნევლად გაშალა და წამით შეიცადა. მონაბერმა ნიავმა თავისი გააკეთა და ხელის გულიდან აფრიალებული ფხვნილის ნაწილაკები სწრაფად მოხვდა მეფის სასუნთქ გზებში.

-კიდევ ერთი?! – წამოიძახა მეფემ და სკამიდან წამოიწია, თუმცა მოულოდნელად ცხვირში საშინელი წვა იგრძნო და დააცემინა.

-ჯანმრთელობა!,- უთხრა ირონიულად აარონმა.

მეფემ გაოცებული სახით ასწია თავი და პირი დააღო, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და მის ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. აარონმა შეუმჩნევბლად დაიხია უკან და მსახურებს შორის გაერია.

მოულოდნელად მეფეს სუნთქვა გაუხშირდა, თვალები დაქაჩა და სავარძლიდან წამოვარდა. კაცმა შეშლილის მზერა მოავლო იქ მყოფებს, მაგრამ თვალებში ისეთი შიში და სიცარიელე ჩასდგომოდა, რომ დაჭრილ ნადირს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. კარგა ხანს უაზრო მზერით აცეცებდა თვალებს, იღრინებოდა, ბორგავდა და ახლოს მისვლის უფლებას არავის აძლევდა.

-გრძნეული! – იღრიალა უცებ მეფემ. – გრძნეული!

მცველები მისკენ წავიდნენ, მაგრამ დარიუსს თითქოს, რაღაც არაბუნებრივი ძალა დაეპატრონა, რომელიც მართავდა. კაცი ხელებს აქეთ-იქით იქნევდა და რაღაც გაურკვეველ ფრაზებს ბოლო ხმაზე ღრიალებდა, თან პირზე ქაფი მოსდგომოდა, სახეზე სულ აჭარხლებულიყო და თვალებს კიდევ უფრო ძლიერად ქაჩავდა.

-ჩემი მოკვლა უნდათ! – ისევ იღრიალა მეფემ. – სულთამხუთავი ანგელოზები მოვიდნენ, დამიცავით თქვე არამზადებო… მათ ჩემი წაყვანა უნდათ! სულთამხუთავი ანგელოზები! გრძნეულები! ეშმაკები!

აარონი მიხვდა, რომ მეფე იმას ხედავდა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, თუმცა საწამლავების არევამ თავისი ეფექტი იქონია, ეს ეფექტი კი იმაზე უფრო მძაფრი და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე აარონის შემთხვევაში იყო.

ახლა სასახლის ყველა მცველის ყურადღება მეფეზე იყო გადატანილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოცონი თითქმის დაუცველი რჩებოდა.

აარონმა მცველების უყურადღებობით ისარგებლა, სწრაფად დატოვა გალერეა, თავის ცხენზე შეჯდა და პირდაპირ მოედნისკენ გაქუსლა. კაპიტან ფელიქსს უკვე ჩირაღდანი მოემარჯვებინა და ირგვლივ შეგროვილი ცნობისმოყვარე ბრბოს წინაშე ამაყად დააბიჯებდა.

ძელზე მიკრული ლილე სიკვდილის მოლოდინში ერთიანად კანკალებდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ ბოლო ხმაზე არ ეკივლა. არ ჰქონდა იმდენი ცოდნა, რომ მაგია თავის გადასარჩენად გამოეყენებინა. თანაც გოგონას უკვე მობეზრებული ჰქონდა ამდენი გაქცევა, მალვა და არეული ცხოვრება. ერთ მომენტში სიცოცხლე სურდა, მეორე მომენტში კი არაფერი ჰქონდა ისეთი, რის გამოც სიცოცხლე ღირდა. სწორედ ამიტომაც იდგა მშვიდი, მაგრამ დაძაბული გამომეტყველებით და კაპიტნის ყველა მოძრაობას თვალს ადევნებდა.

ფელიქსმა გრძნეულს განაჩენი წაუკითხა, უკანასკნელად შეავლო თვალი, გამარჯვებული სახით გაუღიმა, ჩურაღდანი დაბლა დასწია და ძელის ირგვლივ შემოწყობილ ხეებს ცეცხლი წაუკიდა. ერთ  წამში უზარმაზარი კოცონი აბრიალდა და ცეცხლის მოელვარე ენები ჰაერში ათამაშდნენ. ლილემ შეშინებული მზერა მოავლო მის ირგვლივ შემოხვეულ ცეცხლის კედელს, კვამლის მძაფრი სუნი ღრმად შეისუნთქა, თვალები დახუჭა და მოთმინებით დაელოდა აღსასრულს.

მოულოდნელად ცხენის ჭიხვინის და ქვაფენილზე ფლოქვების კაკუნის ხმა გაისმა. გოგონამ თვალები გაახილა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ წითელი კედლის მიღმა ვერაფერი დაინახა. უცებ მის წინ ცეცხლის ენები შუაზე გაიყო და შემაღლებულ ეშაფოტზე, რომლის ცენტრშიც ძელზე თავად იყო მიბმული, თეთრ ცხენზე ამხედრებული, მოსასხამში გახვეული მხედარი შემოვარდა. ჰაერში ბასრმა ხმლის პირმა გაიშხუილა, რომელმაც სწრაფად გაჭრა ლილეს ხელებზე ჩაჭერილი თოკები და გოგონა გათავისუფლდა.

ლილემ გაოცებული სახით ახედა მხედარს. აარონმა სწრაფად მოიხსნა კაპიუშონი, თითზე შემოხვეული ლილეს კულული ცეცხლში ჩააგდო, გოგონას გაუღიმა, ხელი გამოუწოდა და უთხრა.

-წამოდი!

ლილეს  მეტი აღარ უფიქრია, მამაკაცს ხელი ძლიერად ჩასჭიდა, ცხენზე შეჯდა და მაგრად მიეკრა სხეულზე. თეთრი ცხენი ისევ უშიშრად გადაახტა ცეცხლის კედელს და მოედანზე გაიჭრა. კაპიტანს იქ უკვე თავისი ხალხი შეეკრიბა და დამნაშავეებს ელოდებოდა. აარონი სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან, ხმალი ხელში შეათამაშა და ფელიქსს წინ დაუხვდა.

არც ლილე გაჩერებულა ცხენზე, მიუხედავად იმისა, რომ აარნომა უბრძანა გაქცეულიყო, გოგონა ძირს ჩამოხტა, უნაგრიზე დამაგრებული ხმალი მოიმარჯვა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეუდგა.

ქურდები გააფთრებით იბრძოდნენ, თვითონაც ეუცნაურებოდათ, მაგრამ ერთმანეთს კბილებით იცავდნენ და ერთმანეთისთვის თავსაც კი სწირავდნენ. ბევრჯერ მოიგერია ლილესთვის მოქნეული მახვილი აარონმა და ბევრჯერ გააკეთა იგივე ლილემაც. კაპიტანი არ ცხრებოდა, აარონს გამხეცებით ებრძოდა, ხმალს უქნევდა და მის მოკვლას ლამობდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრით შემოიფარგლა.

აარონმა უკანსაკნელი ძალები მოიკრიბა, ფელიქსს მახვლი ხელიდან გააგდებინა და ხელი ძლიერად უბიძგა. კაცი შებარბაცდა, მის უკან მიწაზე უგონოდ გაშოტილ ერთ-ერთ გვარდიელს წამოედო და პირდაპირ კოცონში შევარდა თავით. სანამ ყველა გაოცებული უყურებდა, კაპიტნის ალმოდებულ სხეულს. ქურდებმა დრო იხელთეს, ისევ შესხდნენ ცხენზე და სასახლეს სწრაფად გაეცალნენ.

 

 

თავი 6

შუაგულ ტყეში, დელფოსის დედაქალაქიდან საკმაოდ შორს, აარონი და ლილე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, ერთმანეთს ინტერესით აკვირდებოდნენ და ხმას არ იღებდნენ. ჩიტების გამაყრუებელი ჭიკჭიკის და ბუნების ხმებს, მათი გულისცემა რიტმულად მიჰყვებოდა, მათი გახშირებული სუნთქვა კი შეუმჩნევლად ერწყმოდა ტყის სუფთა ჰაერს.

აარონი უცებ დაიძაბა, თითქოს რაღაც გაახსენდაო. რუხ-ცისფერი თვალები ისე დაქაჩა, რომ ლამის ბუდიდან ამოუცვივდა,მერე კი ნაპირზე ამოგდებული თევზივით პირი დაღო და ჰაერის ღრმად ჩასუნთქვას მოჰყვა.

-ღმერთო! – წამოიძახა მამაკაცმა. – ეს რა გავაკეთე?! ლილე, მაპატიე გთხოვ, მაპატიე, რომ იქ დაგტოვე… ეს არ უნდა გამეკეთებინა! საერთოდ, რაზე ვფიქრობდი?!

ლილე ხმას არ იღებდა, წარბშეკრული აკვირდებოდა აარონის ფორიაქს და არც კი იცოდა, რა უნდა ეთქვა.

-მე… გაგათავისუფლე… შენი თმის კულული დავწვი და გაგათავისუფლე. – განაგრძო აარონმა, – ახლა შეგიძლია… რაც გინდა ის გამიკეთო! ჯანდაბა, ლილე, ხმა ამოიღე და რაიმე მითხარი გთხოვ! გამლანძღე, დამარტყი, მიყვირე …მე … მე ყველაფრის ღირსი ვარ! ძალიან რთულია ამის აღიარება მაგრამ… მგონი გრძნეული შემიყვარდა, თუმცა მზად ვარ გაგიშვა. ვიცი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემთან დარჩენას არ მოისურვებ!

-მართლა სულელი ხარ, აარონ! – წამოიძახა უცებ ლილემ და მამაკაცს თავისი გიშრისებრი თვალები მიანათა. – გგონია გამათავისუფლე?! ცოტა ხნის წინ თეთრი ცხენით ცეცხლში რომ შემოიჭერი და სიკვდილისგან მიხსენი, ის რა იყო?!

-ჩემი შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი… – წაილუღულღა დაბნეული სახით ბიჭმა.

-შეცდომის?! – ლილე ერთიანად დაიძაბა. – ერთ შეცდომას მეორეს უმატებ! შეიძლება სულ გავრბოდი, მაგრამ მომწონდა ის, რომ უკან დამდევდი. მომწონდა შენი მოულოდნელი გამოჩენები, შენც მომწონდი… მერე კი… როცა ჩემი თავი დავარწმუნე იმაში, რომ ჩვეულებრივი ქურდი იყავი, უცებ ნამდვილი რაინდივით შემოხტი იმ ცეცხლში და… ეს განგებ გააკეთე, არა?

-რაზე ამბობ? – აარონი კიდევ უფრო დაიბნა.

-გმირულ საქციელზე! – შეუყვირა გოგონამ. – მაიძულე შენში გმირი დამენახა!

-იმ წამს, მხოლოდ შენს გადარჩენაზე ვფიქრობდი! –  თქვა აარონმა და ლილეს მხრებში ჩააფრინდა. – რომელ საქციელზე მელაპარაკები?!

-რთულია ამის აღიარება, მაგრამ მგონი ქურდი შემიყვარდა, აარონ! – დაუყვირა ლილემ.

-კარგი ქურდი! – შეუსწოდა აარონმა. – აღიარე, რომ ერთმანეთს შევეფერებით.

-აარონ, მე…

მამაკაცმა გოგონას სიტყვის დასრულებაც არ აცადა, ძლიერად მოხვია ხელები, მკლავებში მოიქცია, ჯერ ლილეს დაჟინებულ მზერას გაუსწორა თვალი, მერე კი მის ტუჩებს დასწვდა. ლილეს ისევ სძლია სურვილმა, ამიტომ აარონისთვის წინააღდეგობა არც კი გაუწევია, თვითონაც მაგრად შემოხვია თავისი გამხდარი ხელები და მკერდზე მიეკრა. მამაკაცმა სწრაფად ჩაავლო ხელი მის პერანგს და ღილები შეუხსნა.

-აარონ! – დაიჩურჩულა უცებ ლილემ და ხელები გაუშვა. – მეფე შენს ოჯახს არ დაინდობს.

-რომელი მეფე? -ცლილეს კისრიდან თავი ასწია აარონმა და სიცილით იკითხა.

-ეს სასაცილო არ არის. – შეუბღვირა გოგონამ.

-შენი ჯადოსნური ფხვნილების წყალობით, მეფე ჭკუიდან გადავიყვანე. – განაგრძო აარონმა სიცილი, თან ლილეს ყელზე ტუჩებს ნელ-ნელა ასრიალებდა. – ის ჩემი ოჯახით მემუქრებოდა, თუმცა არა მგონია ახლა ამის ხასიათზე იყოს. სანამ აზრზე მოვა, რაიმეს მოვიფიქრებ.

-რაა? – წარბი შეკრა გოგონამ, აარონს თავი ააწევინა და თვალებში შეაჩერდა. – რომელი ფხვნილები გამოიყენე?

-ვარდისფერი, მწვანე და ცოტა ლურჯი. – მიუგო მშვიდი ხმით მან.

-ჯანდაბა! – წამოიძახა ლილემ.

-რა იყო? – გაუკვირდა აარონს.

-არა მგონია მეფე ოდესმე გონს მოვიდეს… ვერც კი წარმოიდგენ მაგ ფხვნილების გადაჭარბებულ დოზას, როგორი ეფექტი აქვს. – უპასუხა ლილემ.

-მაინც როგორი? – ჩაეძია აარონი.

-საშინელი! – ღრმად ამოიოხრა გოგონამ.

-მგონი დარიუსზე უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი გვაქს. – ეშმაკურად ჩაიცინა აარონმა, ლილე ისევ ხელებში მოიქცია.

*

ლილე, არც შემცდარა, საწამლავს მართლაც საშინელი ეფექტი ჰქონდა, რომელმაც მეფე დარიუსი საბოლოოდ შეშალა ჭკუიდან. მას მსოფლიოს საუკეთესო ექიმებმაც ვერაფერი უშველეს. ბევრი მცდელობის შემდეგ, დედოფალმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეშლილი მეფე ცალკე მდგარ კოშკში გამოეკეტათ, ხოლო ტახტზე, მეფის მცირეწლოვანი ვაჟი ასულიყო.

დელფოსის სამეფოს ძალიან გაუმართლა, რომ მომდევნო მეფეც იგივე სენით შეპყრობილი და ახირებული სულაც არ აღმოჩნდა. შეიძლება მემკვიდრე სულ რაღაც თხუთმეტი წლის იყო, მაგრამ საკმაოდ სერიოზული. ის ერთგული მრჩევლების გარეშე გადაწყვეტილებებს არადროს იღებდა. სწორედ ამიტომაც შეწყდა სამეფოში უდანაშაულო ხალხის გრძნეულებაში დადანაშაულება და მათი სიკვდილით დასჯაც.

 

 

***

“ოთხი წლის შემდეგ”

 

-რამდენი წელია ვალანსიაში არ ვყოფილვართ? – იკითხა ლილემ და მოსასხამი შეისწორა.

-მგონი… ოთხი წელია. – უპასუხა დაეჭვებით აარონმა და ვალანსიის მეფის სასახლეს ახედა.

სასახლის ეზოში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. ეროვნული დღესასწაული ჰქონდათ, შავ მაგიაზე გამარჯვებას ზეიმობდნენ და ამის გამო სასახლის კარი ყველასთვის ღია იყო. ნებისმიერ მსრუველს შეეძლო სამეფო სასახლე ენახა, მოელხინა და ამ მშვენიერებით დამტკბარიყო.

უცებ, სასახლის დიდ ვერანდაზე ვალანსიის ახალგაზრდა მონარქი, მეფე სებასტიანი გამოჩნდა. ზუსტად ისე გამოეყურებიოდა, როგორც ოთხი წლის წინ. მაღალი, განიერი მხრებით, მუქი თმით და შავი თვალებით. ქურდებს მისი გარეგნობა კარგად ახსოვდათ და ისიც კარგად ახსოვდათ, სებასტიანს რა სიტუაციაშიც შეხვდნენ.

მეფე მშვიდი ხმით მიესალმა ხალხს, ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული მონარქული სიტყვის წარმოთქმა განაგრძო.

-გახსოვს, ის დღე სებასტიანი რომ გავიტაცეთ? – გადაუჩურჩულა აარონმა ლილეს.

-რა დამავიწყებს. – გაეცინა გოგონას. – მის საცოლეს ისე სძულდა, რომ მისი მოტაცება დაგვავალა, ქორწილის ჩასაშლელად.

-ახლა კი მონარქები არიან და მათ სიყვარულზე ლეგენდები დადის. – ჩაიხითხითა აარონმა.

-ნუ გიკვირს, ჩვენც ასე არ დავიწყეთ? – მხარი გაჰკრა სიცილით ლილემ და ვერანდაზე გადმომდგარ მეფეს ახედა.

მოულოდნელად გოგონა ერთ ადგილას გაიყინა, რადგან იგრძნო, რომ სებასტიანი პირდაპირ თვალებში უყურებდა და ცოტა არ იყოს, გაოცებულიც ჩანდა. მეფე საუბარს განაგრძონბდა, მაგრამ ქურდებს თვალს არ აშორებდა. ხან ერთს მისჩერებოდა, ხან მეორეს და წლების წინ გონებაში ღრმად ჩაბეჭდილი სახეები ახსენდებოდა. ახსენდებოდა მოსასხამებში გახვეული ქურდები, რომლებმაც ქორწილის დღეს გაიტაცეს, და ხვდებოდა, რომ ის ქურდები, ახლა მისი სასახლის ეზოში იდგნენ.

სებასტიანი მაშინვე მიბრუნდა და იქვე მდგარ, სამეფო გვარდიის კაპიტანს რაღაც უჩურჩულა.

ლილემ და აარონმა თითქოს საფრთხე იგრძნეს, მაშინვე დაიხიეს უკან და გასასვლელისკენ დაიძრნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ხალხი იყო, წყვილს გზის გაკვლევა გაუჭირდა, ხოლო როცა უკვე კარიბჭემდე მიაღწიეს, წინ კაპიტანი გადაუდგათ და გზა გადაუღობათ. კაცი ნაცრისფერი თვალებით დააშტერდა ორივეს და დაკვირვებით შეათვალიერა.

-რა ხდება? – იკითხა აარონმა და წლების მანძილზე გამომუშავებულმა ჩვევებმა აიძულა ერთი ნაბიჯი წინ გადაედგა, რომ ლილეს გადაფარებოდა.

-მის უდიდებულესობას თქვენი ნახვა სურს, გთხოვთ გამოგვყვეთ. – უპასუხა კაპიტანმა მშვიდი ხმით.

-ვინ ბრძანდებით? – იკითხა აარონმა.

-სამეფო გვარდიის კაპიტანი, აბელ მერიზი. – უპასუხა ამაყად კაცმა და წყვილს თავი დაუკრა.

-სასიამოვნოა კაპიტანო, მე აარონი ვარ, ეს კი ჩემი მეუღლეა, ლილე. – გაუღიმა თავაზიანად აარონმა და კაპიტანს ხელი ჩამოართვა. – მომიტევეთ, მაგრამ რაიმე დავაშავეთ?

-მე მხოლოდ თქვენი მეფესთან მიყვანა მიბრძანეს, ასე რომ, ჯობია გამოგვყვეთ. – თქვა კაპიტნმა და ადგილიდან დაიძრა.

ლილემ და აარონმა ერთმანეთს გადახედეს. უსიტყვოდ ანიშნეს ერთმანეთს, რომ ჯობდა კაპიტანა დამორჩილებოდნენ, შემდეგ კი უკან გაჰყვნენ მას. კაპიტანი წყვილს მაღალ კიბეებზე აუძღვა და გრძელ დერეფანში გააბიჯა. ცოტა რომ გაიარეს ქურდების ყურადღება კედელზე დაკიდებულმა პორტერეტებმა მიიქცია. უფრო სწორად მხოლოდ ერთმა პორტრეტმა, რომელზეც მეფე სებასტიანი იყო გამოსახული და რომელიც საგრძნობლად დაზიანებული ჩანდა. ვიღაცას რამდენიმე ადგილას გაეჭრა, მაგრამ მერე ისე შეეწებებინათ, რომ განაჭრელი ადგილები გადაფარულიც კი არ იყო.

-აქეთ! – წარმოთქვა კაპიტანმა მტკიცე ხმით და ქურდებს კაბინეტში შეუძღვა.

მეფე სებასტიანი სავარძელში მოკალათებულიყო. როცა ისინი დაინახა, აბელს ანიშნა სხვა გვარდიელები გაეშვა და თვითონ კაბინეტში დარჩენილიყო. კაცმა ერთხანს უყურა მის წინ ჩამომჯდარ ქურდებს, მერე კი ცინიკურად ჩაიცნა და მკაცრი ხმით თქვა.

-ყოველგვარი ზედმეტების გარეშე, გეტყვით, რომ თქვენზე ყველაფერი ვიცი!

აარონმა ლილეს ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა და სცადა მისი აცახცახებული სხეული, ცოტათი მაინც დაემშვიდებინა.

-ოთხი წლის წინ, თქვენი სახეები ვნახე და დამამახსოვრდით! – განაგრძო მეფემ. – თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებმაც ქორწილის დღეს ჩემივე საცოლის დავალებით გამიტაცა, ხომ ასეა?

-ჩვენ… – აარონს ხმა ჩაუწყდა.

-უარყოფას აზრი არ აქვს! – შეაწყვეტინა სებასტიანმა. – სასახლის ეზოში, რომ დაგინახეთ მაშინვე გიცანით. საქვეყნოდ სახელგანთქმული ქურდები ხართ, მაგრამ ბოლო ხანებია არსად გამოჩენილხართ. ძველ საქმიანობას შეეშვით?

-დიახ! – უპასუხეს ერთდროულად ქურდებმა.

-მოგიწევთ დაუბრუნდეთ! – ეშმაკურად ჩაიცინა მეფემ და თვალები უცანურად აუელვარდა.

-რა ?! – წამოიყვირა ლილემ.- რატომ?

სებასტიანს უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ უცებ კაბინეტის კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ორი ბავშვი შემოვარდა. დახლოებით სამი-ოთხი წლისანი იქნებოდნენ. გოგონას ქერა კულულები  და მუქი თვალები ჰქონდა, პატარა ბიჭს კი წაბლისფერი თმა და ნაცრისფერი თვალები. ბავშვებმა მხირული შეძახილებით შემოუარეს მაგიდას და სებასტიანს ხელებზე ჩაებღაუჭნენ.

-მამა! – იყვირა ქერა გოგონამ და კაცს კალთაში ჩაუხტა. – ცხენობანას გვეთამაშები?

-ბიძია სებასტიან, გვეთამაშე ძალიან გთხოვ. – თვალები საყვარლად აახამხამა პატარა ბიჭმა და ისიც კისერზე ჩამოეკიდა მეფეს.

აბელი სიცილს ძლივს იკავებდა, სებასტიანი კი უხალისოდ ატრიალებდა თვალებს და ამ პატარა პარაზიტების მოშორებას ცდილობდა.

-ბავშვებო, რამდენჯერ გაგაფრთხილეთ, რომ კაბინეტში ასე არ უნდა შემომივარდეთ?! – აბუზღუნდა მეფე.

-გვეთამაშე რა!

-ჰო, გვეთამაშე! – გააბეს ბავშვებმა ყვირილი და ხტუნვა დაიწყეს.

ქურდები გაოცებულები უყურებდნენ ამ სანახაობას და თავს ძლივს იკავებდნენრ, რომ არ ახარხარებუყლიყვნენ. კაპიტანმა ვეღარ მოითმინა, სებასტიანს მიუახლოვდა, პატარა ბიჭი ხელში აიყვანა და მშვიდი ხმით უთხრა.

-ხომ გაგაფრთხილე, რომ ნანასთან გეთამაშა?

-მამიკო, უთხარი რა ბიძია სებასტიანს გვეთამაშოს. – ისევ განაგრძო ბავშვმა.

-გეთამაშებათ, მაგრამ ცოტა მოგვიანებით…

აბელს სიტყვა გაუწყდა, რადგან კაბინეტის კარი კიდევ ერთხელ გაიღო ხმაურით  და შიგნით აქოშინებული ქალი შემოვარდა. მუქი თმა სულ აბურძგნული ჰქონდა, სახეზე კი აწითლებული იყო და თან მძიმედ სუნთქავდა.

-ქრისტინა, ვინემს ხომ არ ეძებ? – შეუბღვირა სებასტიანმა.

-ბავ… შვები… – ძლივს ამოღერღა ქალმა და ღრმად ჩაისუნთქა. – ბავშვები… კი არა ურჩხულები არიან… მთელს სასახლეში დავეძებ, ესეინი კიდე…

-წაიყვანე, გთხოვ! – ჩაერია აბელი და ორივე ბავშვი უცნაური ღიმილით  ქრისტინას გადასცა. ქალმა პატარებს ხელები მაგრად ჩასჭიდა, მერე ქურდებს ალმაცერად შეხედა, კიდევ ერთხელ მოიბოდიშა და ოთახიდან გავიდა.

-ამ ბავშვებმა ერთხელ მაინც რომ აღმიქვან მეფედ და „თქვენო უდიდებულიესობავ“ დამიძახონ, რაიმე დაშავდება? – ჰკითხა ბრაზით სებასტიანმა კაპიტანს.

-მას შემდეგ, რაც ვნახე, როგორ ეთამაშებოდი ბავშვებს ცხენობანას, მეფედ მეც კი ვეღარ აღგიქვამ. – მხიარულად ჩაიცინა აბელმა, მაგრამ სებასტიანის შეკრული წარბები რომ დაინახა, მაშინვე შეიცავალა გამომეტყველება და უკან დაიხია.

მეფე უხერხულად შეიშმუშნა, მერე  ისევ თავის „ სტუმრებს მიუბრუნდა, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს, და საუბარი განაგრძო.

-მოკლედ, ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ, ამიტომ პირდაპირ გეტყვით. – წარმოთქვა მან მტკიცე ხმით. – მე და ჩემმა  მეუღლემ, რაღაცაზე ვიკამათეთ. ისიც ადგა და ზამთრის სასახლეში, თავის დამცველთან, ანუ  დედაჩემთან-დედოფალ სესიალიასთან გაემგზავრა. ხვალ საღამოს ბრუნდება და მინდა გაიტაცოთ!

-რაა?! – ერთდროულად იყვირეს ქურდებმა და მეფეს ისე შეხედეს, თითქოს მის ჯანმრთელობაში ეჭვი ეპარებოდათ.

-ჰო, – თავი დაუქნია მეფემ, მერე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადასწია და შორს, ჰორიზონტზე მკრთალად მოლივლივე ღრუბლებს შორის ჩაკარგულ, მაღალ კოშკზე მიუთითა. – გაიტაცებთ და იქ მიიყვანთ!

-ის ხომ… დედოფალია?! – წარბი შეკრა ლილემ. – როგორ გავიტაცოთ, ან ეს რაში გჭირდებათ?

-მოდით, ზედმეტ კითხვებს ნუ დავსვამთ! – ხელის აწევით შეაჩერა მეფემ, მერე საწერი მაგიდის უჯრიდან დიდი ზომის გასაღები ამოიღო, აარონს მიაწოდა და დაამატა. – ეს კოშკის გასაღებია, კატალინას იქ მიიყვანთ და დამელოდებით. მანამდე კი ეცადეთ არ გაგექცეთ და არც რაიმე წამოგცდეთ მასთან.

-ეს… რატომ უნდა გავაკეთოთ? – იკითხა ინტერსით აარონმა.

-თუ ამას არ იზამთ, ჩემი გატაცებისთვის სახრჩობელაზე ჩამოგკიდებენ!

-ეს დიდი ხნის წინ იყო.

-ვალანსიელები დანაშაულს არ ივიწყებენ.

-მაგრამ… ჩვენ ამ საქმეს შევეშვით. უბარლოდ ნორმალურად ხცოვრება გვინდა, – შეეკამათა ლილე, – გვინდა საკუთარი მიწა და პატარა მამული გვქონდეს, მშვიდად ვიცხოვროთ და არაფერი გვემუქრებოდეს.

-თუ ამას გააკეთებთ, ყველა ბრალდებას მოგიხსნით, ვალანსიის დედაქალაქთან ახლოს, ძალიან ნოყიერი მიწებია და იქიდან ერთ-ერთს მიიღებეთ. კიდევ ოქროს, რომ სახლის აშენება და მეურნეობის დაწყება შეძლოთ. აბა, რას იტყვით?

-მართლა? – იკითხეს ერთდროულად ქურდებმა, რადგან ამ წინადადებით ორივენი მოხიბლულები იყვნენ.

-რა თქმა უნდა! – წარბი შეკრა სებასტიანმა. – მე ვალანსიის მეფე ვარ და ჩემს სიტყვას არასოდეს ვღალატობ!

აარონი ლილეს შეაჩერდა თვალებში და რაღაც ანიშნა, ისიც მისკენ გადაიხარა და რამდენიმე წამის განმავლობაში ჩურჩული გააბეს. მერე ერთმანეთს გაუღიმეს, ისევ მეფეს მიბრუნდნენ და ერთდროულად თქვეს.

-თანახმა ვართ!

 

 

***

კოშკი, რომელიც ერთ დროს შუქურას წარმოადგენდა, ძალიან მყუდრო და ლამაზი იყო. გათლილი ქვით მოპირკეთებული იატაკი, ასეთვივე ქვით ნაშენი კედლები. რბილი, მოჩუქურთმებული ავეჯი, სხვადასხვა ცხოველის ტყავი და უზარმაზარი ბუხრები ამშვენებდა. როგოც სებასტიანმა ითხოვა, ქურდებმა დედოფალი კატალინა სასადილო ოთახში შეყვანეს და ბუხრის წინ საკამზე დააბეს.

ქალი ჯერ კიდევ უგონოდ იყო. გრძელი, მწვანე მოსასხამი, სულ სველი და ტალახიანი ჰქონდა, ოქროსფერი კულულები მხერბზე ჩამოშლოდა, ლამაზ სახეზე კი მშვიდი იერი დაჰკრავდა.

დედოფალი რამდენიმე წუთში გონს მოვიდა, მაგრამ ვერ მიხვდა მის თავს რა ხდებოდა. თვალების გახელას ცდილობდა, თუმცა თავზე მაგრად შემოხვეული ნაჭრის ნაგლეჯი ამის საშუალებას არ აძლევდა. ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული და ვერც კი ინძრეოდა. 

დედოფალი წამით გაჩერდა და მომხდარის გახსენება სცადა. მოულოდნელად თვალწინ უცნაურმა მოგონებებმა გაურბინა. გაახსენდა წვიმიანი ამინდი, გზაზე წაქცეული ხე, პანიკური შეძახილები და კისერში მოხვედრილი ისარი.

კატალინა უხერხულად შეიშმუშნა, თავი მარცხენა მხარეს გადახარა და კისერი მხრის ძვალს გაუხახუნა, რომ ეს აუტანელი ტკივილი მოეშორებინა. უცებ ქალმა მარჯვენა მხრიდან მომავალი სითბო იგრძნო და ხმელი შეშის ტკაცუნის ხმაც შემოესმა. ეს გარემო და ეს სიტუაცია მისთვის იმდენად ნაცნობი იყო, რომ თითქოს ამოიცნო კიდეც, მისი ადგილმდებარეობა.

ამ დროს, კატალინას იქვე მყოფი ქურდების ნაბიჯების ხმა შემოესმა. მიხვდა, რომ ოთახში კიდევ ვიღაც იყო, ამიტომ მთელი ძალა მოიკრიბა და განრისხებული ხმით დაიყვირა.

-რა ხდება?! სად ვარ?! ვინ ჯანდაბები ხართ?!

-მალე გაიგებთ! – უპასუხა აარონმა მშვიდი ხმით.

-თქვენ… ხვდებით მაინც ვინ მოიტაცეთ?! – კბილებში გამოსცრა კატალინამ. – მე ვალანსიის დედოფალი ვარ! ამისთვის სიკვდილით დაგსჯიან!

-სებასტიანიც იგივეს ამბობდა, რომ მოვიტაცეთ. – გადაუჩურჩულა აარონმა ლილეს და ორივემ ერთდროულად ჩაიცინეს.

-რა ხდება, ამიხსენით! – განაგრძო დედოფალმა.

-მშვიდად იჯექით და ყველაფერი მალე დასრულდება. – მიუგო ლილემ.

მოულოდნელად, სასადილო ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე ერთიანად გაწუწული სებასტიანი გამოჩნდა. ჩვეულებრივი სამოსი ეცვა, ისიც ქურდებივით მოსასხამში გახვეულიყო და წვიმის წყალი სახეზე წურწულით ჩამოსდიოდა. მეფეს თან არც კაპიტანი ახლდა და არც სხვა მცველბი, სრულიად მარტო იყო და იარაღიც კი არ ჰქონდა.

-სახვევი მოხსენით! – ბრძანა მტკიცე ხმით მეფემ.

-სებასტიან? – კატალინამ მაშინვე იცნო მისი ხმა, ხოლო როცა სახვევი მოხსნეს, მწვანე თვალები შუბლზე აუვიდა და მეუღლეს გამჭოლი მზერა ესროლა. – რა ჯანდაბა ხდება?!  სულ გაგიჟდი?!

-სიტყვებს დაუკვირდი, ვალანსიის მეფეს ესაუბრები! – ცინიკურად გაიღიმა სებასტიანმა.

-ხელები გამიხსენი, თორემ გეფიცები მაგ თვალებს ამოგთხრი! – დაემუქრა კატალინა, მერე კუთხეში აზუტულ ქურდებს გახედა და იკითხა. – ესენი ვინ არიან?!

-ადამიანები, რომლებიც ორჯერ დაგეხმარნენ. – ჩაიცინა მეფემ. – ერთელ, ჩემს მიერ დატყვევებული, შენი მსახურები გაათავისუფლეს ციხიდან და მეორეჯერ  მე გამიტაცეს.

-არ არსებობს! – წამოიძახა დედოფალმა და ქურდები კარგად შეათვალიერა. – სად იპოვე ისინი?

-გრძელი ამბავია. – თავი უდარდელად გააქნია სებასტიანმა, მერე კატალინასკენ დაიხარა, ხელებით სკამის სახელურებს დაეყრდნო, ქალს თვალებში ჩააშტერდა და უთხრა. – გავთანაბრდით!

-მეფე ხარ და პატარა ბავშვივით იქცევი. – შეუღრინა კატალინამ მეუღლეს. – იმის მაგივრად, რომ ყვავილებით, ან საჩუქრებით გეცადა ჩემთან შერიგება, ვიღაც ქურდებს ჩემი გატაცება დაავალე? ყოჩაღ სებასტიან, შენი გონება საზღვრებს არ ცნობს!

-კარგად გიცნობ კატალინა და ვიცი, რომ მოსაწყენი საჩუქრები და ყვავილები უფრო მეტად გაღიზანებს. – შეეკამათა მეფე. – თანაც, რა არის იმაში ცუდი, თუ ჩემს ცოლთან განმარტოვება მინდა?

-შენი ცოლი ქურდებს მოატაცებინე! – ისევ გაუმეორა კატალინამ.

-ჩემმა ცოლმაც მოატაცებინა, ჩემი თავი ამ ქურდებს!

-მაშინ შენი ცოლი არ ვიყავი!

კატალინამ ღრმად ჩაისუნთქა. უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა მეუღლესთან კამათი, მაგრამ გრძნობდა, რომ საღი აზროვნების უნარს ნელ-ნელა კარგავდა, რადგან სებასტიანის სიახლოვეს ვეღარ უძლებდა.

მისგან წამოსული სითბო მთელს სხეულზე ედებოდა, მის თბილ სუნთქვას კი ტუჩებზე გრძნობდა. რამდენიმე კვირა იყო გასული, რაც მეუღლე არ ენახა, და ახლაღა ხვდებოდა, რაც ენატრებოდა ყველაზე მეტად.

-ბოლოს მარტო როდის დავრჩით აღარც მახსოვს. – ამოიოხრა სებასტიანმა.

-ივერიაში რომ ვიყავით, ჩემი ძმის კორონაციაზე. – შეახსენა კატალინამ.

-ააჰ, ჰო, გამახსენდა! – წამოიძახას მეფემ. – ისე, ივერიელებს ძალიან კომფორტული თავლები გქონიათ. არ გინდა შენს ძმას ვუთხრათ, რომ ივერიელი მშენებლები გამოგვიგზავნოს?

-რისთვის? – წარბი შეკრა დედოფალმა.

-რომ აქაც ავაშენოთ მსგავსი თავლები და მერე განვმარტოვდეთ ხოლმე. – ეშმაკურად ჩაიცინა სებასტიანმა.

-იქნებ ჯერ ხელები გამისხნა? – მაცდურად გაიღიმა კატალინამ.

სებასტიანმა მეუღლის თხოვნა შეასრულა და ხელები მაშინვე გაუხსნა. დედოფალმა დრო იხელთა, სებატიანს განრისხებულის სახით შეხედა, ხელი მიუქნია და მთელი ძალით გააწნა სილა.

-ეს იმისთვის, რომ ასე შემაშინე! – შეუყვირა მან.

მეფეს თვალებიდან ლამის ნაპერწკლები გასცვივდა,,წარბები ბრაზით შეჭმუხნა და კატალინას გააფთრებული სახით შეხედა. რამდენიმე წამით ასეთი სახით უყურეს მონარქებმა ერთმანეთს. უცებ სებასტიანი ადგილს მოსწყდა, კატალინასთან მივარდა, ხელები ძლიერად ჩაავლო, კისერი დაუჭირა  და მის ბაგეებს მიეწება. კატალინამ ერთი წამით გაიბრძოლა, მაგრამ  მონატრებულმა, საყვარელი მეუღლის კოცნამ და შეხებამ უმალ ყველაფერი დაავიწყა. სებასტიანმა დედოფალს წელზე ხელები ძლიერად მოავლო, ხელში აიყვანა და სასადილო მაგიდაზე შემოსვა, თანაც ისე, რომ მის ტუჩებს არ მოშორებია.

ქურდებმა გაოცებულის სახეებით გადახედეს ერთმანეთს და უხერხულობისგან სახეზე აწითლდნენ კიდეც.

-უკაცრავად! – სიჩუმე ისევ აარონმა დაარღვია. – შეიძლება წავიდეთ?

სებასტიანმა თავი ასწია და ამღვრეული მზერა ქურდებს მიაპყრო, მერე სწრაფად მოვიდა აზრზე, ჯიბიდან ოდნავ დანამული გრაგნილი ამოიღო და აარონს გაუწოდა.

-აქ მიწის ჩუქების საბუთია, ამიერიდან საკუთარი მამული გაქვთ.

-ანუ, არაფერი გვემუქრება? – დააზუსტა ლილემ.

-არაფერი! – გაიმეორა მტკიცედ მეფემ.

-გმადლობთ. – გაიღიმა აარონმა და მეფეს თავი დაუკრა.

სებასტიანი ისევ კატალინას მიბრუნდა და წარბები უცნაურად აათამაშა. ქალმა ეშმაკურად  ჩაიცინა და ქმარს თვალით რაღაც ანიშნა.

-რომ გახვალთ, კარი გაიხურეთ! – ძლივს მოასწორ სებასტიანმა ამ სიტყვების დაძახება, კატალინა მკლავებში მოიქცია და მაგრად მოეხვია.

-გიჟები! – ჩაილაპარაკა აარონმა და სასადილო ოთახის კარი მაგრად გამოიხურა.

-ძალიან უცნაური წყვილია, არა? – ჰკითხა ლილემ, რომელიც სახეზე ჯერ კიდევ ხურდა წეღანდელი უხერხულობისგან.

-უცნაური, კიდევ რბილად ნათვამია. – გადაიხარხარა აარონმა და კოშკის მთავარი შესასვლელი კარი გამოაღო.

გარეთ ისევ საშინლას წვიმდა, ცაზე ყოველ წამს ელვა იკლაკნებოდა და ზემოდან დაშვებულ წვიმის ფარდას ანათებდა.

-ესე იგი, უკვე ჩვენი  მამული გვაქვს. – გაიღიმა ლილემ და გრაგნილს დახედა.

-ერთი სული მაქვს ვნახო. – ჩაილაპარაკა აარონმა.

-მაშინ წავიდეთ! – გაეცინა ლილეს.

-წავიდთ! – გაუღიმა აარონმა და მეუღლეს ხელი ჩაჰკიდა, შემდეგ კი გაზაფხულის შხაპუნა  წვიმაში თამამად გააბიჯეს და კოშკის მძიმე კარი, ხმაურით გამოიხურეს.

 

დასასრული

ავტორი:

ავიღოთ 300 გრამი რეალობაში არეული ფანტაზიები, დავუმატოთ ერთი ჭიქა გამოგონილი ადგილები, შევურიოთ ორი ს/კ მხიარული ამბები, მოვაყაროთ ერთი ჩ/კ არასტანდარტული პერსონაჟები და მწიკვი მაგია ... ასე იქმნება მარგარიტას მოთხრობები 😄💚

დატოვე კომენტარი