Posted in ეპიკ-სთორი, რომანი

ზღაპარ იყო – {თავი 6}

*მისტერიები*

თითქმის უკვე შუადღე იყო, როცა ბელადონას სახლი ხმაურმა მოიცვა. მანამდე სახლის ყველა ბინადარს ღრმა ძილით ეძინა.

დამქანცველი და მშფოთვარე დღეების შემდეგ, მათ სხეულებსა და გონებას მოდუნება ისე სჭირდებოდა, შუადღემდე არავის გაღვიძებია, თავად მასპინძლის გარდა.

შუადღის მზე უკვე ძლიერად აცხუნებდა, როცა ლინდამ საუზმობა გადაწყვიტა. როცა კიბეზე ჩადიოდა, უცნაური ხმები შემოესმა. ჯერ ბელას საუბარი გაიგონა. ქალი ძალიან სწრაფად ლაპარაკობდა და თან ხმამაღლა იცინოდა, შემდეგ კი ირის წამოკივლება გაიგო, გეგონებოდათ ვიღაც სცემსო. ლინდამ სწრაფად ჩაირბინა კიბეები, დერეფანი გაიარა და სახლის უკანა ნაწილში მდებარე სააბაზანო ოთახის კარი შეაღო.

იქ, როგორც წინა დღეს, მცენარეების, თაფლისა და რძის სუნი იდგა. გრძელ, ხის სკამზე ირი ჩამომჯდარიყო, მისი ფეხები კი ბელას კალთაში ჩაეწყო, ტილოს ნაჭერზე ცვილს უსვამდა, ფეხებზე აკრავდა, მერე კი სწრაფად ატყავებდა.

საწყალ ირის თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, თითებით კი სკამის საზურგეს ჩაბღაუჭებოდა და კივილის შეკავებას ცდილობდა.

-რას აკეთებთ? – უნებლიეთ გაეცინა ლინდას, რადგან ამ კითხვაზე პასუხი უკვე ისედაც იცოდა.

-ცვილით ეპილაციას. რიგში ჩადექი. – მიუგო სიცილითვე ბელამ.

-მე არ მჭირდება. ლაზერული მაქვს გაკეთებული. – თქვა ქალმა.

-ეგ რა არის? – დაინტერესდა ირი.

-ეს… – დაყოვნდა ქალი, რადგან ასახსნელად საჭირო სიტყვებს ეძებდა, – დანადგარია, რომლითაც სხეულიდან თმის მოშორებაა შესაძლებელი.

-შენ ცვილიც გეყოფა. – უთხრა სიცილით ბელამ გოგონას და კანზე დაკრული ტილოს ნაჭერი მთელი ძალით აატყავა.

-ჯანდაბა! – წამოიკივლა გოგონამ, ბელამ კი ხმამაღლა გადაიკისკიკა.

-პირველად რომ იკეთებ, მაგიტომაც გტკივა. მერე კანი ეჩვევა. – დაამშვიდა ქალმა.

-ბიჭები სად არიან? – კითხვა დასვა ლინდამ.

-ლუი საუზმეს ამზადებს, ანრი კი ცხენებს წყალს ასმევს. 

-ოლივერი? – ისეთი გულგრილობით იკითხა ქალმა, თითქოს დიდად არც აინტერესებდა.

-სანაპიროზეა. – ბელამ და ირიმ ერთმანეთს მრავლისმეტყველი მზერით გადახედეს.

უეცრად კარის გაჯახუნების ხმა გაისმა, შემდეგ კი ანრიმ ხმამაღლა დაიყვირა.

-ქალბატონებო, სად ხართ?

-არ შემოხვიდე? – შეჰკივლა უცებ ირიმ და ფეხების დაფარვა სცადა, თუმცა ქალმა მაგრად დაიჭირა და განძრევის საშუალება არ მისცა. გოგონა უხერხულობისგან სახეზე სულ აწითლდა. აჩქარდა, აფაფხურდა და  კაბის გასწორება მოინდომა, თუმცა უკვე გვიანი იყო, რადგან ანრი ლინდას უკან იდგა და ოთახში ინტერესით იჭყიტებოდა.

-რა ხდება? – იკითხა მან გაფართოებული თვალებით.

-გეყოფა, გადი აქედან! – დაუყვირა ირიმ.

-რას აკეთებთ? – თვალებში უცებ პატარა დაემონები აუციმციმდა მამაკაცს. – ეს ცვილია?

-ანრი!

-ორ დასთან ერთად გავიზარდე, ირი, ვიცი მაგას რისთვისაც იყენებენ ქალები. – ფართედ გაიცინა მამაკაცმა. აშკარად ეტყბოდა, რომ ირის უხერხულ სიტუაციაში ჩაყენება, ცოტათი ართობდა კიდეც.

-არაგონ, გაეთრიე! – დაუკივლა უცებ ირიმ, სკამზე გადაფენილ პირსახოცს ხელი წამოავლო და კარის მიმართულებით ისროლა.

-კარგი, ჰო… – პირსახოცი დაიჭირა მამაკაცმა, – უბრალოდ… იმის თქმა მინდოდა, რომ საუზმე მზად არის. ლუი ყველას გვიხმობს.

-მოვალთ. – უთხრა ლინდამ და ხელი უბიძგა.

ანრიმაც სიცილით გადააქნია თავი და სამზარეულოსკენ წავიდა.

ბელამ ბოლოჯერ აატყავა ირის კანზე დაკრული ცვილი, შემდეგ კი კანის დასამშვიდებლად ქოქოსის კარაქი წაუსვა. 

როცა პროცედურას მორჩნენ, ყველანი სამზარეულოში შეიკრიბნენ და ლუის მიერ ფაქიზად გაწყობილ მაგიდას შემოუსხდნენ. ბიჭს იდეალურ ზომებად დაეჭრა ყველი, ხილი და ახლაგამომცხვარი ვაშლის ღვეზელი. ომლეტი და წვნიანიც გაემზადებინა, ჭიქებში კი მწვანე, პიტნიან ჩაი ჩამოესხა, რომელსაც სასიამოვნო არომატი ასდიოდა.

-ოლივერს არ დაველოდოთ? – იკითხა ლინდამ.

-უკვე ვუთხარი, მაგრამ საუზმეზე უარი თქვა. – უპასუხა ლუიმ. – ბატონ ოლივერზე ძალიან ვდარდობ. არც გუშინ უჭამია კარგად. ასე თუ გააგრძელებს, გახდება და ისეთი ძლიერი სხეული აღარ ექნება, როგორც ადრე.

-ნუ დარდობ, ლუი, ოლივერმა იცის, როგორ უნდა მიხედოს საკუთარ თავს. – მიუგო ირიმ. – ნახევარი ცხოვრება ამას მარტო აკეთებდა.

ლინდამ ორივეს გადახედა, მერე კი პიტნიანი, გემრიელი ჩაი მისვა. როცა ხელი ვაშლის ღვეზელისკენ გასწია, უეცრად ლუიმ შეჰყვირა.

-არა, ქალბატონო ლინდა, ეგ არ ჭამოთ!

-რატომ? – შეშინებულმა ქალმა ხელი უკანვე სწრაფად გამოსწია.

-კვერცხით და კარაქით მოვამზადე. თქვენთვის სხვა რამ გამოვაცხვე. – თქვა ბიჭმა და მოწნილ კალათზე დალაგებული მოცვის კექსები ქალს წინ დაუდო.

-ლუი, სერიოზულად? – უნებლიეთ გაეცინა ლინდა, დაიხარა და კენკრის არომატიანი კექსების სურნელი ღრმად შეისუნთქა. 

-და ვაშლის ღვეზელს რა სჭირს? – იკითხა ბელამ.

-ქალბატონი ლინდა ცხოველურ პროდუქტებს არ იღებს, – აუხსნა ბიჭმა, – ვეგანია.

-აჰ, – გაეცინა ბელას, – მე კიდევ ვიფიქრე, რომ ლუპერკალიების წინა მარხვას იცავდა.

მის სიტყვებზე ლინდას ჯერ გაეცინა, მერე გადაწყვიტა ბელასთვის აეხსნა ვეგანობა რას ნიშნავდა, მაგრამ მისი ღიმილით და მისი გამომეტყველებით მიხვდა, რომ ქალმა უკვე კარგად იცოდა ვეგანობის შესახებ, რაც ქარვის სამეფოს მკვიდრისთვის, ცოტა არ იყოს, უცნაური ჩანდა.

ჩაფიქრებულმა ლინდამ სახე რომ მიაბრუნა, უეცრად დაინახა, ლუიმ თავისი თეფში როგორ აიღო და სადღაც, სამზარეულოს მეორე ნაწილში მდგარი პატარა მაგიდისკენ წავიდა.

-რას აკეთებ? – გაოგნდა ქალი.

-მე… აქ ვისაუზმებ. – ენა დაება ბიჭს.

-მანდ რატომ? აქ ხომ უამრავი ადგილია?

-მე მსახური ვარ, ქალბატონო ლინდა. მსახურები ბატონებთან ერთად არ ჭამენ. – ძალდატანებით გაიღიმა ლუიმ.

-ბანაკში ხომ ჭამდი ჩვენთან ერთად? – გაოგნდა ქალი.

-ის ბანაკი იყო. ეს კი სახლია, ოჯახი და სუფრაა…

-ეგრე მეც მსახური ვარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ სამზარეულოს მეორე კუთხეში უნდა ვჭამო. – ცალი წარბი ასწია ირიმ.

-თქვენ ქალი ხართ… თანაც სუფრასთან თქვენი ბატონი არაა, ჩემი კი…

-კარგი რა, ფუნთუშა, – თვალები გადაატრიალა ანრიმ, – დიდი ხანია შენი ბატონი აღარ ვარ.

-არც მე ვარ ამ სახლის ქალბატონი. უბრალოდ აქ ვცხოვრობ. – სიცილით ჩაუკრა თვალი ბელამ.

-აქ მოდი. – მის გვერდზე ცარიელ სკამზე ხელი დაუტყაპუნა ირიმ.

-მოდი, ლუი. ფეხს ნუღარ ითრევ. – შეუბღვირა ლინდამ.

ბიჭმა უხერხულად გაუღიმა, მერე კი თავისი თეფში აიღო და დანარჩენებს შეუერთდა. გოგონამ მხარი სიცილით გაჰკრა, რითიც ბიჭს კიდევ უფრო კომფორტულად აგრძნობინა თავი მათ საზოგადოებაში.

-ირიმ მითხრა, რომ სხვა სამყაროდან ხარ. – უცებ თავი ასწია ბელამ და ლინდას ინტერესით შეაცქერდა. 

-აჰ… მე… დიახ… – ცოტათი დაიბნა ქალი. მერე ირის უკმაყოფილო სახით გადახედა და ჰკითხა, – არ ფიქრობ, რომ ამას ყველას არ უნდა ვეუბნებოდეთ? 

-ის… თვითონ მიხვდა. – მხრები აიჩეჩა გოგონამ.

-ჰო, ვიეჭვე და მერე მას ვკითხე. – დაამატა ბელმა. – შენგან განსხვავებული აურა მოდის. ასეთებს აქაურები არ ატარებენ. ჩვენ, მაგიური არსებები, ამას მარტივად ვხედავთ და ვგრძნობთ.

-ჰო, ჩემი სხეული სხვა სიხშირეზე ვიბრირებს. – ამოიოხრა ლინდამ.

-გამიგია, რომ სამყაროებს შორის მოგზაურობა მხოლოდ მაგიურ არსებებს შეუძლიათ. – თქვა ანრიმ. – მაშინ… როგორ აღმოჩნდა ლინდა აქ?

-მაგიური არსება არ ვარ. – სწრაფად თქვა ქალმა. უკვე მერამდენედ უწევდა იმის მტკიცება, რომ ჩვეულებრივი მოკვდავი იყო.

-ნამდვილად არ ხარ, მაგრამ შენგან რაღაცას ვგრძნობ. – მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო ბელა, მისკენ გადაიხარა და ქალს თვალებში ჩააკვირდა.

-ეგ რას ნიშნავს?

-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია… რაღაც გაქვს გენებში, რასაც ვერ ვხსნი. ეს არც წმინდა მაგიაა და არც მთლად სიცარიელე. შეიძლება წინაპრებში ვიღაც გყავდა მაგიური ძალებით დაჯილდოებული.

-გგონია, აქ ამან გადმომისროლა?

-სამოგზაურო კრისტალი საკმაოდ რთული მაგიური არტეფაქტია. ზოგჯერ მისი ძალა არაპროგნოზირებადია. ამიტომაც იკარგებიან ჯადოქრები მისი გამოყენებისას. მართალია, თუ კრისტალს ჩვეულებრივი მოკვდავი გატეხავს, არც არაფერი მოუვა, მაგრამ თუ მაგიური არსება კრისტალს მოკვდავის ფეხებთან დაამსხვრევს, ეგ სულ სხვა საკითხია.

-ანუ მთავარი ის არის, თუ ვინ ტეხავს კრისტალს? – ჰკითხა ირიმ. – შეიძლება შენ გატეხო კრისტალი, ხელი ჩამკიდო და სადღაც, სხვა სამყაროში წამიყვანო?

-კი, ასეა.

-მაგრამ… კრისტალი მე გავტეხე. იქ ჩემ გარდა არავინ იყო. მამაჩემი მერე შემოვარდა ოთახში. თან… როგორც ვიცი, მამა გრძნეული არაა.

-ამიტომაც ვამბობ, რომ რაღაც გაქვს გენებში, რისი ახსნაც არ შემიძლია. – ცალყბად გაეღიმა ბელას.

სუფრასთან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე წუთს მხოლოდ თეფშებზე ჩანგლების წკარუნის ხმა ისმოდა, შემდეგ კი ეს სიჩუმე ირიმ დაარღვია. მასპინძელს მიუბრუნდა და ჰკითხა.

-ბელა, შენ ხომ ელია მკითხავს იცნობ?

-კი, დიდი ხანია.

-მან ლინდას გაფუჭებული კრისტალი მიჰყიდა.

-სამოგზაურო კრისტალი?

-ჰო.

-მატყუარა! – თავი სიცილით გააქნია მან. – ელიას კრისტალი არასდროს ჰქონია, მხოლოდ მისი იმიტაციის შექმნა შეძლო.

-ასეც ვიფიქრე.

-ნამდვილი და ყალბი კრისტალების გარჩევა არც ისე რთულია. ნამდვილი კრისტალი ტყვიასავით მძიმეა, ყალბი კი ბამბის ნაყინივით მსუბუქი. – განმარტა ბელამ.

ამ სიტყვების გაგონებისას, უეცრად ლინდას გონებაში მჭრელი დანასავით გაჰკრა რაღაც აზრმა. თვალის გუგები გაუფართოვდა, წარბები მაღლა აზიდა და ბელადონას გაოგნებულმა შეხედა.

-რა თქვი? 

-რა? 

-ტყვიასავით მძიმეა? ბამბის ნაყინივთ მსუბუქი?

-ტყვია რა არის? – იკითხა პირგამოტენილმა ანრიმ.

-ბამბის ნაყინი რა არის? – იკითხა ირიმ.

-ის, რაც ამ სამყაროში ჯერ არ გამოუგონიათ და ეს ფრაზებიც ფიზიკურად ვერ იარსებებს… თუ რა თქმა უნდა, შენც…

ლინდამ აღელვებისგან წინადადების დასრულება ვერც კი შეძლო. უეცრად ენა ჩაუვარდა და ბელას მრავლისმეტყველი თვალებით შეაცქერდა. შენიშნა, როგორ ანერვიულდა ქალიც, და როგორ დაიწყო კბილებით ქვედა ტუჩის წვალება.

-ლინდა, რაზე ლაპარაკობ? – გადახადე ირიმ მას.

-ცოტა ხნის წინ, როცა ვეგანობა ახსენეს, შენ იცოდი რა იყო ეს. ამ სამყაროში დაბადებულმა არც ერთმა ადამიანმა არ იცის მსგავსი სიტყვების მნიშვნელობა, რადგან აქ არც ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის შექმნილი ტყვია არსებობს და არც ბამბია ნაყინი… მით უმეტეს, არც ვეგანობა.- ბელასკენ გადაიხარა ქალი, – შენც… ჩემი სამყაროდან ხარ, ხომ ასეა?

ბელა ჯერ წელში ისე გაიმართა, თითქოს სარი გადაყლაპაო. მერე მზერა მისკენ მომართულ, ინტერესით სავსე სახეებს მოატარა, ბოლოს კი ერთიანად მოეშვა და სკამის საზურგზეს მოწყვეტით მიეყრდნო. 

-ჯანდაბა… მაინც დავიწვი… აი, ასე იცის, ენას რომ ვერ აჩერებ. – თავის თავს ხმამაღლა უსაყვედურა ქალმა, მერე კი ქუთუთოები ასწია და სტუმრებს შეხედა, – ჰო… მეც სხვა სამყაროდან ვარ. უფრო სწორად… შენი სამყაროდან… ჩვენი სამყაროდან.

-ასეც ვიცოდი! – წამოიძახა უცებ ლინდამ. – თავიდანვე რატომ არ მითხარი?

-არ ვიცოდი შენი ნდობა შეიძლებოდა თუ არა.

-ღმერთო ჩემო, ახლა ორნი არიან. – გადაუჩურჩულა ანრიმ ირის, თუმცა მისი ხმა მაინც ყველამ გაიგონა და ყველას უნებლიეთ გაეღიმა.

-გამიგია, რომ გრძნეულები მოკვდავთა აზრებს კითხულობენ, შენ ვერ წაიკითხე მისი აზრები, ან ჩვენი ნებისმიერის? – ჰკითხა ირიმ ქალს.

-მე… ასე ვთქვათ, ეგეთი სახის გრძნეული არ ვარ, რომ ვინმეს აზრები ვიკითხო. ეგ არ შემიძლია. – მუქი თმა ნერვიული ხელის მოძრაობით უკან გადაიწია ქალმა.

-ქალბატონო ბელა, აქ როგორ მოხვდით? – დაინტერესდა ლუი.

-ფრონტის ხაზზე ექიმი ვიყავი. დაჭრილებს ვმკურნალობდი, როცა გერმანელებმა ხაფანგში მიმიწყვდიეს. წასასვლელი არსად იყო, სამოგზაურო კრისტალი კი ყოველთვის მქონდა ჯიბეში იმისთვის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში გამომეყენებინა. ჰოდა, გავტეხე და მთელი ჩემი სამედიცინო აღჭურვილობით აქ აღმოვჩნდი.

-მოიცა, მოიცა! – ხელი ასწია ლინდამ და შეაჩერა. – ფრონტის ხაზი? გერმანელები? რას გულისხმობ? რომელი წელი იყო, როცა ჩემი დედამიწიდან გაუჩინარდი?

-მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ… როგორც მახსოვს 1944 წლის მიწურული იყო.

-ორმოცდააოთხი? – თვალები შუბლზე აუვიდა ლინდას. – მეორე მსოფლიო ომის დროს?

-მეორე მსოლფიო ომი? – იკითხა ირიმ. – თქვენს დედამიწაზე მსოფლიო ომები ხდება? 

-მეორე თუ იყო, ესე იგი პირველიც იქნებოდა. – თავისთვის ჩაილაპარაკა ჩაფიქრებილმა ანრიმ.

ლინდამ არაფერი უპასუხა მათ, ისევ ბელადონას მიუბრუნდა და კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით შეხედა.

-ორმოცდაოთხში ვეგანობა სრულიად ახალი გამოჩენილი ტერმინი იყო. პირველად სწორედ ინგლისში, სამედიცინო კურსების გავლისას გავიგე ამის შესახებ. ყველა ამაზე ლაპარაკობდა და აქედან დამამახსოვრდა. მერე კი ფრონტის ხაზზე გამიშვეს და საბოლოოდ აქ აღმოვჩნდი. ქარვის სამეფოში მაშინ შავი სიკვდილის სენი მძვინვარებდა. ამ ხალხს გაუმართლა, რომ მთელი ჩემი სამედიცინო აღჭურვილობაც თან მქონდა, რისი დახმარებითაც სიკვდილისგან თაობები ვიხსენი.

-რამდენი ხანია, რაც აქ ხარ? – კითხვა დასვა ლინდამ და პასუხის მოლოდინში გული კისერში ამოუფრიალდა.

-თითქმის… სამასი წელია. ძველ წიგნებში წავიკითხე, რომ პარალელურ სამყაროებში დრო სხვანაირად გადის. მითხარი, რამდენი დრო გავიდა ამასობაში დედამიწაზე?

-სადღაც… ოთხმოცი წელი.

-ამდენი დრო გავიდა? – თვალები დაქაჩა ბელადონამ, – მეორე მსოფლიო ომი მოვიგეთ?

-კი, მოვიგეთ. 

-ჰაჰ! დღეს ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგე! – ტაში შემოჰკრა უცებ გახარებულმა.

-კიდევ იმდენი რამ არ იცი.

-მაინც?

-ქალებმა უამრავი უფლება მოვიპოვეთ, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გავმხდარიყავით. სამოცდაათიანებში დაწყებულმა ფემინისტურმა რევოლუციამ, მთელი დედამიწა მოიცვა. კიდევ ამერიკამ ატომური ბომბები გამოსცადა იაპონიაში. მთვარეზე ადამიანები გავგზავნეთ, საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკას შავკანიანი პრეზიდენტი ჰყავდა…

ბოლო სიტყვების გაგონებისას, უეცრად ბელას ჩაი გადასცდა და ხველა აუვარდა.

-რა… რა? – ძლივს ამოთქვა ქალმა. – ამერიკამ რასიზმი დაამრცხა? წამოუდგენელია!

-რასიზმის დამარცხება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია მათ ისტორიაში.

-ღმერთო ჩემო! რამდენი რამ შევიტყვე. ახლა კიდევ უფრო მეტად მინდა უკან დაბრუნება!

-უკან დაბრუნება გინდა?

-რა თქმა უნდა. აქ ზოგჯერ ძალიან კარგია. ამ სამასი წლის მაძილზე კონტინენტები მოვიარე, უამრავ სხვადასხვა ადგილას ვიცხოვრე, უამრავი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, მაგრამ ეს ჩემი სახლი არ არის. ჩემი დედამიწა მენატრება. – სევდამ და ნოსტალგიამ გაიჟღერა მის ხმაში. – თუმცა იქ ვისაც ვიცნობდი, ალბათ იმათგან ცოცხალი აღარავინ არ არის.

-მოიცა, – ჩაფიქრებული სახით თქვა ლინდამ, – თავად ხარ მაგიური ქმნილება და აქ ამდენი წელი გაატარე, მაგრამ სამოგზაურო კრისტალი მაინც ვერ იპოვე. გამოდის, რომ მეც ამდენხანს ჩავრჩები აქ? გამოდის, მამაჩემს ვეღარასდროს ვნახავ? ვერც ჩემს მეგობრებს…

ამის გაგონებისას ყველამ ლინდას გახედა სიბრალულის თვალებით.

-ლინდა… – მისი გამხნევება სცადა ბელამ, თუმცა ქალმა არ მოუსმინა.

-შენ უკვდავი ხარ, მე კი აქ დავბერდები და მოვკვდები. ანდაც სიბერემდეც კი ვერ მივაღწევ… ან ომები შემიწირავს, ანდაც დაავადებები. შეიძლება უბრალო გაციებამ მომკლას. მამაჩემს რა ეშველება? მამა მეთვალყურის გარეშე ვერ იცხოვრებს! – უეცრად თვალები ცრემლებით აევსო ქალს. ძალიან ეცადა თავი შეეკავებინა, თუმცა ემოციების ქარცეცხლი ისე მოაწვა სახეში, რომ ლოყებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდინდა. მერე თავი ჩახარა და სახეზე ხელები აიფარა, რომ ცრემლები მოეწმინდა.

-მე აქ ბევრი კარგი რამ გავაკეთე. აქ არც ისე ცუდია… – წამოდგა ბელა, მაგიდას შემოუარა და ქალს გვერდით მიუჯდა. – აქ ხალხს დავეხმარე. შავი სიკვდილისგან ბევრი განვკურნე… იცი, ამის გამო მეფე პოლიკარპემ რით დამაჯილდოვა? მამაკაცებს სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა აუკრძალა და ეს მხოლოდ ქალის პროფესიად აქცია. ამ დროს კი ჩვენს სამყაროში, მედიცინის სფეროში მოღვაწე ქალებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. 

-ღმერთო ჩემო! – უეცრად ერთდროულად შეიცხადეს ირიმ, ანრიმ და ლუიმ. ლინდამ უნებლიეთ მათ გახედა, მერე კი ისევ ბელას შეხედა.

-ეს შენ ხარ! – ამოლაპარაკა ირიმ. – ლეგენდები შენზე დადის მთელ ქარვის სამეფოში. 

-არსაიდან მოსული ქალი, რომელმაც შავი სიკვდილი მოარჩინა. – ამოილაპარაკა ანრიმ.

-ჰო, ეს მე ვარ. – ამაყად ასწია თავი ბელამ.

-გამოდის, რომ აქ ცოცხალი ლეგენდა ხარ.

-ასეა, მაგრამ შეუმჩნევლად ცხოვრება მირჩევნია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქარვის სამეფოში ჯადოქრობა დანაშაულად გამოცხადდა.

-ძალიან მიხარია, რომ აქ ცხოვრება აიწვე, მაგრამ… – ლინდამ ქალს შეხედა, მერე კი აღელვებული ფეხზე წამოიჭრა და დაამატა, – მაპატიეთ… ჰაერზე უნდა გავიდე.

ლინდამ პირდაპირ ოლივერის ოთახს მიაშურა, რადგან იცოდა, რომ იქიდან სანაპიროზე გასასვლელი იყო. როცა შიგნით შევიდა, მისი ორფრთიანი კარი ღიად დახვდა, სანაპიროზე კი, ქარისგან აფრიალებული ფარდების მიღმა, ოლივერის ფიგურა დალანდა. 

ქალთევზების სანაპიროს მზე მცხუნვარედ აჭერდა. თეთრი ზღვის ხმაური და ბავშვების მხიარული ჟრიამული გარემოს ქაოსში ჰხვევდა. ჰაერში მარილისა და ნესტის სუნი ტრიალებდა. ეს სუნი ქალს სახლს ახსენებდა. სახლს და თავის ოჯახთან ერთად, ზღვაზე გატარებულ ბედნიერ წუთებს.

ოლივერი არც ერთ გარეშე ფაქტორს ყურადღებას არ აქცევდა. მთლიანად საკუთარ მახვილსა და მოძრაობებზე იყო კონცენტრირებული. წელს ზევით შიშველს, მზე მის თაფლისფერ კანს მწველად აცხუნებდა და კიდევ უფრო მუქსა და მიმზიდველს წარმოაჩენდა. აბრეშუმის თხელი შარვლის მაღალი სათავე მის გამოყვანილ წელის ფორმას მკვეთრად ჰკვეთდა. შავი, სრიალა თმა ნახევრად შეეკრა უკან, ნახევარი კი კეფაზე დაჰყროდა და ოფლისგან დაცვარულ კანზე მისწებებოდა. ფეხშიშველი იყო, შარვლის ტოტები, თითქმის მუხლებამდე აეკეცა, ხელში კი ვალენტების საგვარეულო მახვილი მოემარჯვებინა და აქეთ-იქით იქნევდა. სხარტ მოძრაობებს აკეთებდა. წარმოსახვით მტერს ებრძოდა.

როცა მოტრიალდა, პარმაღზე გამოსულ ლინდას მოჰკრა თვალი, თუმცა მთელი არსებით დააიგნორა და ვარჯიში განაგრძო. ქალმა კარგად იცოდა, თუ თვითონ არ ამოიღებდა ხმას, ის არასდროს დაელაპარაკებოდა.

-მშვიდობის ნიშნად, თეთრი დროშით ვარ მოსული! – გასძახა ლინდამ.

-დროშას ვერსად ვხედავ! – ცივად მიუგო კაცმა.

ლინდამ მიიხედ-მოიხედა, იქვე, პარმაღის მოაჯირზე გადაფენილი ოლივერის თეთრი პერანგი დაინახა, აიღო და ხელში დემონსტრაციულად ააფრიალა. მამაკაცმა სახე მიაბრუნა და თავი ღიმილით ისე გადააქნია, რომ ლინდას მისი მიმიკის ცვლილება არ დაენახა.

ქალმა პერანგი ისევ მოაჯირზე გადაფინა, ბელას ქოშები გაიხადა, პარმაღზე დატოვა და ფეხშიშველმა სანაპიროზე გააბიჯა. სიგიჟემდე ესიამოვნა ფეხქვეშ ცხელი, რბილი ქვიშის შეგრძნება.

-მინდა, რომ მშვიდად ვისაუბროთ. – წამოიწყო ქალმა.

ოლივერი უცებ მოტრიალდა, მახვილი მოიქნია, თუმცა ლინდას კისერთან შეაჩერა და ცივი, ბასრი მეტალი კანზე მიაბჯინა. ქალს უეცრად გული კისერში ამოუჯდა. თავი ასწია და ღრმად ჩასუნთქვა სცადა.

-ერთი დარტყმა და მკვდარი ხარ. – ისე თქვა მამაკაცმა, თითქოს მისი სიტყვები არც გაეგონა.

-ოლივერ…

მან მახვილი ასწია, სხარტად შემოტრიალდა, ამჯერად მეორე მხრიდან მოიქნია და მახვილის ბასრი პირი ახლა ფერდზე მიაბჯინა ქალს. მეტალის სიცივემ მისი აბრეშუმის სარაფნის შიგნით გაატანა და უეცრად მოგვრილი ჟრუანტელისგან ქალს მკლავებზე კანი აეხორკლა.  

-მეორე დარტყმა და მკვდარი ხარ. თავის დაცვა უნდა შეგეძლოს. – ცივად თქვა კაცმა.

-შემიძლია! – კბილებში გამოსცრა ლინდამ. გაღიზიანდა იმის გამო, რომ მამაკაცი არ უსმენდა, ანდაც მის საუბრის სურვილს აიგნორებდა. – ახლა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა მაქვს.

-შენს სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს? – ირონიულად გაეცინა მამაკაცს.

-ის, რომ შეიძლება აქ სამუდამოდ ჩავრჩე!  – შეჰყვირა უეცრად ქალმა და ოლივერის მოქნეული მახვილი ხელით დაიჭირა, მერე კი დაბლა დააწევინა. – აღმოჩნდა, რომ თურმე ბელაც ჩემი დედამიწიდან არის და აქ უკვე სამასი წელია ცხოვრობს! სამასი წელი! წარმოგიდგენია?! სამასი წლის მანძილზე მაგიური კრისტალი ვერ იშოვა და მე რისი იმედიღა უნდა მქონდეს?! სახლში ვერასდროს დავბრუნდები! მამაჩემი ჩემზე დარდით მოკვდება!

ოლივერმა ცოტა ხანს უსმინა ქალს უემოციო მიმიკით. ბოლოს კი, ისე რომ სახეზე ერთი ნერვიც არ გატოკებია, ხმამაღლა თქვა.

-თუ ცოცხალი აღარ იქნები, სახლშიც ვერ დაბრუნდები. ასე რომ, კი კრისტალზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ის არის, რომ თავის დაცვა შეგეძლოს.

-შემიძლია! – მისი გულგრილობით გაცოფებულმა ლინდამ უეცრად მთელი ხმით შეჰკივლა.

-მაშინ, მაჩვენე რა შეგიძლია. – თავისი მახვილი ლინდას გაუწოდა ოლივერმა.

ქალს მახვილის სიმძიმე და მოუხერხებლობა უკვე გამოცდილი ჰქონდა, ამიტომ კარგად იცოდა, რომ იმით ვერაფერს შეძლებდა.

-დაშნა რომ მქონდეს, გაჩვენებდი რაც შემიძლია.

-მე მაქვს დაშნები! – გაისმა უცებ ხმა უკნიდან. ლინდამ და ოლივერმა ერთდროულად მოიხედეს და კარში ჩამდგარი ბელა დაინახეს. ქალი ინტერესით სავსე მზერას ადევნებდა სანაპიროზე მოჩხუბარ წყვილს.

-დამელოდეთ! – შესძახა უცებ მან, კარში გაუჩინარდა და უკან ორ წუთში დაბრუნდა. თან ხელში ორი დაშნა ეჭირა, უკან კი ირი, ლუი და ანრიც მოჰყვნენ. როგორც ჩანდა, სხვებისთვის დაძახებაც მოესწრო მასპინძელს.

ოლივერმა თავდაჯერებული ღიმილით მიაყუდა მისი ხმალი მოაჯირზე, ბელას დაშნები გამოართვა, ერთი ლინდას გაუწოდა და მეორე თვითონ დაიჭირა.

-ოღონდ მალე მორჩით, სოლარისში უნდა წავიდეთ. ლუპერკალიებია! – გადასძახა პარმაღიდან მასპინძელმა. სინამდვილეში სულაც არ უნდოდა მალე დაემთავრებინათ. პირიქით, სურდა, რომ მათი ბავშვური სიჯიუტით კიდევ დიდხანს ეხალისა.

-სოლარისი? – იკითხა ლინდამ.

-წმინდა ქალაქია, მახლობლად. მზის მთავარი ტაძარი იქ დგას და სიმბოლურად ლუპერკალიების მისტერიებიც იქ ტარდება.

-მაშინ, მალე მოვრჩებით.

-ნუ იჩქარებ, შენ მაინც არ წამოხვალ. – მიუგო ოლივერმა. – უკვე გითხარი, რომ ჩვენი გზები აქ იყოფა!

-ვერ გაიყოფა, სანამ უკან, ჩემს სამყაროში არ დავბრუნდები!

-ეგ უკვე ჩემი პრობლემა აღარ არის. – სიტყვები ცივად მიუგდო მამაკაცმა.

ლინდამ გაცხარებით გახედა მას, მერე კი მოულოდნელად იერიშზე გადავიდა და დაშნით თავს დაესხა. ოლივერმა უკან გახტომა და მისი მოგერიება ძლივს მიასწრო.

-გიკვირს? – თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა ლინდა. – რა იყო, არ ელოდი დაშნის გამოყენება თუ მეცოდინებოდა?

-და იცი?

-სამი წელი ფარიკაობაზე დავდიოდი!

-გილოცავ, თუმცა ტყუილად ნუ ეცდები. ვერც კი გამკაწრავ!

-თუ გაგკაწრავ, ქალაქში მეც წამოვალ! – კბილებში გამოსცრა ქალმა.

-კარგი! – მხრები ისე აიჩეჩა ოლივერმა, თავის გამარჯვებაში აშკარად დარწმუნენული იყო.

-წმინდა ქალაქში სამოგზაურო კრისტალზე მეტი ინფორმაციის გაგების შანსი გვექნება. – გამარჯვების სტიმული მისცა ბელამ ლინდას.

მისი სიტყვების გაგონებისას წამიერად დაბღვერილი სახით ბელას გახედა ოლივერმა, რის გამოც ყურადღება გაეფანტა. ლინდამ დაშნა მოუქნია, მან კი ძლივს მოასწრა თავის დახრა, თორემ სახეზე კიდევ ერთ ჭრილობას მიიღებდა.

-ზედმეტად ცდილობ. – მშვიდად უთხრა ოლივერმა.

-გგონია, დასაკრგი მაქვს რაიმე? – ცეცხლისმფრქვეველი თვალებით შეხედა მას ლინდამ. – სამოგზაურო კრისტალის ხელში ჩაგდებისთვის, შენს დაჭრაზეც არ ვიტყოდი უარს!

უეცრად ქალს გვერდიდა ფხუკუნის ხმები შემოესმა და თავი ინსტინქტურად მიაბრუნა. სანამ ლინდა აფხუკუნებულ ირის და ანრის უყურებდა, ამჯერად ოლივერი გადავიდა შეტევაზე, თუმცა ლინდა სწრაფადვე დაუბრუნდა თავის თავს და მისი შეტევა მოიგერია, მერე კი ისევ თავად გადავიდა შეტევაზე. ასე იბრძოლეს კიდევ რამდენიმე წუთს. დაშნებს ერთმანეთზე აჯახუნებდნენ, ხან ერთი გადადიოდა იერიშზე და ხნა მეორე, თუმცა დანებებას აშკარად არც ერთი არ აპირებდა. ბოლოს ოლივერს მობეზრდა ეს კატა-თაგვობანა, ლინდას მაჯაში სწვდა, მისკენ ახლოს მიიზიდა, შემოატრიალა, ზურგით მკერდზე მიიკრა და მაჯები გაუკავა. ქალმა ზურგიდან მთელ სხეულში იგრძნო მამაკაცის გულის ძლიერი ბაგაბუგი. გეგონებოდათ დოლებს ერთბაშად ურტყამენო. 

-უკვე გითხარი, რომ ჩვენი გზები იყოფა! – მის ყურთან დახრილმა ოლივერმა, ამოსუნთქვას თან სიტყვებიც ამოაყოლა.

-მე კი გითხარი, რომ ჩემს სიტყვას მაინც გავიტან. – კბილებს შორის გამოსცრა ქალმა და მამაკაცს ხელიდან დაუსხლტა, თუმცა ოლივერმა მოასწრო, ლინდას ფეხი გამოუდო და ქვიშაზე წააქცია.

-ეს წესებს ეწინააღმდეგება! – იყვირა ლინდამ.

-რომელ წესებს?

-ფარიკაობის წესებს!

-ეს ფარიკაობა არ არის. ეს უბრალოდ ორი ჯიუტი თხის დაპირისპირებაა! – ჩაერია მათ საუბარში ირი.

-შუბლით შეჯახება. – დაემოწმა ანრი.

-წააგე და შეეგუე! – ნიშნის მოგებით გახედა ოლივერმა ქალს, დაშნა დააგდო, პერანგი აიღო და გადაიცვა. ლინდამ წამოდგომა სცადა, თუმცა უეცრად მუხლები მოეკვეთა, მერე თვალები უკან გადაატრიალა და ქვიშაზე გაიშოტა. ირიმ უნებლიეთ შეიცხადა, ოლივერმა კი სწრაფად მოტრიალდა.

-რა… რა ხდება? – გაოგნდა მამაკაცი, მერე კი სხეულზე დაიხედა. – სადმე ნაკაწრი მაქვს? გამკაწრა?

-არ ვიცით! – მხრები აიჩეჩეს ყველამ ერთდროულად.

აღელვებული ოლივერი უცებ ადგილს მოსწყდა, ქალთან მივარდა, ქვიშაზე მუხლებით დაიჩოქა, მხრებში ჩაეჭიდა და მისი წამოწევა სცადა, თუმცა უეცრად ლინდამ თვალები გაახილა, დაშნიანი ხელი ელვისისწრაფით მოიქნია და მამაკაცს მკლავზე ჩამოუსვა

-ჯანდაბა! – შეჰყვირა ოლივერმა, ქალს ხელი გაუშვა და გადასერილ მკლავზე მიიჭირა. ლინდამ კი თვალები დახუჭა, რომ ჭრილობა არ დაენახა.

-გავკაწრე, ხომ ასეა? – შესძახა გამარჯვებული ხმით მან.

-ნამდვილად! – დაეთანმა ანრი.

-ითაღლითე! – ჩაისისინა ოლივერმა.

-ისევე, როგორც შენ! – ისე უთხრა ქალმა, რომ თავი არ აუწევია.

-ღირსი ხარ ახლა თვალები ძალით გაგახელინო! – კბილებში გამოსცრა ოლივერმა, წამოდგა და სახლში გაბრაზებული შევარდა. 

როცა მისი მოშორება იგრძნო ქალმა, თვალები ნელ-ნელა გაახილა და დანარჩენებს გახედა, რომლებიც გამკიცხავი მზერით უყურებდნენ.

-რა? – მხრები აიჩეჩა მან, – თავად დაიწყო!

-გულის წასვლა მოიგონე. – შეუბღვირა ანრიმ. – კაცები ადვილად ვტყუვდებით, როცა გაჭირვებაში ჩავარდნილ ქალს ვხედავთ. არ შეიძლება ჩვენს გრძნობებზე თამაში! ჩვენც ადამიანები ვართ!

-მაიძულა! – თავი იმართლა ლინდამ.

-ოლივერს შეეშინდა. ეგონა გული მართლა წაგივიდა. – თავი გადააქნია ირიმ სიცილით.

***

სოლარისი კლდის ფერდობზე გაშენებული პატარა, ლამაზი ქალაქი იყო. უზარმზარი გალავანი ჰქონდა, და სანაპიროზე აგებული სტრატეგიული ციხესიმაგრე იცავდა, რომელიც ზღვის ჰორიზონტს გაჰყურებდა და მოსული მტრის შესახებ, ცეცხლის ანთებით მოსახლეობას აფრთხილებდა.

სოლარისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო მთელ კონტინენტზე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა  ქარვის სამეფოში მზის კულტი ბატონობდა, ამ ქალაქში ყველაზე დიდი, მზისადმი მიძღვნილი ტაძარი იდგა, რის გამოც სოლარისი წმინდა ქალაქად ითვლებოდა. მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ამ ქალაქში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. უამრავი მომლოცველი თუ ვაჭარი.

საუკუნეების განმავლობაში, როცა მზის კულტმა ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო, ტაძარი ომებმა ჩამოშალა, ქალაქი კი მიუსაფარი გახდა. თუმცა მას შემდეგ, რაც უგულო მეფემ ქარვის სამეფოში ისევ აღადგინა მზის კულტი, სოლარისმა ძველი სახე და დიდება დაიბრუნა. მეფის ბრძანებით, ქალაქთან ერთად მზის ტაძარიც და გალავანიც აღადგინეს, რომ წმინდა ადგილი მტრისგან კარგად დაცული ყოფილიყო.

სოლარისში თითქმის ყველა სახლი ყვითელ ფერში იყო გადაწყვეტილი, მხოლოდ მზის ტაძარი იყო აბსოლუტურად თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული. ცენტრში, ყველაზე შემაღლებულ ადგილას იდგა და ქალაქის ყველა კუთხიდან მოჩანდა. სოლარისში მასზე მაღალი შენობის აგება კანონით იყო აკრძალული, რადგან მზის ტაძარზე უფრო დიადი, იქ არაფერი არ უნდა მდგარიყო.

კიდევ ერთი რამ, რაც წმინდა ქალაქში კანონით იყო აკრძალული, ეს იარაღის ტარებას უკავშირდებოდა. იარაღი იქ მხოლოდ ქალაქის მცველებს ჰქონდათ, ამიტომ გალავნის მთავარ შესასვლელში, მცველები ყველა სულიერს ჩხრეკდნენ და იარაღსა და ნებისმიერ სახიფათო ნივთს შესასვლელშივე ატოვებინებდნენ.

ყველაზე უცნაური რამ, რაც ლინდამ სოლარისის გალავანში შესვლისას მისი თანხმლებლებისგან მოისმინა, დემიანის მიერ დადგენილი წესი იყო, რომლის თანახმადაც, წმინდა ქალაქში თავად მეფეს და მის მცველებსაც კი არ ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება.

-ფარსი. – ჩაისისინა ბელამ, როცა გალავანს გასცდნენ, და საგუშაგო უკან ჩამოიტოვეს. – ეს ყველაფერი სრული ფარსია.

-რატომ? – დაინტერესდა ლინდა.

-დემიანს უნდა, რომ ხალხის თვალში თავმბდაბალი გამოჩნდეს. ასე ხალხს აჩვენებს, თითქოს მოკვდავთა მსგავსად თავადაც ღმერთებს უხრის თავს. ხოლო ამ ქალაქიდან რომ გადის, თავის თავს მეფე-მზეს უწოდებს. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ფარსი და მისი პროპაგანდის ნაწილია.

ლინდა მისმა სიტყვებმა ჩააფიქრა. წმინდა ქალაქში იმყოფებოდა. დემიანიც სადღაც იმ მიდამოებში მგზავრობდა სამეფო გზით, აქ კი დღესასწაული მიმდინარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, დემიანს სოლარისიც მოენახულებინა.

-ბელა, – შედგა უცებ ლინდა. ისეთი უცნაური ხმა ჰქონდა,  მასთან ერთად ყველა გაჩერდა და ერთდროულად მობრუნდა ქალისკენ. 

-რა იყო, ლინდა?

-ლუპერკალიები რამდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია?

-როგორ გითხრა… ეს ორი უდიდესი დღესასწაულის გაერთიანებაა. მორწმუნეები ამ დღეს ერთდროულად ადიდებენ ნაყოფიერების ღვთაებასა და მზის ღმერთის დაბადებას. და რადგან მზის გარეშე დედამიწა უნაყოფო იქნებოდა, წლების წინ მზის მთავარმა ქურუმმა ეს ორი დღესასწაული გააერთიანა. ასე რომ, დღეს ქარვის სამეფოს ახალი წელია. ლუპერკალიებისადმი მიძღვნილი მისტერიების დასრულების შემდეგ, ახალი წელიწადის ათვლა იწყება. – უპასუხა ბელამ.

-გამოდის, რომ… დემიანი შანსს არ გაუშვებს ხელიდან და წმინდა ქალაქს აუცილებლად ეწვევა. – ქუთუთოები ასწია ქალმა და თვალი-თვალში გაუყარა ოლივერს, რომელიც უემოციოდ, უმეტყველოდ იდგა და ქალს მზერას არ აშორებდა.

-გზა რომ განვაგრძოთ, არ გინდათ? – იკითხა ანრიმ, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, რომ აშკარად სადღაც ეჩქარებოდა.

-ამ ქალაქში მეფესაც კი არ აქვს იარაღის ტარების უფლება. გგონია, ასეთ სიტუაციაში უგულო მეფე ასე გარისკავს, რომ აქ უარაღოდ მოვიდეს? – ძალდატანებით გაიცინა ირიმ, ლინდას მკლავში დაქაჩა და გაყოლა აიძულა. ქალსაც წინააღმდეგონა აღარ გაუწევია.

რაც უფრო შედიოდნენ ქალაქის სიღრმეში, საფესტივალო განწყობა მით მეტად იგრძნობოდა. თითქმისს ყველა ქუჩაზე ეკიდა თეთრი და ყვითელი ლენტები, ყვითელი ფანრები და ყველგან ფრიალებდა დროშები მზის დისკოს გამოსახულებით.

ქუჩებში ხალხმრავლობა იყო. თანაც ისეთი, რომ ზოგიერთ ადგილას გავლა კი არა, სუნთქვაც კი ჭირდა.  სამასკარადო კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები, ერთმანეთში ჭიანჭველებივით ირეოდნენ. ნიმფების, ფერიების, მზის და მთვარის ღმერთების, ნაყოფიერების ქალი ღვთაების, ტროლებისა და ჭინკების ფორმებში გამოწყობილი მოქეიფეები აქეთ-იქით დააბიჯებდნენ, სვმადნენ, იცინოდნენ და არც სიყვარულით დაკავებისგან იკავებდნენ თავს. ქუჩები გადავსებული იყო სავაჭრო თუ სადეგუსტაციო დახლებით, სანელებლების სურნელით და მზესუმზირის ყვავილებით.

როცა მთავარ ქუჩაზე გავიდნენ, ოლივერმა დანარჩენებს წამიერად მოუხედა და ამოილაპარაკა.

-მე, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. უნდა წავიდე.

-მე ჩემი მცენარეების მარაგი უნდა შევავსო. – თქვა ბელამ, მერე ლინდას მკლავი გამოსდო და ჰკითხა, – წამომყვები?

-რა თქმა უნდა. – თავი დაუქნია ქალმა.

-მეც მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. – შესამჩნევად აღელვებული ხმით წაილუღლუღა ანრიმ, თან ლუის გადახედა და თვალით რაღაც ანიშნა.

-ირიც წამოგყვებათ. – მიუგო მშვიდად მამაკაცმა.

-არ ღირს. პირადულ საქმეზე მივდივარ. – ცივად თქვა ანრიმ. – ჯობია გოგონებთან ერთად წახვიდე.

-არ მინდა უცხო ქალაქში იხეტიალოს ორ ქალთან ერთად, რომლებსაც არ ვენდობი. – ცივად მიახალა ოლივერმა, მერე ბელას გახედა და დაამატა. – არ გეწყინოს, უბრალოდ ახლა გაგიცანი და ნდობა ამიტომ არ მაქვს.

-პრობლემა არ არის. – გაეცინა ქალს, მის გვერდით მდგარმა ლინდამ კი კბილები ბრაზით გააღრჭიალა. ნერვები ეშლებოდა, ოლივერი მის მიმართ უნდობლობას რომ იჩენდა და თან ბელასგან განსხვავებით, მას არც კი ებოდიშებოდა.

-ოლივერ… – წამოიწყო საუბარი ანრიმ.

-არ მაინტერესებს! ირი შენთან ერთად მოდის! – მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა, მერე ქუსლებზე შეტრიალდა და ხალხში სწრაფად გაუჩინრდა.

ბელამ და ლინდამ უჩუმრად განაგრძეს გზა მცენარეების დახლებისკენ, ირი, ანრი და ლუი კი საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ. 

მთელი გზა ხმას არც ერთი არ იღებდა. ირი შესამჩნევ დაძაბულობას გრძნობდა მათ შორის, მაგრამ სიტყვასაც არ ამბობდა. მთელი არსებით აინტერესბდა, რაზე ღელავდა ასე ანრი არაგონი. ამიტომაც არ გაუწია წინააღმდეგობა ოლივერს, როცა ანრისთან ერთად მისი წასვლა დაიჟინა, თორემ რეალურად გოგონებთან ერთად გასეირნება უფრო ერჩივნა.

როცა მთავარ ქუჩას გასცდნენ, აღმართი აიარეს და უეცრად ისეთ ქუჩაზე აღმოჩნდნენ, რომლიდანაც ზღვის ხედი იშლებოდა. ამ ქუჩაზე სულ ტავერნები, სასტუმროები, ჩაიხანები, რესტორნები და დუქნები იყო ჩამწკრივებული. 

ირისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ანრი და ლუი ერთ-ერთ თევზის რესტორანთან შეჩერდნენ, რომელის აბრაზეც ხელით შესრულებული კალმახები ეხატა.

-სანამ ლინდა არ არის, ცხოველური პროდუქტები უნდა დავაგემოვნოთ? – იკითხა გოგონამ.

-არა, – მოუბრუნდა ფერდაკარგული ანრი, – ერთ ადამიანს უნდა შევხვდე. აქ დამელოდე, მალე დავბრუნდები.

-მეც შემოვალ!

-დამელოდე! – კბილებში გამოსცდა ანრიმ.

-ოლივერმა თქვა, რომ გვერდიდან არ უნდა მოგცილდე. – ჯიუტად თქვა გოგონამ.

-ხუთი წუთით არაფერი მოგივა.

-ხალხში რომ გავერიო და დავიკარგო?

-უბრალოდ აქედან ფეხი არ მოიცვალო!

-აი, იმ დაღმართზე ფეხი რომ დამიცდეს და რაიმე დამემართოს? – თავი მოისაწყლა ირიმ.

ანრიმ მოუთმელად ამოიოხრა. მშვენივრად მიხვდა, რატომაც იჟინებდა ირი მასთან ერთად რესტორანში შესვლას, თუმცა იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, რას იზამდა ოლივერი, ირის რომ მართლა რაიმე მოსვლოდა.

-ჯანდაბა, – ჩაისისინა მან, – კარგი, შემოდი. ოღონდ ჩუმად იყავი და ხმა არ ამოიღო!

ირიმ კმაყოფილი სახით დაუქნია თავი, მერე კი მამაკაცს რესტორანში შეჰყვა. ლუი რომ დაემარტოხელებინა, ყველაფერს დააფქვევინებდა, მაგრამ იქ, იმ მომენტში, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ ჰქონდა.

თევზის რესტორანი პირდაპირ კლდის ფერდობზე იყო გაშენებული. შიდა ინტერიერი მთლიანად წითელი ხის იყო. პატარა, მრგვალი მაგიდებითა და ლუდის სუნით გაჟღენთილი ჰაერით. რესტორანს ტერასაც ჰქონდა, რომელიც კლდის ფერდობზე გადიოდა და იქიდან ზღვის ულმაზესი ხედი იშლებოდა.

ანრი სწორედ ტერასაზე გავიდა, ერთი ცარიელი მაგიდა ამოარჩია და ყველანი მას მიუსხდნენ. გოგონამ შენიშნა, რომ ლუიც ყოველ წამს ცქმუტავდა. რესტორანში თუ ვინმეს მოძრაობას შენიშანვდა, მაშინვე კისერს სწევდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. თითქოს ვიღაცას ეძებდა.

მცირეხნიანი ლოდინის შემდეგ, მათ მაგიდას ახალგაზრდა, ტანდაბალი გოგონა მიუახლოვდა. ძალიან თეთრი კანი, სპილენძისფერი თმა და ძალიან ბევრი ჭორფლი ჰქონდა, ლამაზ სახეზე კი მხიარული ღიმილი დასთამაშებდა. გოგონამ ხელები წინსაფარზე გაიწმინდა, თმაც შეისწორა და წკრიალა ხმით იკითხა.

-რას შეუკვეთავთ?

თავდახრილმა ანრიმ უეცრად ღრმად ჩაისუნთქა. ძალა მოიკრიბა, მერე კი თავი ასწია და გოგონას თვალებში შეხედა.

-გამარჯობა, ვერა. – ენის ბორძიკით წარმოთქვა მამაკაცმა.

გოგონა ჯერ შეკრთა და ინსტინქტურად უკან გახტა. ყავისფერი თვალები გაოგნებით გაუფართოვდა, წარბები კი შუბლზე აუვიდა.

-ანრი! – ძლივს წაილუღლუღა მან.

-ჰო… მე ვარ. – თითქოს შვებით ამოისუნთქა მამაკაცმა, მერე კი ფეხზე წამოდგა.

გოგონამ კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე აათვალიერა ის. თითქოს თვალებს არც კი უჯერებდა. ჯერ სიხარული ჩაუდგა მზერაში, თუმცა ერთ წამში ეს სიხარული მრისხანებამ შეცვალა. სახეზე ერთიანად აჭარხლდა, კისერზე სისხლძარღვები ამოებერა, ადგილს მოსწყდა, ანრის მივარდა, გაშლილი ხელი მოიქნია და სახეში ისეთი ძალით გაარტყა, რომ მამაკაცი ადგილზე შებაბარბაცდა.

ამის დანახვაზე ირიმ ინსტინქტურად შეიცხადა და გაოგნებულმა პირზე აიფარა ხელები. ლუიმ გოგონას გადახედა და საცოდავი გამომეტყველებით აიჩეჩა მხრები. რაც არ უნდა ემტკიცებინა, რომ არ იცოდა რა ხდება, ყველაფერი ისედაც სახეზე ეწერა.

-შე ნაბიჭვარო! – შეჰკივლა ვერამ, ანრის პერანგის საყელოში ჩაავლო ხელები და თავისკენ მიიზიდა, – ციხეში არ იყავი? აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!

-ჰო, მაგრამ… გამომიშვეს… – ატკიებულ ლოყაზე ხელი მოისვა ანრიმ, მერე კი როცა იგრძნო, რომ საყელოს ყელზე შემოჭერისგან სული ეხუთებოდა, ვერას თითებით ჩაებღაუჭა. – გამიშვი… ვეღარ ვსუნთქავ…

-სულს ამოგხდი, შე არამზადა! – ამჯერად ყელში წაავლო თითები გოგონამ მამაკაცს და ფრჩხილები ისე ძლიერად ჩააჭირა კანში, ლამის სისხლი ადინა.

რესტორანში მყოფი ყველა კლიენტი უკვე მათ უყურებდა. ზოგი იცინოდა, ზოგი კი იმდენად დამფრთხალი ჩანდა, უკვე რესტორნის დატოვებაზეც ფიქრობდა.

ლუის ძალიან ეშინოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ უკვე დრო იყო თავადაც ჩარეულიყო. ამიტომ ფეხზე წამოვარდა და წყვილთან მიიჭრა.

-ქალბატონო ვერა, თქვენი წარმომავლობის ქალს საზოგადოებაში ასე მოქცევა არ ეკადრება. – დიდი თვალებით შეხედა ბიჭმა მას. 

-ფუნთუშა?! – მის დანახვაზე შეცბა გოგონა. – შენც აქ ხარ?

-დიახ, აქ ვარ, ქალბატონო ვერა, და ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, მაგრამ ახლა ჯობია გაუშვათ ბატონი ანრი. ხალხი გიყურებთ. – მშვიდი, დაბალი ტონით ამოილაპარაკა ბიჭმა.

ვერა თითქოს ტრანსიდან გამოერკვაო. მაშინვე დაუმშვიდდა სახე, მამაკაცს ხელი გაუშვა და უკან დაიხია. ეს პატარა, კაპასი გოგო, ერთ წამში ისევ მშვიდ, მოცინარ მასპინძლად გადაიქცა.

-აჰ, მადლობა ღმერთს. – შვებით ამოისუნთქა ანრიმ. – მკლავში ძალა ისევ გერჩის.

ვერამ ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი დემონურად აკიაფებული თვალებით კიდევ ერთხელ მოიქნია ხელი და ამჯერად მეორე მხრიდან შემოარტა ანრის. 

-შენ… მეფის წინააღმდეგ წახვედი!

-ახლა მისი ერთგული ვარ… ამიტომაც გამომიშვეს. – თავის გამართლება სცადა ანრიმ. უკვე მთელი სახე უხურდა, ყელში კი სპაზმებს გრძნობდა.

-შენ გამო მამაჩემმა ყველაფერი დაკარგა! – ისევ მოუქნია ხელი გოგონამ, თუმცა ანრიმ თავის დახრით აიცილა.

-მე რა შუაში ვარ?

-არაგონებთან მეგობრობის გამო თავადის ტიტული ჩამოგვართვეს. ვერც ბარონესა გავხდი. ახლა კი შემომხედე. – თავის დასვრილ წინსაფარს დახედა გოგონამ.

-კარგად გამოიყურები. – ძალდატანებით გაიცინა ანრიმ.

-თევზის რესტორანში ვმუშაობ. 

-სამაგიეროდ აქაურობა მამაშენს ეკუთვნის!

-ისე ამბობ, თითქოს ეს კარგი იყოს!

-ჩვენს სამეფოში თევზის მოყვარული ბევრია.

-ახლადდაჭერილი კალმახით რომ გცემ ახლა, მერე ვნახავ როგორ იჭიკჭიკებ! – კბილებში გამოსცრა ვერამ და ისევ ხელებით წავიდა მისკენ, თუმცა შუაში ლუი ჩაუდგა და შეაჩერა.

-ვერა, მაპატიე. ეს არ იყო ჩემი განზრახვა. – სახე დაუსერიოზულდა ანრის.

-ჩვენ დანიშნულები ვიყავით. ცოლად უნდა მოგეყვანე!

-ციხეში ჩამსვეს!

-და ვისი ბრალი იყო? უბრალოდ მეფისთვის ერთგულება უნდა შეგეფიცა. ერთხელ მაინც იფიქრე სხვებზე საკუთარი თავის გარდა? შენი ოჯახი შენმა სისულელემ გაანადგურა! შენი დები ვიღაც მოხუცებზე გაათხოვეს, შენი საცოლე კი თევზის რესტორანში ყოველდღე კალმახებს ფხეკს!

ანრიმ თვალი გოგონას მოარიდა და წამიერად ირის გახედა. ყველაზე მეტად სწორედ ის უნდოდა, რომ ეს სიმართლე ირის არ გაეგო, მაგრამ გოგონა იქვე იჯდა და ამ ყველაფერს გაფართოებული თვალებით უსმენდა. გული კისერში უფეთქავდა. ბრაზობდა და თან მკერდში ტკივილს გრძნობდა. საკუთარ თავს უბრაზდებოდა, იმის გამო, რომ ერთი წამით ანრი არაგონზე სხვანაირად გაიფიქრა, თუმცა გარეგნულად არაფერს გამოხატავდა. ემოციების კონტროლი ბავშვობიდან კარგად ჰქონდა ჩანერგილი და ზუსტად იცოდა ასეთ სიტუაციებში სიმშვიდე როგორ უნდა შეენარჩუნებინა.

-წერილებს გწერდი, შენ კი არც მპასუხობდი. – თქვა ვერამ.

-ყველა წერილს ვკითხულობდი. სწორედ იქიდან ვიცოდი, რომ აქ გნახავდი. შენ თევზის რესტორანი ერთ-ერთ წერილში ახსენე. ნამდვილად… არ მინდოდა შენი ცხოვრება ასე შეცვლილიყო. – ისევ ვერას მიუბრუნდა ანრი. დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, თუმცა არც იმდენად, რომ ამ გოგოს რაიმეს დაჰპირებოდა.

-ჰოდა, თავიდანვე უნდა დათანხმებოდი მეფის წინადადებას, ხუთი წლის შემდეგ კი არა! – მიახალა ვერამ, მერე კი შეტრიალდა და წასვლა დააპირა, თუმცა უეცრად თითქოს გონება გაუნათდაო, ისევ ანრისკენ მობრუნდა და მამაკაცს თვალებში შეაცქერდა.

-შენ თქვი, რომ ახლა მეფის ერთგული ხარ?

-ამ… ჰო. – დაიბნა ანრი. ამიტომ სწრაფად მოიტყუა. კარგად იცოდა, ამ განრისხებული გოგოსთვის რომ ეთქვა ციხიდან გამოვიქეციო, ვერა მცველების მოხმობაზე და მის ჩაშვებაზეც არ დაიხევდა უკან.

-აქ რისთვის მოხვედი?

ამ კითხვის დასმისას, ანრი სულ გადაფითრდა სახეზე. ჯერ მარტო მისი დანახვით, როგორი აგრესია გამოიწვია ვერაში და ახლა ისიც რომ ეთქვა, იქ რისთვისაც იყო, ეს გოგო ნამდვილად იქვე დაახრჩობდა.

-ღმერთო ჩემო! – შეჰკივლა უეცრად ვერამ. – აქ იმისთვის ხარ, რომ შენი პირობა ხუთი წლის შემდეგ უნდა შეასრულო?

-რა? – უკან ელვანაცემივით გახტა ანრი.

-წმინდა ქალაქში ჩემზე დასაქორწინებლად ჩამოხვედი?

-მე…

-ღმერთო, მნათობო! ანრი! – იკივლა უცებ ვერამ, მამაკაცს მივარდა, კისერზე ხელები მოხვია და ლამის ზედ შეახტა. ანრი წაბორძიკდა და სკამზე დავარდა, ვერა კი კალთაში ჩაუჯდა, თმებში თითები შეუცურა, ის თითები, რომლითაც ცოტა ხნის წინ ახრჩობდა, თავისკენ მიიზიდა მამაკაცი და მის ტუჩებს ვნებიანად ჩააფრინდა. ანრიმ გაიბრძოლა, თუმცა უშედეგოდ. ვერამ კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა ის.

გაოგნებისგან ყბაჩამოვარდნილმა ირიმ, კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით გახედა ლუის. ბიჭი ისევ საწყლად იდგა და ხმას თავადაც ვერ იღებდა. ირი ამას ხმამაღლა არასდროს აღიარებდა, მაგრამ იმ მომენტში ხელისგულები საშინლად ექავებოდა, ისე უნდოდა მივარდნობა ვერას და ანრისთვის მოეშორებინა. ლუიმ დამფრთხალი მზერით შეხედა ირის. დაინახა, გოგონამ კისერი მაღლა როგორ ასწია და ჟანგბადი როგორ ჩაისუნთქა, რომ ნერვები მოეთოკა.

-ასეც ვიცოდი, – დაიჩურაჩულა ვერამ, როცა ანრის ბაგეებს მოსწყდა, – ვიცოდი, რომ ჩემთან დაბრუნდებოდი. გულის სიღრმეში ყოველთვის შენ გელოდებოდი. შენზე ფიქრი ყოველ ღამე თან მყვებოდა. ყველა საქმროს უარი ვუთხარი, ვინც კი მამაჩემმა ჩემთვის მოძებნა. მეუბნებოდა, არ დაბრუნდებაო, მაგრამ აი, შენც აქ ხარ!

ამის გაგონებისას უეცრად სიბრალულის გრძნობა დაეუფლა ირის. სიბრაზემ წამებში გადაუარა და თანაგრძნობა გაუჩნდა ვერას მიმართ. თავი მის ადგილას წარმოიდგინა. რა დაემართებოდა საქმრო რომ ჰყოლოდა, რომელზეც მთელი გულით იქნებოდა შეყვარებული, ეს საქმრო კი ერთხელაც მეფის ღალატისთვის დაეპატიმრებინათ.

-ვერა, მოიცა… – მისთვის ყველაფრის ახსნა დააპირა დაბნეულმა და სრულიად გაუგებრობაში მყოფმა ანრიმ, მაგრამ არ დასცალდა.

-დღეს ძალიან ბედნიერი დღეა! ღმერთებმა გადმოგვხედეს! – შეჰკივლა ვერამ სიხარულით. – ამ წმინდა დღეს დავქორწინდებით!

-გილოცავთ! – უცებ ხმა ამოიღო ირიმ.

ვერამ მისი ხმა რომ გაიგონა, მისკენ ისე მოიხედა, რომ ანრისთვის ხელი არ გაუშვა.

-შენ ვინ ხარ?

-მე… ანრის და ვარ. – სწრაფად მოიტყუა გოგონამ.

-და? – ანრის შეხედა ვერამ

 – შენს უფროს დებს ვიცნობ. ეს კი მათ სულ არ ჰგავს.

-მე უმცროსი და ვარ. – გაეპასუხა ირი.

-არ ვიცოდი უმცროსი დაც თუ გყავდა.

-მეც ახლახანს გავიგე. – თვალები გადატრიალა ანრიმ.

-ძალიან კარგი, ესე იგი დიდი ოჯახი გვექნება!

-ოჯახი?

-ამდენი წელი ვითმენდი. მოთმენას აღარ ვაპირებ. ჩემი დაბრუნება თუ გინდა, დღესვე დავქორწინდებით!- ფეხზე წამოიჭრა ვერა და შეჰკივლა, – მამა!

პასუხი არავინ გასცა.

-მამა!

უეცრად სამზარეულოს კარი გაიღო და იქიდან თავი მელოტმა კაცმა გამოჰყო. 

-აქ მოდი. შენი სიძე ჩამოვიდა!

კაცმა ჯერ გაკვირვებით მოწკურა წარბები, მერე კი კოჭლობით გამოიარა დარბაზი, თან ერთ ხელს წინსაფარზე იწმენდაა, მეორეთი კი უზარმაზარ ულვაშებს ისწორებდა.  

როცა მაგიდას მიუახლოვდა კაცი, გამჭოლი მზერით სტუმრებს დააკვირდა, მერე კი თვალები უეცრად გაუფართოვდა.

-არაგონ? – ანრის შეაცქერდა ის.

-გამარჯობა, იორამ! – ფეხზე წამოდგა მამაკაცი და ხელი გაუწოდა მას.

-ციხიდან გამოხვედი? – კაცმა ხელი არ ჩამოართვა. ანრიმაც უხერხული მოძრაობით გასწია უკან ხელი.

-გამომიშვეს.

-მოვიდა, რომ ცოლობა მთხოვოს. შენ კიდევ არ გჯეროდა, რომ დაბრუნდებოდა! – სიხარულით ამცნო ვერამ.

-ცოლობა? – გაოგნდა კაცი.

-შენი აზრი არ მაინტერესებს, მამა. – უხეშად მიახალა გოგონამ. – ან მას გავყვები, ან არავის!

-მაგრამ…

-ხომ გითხარი, არ მაინტერესებს! წავალ დედას კაბას მოვისინჯავ, იმედია ჩამეტევა! – თქვა გოგონამ და მაშინვე გაიქცა.

იორამმა ანრის გახედა, მერე ყბები ბრაზით გააღრჭიალა და ამოთქვა.

-ჩემ ქალიშვილის თუ რამეს დაუშავებ, მოგკლავ!

-იორამ, ძალიან ვწუხვარ იმ ყველაფრის გამო, რაც თქვენს ოჯახს შეემთხვა.

-ვერა შენზე დარდმა გააუბედურა. ჩემი ნება რომ იყოს, თევზივით გამოგფატრავდი. რადგან ის იჟინებს შენზე გათხოვებას, დაე ასე იყოს! – მიახალა კაცმა და ისევ სამზარეულოსკენ წავიდა კოჭლობით.

როგორც კი მაგიდას მოშორდა იორამი, ანრი მაშინვე სკამზე დაეშვა, ირის მიუბრუნდა და უთხრა.

-აქ რაც მოხდა, ყველაფერი არასწორად გაიგე.

-ის ნამდვილად გავიგე, რომ ცოლი მოგყავს, არაგონ. – ცინიკურად მიუგო ირიმ.

-ასე არ არის. ვერა არასდროს მყვარებია. უბრალოდ ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით ხოლმე. როცა გავიზარდეთ, სანამ მე რაინდის წოდების მიღებას ვცდილობდი, მამაჩემი იორამს დაჰპირებია, რომ მის ქალიშვილს ჩემზე დააქორწინებდა. აი, ასე მოხდა ყველაფერი. სახლში რომ დავბრუნდი, მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ საცოლე მყავდა.

-ამ გოგოს უყვარხარ.

-მე არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია. მისთვის პირობა არასდროს მიმიცია. ეს მამაჩემმა გააკეთა. ამ გზით ოლივერი სწორედ ამისთვის წამოვიყვანე. მინდოდა აქ გზად შემომევლო და ყველაფერი დამესრულებინა. ვერა ციხეში ყოფნის პირველ სამ წელიწადს წერილს წერილზე მიგზავნიდა, სადაც სიყვარულს მეფიცებოდა.

-ნეტავ ამის ვის სჯერა, არაგონ.

-სიმართლეს ამბობს, ქალბატონო ირი. – ჩაერია საუბარში ლუი. – ბატონი ანრი, რაც ციხიდან გამოვიდა, ძალიან სწუხდა ქალბატონი ვერას გამო. აქ მოსვლისასაც ამიტომ ნერვიულობდა ასე. 

-რადგან ბოლო ორი წელი წერილები აღარ მიმიღია მისგან, ვფიქრობდი რომ შეიძლება დაქორწინდა და ბედნიერად ცხოვრობს. ამის გადამოწმება მინდოდა, რომ მერე მშვიდად გამეგრძელებინა გზა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასე არ არის.

-მაშინ ადექი და სიმართლე უთხარი.

-გაგიჟდი? ცოტა ხნის წინ მახრჩობდა!

-ერთი პატარა გოგოსი გეშინია? – გაიცინა ირიმ.

-გთხოვთ, რაიმე მოიფიქრეთ, რომ აქედან ცოცხლებმა გავღწიოთ. – ორივეს ვედრებით შეხედა ანრიმ. – იორამი ახალგაზრდობაში ჯარისკაცი იყო. მართლა ამისრულებს დანაპირებს და გამომფატრავს…

-თავი თავად ჩაიგდე ამ დღეში.

-ირი, გთხოვ!

გოგონამ მოუთმენლად ამოიოხრა. ცოტა ხანს უყურა ანრის თვალებში განმსჯელი მზერით, მერე კი მიხვდა, რომ მამაკაცი არ სტყუოდა. ანრი არ ჰგავდა სიტყვის გამტეხ ადამიანს, აშკარა იყო, რომ ვერასთვის მას პირობა არასდროს მიუცია. ირიმ ღრმად ამოისუნთქა, მერე უსტყვოდ წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.

კარი რომ შეაღო, ცხვირი შემწვარი თევზის მძაფრმა სუნმა აუწვა. იორამი მაგიდასთან იდგა და სოსუსითვის პომიდორს ჭრიდა. როცა კარის ხმა გაიგონა, მომენტალურად მოიხედა და ირი აათვალიერა.

-ბატონო იორამ, რაღაც  უნდა იოცდეთ. – დაბალი ხმით თქვა გოგონამ.

-თქვენ ვინ ხართ? – დაჭრილი პომიდორი მოთუხთუხე ქვაბში ჩაყარა კაცმა და გოგონას მოუბრუნდა.

-მე… ანრის უმცროსი და ვარ. – ისევ მოიტყუა ირიმ.

-არაგონებს კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ?

-ჰო. – სწრაფად დაეთანხმა ის, მერე კი სწრაფადვე შეცვალა თემა, –  მისმინეთ… ანრი თქვენს ქალიშვილზე ვერ დაქორწინდება. აქ ამის სათქმელად მოვიდა, მაგრამ ვერამ აშკარად ყველაფერი არასწორად გაიგო.

-რატომ ვერ დაქორწინდება? – მაშინვე ბრაზით წამოენთო კაცს თვალები.

-როგორ გითხრათ… ის… – დაყოვნდა გოგონა, რადგან საჭირო სიტყვებს ეძებდა, – ქმრის მოვალეობას ვერ შეასრულებს.

-არ მესმის, რატომ? – ამჯერად ინტერესი ჩაუდგა კაცს თვალებში.

-იმიტომ რომ… ციხეში დაასაჭურისეს. – თავადაც ვერ გაიაზრა, საიდან მოაფიქრდა მსგავსი, რამდ მაგრამ ჩათვალა, რომ ეს ერთადერთი რამ იყო, რაც იმ მომენტში არაგონს გადაარჩენდა.

-რა? – თვალები ლამის ბუდიდან ამოსცვივდა კაცს, მერე კი პირზე ხელი აიფარა, –  ვაიმე, საწყალი! ანუ გამოდის, რომ შვილიშვილები არ მეყოლება?!

-დიახ, ასეა.

-მოიცა, ჩვენს სამეფოში მხოლოდ ერთი რამის გამო ასაჭურისებენ კაცებს. – უცებ გონება გაუნათდა იორამს, – თუ კი რომელიმე მათგანი მზის ქურუმს შეეხება. მან რა, ჩემს ქალიშვილს მზის ქურუმთან უღალატა?

-არა, ბატონო… – ამჯერად ირის აუვიდა შუბლზე თვალები, რადგან სიტუაციის ამ კუთხით წარმართვას საერთოდ არ ელოდა.

-როგორ გაბედა! არ იცის, რომ ქურუმის სხეული მზის ტაძარია და მისი წაბილწვა არ შეიძლება? მოვკალვ, მაგ არამზადას! – დაიღრიალა უეცრად იორამმა, დანას წამოავლო ხელი და კარისკე გაიქცა. გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ ეს კოჭლი კაცი, ასეთი სისწრაფით უკვე რესტორნის მთავარ დარბაზში გარბოდა. 

-არაგონ, მგკლავ, შე ნაძირალა! – ღრიალებდა იორამი. ანრი კი ერთ ადგილას იდგა გაშეშებული. თავდაცვის ყველა ინსტინქტი დაჩლუნგებოდა და თვალებს დაბნეული აცეცებდა. ვერ გაეგო, ასე ერთ წამში, რას უნდა გაეცოფებინა ეს კაცი. დანით შეიარაღებული მზარეულის დანახვაზე, დარბაზში მყოფი სტუმრები ფეხზე შეშინებულები წამოცვივდნენ და აქეთ-იქით გაფანტვა დაიწყეს.

მის ღრიალზე უცებ ვერა შემოვარდა მთავარ დარბაზში და დანით შეიარაღებული მამა რომ დაინახა, მაშინვე წინ გადაუდგა.

-მამა, ხომ გითხარი, რომ მასზე ვქორწინდები! გინდა ქორწილშივე დამაქვრივო? – დაუყვირა გოგონამ.

-ცოლად არ გჰაყვები! – შეუყვირა მამამ.

-მინდა და გავყვები!

-მაშინ ჩემი მოკვლა მოგიწევს!

-მაშინ თავს მოვიკლავ!

-ის საჭურისია! – იღრიალა უეცრად იორამმა.

-რა? – შეჰკივლა ვერამ.

-რა? – იყვირა ანრიმ და ირის მომაკვდინებელი მზერა ესროლა.

-მისმა დამ მითხრა, რომ საჭურისია! აქ სწორედ ამის სათქმელად მოვიდა და არა შენი ხელის სათხოვნელად! ციხეში დაასაჭურისეს, რადგან მზის ქურუმთან საქმე დაიჭირა!

-ღმერთო ჩემო! – შესძახა უეცრად ვერამ და ანრის მიუბრუნდა ცეცხლისმფრქვეველი თვალებით.

ირი მიხვდა, რომ იქ კარგი არაფერი მოხდებოდა, ამიტომ ანრის მკლავში წაავლო ხელი და თავისკენ დაქაჩა.

-გავიქცეთ აქედან, სანამ დანაზე წამოგაგეს!

ანრიმ ვერაფერი უპაასუხა. უბრალოდ ირის ხელს დაჰყვა. უკვე სამივენი კარებში გარდბოდნენ, როცა იორამმა ჭურჭლების სროლა დაიწყო მათი მიმართულებით. ერთი ყვავილის პატარა ქოთანი ლუისაც კი მოხვდა ფეხში. საწყალი ბიჭი სულ კოჭლობით გაძვრა კარებში.

რესტორანს რომ გამოსცდნენ, დაღმართზე თავქუდმოგლეჯილები დაეშვნენ. თან უკან-უკან იხედებოდნენ. აინტერესებდათ იორამი ხომ არ მოსდევდათ.

-საჭურისი? – ყვიროდა გაცეცხლებული ანრი, – სად ჯანდაბიდან მოიგონე, რომ საჭურისი ვარ?

-აბა, რა უნდა მეთქვა? – ყვირილითვე პასუხობდა ირი.

-ნებისმიერი რამ, ამის გარდა! ახლა მთელმა ქარვის სამეფომ იცის, რომ არაგონების გვარის ერთადერთი გამგრძელებელი დაასაჭურეს, და რომ არაგონების გვარი ჩემთან ერთად მოკვდება!

-ჰოდა, თავად მოგეფიქრებინა უკეთესი ტყუილი!

-ყველა სიკეთესთან ერთად, მზის ქურუმის წმინდა სხეულის წამბილწველიც გამომიყვანე! არ იცი, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ იმათ ასაჭურისებენ, ვინც მზის ქურუმთან დაწვება?!

-აღარ მახსოვდა! ამ ქვეყანაში ხუთი წელია არ ვყოფილვარ! – შეუყვირა ბოლოს წყობიდან გამოსულმა ირიმ.

სწორედ ამ დროს, ქოშინით და სწრაფი სირბილით ჩამოუქროლა ლუიმ მათ, ორივეს გაასწრო და თან მიაძახა.

-მოუჩქარეთ, მგონი იორამი მოგვდევს!

***

ლუპერკალიების დამაგვირგვინებელი მისტერიები ყოველთვის განთიადისას, მზის ამოსვლამდე იწყებოდა. ჯერ ლოცვები და რიტუალები ტარდებოდა მთავარ ტაძარში, შემდეგ კი მომლოცველები ერთად ეგებებოდნენ მზის ამოსვლას.

ჯერ კიდევ ბნელოდა, თუმცა ცას გარიჟრაჟი ეპარებოდა, როდესაც მზის ტაძრის ეზოში,  ქურუმთა დამხმარე მამაკაცებმა უზარმაზარი კოცონი ააგიზგიზეს. ტაძრის თეთრი ფერის კედლებმა ცეცხლის შუქი მაშინვე აირეკლეს და თეთრ-ოქროსფრად აპრიალდნენ.

ტაძრის ეზოში შესვლის უფლება, დღესასწაულის დღეებში ყველას ჰქონდა. მორწმუნესაც და ნაკლებად მორწმუნესაც. ღარიბსაც და მდიდარსაც. დიდგვაროვანსაც და გლეხსაც. მეტიც, მათ არავინ ამოწმებდა, რადგან ქალაქში უკვე ყველა წესი იყო დაცული იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ცერემონიის მთავარ დრესკოდს გროტესკული ნიღბები წარმოადგენდა, რაც სიმბოლურად ასახავდა სხვადასხვა ძველი ღვთაებების სახეებს, რომელთან ბრძოლაშიც, ლეგენდის თანახმად, მზის ღვთაებამ გაიმარჯვა, მათი მოყვანილი ცივი და ყინულოვანი ზამთარი უკუაგდო და დედამიწაზე თავისი სითბოთითა და სინათლით ბატონობა მოიპოვა. 

როდესაც ეს ლეგენდა ლინდამ ირისგან მოისმინა, მაშინვე დიდი გამყინვარების ხანა გაახსენდა და ივარაუდა, რომ მსგავსი რამ პარალელურ დედამიწასაც უნდა ჰქონოდა გამოვლილი. შეიძლებოდა, სწორედ აქედან მოდიოდა მზისადმი თაყვანისცემის უძველესი ტრადიციაც.

ტაძრის ეზოც ქალაქის დანარჩენი ნაწილებივით ხალხმრავალი და ხმაურიანი იყო. გალავანთან განთავსებულ დახლებზე საჭმლის გორები ეყარა. ნებისმიერს შეეძლო რამდენიც უნდოდა მიერთვა, ანდაც სახლში წაეღო, რადგან იმ დღეს ერთთვიანი მარხვა სრულდებოდა.

პირველი, რაც ეზოში შესულებმა გააკეთეს, ეს ხელნაკეთი, უშნო, საშიში და გროტესკული ნიღბების ყიდვა იყო. ანრიმ ყველასთვის შეიძინა, ჩამოურიგა მათ და გააფრთხილა სახიდან არ მოეხსნათ, სანამ ტაძრის ეზოში იმყოფებოდნენ. არ უნდოდა ვინმეს, რომელიმე მათგანი ამოეცნო და იქაურობა ქალაქის მცველებით გავსებულიყო.

ეზოს ცენტრში განთავსებულ შადრევანში, ტაძრის ქურუმი ქალების ჯადოქრობის წყალობით, წყლის ნაცვლად ქარვისფერი ღვინო მოსჩქეფდა, ეზოში დარგულ აკაციის ხეებს კი გაყვითლებული ფოთლები ყოველი ქარის მობერვაზე სცვიოდა და მიწას ნაზად ეფინებოდა.

ახალგაზრდები ჭიქებით მირბოდნენ შადრევანთან, ღვინოს იღედბნენ, სვამდნენ, შემდეგ კი გაბრუებულები კისკისებდნენ, ცეკვავდნენ, თამაშობდნენ. ერთმანეთში ნიღბებს ცვლიდნენ, ზოგჯერ კი სხვადასხვა გასართობ შეჯიბრებებშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.

ირი და ანრი სანახაობით აშკარად აღტაცებულები ჩანდნენ. მათ არც ლუი და ლინდა ჩამოუვარდებოდნენ. ერთადერთი, ვინც ვერ დუნდებოდა ეს ოლივერი იყო. ძალიან დაძაბული ჩანდა. მხრები და ხელები ისე დაეჭირა, თითქოს თავდასხმისთვის ემზადებოდა. ზოგჯერ კისერს მაღლა სწევდა და ხალხს გაფაციცებით ათვალიერებდა. ლინდამ შენიშნა, რომ არც ბელა იყო მთლად მოდუნებული. ოლივერივით დაძაბული არ სჩანდა, ის უფრო დამფრთხალს ჰგავდა. ქალს თუ ვინმე ახლოს ჩაუვლიდა, შფოთავდა და მაშინვე უკან იხევდა, თითქოს გასაქცევად ემზადებაო.

-ღვინო დალიე, ცოტას მოდუნდები. – გადაუჩურჩულა ლინდამ ბელადონას.

-არ შემიძლია. ჩემი გონება ფხიზელი უნდა იყოს. – გაბზარული ხმით მიუგო ქალმა.

-ასე რისი გეშინია?

-მზის ტაძრის ეზოში აქამდე არასდროს ვყოფილვარ…

-მერე?

-როცა ქარვის სამეფოში მზისადმი თაყვანისცემა დააბრუნა დემიანმა, ათანასიამ ჯადოქრობა უმკაცრესად აკრძალა. ყველა ჯადოქარ ქალს ხელი მოჰკიდეს და აქ მოათრიეს. – ტაძარს ახედა მან, – აქ კი მათგან მზის ქურუმები გამოძერწეს, რომლებიც მხოლოდ მეფეს ემსახურებიან. მათ წლებია ვემალები. სულაც არ მინდა ჩემი მაგია რომელიმე მათგანმა შეიგრძნოს.

-მაშინ, აქ საერთოდ რატომ მოხვედი?

-ორი მიზეზის გამო. ახლა მარტო არ ვარ. თქვენთან ერთად ასე თუ ისე რაღაცის იმედი მაქვს და შეიძლება გზა ვიპოვო ტაძარში მოსახვედრად. შეიძლება მზის ქურუმებს სამოგზაურო კრისტალები აქ ჰქონდეთ. – თითით ტაძარზე ანიშნა ბელამ.

-სერიოზულად? – თვალები შუბლზე აუვიდა ლინდას და უეცრად იმედის ნაპერწკლები გაუღვივდა გულის სიღრმეში.

-შეიძლება-თქო. – დაუზუსტა ქალმა.

-და შენი აქ ყოფნის მეორე მიზეზი რა არის?

-მინდა უგულო მეფის აღსასრული ვნახო. – მხრები აიჩეჩა მან და უჩვეულოდ ჩაიცინა.

-რა?! – უეცრად სუნთქვა შეეკრა ლინდას.

ამ სიტყვების გაგონებისას უეცრად ანრი და ირი ერთოდრულად მოტრიალდნენ მათკენ და ბელას გამკიცხავი მზერა მიაპყრეს.

-რა იყო? – იკითხა ქალმა. – ეს არ უნდა მეთქვა?

-საიდუმლო გეგმა იცი რას ნიშნავს? – შეუბღვირა ანრიმ.

-კი, მაგრამ უცხოსთვის ხომ არ მითქვამს? – შუბლი შეკრა ქალმა, – ლინდაც თქვენი გუნდის წევრია.

-მისგან იყო ეს გეგმა საიდუმლო, სხვა დანარჩენისთვის კი ისედაც საიდუმლოდ ითვლება. – ჩაისისინა ირიმ.

-მოიცა… რა? – აღშფოთება ვერ დამალა ლინდამ. ნიღაბი მოიხსნა, რომ ღრმად ესუნთქა. გული უკვე კისერში ამოსჯდომოდა და უსამართლობის შეგრძნება ახრჩობდა. – დემიანი… დემიანი აქ მოვა? და თქვენ ეს იცოდით? 

ქალმა პასუხს არ დაუცადა და მაშინვე თვალებით ოლივერი მოძებნა, რომელიც მათგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა და ყველაფერი ესმოდა. როცა მისი თვალები ლინდას მზერას შეხვდა, მამაკაცმა ირონიულად გაიღიმა, ქალისკენ რამდენიმე მაბიჯი გადადგა, მის წინ გაჩერდა, თვალი თვალში გაუყარა და უემოციოდ უთხრა.

-რა თქმა უნდა, ვიცოდით. ის ყოველ წელს ესწრება ლუპერკალიებს. ამ მხარეში სწორედ მზის ტაძარში სალოცავად ჩამოდის. 

-და მისი მოკვლის გეგმა ჩემგან საიდუმლოდ შეიმუშავეთ? – სახეში სისხლი მოაწვა ქალს. ახლა მარტო ოლივერზე კი არა, ყველა იქ მყოფზე იყო განრისხებული.

-და საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო კიდეც. – გამკიცხავი მზერა ბელას წამიერად ესროლა ოლივერმა.

-აი, რატომ არ გინდოდა, რომ აქ წამოვსულიყავი. სანამ გავიღვიძებდი, თქვენ ყველანი ამაზე შეთანხმდით, არა? – უმწეობის შეგრძნება დაეუფლა ქალს. იფიქრა, რომ ყველამ პირი შეკრა მის წინააღმდეგ.

-გიკვირს? – ცალი წარბი მაღლა ასწია ოლივერმა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

-მაინც… რით აპირებ მის მოკვლას? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ქალმა, – აქ ხომ იარაღის ტარება ყველას აკრძალული აქვს?

ამ კითხვის დასმისას უეცრად ყველანი გაჩუმდნენ. ირიმ და ანრიმ ჯერ ოლივერს გახედეს, მერე კი ერთმანეთს გადახედეს. ლინდა თითქოს მიუხვდა მათ ამ სიჩუმის მიზეზს, უეცრად ოლივერს მიეჭრა და მის სხეულზე ხელების ფათურს მოჰყვა. ჯერ შარვლის სათავეს მოავლო თითები, შეამოწმა სადმე იარაღი ხომ არ ჰქონდა დამაგრებული, მერე კი პერანგის ღილებს ჩაებღაუჭა.

-რა ჯანდაბას აკეთებ? – მაჯები სწრაფად დაუჭირა მამაკაცმა, მისკენ მიიზიდა და კბილებს შორის გამოსცრა.

-დღეს… რამდენიმე საათით რომ გაუაჩინარდი… სად იყავი?

-შენი საქმე არ არის!

-ვიღაცამ იარაღი მოგცა, არა? ამ ქალაქშიც გყავს მომხრეები, ხომ ასეა?

-ხმას დაუწიე! – თვალები გამაფრთხილებლად დაუბრიალა მამაკაცმა.

-სად მალავ? – მისგან ხელები სხარტად გაითავისუფლა ლინდამ, მერე კი მკლავებზე ჩამოუსვა. უეცრად მაჯასთან, შეკრული სახელოს მიღმა, რაღაც მძიმე და მყარი მეტალის ნივთი მოხვდა თითებში. მაშინვე ჩაავლო ღილებს ხელი, გახსნა და მის მაჯას დახედა.

მამაკაცს მაჯაზე ფოლადის უეჩვეულო ნივთი ჰქონდა დამაგრებული და ტყავის თასმებით მაჯის შიდა მხარეზე შეკრული. სამაჯურს ჰგავდა, რომელსაც ზემოდან პატარა ბერკეტი ჰქონდა. ქალი მას ოდნავ შეეხო თითებით და უეცრად მეტალის სამაჯურიდან ბასრი, წვრილი წვერის მქონდე ხანჯალი ამოიმართა.

ლინდა უნებლიედ შეკრთა და პირზე ხელი აიფარა, რომ ემოციები შეეკავებინა.

-ეს რა არის?

ოლივერმა არაფერი უპასუხა. ხელი უხეშად გააშვებინა. ხანჯალი ისევ სამაჯურში ჩაკეცა, მერე კი პერანგი სახელო ჩამოიფარა.

-ჩემს საქმეში ნუ ერევი! მერანდენეჯერ უნდა გაგიმეორო?

-დემიანის მოკვლას აქ აპირებ? – მისკენ წაიწია ქალმა, თვალებში შეაცქერდა და ხმადაბლა, სისინით გამოსცრა კბილებში. – ეს წმინდა ქალაქია, აქ ვერავის ვერ მოკლავ.

-მოწმუნე არ ვარ,  მით უმეტეს მზის ღმერთს არ ვეთაყვანები. – ცინიკურად გაიღიმა ოლივერმა.

-ამ პატარა ხანჯლით აპირებ ქარვის სამეფოს მბრძანებლის დამარცხებას?

-დემიანის ბნელ გულს, ესეც ეყოფა.

-აქ მეტი იარაღი არ გაქვს. ქალაქის მცველები მაშინვე დაგიჭერენ და მოგკლავენ. ეს სისულელეა!

-ახლა მე მიცავ, თუ მას? – სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა მამაკაცმა ქალს და თვალისდაუხამხამებლად შეხედა.

-რა? – ამ კითხვამ შეაკრთო ლინდა. ოლივერმა მიზანში მოარტყა. ლინდა ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო თავის თავში ოლივერის დაცვა სურდა საფრთხისგან, თუ დემიანის.

-მითხარი, მე მიცავ სისულელის ჩადენისგან, თუ დემიანს იცავ ჩემგან?

ლინდა გაჩუმდა და არაფერი უპასუხა. ოლივერმა ცალყბად გაიღიმა.

-ასეც ვიფიქრე. ყველაფერი გასაგებია.

-რა არის გასაგები, პასუხიც კი არ გამიცია.

-ზუსტად ეგ არის გასაგები. შენ ის უფრო გადარდებს, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი! ახლა ხვდები, რატომ არ გითხარით არაფერი ჩვენი გეგმის შესახებ? 

ლინდა გაცეცხლებული სახით დანარჩენებს მიუბრუნდა, რომლებიც იქვე იდგნენ და ამ ორ, დაპირისპირებული მხარეს შორის განვითარებულ მოვლენებს, ისე ადევნებდნენ თვალს, თითქოს ძალიან საინტერესო სპექტაკლს ესწრებოდნენ.

-ამაში თქვენც ხართ გარეულები. ნუთუ არ დარდობთ, რომ ის ამ საქმეს შეეწირება? – ირის და ანრის შეხედა ლინდამ.

-ეს… მისი მისიაა! – თქვა ანრიმ.

-აქ სანახაობისთვის ხართ! – ხმა ძლივს გააკონტორლა ქალმა, – წარმოუდგენელია, რომ ამდენი ხანი ასეთი ადამიანების გვერდით გავატარე… 

-ფიქრობ, რომ ცუდი ადამიანები ვართ? – ნაწყენი ხმით ჰკითხა ირიმ.

-აქ მოხვედით იმისთვის, რომ ნახოთ, როგორ გამოასალმებს სიცოცხლეს ერთი ადამიანი მეორეს და როგორ შეეწირება მეორე ამ ყველაფერს. ეს კარგ ადამიანებად გაქცევთ? – კითხვა შეუბრუნა ქალმა.

-მაგ ადამიანმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ შეიწირავს, თუ არ შევაჩერეთ! – ჩაერია ბელა.

ლინდამ ღრმად ჩაისუნთქა, რომ მომზადებულიყო და სათითაოდ ყველასთვის პასუხი გაეცა, თუმცა უეცრად პირს მომდგარი სიტყვები უკანვე გადაყლაპა, რადგან მოულოდნელად მომლოცველებს შორის ჩოჩქოლი ატყდა. ხალხს ჩურჩულის ტალღამ ელვისისწრაფით გადაუარა, რომელიც იუწყებოდა, რომ მეფე-მზე მოდიოდა. 

ამ ინფორმაციის მიღებისას, უკვე ყველას დაეტყო მღელვარება. ლუიც კი აფორიაქებული ჩანდა. ლინდა ღრმად სუნთქავდა, ირი ადგილს ვერ პოულობდა, ოლივერი კი ისევ ქვასავით უძრავად იდგა და ნიღბის მიღმიდან მომზირალი თვალები იქით მიემართა, საიდანაც დემიანის გამოჩენას ელოდებოდა.

ანრი უეცრად ირის ნიღაბს სწვდა და სახეზე კარგად გაუსწორა. ამ ჟესტმა ირი ფიქრებიდან გამოაფხიზლა. მამაკაცს მიუბრუნდა და კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით ახედა მას.

-არც უგულო მეფემ და არც რომელიმე მისმა მსახურმა, ჯობია შენი სახე არ ნახოს. სასახლეში ცხოვრობდი, და ალბათ მათ ბევრჯერ შეხვედრიხარ. – აუხსნა მამაკაცმა.

-აჰ… ჰო… – ძლივს წაილუღლუღა გოგონამ, – შევხვედრივარ, თუმცა არამგონია ვინმეს ვახსოვდე. მსახურები დიდ სასახლეებში ყოველთვის უხილავნი რჩებიან.

გოგონას სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ქარვის სამეფოს მმართველი, დემიან დე რეინი თავის თანხმლებ ამალასათან ერთად გამოჩნდა. შავი შარვალი, მუხლამდე ჩექმა, ყვითელი აბრეშუმის პერანგი და ოქროსფერი მოსასხამი ემოსა. მოსასხამი სულ ოქროს ძაფით იყო მოქარგული და სხვადასხვა ძვირფასი ქვებით გაფორმებული. ცეცხლის ალის შუქზე ისე ბრწყინავდა, გეგონებოდათ, შუაღამისას მზემ გამოანათაო.

მამაკაცი მუქი წარბების მიღმიდან, ოქროსფერი თვალებით, დაკვირვებით უმზერდა ირგვლივ შეგროვებულ ხალხს, რომლებიც მხიარული შეძახილებით თავიანთ მეფეს ესალმებოდნენ. ვარდისფერ ბაგეზე ბედნიერების, გამარჯვების და სიამაყის ღიმილი ეფინა, ხვეულ თმაში ჩამალული ოქროს, ქარვის ქვებით გაწყობილი გვირგვინი კი თვალისმომჭრელად უბრწყინავდა. 

უკან ოთხი მცველი მოჰყვებოდა. მათ შორის იყო ის მაღალი, ბრგე და მდუმარე მამაკაცი, რკინის ნიღბით, რომელსაც დემიანი ჩრდილს ეძახდა და რომელსაც ლინდა უკვე კარგად იცნობდა. 

მათ უკან ათანასიაც მოაბიჯებდა. უფრო სწორად, კი არ მოაბიჯებდა ისე მოსრიალებდა, გეგონებოდათ მიწაზე ფეხს არ ადგამსო. ყვითელი თმა მხრებზე ლამაზად ჩამოეშალა, ადრინდელივით ოქროს საღებავით მოეხატა მკლავები, მისი ოქროსფერი კაბა კი მეფის მსგავსად ძვრიფასი ქვებით გაეწყოთ მსახურებს. რა თქმა უნდა, სხვანაირად არც შეეფერობდა მზის ტაძრის მთავარ ქურუმს.

ირიმ ძალიან სცადა მშვიდად მდგარიყო, თუმცა მათკენ მომავალ დემიანს ამდენი ხნის შემდეგ თვალი პირველად რომ მოჰკრა, მთელი სხეული გაუშეშდა. 

გაქვავდა, ძარღვებში სისხლი გაეყინა. როგორი მედიდური და ამპარტავი ჩანდა. ისე მოაბიჯებდა, თითქოს მთელი სამყაროს ცენტრი ყოფილიყო.

უცებ წინ პატარა ბავშვები გაიჭრნენ და დემიანს ყვავილებით შეეგებნენ. ისიც სათნო ღიმილით დაიხარა და ბავშვები გულში ჩაიკრა.

-ჰმ! – ჩაიბურტყნა მათ უკან ბელამ. – ჰიტლერიც ზუსტად ასე იხუტებდა ბავშვებს გულში.

ირის და ანრის ძალიან უნდოდათ ეკითხათ მისთვის, ვინ იყო ჰიტლერი, მაგრამ ზედმეტი ხმაურის გამოცემისგან, ან მკვეთრი მოძრაობების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

როგორც კი ბავშვებს შეუშვა ხელი დემიანმა, მოულოდნელად ხალხის ნაკადმა იხულვა და მისკენ გაიჭრნენ. ამ ნაკადში ძირითადად ახალგაზრდა, დასაოჯახებელი გოგონები იყვნენ, რომლებიც სამეფოს დედოფლობაზე ოცნებით გაეზარდათ თავიანთ მშობლებს. ირიმ ძალიან სცადა წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა ის სწორედ მათ ნაკადში მოექცა. ხალხის სხეულებმა ისე გაიტაცა გოგონა, როგორც ზღვის აბობოქრებულმა ტალღებმა. გაიბრძოლა, მაგრამ ბრბოს წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. უკან მოიხედა და შეშინებული თვალებით ანრის გახედა. ანრი იბრძოდა. მისკენ გამოცურვას ცდილობდა, მაგრამ ბრბოს ვერაფერს უხერხებდა.

უეცრად ხალხის ნაკადი გაიშალა, რადგან მეფისკენ გადაადგილებულებს წინ მეტი სივრცე დახვდათ. მათი სხეულების მოშორება და ირის ძირს დაცემა კი ერთი იყო. გოგონა ერთ წამში ისე ჩაეხუტა მიწას მუხლებით, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოასწრო. ცალი ფეხსაცმელი გასძვრა, თუმცა გოგონა იმაზე უფრო დარდობდა, რომ ნიღაბი არ მოსძრობოდა, ამიტომ ხელით იჭერდა და თან ფეხსაცმლისკენ გახოხებას ცდილობდა.

უეცრად ხალხი მიჩუმდა, ირიმ კი იგრძნო, რომ ვიღაცამ კოცონიდან მომავალი სინათლე მოუჩრდილა. დაზაფრულ გოგონას ტანში უსიამოვნოდ გასცრა, თავი მექანიკურად ასწია და მის წინ გაჩერებულ დემიანს პირდაპირ თვალებში შეხედა. მამაკაცი მის თავზე მედიდურად წამომდგარიყო და ოდნავშესამჩნევი ღიმილით უმზერდა მას.  ჩირაღდნებიდან გადმოფრქვეული ცეცხლოვანი შუქი მის ოქროს გვირგვინზე ირეკლებოდა და გვირვინის ქარვის ქვებში ნერვიურებად იშლებოდა.

-ყველაფერი რიგზეა, გოგონა? – ჰკითხა მან დაბალი, მომაჯადოებელი ხმით და ირის ხელი გაუწოდა.

გოგონას უეცრად მოგვრილი პანიკური შიში მკერდსა და კიდურებში ისე გაუჯდა, რომ სუნთქვაც გადაავიწყა და მოძრაობაც. მამაკაცის გამოწვდილ ხელს დახედა, მერე კი წამებში გადახარშა გონებაში, რომ ისედაც ამდენი ადამიანის ყურადღება მიიქცია და კიდევ უფრო მეტის უყრადღება აღარ სჭირდებოდა. ამიტომ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, აცახცახებული ხელი მისკენ გასწია და თითებით ოდნავ შეეხო. მკერდში ტკივილი იგრძნო, შიშისგან და რაღაც ძალიან ცუდის მოლოდინით გამოწვეული. დემიანმა აღარ დააყოვნა და მთელი მისი ხელის მტევანი თავისაში მოიქცია, მერე კი მიიზიდა და გოგონა ფეხზე წამოაყენა.

ირიმ თავი ჩახარა, რომ მისთვის თვალებში არ შეეხედა, მაგრამ დემიანმა ნიკაპში თითები ამოსდო და თავი ააწევინა. როცა მის ცისფერ თვალებს ჩააკვირდა, გაიღიმა და ჰკითხა.

-ჩემი გეშინია?

ირის ხმა არ ამოუღია. იცოდა უგულო მეფის ეგოს შესახებ. იცოდა, როგორ მოსწონდა, როცა გრძნობდა, რომ ხალხს მისი ეშინოდა, ამიტომ თავის დაქნევით დაეთანხმა. დემიანს ისევ გაეღიმა. არაფერი უთქვამს, უბრალოდ დაიხარა, მიწაზე გადაბრუნებული ფეხსაცმელი გადმოაბრუნა და გოგონას წვივზე მოკიდა ხელი. როცა მამაკაცი ფეხსაცმელს აცმევდა, გოგონამ სამიათასჯერ მაინც გაიფიქრა, რომ იქიდან ცოცხალი ვერ გააღწევდა.  

ხალხი მთელი ეს დრო გაოგნებული იდგა. ხმას ვერ იღებდნენ, ვეღარც ჩურჩულებდნენ, რადგან ცხოვრებაში პირველად იხილის მეფე-მზეს ვინმეს წინაშე მუხლი მოეყარა, ანდაც დახმარების ხელი გაეწვდინა.

მამაკაცი ისევ გასწორდა მხრებში და ირის შეხედა. სწორედ ამ დროს, ხალხის ნაკადი დიდი ძალისხმევის შედეგად გამოარღვიეს ანრიმ და ბელამ. მამაკაცი ნაბრძოლი და გულამოვარდნილი ძლივსღა სუნთქავდა, თან ხელით ნიღაბს ისწორებდა, რომ დემიანს არ ეცნო. როცა წამიერად უკან მოიხედა ირიმ, ხალხის ნაკადის მიღმა, უკანა ფონზე თვალი მოჰკრა, როგორ იჭერდა ლინდა ოლივერს, რომ მეფეს ანდაც ცენტრში განვითარებულ მოვლენებს არ მიახლოვებოდა.

ინიციატივის გამოჩენა ბელამ გადაწყვიტა, რადგან იცოდა, რომ მას იქ არავინ იცნობდა. ქალმა მოწიწებით წარსდგა ნაბიჯი მეფისკენ, წელში მოიხარა, თვალები დახარა და ხმადაბლა ჩაილაპრაკა.

-თქვენო ბრწყინვალებავ, აპატიეთ ჩემ დას… თავს შეუძლოდ გრძნობს. სუსტადაა და ამიტომ დაეცა.

დემიანმა უსიტყვოდ გადახედა მას. ბელას უნებლიეთ მზერა გაექცა მის უკან მდგარი ათანასიასკენ, რომელიც თვალებით ბურღავდა ბელას. ქალმა შესანიშნავად იცოდა, ეს რასაც ნიშნავდა. ათანასიამ მისი მაგიური აურის შესახებ იყნოსა.

დემიანმა უჩვეულოდ ჩაიღიმა, მერე კი ირის ხელი აიღო, ტუჩებთან მიიტანა და მსუბუქად ეამბორა.

-დღევანდელი მისტერიებით დატკვით, ქალბატონებო. – გაუღიმა, თავი დაუკრა, შებრუნდა და თავის ამალასთან ერთად გზა განაგრძო.

როგორც კი მათ გაეცალა, ირიმ მაშინვე შვებით ამოისუნთქა, თუმცა მუხლები ისე მოეკვეთა, ანრის რომ არ დაყრდნობოდა, ნამდვილად წაიქცეოდა.

როგორც კი ხალხის ნაკადიც უკან მიჰყვა ტაძარში შემავალ დემიანს, და გზა გათავისუფლდა, ოლივერი და ლინდაც მაშინვე გაჩნდნენ მათთან. ირი სულ ერთიანად აცახცახებული იყო. კბილს კბილზე ურტყამდა და თითებს ნერვიულად იმტვრევდა. მუხლები ეკეცებოდა და ფეხზე დგომა ძალიან უჭირდა.

-აქ ვერ დავრჩები. – თქვა ხმის კანკალით გოგონამ. – მან ჩემი ოჯახი ამოხოცა. ამდენი წლის შემდეგ, პირველად ჩავხედე თვალებში. ამის გაძლება არ შემიძლია. არ შემიძლია…

-გთხოვ, დამშვიდდი. – მხრებში ხელები ჩაავლო ოლივერმა და გოგონას გაუაზრებლად მოუჭირა. – შენთვის აქ მოსვლის ნება არ უნდა მომეცა. ეს შეცდომა იყო.

-არ უნდა მოვსულიყავი. – დანანებით ჩაილაპარაკა ირიმ.

-წადით აქედან და ირიც წაიყვანეთ. – ბრძანება გასცა ოლივერმა. – ქალაქის კარიბჭესთან წადით. ყველაფერი წაიღეთ. ჩვენი ნივთები და ჩვენი ცხენებიც წაიყვანეთ, არაფერი დატოვოთ. მე უკან ფეხით დავბრუნდები.

-ოლივერ… – მისი შეჩერება სცადა ლინდამ.

-ლინდა, – ქალს გააწყვეტინა მან, – არ შემეკამათო. ირი ცუდად არის. მათ გაჰყევი, ძალიან გთხოვ!

-გინდა აქ მარტო დარჩე?

-ქარვის სამეფოს ძლევამოსილი ჯარის მხედართმთავარი ვიყავი. გგონია, სადმე მარტო დარჩენის მეშინია?

-მაგრამ…

-წადი! ახლავე! – კბილებს შორის გამოსცრა მამაკაცმა და მათ სასწრაფოდ გაეცალა.

ლინდას აღარაფერი უთქვამს. იცოდა, რომ მასთან შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დანარჩენებს გაჰყვა.

ქალაქის კარიბჭესთან ოლივერის ბრძანებისამბერ, თავიანთი ნივთები აიღებს, ცხენებზე შესხდნენ და უკანა გზას დაადგნენ.

თენდებოდა, გარიჟრაჟი უფრო და უფრო მკვეთრდებოდა, როცა სანაპიროს მიუახლოვდნენ. ანრიმ საუბრის წამოწყება და ყველას გამხიარულება ბევრჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. საუბარში მხოლოდ ლუი თუ აჰყვებოდა, ისიც ცოტა ხნით. სხვა დანარჩენებს კი ყველას თავიანთი საწუხარი ჰქონდათ. ირი უკვე უკეთ გრძნობდა თავს, თუმცა შინაგან კანკალს ჯერ კიდევ არ გაევლო მისთვის. თვალებში სულ დემიანის სახე და მისი თვითკმაყოფილი ღიმილი ელანდებოდა. ბელას გული უსკდებოდა, როცა ათანასია და მისი გამჭოლი მზერა ახსენდებოდა, ლინდა კი ოლივერზე დარდს თავიდან ვერ იშორებდა.

-როგორ ფიქრობ, ოლივერი დღეს ყველაფერს დაასრულებს? – იკითხა ბოლოს ანრიმ.

-არ ვიცი, მაგრამ ამის დიდი სურვილი მაქვს. – ჩაისისინა ირიმ.

-ასე ხმამაღლაც ნუ ამბობ, თორემ ლინდა გაგვიბრაზდება. ასე არ არის, ლინდა?! – ხმამაღლა გასძახა მამაკაცმა, თუმცა უკნიდან ხმა არავინ გასცა. ანრიმ უცებ რაღაც იეჭვა, მაშინვე მოტრიალდა და უკანა გზას გახედა, სადაც ლინდა ეგულებოდა.

არც ლინდა და არც მისი ცხენი აღარსად ჩანდნენ. როცა მისი სახის ცვლილება დანარჩენებმაც შრნიშნეს, უკან ყველამ ერთდროულად მოიხედა.

-სად გაქრა, ქალბატონი ლინდა? – იკითხა ლუიმ.

-ამწამს აქ იყო. – თქვა ბელამ.

-ზუსტად ვიცი, სადაც წავიდა. – ამოიოხრა გუნებაწამხდარმა ირიმ.

***

მზის ტაძრის შიდა ინტერიერი დიდ, ერთიან სივრცეს წარმოადგენდა. განყოფილებები არ ჰქონდა, მხოლოდ საკურთხეველი იყო დანარჩენი სივრცისგან შემაღლებული და გამოყოფილი. 

საკურთხევლის აფსიდს ნახევარწრის ფორმა ჰქონდა და იატაკიდან ჭერამდე მაღალი ფანჯრები ამშვენებდა, რომლებშიც ყვითელი ფერის შუშა იყო ჩასმული.

როცა მზემ ამოწვერვა დაიწყო, მისი შუქი პირდაპირ საკურთხევლის ფანჯრებს დაეცა და თეთრ, მარმარილოს იატაკზე ოქროს მდინარეებად დაიღვარა.

ტაძარში უეცრად ყველა სანთელი ერთდროულად აინთო, შემდეგ საკურთხევლის კარი გაიხსნა და იქიდან ოქროსფერ სამოსში გამოწყობილი ათანასია გამოვიდა, უკან კი დანარჩენი ქურუმი ქალებიც გამოჰყვნენ. ყველანი ძალიან ახალგაზრდები და საოცრად ლამაზები იყვნენ. თავზე ყველა მათგანს ოქროს დიადემები ედგათ, რომელთა წაწვეტებული, ჰაერში გაფიჩხული წვეტებიც, მზის სხივებს მოგაგონებდათ. 

ათანასიას ხელში წმინდა წიგნი ეჭირა, რომელიც სხვადასხვა რელიგიური რიტუალებისა და მისტერიებისადმი მიძღვინილი ლოცვებით იყო სავსე. ქალი ამბიონზე გადმოდგა, წიგნი ტრიბუნაზე დადო და იქიდან ლოცვების კითხვა დაიწყო. დანარჩენი ქურუმები მის ირგვლივ წრიულად განთავსდნენ, მზის დისკოს მსგავსად და ქალის მიერ ამოკითხულ ლოცვებს თავიანთი ხმადაბალი, ანგელოზისებური ხმებით, გალობა ააყოლეს. ათანასიას ლოცვა და დანარჩენი ქურუმების გალობა, ტაძრის სივრცეში ექოდ გავრცელდა და ყველა მომლოცველის ყურამდე ერთ წამში მიაღწია.

ეს ცერემონია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და მზის პირველი სხივების ამოწვერვასთან ერთად დასრულდა. შემდეგ მეფის კურთხევის დროც დადგა. 

დემიანი ამაყად წარსდგა ქურუმების წინაშე, ამბიონზე ასასვლელ კიბეზე დადგა და ხელები ათანასიას გაუწოდა. ქალმა ხელისგულებზე მზესუმზირის და ლავანდის ზეთების ნაერთი მასა სცხო, შემდეგ კი ქარვის ბარძიმიდან ქარვისფერი ღვინოც დაალევინა.

წინ მდგარმა მორწმუნეებმა, მეფეს ყვითელი ყვავილები და მარადმწვანე მცენარეები გაუფინეს ფეხქვეშ, მისი ძალების მარადიულად სადიდებლად, და ასე გამოაცილეს ტაძრიდან.

როცა ტაძარს ტოვებდნენ, სწორედ მაშინ შევიდა ლინდაც ეზოში. ქალმა ნიღაბი ისევ მოირგო სახეზე და გაფართოებული თვალები გარემოს მოატარა. შენიშნა, რომ ხალხი კიდევ უფრო მომრავლებულიყო. კოცონი კიდევ უფრო გაზრდილიყო ზომაში, ტაძრის წინ მოწყობილ სცენაზე კი თეატრალური წარმოდგენა გადამწყვეტ ფაზაში შესულიყო, რომელიც მზის ღმერთის დაბადებას და მის განვლილ ცხოვრებაც ასახავდა. დემიანი უკვე ხალხში გარეულიყო და წარმოდგენას სიამოვნებით ადევნებდა თვალს.

ლინდამ თვალებით ოლივერი მოძებნა. გული მაშინვე დაუმშვიდდა, როცა მამკაცი მეფისგან დიდი მანძილით დაშორებული დაინახა. ოლივერი არაფერს აკეთებდა. მხოლოდ იდგა და დემიანის ყოველ მოძრაობას თვალს აყოლებდა. ემზადებოდა. შესაფერის მომენტს ელოდა.

ლუპერკალიებისადმი მიძღვნილი მისტერიების პარალელურად, მზის ტაძრის ეზოში, უჩვეულო მუხტით გაჯერებული აურა იდგა. ლინდა სიტყვებით ვერ ხსნიდა, მაგრამ მთელი სხეულით გრძნობდა, ჭიშკარში შესვლისა და ოლივერის დანახვისთანავე, როგორ შეუძვრა კანქვეშ, რაღაც ძლიერი ენითაღუწერელი ძალა, რომელმაც მთელი მისი სხეული და გონება დაიპყრო. გული სასიამოვნოდ აუჩქარა, ეიფორია მოჰგვარა, მისმა ტვინმა დიდი რაოდენობით დოფამინი გამოიმუშავა.

ირგვლივ რომ მიმოიხედა, დაინახა, როგორ ეხვეოდნენ წყვილები ერთმანეთს. ვნებიანად ეხებოდნენ ერთმანეთის ბაგეებს, თმას, სხეულებს. ერთმანეთის კანიდან სურნელს ისრუტავდნენ და ერთმანეთს ვნების ბურუსში ჰხვევდნენ. სწორედ ამან მიახვედრა ქალი, რომ ის, რასაც თავადაც გრძნობდა, სხვებმაც იგრძნეს, ოღონდ უფრო ხანგრძლივად და უფრო ძლიერად.

სწორედ ამ დროს, ეზოში მზის ქურუმები გამოვიდნენ და ხალხს კიდევ ერთი წლის, მზის ამოსვლით დაწყება მიულოცეს, შემდეგ კი გართობისკენ მოუწოდეს. კოცონთან მხიარული მელოდია აჟღერდა, ქურუმები ხალხში გაერივნენ, ხელები ჩაჰკიდეს იქ მყოფებს და მუსიკის ფონზე ფერხულში აიყოლიეს. მათ შორის მოექცა ლინდაც. დიდად არც ცეკვის ხასიათზე იყო და მით უმეტეს, არც მხიარულების, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ უნდოდა, ამიტომ დანარჩენებს აჰყვა. 

როცა მეორე წრეზე მიდიოდნენ, სწორედ მაშინ შენიშნა ოლივერმა ის და მზერაში ბრაზთან ერთად გაოგნებაც ჩაუდგა.

ლინდამაც შენიშნა ნიღბის მიღმიდან მომზირალი მისი თვალები და მზერა გაუსწორა. მამაკაცმა მოუთმენლად ამოიოხრა და თავი გადააქნია. იცოდა მასთან მისვლას და მისთვის რამის შეგონების ცდას არანაირი აზრი ჰქონდა, ლინდა მინდელი მაინც იმას გააკეთებდა, რაც თავად მიაჩნდა სწორად. ამიტომ მთელი თავისი არსებით, თავის მისიაზე გადართვა ამჯობინა. თუმცა, როცა ისევ დემიანისკენ გაიხედა, სცენასთან ვეღარ დაინახა.

ხალხის ერთი ნაკადი თეატრალურ წარმოდგენაზე, მეორე ნაკადი კი ფერხულში მონაწილეობაზე იყო ორიენტირებული, ამიტომ თითქმის არავის შეუმჩნევია, როგორი ნელი და მტაცებლური მოძრაობებით იწყო სვლა დემიანმა ოლივერის მიმართულებით. ხალხში გაერია. წინ წაიწია, გზა გაიკვლია. კიდევ რამდენიმე წამიც და უკვე მის ზურგს უკან იდგა.

ოლივერი დემიანის თვალებით ძებნაში ისე იყო გართული, რომ მხოლოდ მოგვიანებით იგრძნო ვიღაცის სხეულის სითბო, რომლის მზერაც ზურგს უწვავდა.

-ლამაზია, არა? – ხმადაბლა ჩაილაპარაკა დემიანმა.

ოლივერი ერთიანად დაიძაბა. არ მიბრუნებულა, მისთვის თვალებში არც შეუხედავს, უკვე ისედაც იცოდა ვინ იდგა მის უკან. 

-ლინდას ვგულისხმობ. – ცინიზმი გაერის მის ხმაში.

ოლივერმა არაფერი უპასუხა. ჯერ მხრებში გაიმართა, მერე კი მარცხენა ხელი ნელა წაიღო მარჯვენასკენ. უნდოდა თითი ბერკეტზე დაეჭირა, დემიანისკენ ელვისსისწრაფით მიტრიალებულიყო და ხანჯალი მის ბნელ გულში ჩაერჭო, თუმცა დასახული გეგმა ერთ წამში ჩაეფუშა.

-ხედავ, რკინის ნიღბიან კაცს ლინდას უკან? – მის ყურთად დაიჩურჩულა მეფემ. ოლივერმა მაშინვე გააცეცა მზერა და მართლაც დაინახა, მაღალი, მხარბეჭიანი, შავმოსასხამიანი მამაკაცი, რომელსაც სახეს რკინის ნიღაბი უმშვენებდა. ლინდას უკან მოჩვენებასავით იდგა და მის ცივ, უსულო თვალებს ქალს არ აშორებდა.

-ეს ჩრდილია. – ჩაიცინა დემიანმა. – თუ მაგ იარაღით, მკლავზე რომ გაქვს, რაიმეს გაბედავ, ჩრდილი ლინდას ნაკუწებად აქცევს.

-შენ ის გჭირდება… ამიტომაც არის დღემდე ცოცხალი. – კბილებს შორის გამოსცრა ოლივერმა.

-გგონია, საკუთარ სიცოცხლეს გავრისკავ იმ ვიღაცის გამო, ვინც შეიძლება რაღაცაში მჭირდებოდეს? – სარკაზმმა, ირონიამ და ყინულოვანმა სიცივემ ერთდროულად გაიჟღერა დემიანის ხმაში. 

აი, ეს იყო ის ფაქტი, რის გამოც მოსახლეობა მას უგულო მეფეს ეძახდა. 

ოლივერმა წამით ისიც კი ინატრა, ნეტავ ლინდას ყველაფერი მოესმინა, რომ მერე მაინც დაეჯრებინა დემიანის უგულობის შესახებ.

-შეხედე მას. – ისევ დაიჩურჩულა დემიანმა, – შემიძლია ნებისმიერი რამ გავუკეთო, ის კი წინააღმდეგობასაც ვერ გამიწევს, და იცი, რატომ? ის მე მეკუთვნის… მთლიანად! მას კი მხოლოდ მე ვუნდივარ! შეიძლება ახლა შენს გვერდით არის, მაგრამ მოვა დრო და ჩემი იქნება!

ოლივერს ტვინში სისხლი დიდი სისწრაფით ააწვა, რის გამოც ყურების შუილი და საფეთქლების გუგუნი იგრძნო. ისევ ლინდასკენ გაიხედა და მოცეკვავეებს შორის გარეულ ქალს გულისყურით მიაცქერდა. სწორედ მაშინ იგრძნო, ის, რასაც ლინდა ეზოში შემოსვლის მომენტიდან გრძნობდა. აღტაცება, ეიფორია, მკერდში გულის ძლიერი ბაგაბუგი, შემდეგ კი წარმოუდგენელი სულიერი სიმშვიდე. თითქოს ერთ წამში ყველა მისი პრობლემა გაქრა. ყველა მისი ცუდი მოგონება მეხსიერებიდან წაიშალა და ყველაფერი ძალიან მარტივი, ერთი სიტყვით აღსაწერი გახდა.

მთელი ეს დრო, თავში ერთი აზრი უტრიალებდა ოლივერს. იღწვოდა, რომ საწადელი აესრულებინა, იქვე, დემიანის, ათანასიას და ძველი ღმერთების წინაშე, და ეს ნაბიჯიც გადადგა. იცოდა, რომ თუ ლინდას უსაფრთხოება სურდა, დემიანს არ უნდა შეხებოდა, მაგრამ ის მაინც უნდოდა, რომ მისთვის დაემტკიცენინა, ლინდა მას არ ეკუთვნოდა და არც არასდროს გაჰყვებოდა მას.  ამიტომაც მობრუნდა, დემიანს თვალებში მხოლოდ წამიერად ჩახედა და მის თავზე წამომდგარი ოქროს გვირგვინი დამცინავი მზერით აათვალიერა. ნიღბის გამო დემიანი მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ მის თვალებში ერთდროულად ამოიკითხა თავდაჯერებულობა, დაცინვა და გულგრილობა, რის გამოც მამაკაცს  სახე მაშინვე შეეცვალა. მთლად ბოლომდეც ვერ მიხვდა, მისი ეს საქციელი რას ნიშნავდა, თუმცა წამის შემდეგ ყველაფერი თავისი თვალით იხილა. 

ოლივერი მოულოდნელად მოტრიალდა, ადგილიდან დაიძრა და ხალხში გაერია. როგორც კი მის წინ ხალხის ნაკადი შემეჩხერდა, ადგილს მოსწყდა და დიდი სიჩქარით წავიდა ლინდასკენ.

ქურუმები უკვე  ბოლო ბრუნს აკეთებდნენ კოცონის გარშემო, როცა ლინდა მოტრიალდა და მის წინ ასვეტილ ოლივერს პირდაპირ შეეჩეხა.

ოლივერმა თავის ნიღაბს ხელი ჩაავლო და სახიდან მოიშორა. ლინდას შიშისგან გულმა რეჩხი უყო. შეეშინდა, რომ ის ვინმეს არ ეცნო, თუმცა სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ოლივერმა მის ნიღაბსაც ჩაავლო ხელი, სახიდან მოაშორა და ძირს დააგდო.

ქალმა კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით ახედა მას. ოლივერმა კი კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, უეცრად კისერზე ხელი მოხვია ქალს, მისკენ მიიზიდა და მის ბაგეებს დასწვდა.

ლინდამ ჟანგბადი სწრაფად შეისუნთქა, თუმცა უკან ამოსუნთქვა ვეღარ შეძლო, მამაკაცი ისე მიეწება მის ტუჩებს. მერე უკან გაწევა სცადა, თუმცა მან წელზე ხელი მოავლო და მისკენ უფრო ძლიერად მიიზიდა, შემდეგ მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითით ნიკაპი დაუჭირა და ქალის მღელვარებისგან ათრთოლებულ ბაგეებს კვლავ შერწყა. 

თავიდან დაბნეულობა და გაურკვევლობა იგრძნო ლინდამ, შემდეგ კი სხეულში ერთბაშად ამღვრეული ცხელი ტალღა სახეში მოაწვა და ტუჩები აალებულივით გაუცხელა.

ამის მერე ლინდა უეცრად მოდუნდა. სულ გადაავიწყდა გარემოება. გადაავიწყდა, რომ მზის ტაძრის ეზოში იდგა, ათანასიასა და დემიანის სიახლოვეს და ირგვლივ ამდენი საფრთხე სუფევდა. ქალს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. თავადაც კოცნაში აჰყვა მას.

ოლივერმა ეს იგრძნო და ცალყბად გაეღიმა. ჯერ ქვედა ტუჩს შეეხო, შემდეგ კი მსუბუქი, სიამოვნების მომგვრელი გამიზნული მოძრაობით ზედა ტუჩზე გადაინაცვლა. ლინდამ ეს ქმედება რომ იგრძნო, სხეული ვეღარ დაიმორჩილა, ხელები კისერზე შემოაჭდო მამაკაცს და სხეულზე იმდენად მჭიდროდ მიეკრა, რომ მისი გულის ფეთქვაც კი იგრძნო საკუთარ მკერდზე. 

როცა ოლივერმა თავი ასწია და ლინდას დაბინდულ, ვბენით ამღვრეულ თვალებს წააწყდა, იმწამსვე ინანა ყველაფერი, რაც გააკეთა, მაგრამ თავადაც იცოდა, რომ ამ სინანულით ჩადენილს ვეღარ გამოსწორებდა. 

იმ მომენტში, როცა ლინდა რაღაცის თქმას აპირებდა, ოლივერის ღრმა, მუქმა თვალებმა ჰაერში მფრინავი ცეცხლის ალები აირეკლეს და შიგნით ფოირვერკებად გაიფანტნენ. ლინდამ ჯერ გაოგნებით აახამხამა ქუთუთოები, მერე კი  მაღლა აიხედა და დაინახა, როგორ გადაუფრინა თავზე ცეცხლმოკიდებული ისრების წვიმამ და როგორ დაერჭო შხუილით ეზოში. უეცრად გამყინავი კივილი გაისმა, რასაც ხალხში ატეხილი ჩოჩქოლი  და პანიკაც მოჰყვა. ტაძრის ეზოში ცეცხლმოკიდებული თუ ჩვეულებრივი ისრების ნაკადმა იმატა. ზოგი ხალხში ჩავარდა, ზოგიც დახლებს დაეცა, რის შედეგადაც ხის მაგიდები ერთ წამში აალდნენ.

ოლივერმა დაინახა, როგორ გადაეფარნენ დემიანს თავიანთი მცველები და ტაძრისკენ გაათრიეს. ხალხმა დახლებსა და ხეებზე ამოფარება დაიწყო. ზოგი გარბოდა, ზოგი დაჭრილს შველოდა, ზოგს ცეცხლი წაჰკიდებოდა ტანსაცმელზე და მის ჩაქრობას ცდილობდა.

გაშტერებული ლინდა კარგა ხანს იდგა ტაძრის ეზოს შუაგულში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, თვალისდაუხამხამებლად უყურებდა. რომ არა ოლივერი, ერთ ისარს ისიც თავისუფლად მიიღებდა გულში. მამაკაცმა გვერდზე გაწევით ქალი ცეცხლოვან ისარს გამოსტაცა ხელიდან, მერე კი თითები მაგრად ჩასჭიდა და ტაძრის გალავნის სამხრეთ გასასვლელისკენ წაიყვანა. უეცრად წინ მწვანე მოსასხამიანები გადაუდგენ. როგორც კი ამომავალი მზის სხივების ფონზე მათ მწვანე ნიღბებსა და მშვილდებს მოჰკრა თვალი ოლივერმა, მაშინვე ყველაფერს მიხვდა.

-ოლივერ?! – მწვანეების ნაკადი გამოარღვია კარინამ და წინ დადგა. – არ ვიცოდი აქ თუ იყავი!

-შენ რა ჯანდაბა გინდა აქ? – შეჰყვირა გაცეცხლებულმა ოლივერმა. – ხომ თქვი მთაში მივდივარო?

-იქ ჩემი ხალხი გავგზავნე. ხოლო ვისაც ჯერ კიდევ შეგვრჩა ბრძოლის უნარი, შურისსაძიებლად მოვედით. ჩემმა ჯაშუშებმა გაიგეს, რომ დემიანი აქ იყო. მეგონა წელს ლუპერკალიებს გამოტოვებდა, მაგრამ მაინც მოვიდა. – ზიზღით ამოთქვა კარინამ. მის ოთხკუთხედ ყბებსა და მამაკაცურ სახის ნაკვთებს, ბრაზი და შურისძიების წყურვილი ერთიანად დასტყობოდა.

-ისრების წვიმა? სრიოზულად? ტაძრის ეზოში უდანაშაულო ხალხია, რომლებიც უბრალოდ გასართობად მოვიდნენ აქ! – დაუყვირა განრისხებულმა მამაკაცმა.

-ჩემს ბანაკშიც უდანაშაულო ხალხი იყო, მაგრამ უგულო მეფის ჯარისკაცებმა არავინ დაინდეს. – ჩაისისინა ბრზაით კარინამ.

-დემიანი უკვე გაიყვანეს მცველებმა. აქ ტყუილად ხარ!

-ამას მნიშვნელიბა აღარ აქვს. ჩვენთვის ისიც საკმარისია, რომ მას დისკომფორტი შევუქმენით. – ცივად თქვა ქალმა. – ალბათ უკვე ქალაქის კარიბჭეს კეტავენ. გინდა აქედან გასვლა?

-რა თქმა უნდა, მინდა! – კბილები გააღრჭიალა ოლივერმა. მერე მოტრიალდა, ლინდას მკლავში წაავლო ხელი და ისე გაიყოლა, ქალისთვის აზრი არც უკითხავს.

ტაძრიდან მთავარი გზა პირდაპირ ხალხმრავალ ქუჩაზე გადიოდა, თუმცა კარინამ და მისმა მწვანეების დაჯგუფების წევრებმა ისინი სულ სხვა გზით ატარეს. გზა ძირითადად ბნელ ჩიხებს და მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს შეადგენდა. ბოლოს დაღმართზე დაეშვნენ, თევზის ძველი ბაზრობის ტერიტორია გაიარეს და გალავანს მიუახლოვდნენ. გალავანთან ახლოს ღვინის დუქნის, მტვრიან და ნესტიან სარდაფში ჩავიდნენ, იქიდან კლდეში ნაკვეთი კიბეებით კიდევ უფრო დაბლდა დაეშვნენ, ბოლოს კი გვირაბიც გაიალა და მზით გაბრწყინებულ სანაპიროზე აღმოჩნდნენ.

კარინას იქ თავისი ხალხი ელოდებოდა ცხენებით. ქალმა ერთ ცხენს აღვირში ჩაავლო ხელი, ოლივერს გაუწოდა და უთხრა.

-კიდევ ერთხელ შემოგთავაზებ ჩვენთან ერთად წამოსვლას.

-მე ჩემი გუნდი მყავს. – მიუგო ოლივერმა. ხმაზე ეტყობოდა, რომ უკვე გაბრაზებას გაევლო მისთვის.

-ვინ, ის? – ლინდას დამცინავად გახედა კარინამ. – შენ და შენი მსახური მაგარი გუნდი ხართ.

-კიდევ მომეპოვება გუნდში ერთი ორი ადამიანი. – ცალყბად გაიცინა მამაკაცმა.

-მაშინ, აქ ჩვენი გზები იყოფა.

-არ ღირდა ქალაქში შემოჭრა და აურზაურის მოწყობა. – უსიამოვნო გამომეტყველებით მიუგო მამაკაცმა.

-დემიანმა უნდა იცოდეს, რომ მის არც ერთ ქმედებას უპასუხოდ არ დავტოვებ. – გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა ქალმა, მერე აღვირი ხელში მიაჩეჩა მამაკაცს, თავად თავის ცხენზე შეჯდა და თავის ხალხთან ერთად სულ მალე თვალს მიეფარა.

ოლივერს ხმა არ ამოიუღია. დაღონებული, უახლისოდ ამხედრდა კარინას მოცემულ ალბინოს ცხენზე, ლინდას ხელი გაუწოდა და ზურგს უკან შემოისვა. ქალმაც ძლიერად შემოაჭდო მკლავები მუცელზე და ზურგიდან მაგრად მიეკრა, რომ ჭენებისას არ ჩამოვარდნილიყო.

უკვე ძლიერად აცხუნებდა მზე და სულისშემხუთველად ცხელოდა, როცა ქალთევზების სანაპიროს მიუალხოვდნენ. 

თავიდან შვება იგრძნეს, რადგან იფიქრეს, რომ უსაფრთხო ადგილას დაბრუნდნენ, თუმცა იქ სულ სხვა სურათი დახვდათ. 

ფერად სახლებს რომ ჩაუარეს, დაინახეს, რომ იქ უამრავი ხალხი იყო თავმოყრილი, ბელას ლამაზ და მყუდრო სახლს კი ცეცხლის ეკიდა. სახლის მაგიური ბარიერი, რომელიც მას სხვების თვალისგან ფარავდა, დარღვეული იყო, და ახლა ყველა ხედავდა, როგორ იწვოდა სხვა სამყაროდან მოსული კუდიანის სამფლობელო.

ორივენი ცხენებიდან შეშინებულები ჩამოხტნენ და სახლს მიაშურეს. ხალხში გზა გაიკვლიეს და ქვაზე ჩამომჯდარი ანრი დაინახეს, რომელსაც შუბლზე მისი პერანგის ნაგლეჯი ჰქონდა მიჭერილი და სისხლის შეკავებას ცდილობდა. თავზე ლუი დასტრიალებდა და მისი მდგომრეობის შემსუბუქებას სხვადასხვა საშუალებებით ლამობდა. 

ბიჭს თვალები სულ ცრემლებით ჰქონდა სავსე, ლოყები წამოწითლებული, თმა კი შეშლილივით ასჩეჩოდა.

-რა მოხდა? – გულის კანკალით იკითხა ლინდამ, რადგან უკვე შინაგანად გრძნობდა, რომ მათგან კარგს ვერაფერს მოისმენდა.

-როცა დავბრუნდით, უკან ვიღაც ხალხი მოგვყვა და ქალბატონი ბელადონას სახლი გადაწვეს. – სლუკუნით ამოილაპარაკა ლუიმ. – ბატონი ანრი სცემეს. სახლში ყველაფერი დალეწეს და მერე ცეცხლი წაუკიდეს. ცხენებიც დაგვიხოცეს. კიდევ კარგი მოვასწარი და ტიტანია და ობერონი ავუშვი. ახლა ალბათ სადღაც სანაპიროზე დარბიან…

-მზის ქურუმის ხალხი იყო. ათანასიას ქვეშევრდომები ქალაქიდან გამოგვყვნენ. როგორც ჩანს, იმ ალქაჯმა ბელას მაგია იგრძნო. მისი სახლი გადაწვეს და ბელა და ირი წაიყვანეს. რადგან ერთად ვიყავით, ჰგონიათ, რომ ორივენი ჯადოქრები არიან. – ყბებს ერთმანეთს მაგრად აჭერდა და კბილებს აღრჭიალებდა გაცხარებული არაგონი.

-ირი წაიყვანეს? – მოულოდნელად შეჰყვირა გულამოვარდნილმა ოლივერმა. – ირი ათანასიას ჰყავს?

-ახლა მასთან მიჰყავთ. – თავი ჩაქინდრა დანაშაულის გრძნობით აღსავსე ანრიმ.

ავტორი:

ავიღოთ 300 გრამი რეალობაში არეული ფანტაზიები, დავუმატოთ ერთი ჭიქა გამოგონილი ადგილები, შევურიოთ ორი ს/კ მხიარული ამბები, მოვაყაროთ ერთი ჩ/კ არასტანდარტული პერსონაჟები და მწიკვი მაგია ... ასე იქმნება მარგარიტას მოთხრობები 😄💚

26 thoughts on “ზღაპარ იყო – {თავი 6}

  1. გული მიგრძნობს წინ კარგი არაფრი მოხდება. უგულო დემიანის გულიანად გადაქცევის ჩემი ოპტიმისტური ხედვა ვერ მეხმარება. ვფიქრობ ათანასია ურევს ტვინს და დიდი წვლილი მიუღვის მას დემიანის ასეთად ქცევაში. ირი იცნო დემიანმა ათანაიამაც სავარაუდოდ. არც ოლივერის მტკიცება მომეწონა ის დაინახა რაც ყველაფერში უკან დაახევინებს და აღარც მას მოუნდება ლინდას გაშვება. ერთი სიტყვით მაგატი ციებ-ცხელებაა ამ ისტორიაში რომ მიგაჯაჭვებს ზედ ისეთი.
    მარგო საოცარი თავი იყო.

    Like

    1. მეც გული მიგრძნობს, რომ ისტორიის დამთავრებამდე პერსონაჟები თავზე დაიმხობენ მთელ ქარვის სამეფოს😁 ოლივერს დიდი ხანია ლინდას გაშვება არ უნდა. მაგიტომაც უთმენს ამდენს. თითქოს ჯიბრში უდგას მარა ბოლოს მაინც იმას აკეთებს რაც ლინდას უნდა🤩😂 უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო😍 ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა😍⚔️👑🖤💛

      Like

  2. ჰელა
    ვაიმექალო რამდენი მაცინე😂😂😂😂 ანრის საცოლე ყოლია😂 თან რა კაპასი ქალი😂😂😂 და ლუისო ფეხი ტკიოდაო ქოთანი მოხვდა და კოჭლობდაო და ირის და ანრის რო ჩამოუქროლა და ყველას გაასწრო სირბილში მაგაზე ვკიოდი😂😂😂😂😂😂 მარგარეტ ქალო საოცარი იუმორი რო გაქვს მაგით აბედნიერებ შენ აქ შენ მკითხველებს😍😍😍😍😍😍😍

    Like

    1. ანრის კაპასი საცოლე ამ თავის მარგალიტი იყო😂😂 ლუიმ ყველას აჯობა😂ჩოუარა ქორივით და გაიქცა🤣🤣😍 თქვენ კიდევ მე მაბედნიერებთ ასეთი კომენტარებით😍😍უღრმესი მადლობა😍🖤💛👑⚔️

      Like

  3. ქეთი ვააააარ!!! ეს რა თავი მარგო. გავწითლდი დამცხა დამფოთლა😝 ოლივერი თუ ასეთი ცეცხლოვანი იქნებოდა ვინ იფიქრებდა. ნუ ზე სექსუალურია 🤩 ბევრი სცენა მინდა ასეთი ოლივერის და ლინდას მონაწილეობით🤭😂 აუ ირი რო დაეცა და დემიანმა წამოაყენა გული კინაღამ გამისკდა. მეთქი აეხლა იცნობსთქო მარა გადავრჩით😂დემიანი რა გველაძუაა. რეები უთხრა ოლივერს. ოლივერის ადგილას მივძნიყვავდი ერთს კარგად მარა ზასაობა არჩია ბიჭმა. ისე მაგით უფრო გადაუხადა დემიანს სამაგიერო😂😂მიყვარს😂😂🤩

    Like

    1. ოლივერის ქმედებით ბევრი გავაკვირვე მგონი😂😂ვნახოთ რას იზამს მომავალში ბიჭი. არ არის გამორიცხული ქვა ააგდოს და თავი შეუშვიროს🤣🤣 ამ თავში კი გადავრჩით მარა ვნახოთ მერე რა იქნება😂გველაძუაა😂😂😂 ვხავიიიი😂😂😂😂 ნამდვილად არის და ამ თავში განსაკუთრებით იყო. რეებიც იკადრა მაგას არაგველაძუა არ იზამდა😂😂ოლივერმა დააჩლაჩინა თვალები😂😂 უღრმესი მადლობა🤩🤩😍😍😍😍

      Like

  4. ანრიზე ოფიციალნა ვგიჟდები🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻🤌🏻 ვიცი მაგას რისთვისაც იყენებთ გოგოები🤣მიყვაააააარს🤣ჩემი ყველაფერში ჩახედული ბიჭი. აბა რა დების გაზრდილია🤣🤣🥰 ვერა რო კისერზე მოაჯდა და აჭენა ირის თვალწინ თან ირი შემეცოდა და თან ვიგუდებიდი სიცილით🤣ქალმა ოღონდ ქორწილი მოაწყო ორ წამში. ჯერ ახჩობდა ჩვენს ბიჭს და მერე უცებ მამა შენ ენა მიიგდე მაინც ამას გავყვები ცოლადო🤣🤣 რანაირები არიან შენი პერსონაჟები. ასეთებს ხო სხვაგან ვერსად შეხვდები. ასეთს მარტო მარგო წერს😍მიყვარხარ🥰🥰🥰🥰🥰

    Like

    1. გადავცემ ბარონ არაგონს, რომ შორიდან ეაჯებით და ეტრფიალებით😂😂 კისერზე მოაჯდა და აჭენაო, ვაიმეეეე🤣🤣🤣🤣ენა მიიგდე🤣🤣🤣🤣🤣 ვაიმეე მკითხველებიც რო ჩემნაირი მყავს მაგაზე ვხავიიიიი🤣🤣🤣🤣🤣 უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო. ძალიან ბევრი მაცინე ახლა ამ კომენტარით😂😂😂მეც გყვარობ😍😍😍😍💛🖤👑⚔️

      Like

  5. ვაიმე როგორ ველოდებოდი ❤️ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ბელაა ლინდას დედამიწიდან იყო, და ის მკურნალი, როლმაც შავი ჭირისგან განკურნა ხალხი. ანრის და ირის მომენტზე ბევრი ვიცინე ის კოჭლი კაცი, რომ გამოუდგათ 😂 წარმოვიდგინე სამივენი როგორ გარბოდნენ გიჟებივით და თან ანრი ირის ეჩხუბებოდა.😂
    აი ოლივერის და ლინდას ჩხუბზე ვგიჟდები 😁 ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო ჯიუტია. რომ აკოცა მაგას ოლივერისგან არ მოველოდი ჯერ, მაგრამ ეტყობა დემიანის სიტყვებზე იეჭვიანა, ეს გიჟივით, რომ გავრდა ლინდასთან 😁🧡. ლინდას ისევ ვერ გაუდაუწყვეტია, რომელ მხარეზე უნდა ყოფნა, აშკარად ჯერ არცერთის სიკვდილი არ უნდა.
    ვფიქრობ, როცა დემიანი ირისთან მივიდა მაშინვე იცნო ვინ იყო. ჭკვიანი ბიჭია, ოლივერს ეგონა, რომ უთვალთვალებდა მაგრამ თურმე აქეთ ადევნებდა თვალს დემიანი. ძალიან გამიხარდა დემიანის გამოჩენა, როგორ ველოდებოდი 🥰 ჯერჯერობით მაინც ძალიან მომწონს დემიანის პერსონაჟი❤️ ერთ-ერთი ფავორიტია, ლინდასაც და მაგასაც ძლიერი ქიმია აქვს როგორც ოლივერთან.
    ისე დამთავრდა ეს თავი, რომ ვფიქრობ დემიანს შემდეგ თავშიც ვიხილავთ ❤️ აი ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. 🏰💖
    P.S ძალიან საინტერესო იქნებ ეს ყველა პერსონაჟი, რომ ჩვენს დედამიწაზე გადმოვიდეს რა იქნება, რა ემოციები ექნებათ, ალბათ სამყარო ამოტრიალდება მათთვის ისევე როგორც ლინდასთვის, ქარვის სამეფოში რომ მოხვდა.
    P.S.S შემთხვევით ვიღაცას ვუპასუხე, და აქ დავწერ თავიდან, ის კომენტარი იმედია წაიშლება, მე ვერ მოვახერხე.

    Like

    1. კი ბატონო, ბევრი მესიჯი შემომივიდა პირადში დღეს. არავინ ელოდა ბელას ასეთ ისტორიას😂😂მაგრამ მარგო აბა რის მარგოა ეგეთები რო არ ხლართოს💅🏻😌 ანრის და ირის მომენტის წერაზე მეც ძაან ვიხალისე😂😂დააკვდა მაგათ ტიპაჟებს ამბის ასეთი განვითარება😂😂 კი, ეგრე იყო. ნუ სხვა ფაქტორებიც იყო, მაგრამ ოლივერის ქმედება მეტწილად იმან განაპირობა რომ დემიანს ხელით ვერ შეეხო და მაგ ნაბიჯით მისთვის რაღაცის დამტკიცება სცადა. სხვა მეტი ვერაფერი მოიფიქრა🥴🥴🥴 დემიანი კანზას სითის შაფლია. შენ მარჯვნივ იხედები და ის მარცხნიდან მოდის.😂 If you know what I mean 😎😎ქიმიაში ვერ შეგეკამათები. ლინდას ორივესთან საკმაოდ ძლიერი ქიმია აკავშირებს გააჩნია საბოლოოდ რომლის გადაწონის😌 ვნახოთ, თუ დავითანხმე მისი ბრწყინვალება მომდევნო თავში გამოჩენაზე😂 ძალიან ძააააალიან დიდი მადლობა ასეთი განხილვისთვის და ამომწურავი კომენტარისთვის😍😍როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ🤩🤩🤩💛🖤👑⚔️

      Like

  6. Foxy
    აი რა საოცარ სამყაროს ქმნი სიტყვებით ვერ გადმოვცემ მარგო. ნამდვილად ზღაპრული სამყაროა და სახელიც ძალიან შეეფერება🥰
    სოლარისიიიიიიიიი!!!!!!!! ჯერ სახელს მოფიქრება ხო უნდა, სოლარ ხო მზე შიშნავა. მერე წმინდა ქალაქიო და მერე მისი აღწერა. მეგონა რო სოლარისის ქუჩებში დავაბიჯებდი. შენ მდიდარ ლექსიკაზე და აღწერის ხარისხზე ვგიჟდუ🥰 ამ თავზე მართლა იმდენი ვიცინე კუჭი ამტკივდა😆 ანრის და ირის წყვილი მიყვარს მარა ოლივერს და ლინდას ვერაფერი ვეღარ შემიცვლის იმის მერე რაც მაგათმა ამ თავში ქნეს😆 ეს რა ცეცხლოვანი კოცნა იყო ოლივერ. და ლინდაც რო აყვა😆დემიანს კინაღამ გულმა ხია😆 აუ ბოლოს ძაან ვინერვიულე. არ მინდა ირის და ბელას რაიმე დაემართოთ🥺🥺 მარგო მიყვარხარ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს🥰

    Like

    1. სიტყვებით მეც მიჭირს იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ როცა თქვენს კომენტარებს ვკითხულობ🤩😭😭 წმინდა ქალაქი სხვანაირი არც შეიძლებოდა აღმეწერა. ლამაზი, მზიანი, ფერადი 🙈🙈მიხარია, რომ ასე მოგეწონა 🤩 ოლივერმა და ლინდამ ამ თავში ძაან აიშვეს, ხოო??😂 დემიანს კაპტოპრილი მივაწოდოთ😂 მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო კარგო😍 უღრმესი მადლობა😍💛🖤👑⚔️

      Like

  7. მარგო ჯერ კიდევ ფორლავიდან გკითხულობ ძალიან მიყვარს შენი ყველა ისტორია მეტიც ვგიჟდები მაგრამ ისეთი დიდი საიდუმლო როგორიც ზიარებაა მისი ასეთ კონტექსტში გამოყენება და გადასხვანაირება ცოტა არ იყოს უხერხულია და არაა ლამაზი

    Like

    1. აი საიდან მოიტანე, რომ ისტორიაში აღწერილ წარმართულ რიტუალს რაიმე საერთო აქვს ქრისტიანულ ზიარებასთან? სიტყვა ზიარება სადმე ვახსენე საერთოდ? ვინმე აზიარეს ამ თავში? მეფეს თავისმა ქურუმმა ღვინო დაალევინა უბრალოდ. ღვინო… ქარვისფერი ღვინო, რაც სიმბოლურად ქარვის სამეფოს ძალაუფლების ფლობას ნიშნავდა და მეტს არაფერს. ქრისტიანები წითელი ღვინით და პურით ვეზიარებით, რაც ქრისტეს სისხლის და ხორცის სიმობოლოა. მსგავსი რამ ქრისტიანობამდელ წარმართულ ეპოქაშიც ხდებოდა. ხან ღვინოს ასმევდნენ მეფეებს თავიანთი ქურუმები, ხანაც სისხლს, ხან კიდევ ათას უბედურებას. და რა გამოდის, რომ ძველ წარმართულ ეპოქაზე ვინმემ არ უნდა დაწეროს იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც არასწორად, თავის ენაზე არ თარგმნოს? აშკარად წაკითხულის გააზრების პრობლემაა🥲

      Like

      1. ალბათ არ იცი, მაგრამ ამბიონიდან,ბარძიმიდან ღვინის შესმას ზიარება ჰქვია.უბრალოდ შენ შენს ნებასურვილზე მაგრად გადააკეთე და ახლა თვლი, რომ არაფერიც არ დაგიმახინჯებია.

        Like

      2. ხო მე არ ვიცი… მე რომელიც 4 წელი მსოფლიო რელიგიებს ვსწავლობდი და მთელი ბიბლია შესწავლილი მაქვს😂😂 მოდი დავიფიცებ რომ შენ ბიბლიის ათი გვერდიც არ გექნება წაკითხული და არც ის გეცოდინება, რომ სანამ ქრისტიანული სარწმუნოება ჩამოყალიბდებოდა, მანამდეც არსებობდა ტაძრები, საკურთხევლები, ამბიონები, მღვდელთმთავრები, ღმერთები და მეფეებს მანამდეც ასმევდნენე თავიანთი ხელდასმული ქურუმები ღვინოს😂 ანონიმურად წერა გიადვილდება ალბათ. ვისურვებდი პირადში მოგეწერა შენი ნამდვილი აქაუნთით, უფრო გაგიშლიდი თემას და განგანათლებდი😌💅🏻

        Like

  8. Sali
    იოოოოოო მარგო🤣 You are iconic 💅🏻 slay queen 👑 🤣 ყველას ისე უნდა ელაპარაკო როგორც იმსახურებს😍 მიყვარხარ😍💝

    Like

  9. კატერინა
    ანუ მარგარეტტ ჯერ მომიტევე რო ამდენიხანი ვერ წავიკითხე მერე ახალ წელს გილოცაავვვ🥳🥳🍾და სულ მერეეეე ეს როგორი თავი იყოოო🥳🥳 ვგიჟდები ლუი მიყვარს ჩემი ბუნჩულა კარლსონია აი მაგიდასთან როარ ჯდებოდაა მეთქიიი ლოყებსს დავუწელავვ🥺🥺 ბელაზე გავგიჟდიი ანუუ მეორე მსოფლიოოო ომიდანაააწამოსული ეგგოგო დაა იმის მერეე აქააა ანუუუ მიყვარსსსს ყველაფერს რო ერთმანეთთან აკავშირებ ვგიჟდები ისეთი გადაბმები გაქქ❤️❤️❤️ ოლივერის და ლინდას ფარიკაობაზე ჩავკვდი მიყვარან კოცნაზე მგონი ბევრი კომენტარი არუნდა გავაკეთოთ მარააა შტოოო ოლივერ შტოო??? აუ ლინდაზე ის მაფიქრებსრო აი რო შევიდა და რაღა ეიფორია დაემართა და ყველას მაგის ირგვლივაც და მერე ოლივერმაც რო იგივე განიცადააა ანუუუ ანიუუ🤌🏻🤌🏻 ლინდას რაღაც მაგიურობასთან ხოაქ კავშირი და ჯერ ვერ ვხსნი მარა ამ მომენტმააა დამაფიქრაა 😂😂🦦🦦 დემიანის გამოკეთება მე აღარ მინდა გიჟი მეთქი ლინდა ჭირდება მარა რაში ჭირდებარო ვერ ვხვდები ჯერკიდოოო უეჭ ვიცი ლინდას მაგიურობა სჭირდება ვაიმე რა თეორიებს ვაწყობ შოკში ვარ😂😂 ათანასია მინდა რო ვცემოო ირისგან რაუნდოდა ანუ ბელასგან იგრძნო მაგია მარა ირიიი? მარა ჩემი დააო ბელამაც და ნუ შეიძლება მაგიტო ვაიმე არვიცი შოკიი მაქქქქქ ახალ თავში მჯერააა უფრო შოკში ვიქნებიიი🤌🏻🤌🏻🤌🏻 აუ მიყვარხარ და ეს წელიიი ბევრიი მუზის და წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოსს❤️❤️❤️ უი ვერა გამომრჩა თავის მამიკოსთან ერთად დასაჭურისებაზეეე ჩავკვდიიიი მიყვარსს შენი იუმორიიი ვერას კაპარჩხანობაზე და დაწყნარებაზე ვგიჟდ 😂😂😂❤️❤️

    Like

    1. ვაიმე ქალაუუ, აი რა მაკლია რა მაკლიათქო და თურმე შენი კომენტარი ყოფილა😭😭😭 მეც გილოცავ ახალ წელს😍 საუკეთესო წელი ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში😍😍😍 ლუი სიყვარულის ბუკეტია. განსაკუთრებული ბიჭია😍😍 ჰო, ბელას ისტორიამ ბევრი გააკვირვა. 😁 ლინდას ოლივერის ამბავს რაც შეეხება, ტაძრის ეზოში ლუპერკალიების მისტერიები მიმდინარეობდა, რომელსაც ქურუმები, ანუ ჯადოქრები უძღვებოდნენ. და ლუპერკალიები იმით იყო ცნობილი წარმართულ ეპოქაში, რომ მაგ დღეს ყვეკა სიყვარულობანას თამაშობდა. დღესასწაულის მაგიური მუხტის მსხვერპლი გახდა ორივე, და ის ხალხიც ვინც იქ იყო😂😂 დემიანს რა გამოაკეთებს მე არ ვიცი, მაგრამ მარგოს ისტორიებს რომ ეხება საქმე, არასოდეს ვთქვათ არასოდეს😂 ათანასია უნდა ვათრიოთ იმ მისი ოქროსფერი დალალებით😂 ვერამ მგონი ამ თავში ყველა ამხიარულა🤣🤣 ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, რომ ასე მოგეწონა და აზრიც გამიზიარე😍😍😍ძალიან გამახარე😍😍😍😍😍😍😍😍💚💜💚💜💚💜💚💜💛🖤👑⚔️

      Like

  10. როგორ კარგად მიასვა ლინდამ, წამსვე მიხვდა ბელას ამბავს და შეუტია წამსვე :დდ როგორ მეტკინა გული ვერ წარმოიდგენ, რომ წარმოვიდგინე რომ ბელას 300 წელია ვერ უპოვია სამოგზაურო კრისტალი, ლინდასთან ერთად განცვიცადე 😦 მარა რა გამოდის ახლა, ამ სამყაროში დრო სამჯერ ნელა მაინც გადის (კონკრეტულად 3.8’ჯერ), ანუ ერთი წელი რო გავიდეს, იქ მარტო 3 თვე გავა, ეგი მაძლევს იმედს რა, იქნება გაუძლოს მამამისმა, სანამ გული დაარტყამს 😦 მერე კი ფაქტიურად სახეში შემომატყა ოლივერის ფრიად ზეგზუალურმა აღწერამ :დდდ და ოოოო, როგორ მომეწონა ლინდას და ოლივერის ბრძოლა, რო დაცხეს ერთმანეთს, მშვენივრად გქონდა აღწერილი ❤
    სოლარისი ულამაზესად წარმომიდგენია, მარმარილოს ტაძარი და ხალხის რუზრუზი წარმომიდგა თვალწინ რომ ვკითხულობდი ❤ და ვაიმეეე ანრის საცოლე ჰყამს?? შემეცოდა ძალიან ვერა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ვერ დავადანაშაულებ ანრის. მისი ბრალი არაა რომ ტიტული ჩამოართვეს ვერას მამას და მისი დები ვიღაცებზე გაათხოვეს, ბოლოს და ბოლოს. ვაიმე, ვერა რა ტიპია, წამსვე რომ დაიჟინა დღესვე დავქორწინდებითო :დდდ ოუ მაი გად, ირის ტყუილზე პირდაღებული დავრჩი ძიედაა მეთქი ეს რა კატასტროფაა :დდდ რაც მთავარია იმოქმედა და მოახერხეს გამოქცევა :დდ
    ოხ ლინდა ლინდა, რომ წასულიყო და არ მობრუნებულიყო ტაძარში, იქნებადა ოლივერს შეძლებოდა განეხორციელებინა თავისი გეგმა ჰააა? დემიანი ნერვებს მიშლის, ძაან კუდაბზიკა და ნამეტანი საკუთარ თავშია დარწმუნებული, ერთ დღეს გული მიგრძნობს რო დაღუპავს მაგას ეგ. დემიანის ერთი წამითაც არ მჯერა, როგორსაც ეძახიან ეგეთია და გამიხარდებოდა ოლივერს რო მაგრად მიეძნეყვა იქვე :დდ
    ოლივერს ყოჩაღ, როგორ აიღო სადავეები თავის ხელში და მიპროშტნა ლინდა ❤ ძაან ზეგზუალურობა იყო ნიუ<3 თან მეორე პოტენციური კავალერის თვალწინ, იფ, იფ ❤
    ოხ ეს წაკლა ათანასია რააა, ხომ ვერ მოასვენეს ეს ხალხი. ირი როგორ მეცოდება, ამდენი რამე გადაიტანა და ახლა კიდე გაიტაცეს???
    ძალიან ძალიან მომწონს, როგორც ყოველთვის უნიჭიერესი ხარ და მოუთმენლად ველი ახალ თავს! ❤

    Like

    1. ქალაუუუ🙈😍😍 ლინდა ძაან მიხვედრილი მყავს, მარა ზოგზოგიერთების პიროვნებას რომ ჯერ ვერ ხედავს, ეგაა საქმე😁 ნუ ხო, ძაან დიდი დარტყმაა ლინდასთვის ასეთი ამბის გაგება. იმედისმომკვლელია პირდაპირ🥲 ვაიმეე გამოგიანგარიშებია თან🤣🤣🤣🤣🤌🏻 ჰო, დაახლოებით ეგრეა. ვაიდა ერღ წელზე მეტი მოუწიოს ლინდას იქ ყოფნა. ან იქნებ მეტიც?🤔🤔 ოლივერის აღწერა ცოტა განტვირთვა იყო მძიმე თემებისგან😂🤩
      ანრი არაგონი ცალკე თემაა🤌🏻ეგ და მისი წარსული ვფიქრობ კიდევ ბევრჯერ ჩაგვაგდეს შოკში😂😂 ლინდა არის ოლივერის ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭი🤣🤣ადამიანს მაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევს. მგონი უკვე ნამეტნავად ერევა ნაგათ საქმეებში🤣🤣 დემიანი ნამეტანი ცისფერსისხლიანია😂 ემანდ ფეხი არ მოუცდეს და წითელ სისხლში არ გადაეზარდოს ცისფერსისხლიანობა😂
      უღრმესი მადლობა ქალაუ🙈🙈 როგორც ყოველთვის, ძალიან გამიხარდა შენი შემოფარფატება😍😍😍😍😍😍😍🖤💛🖤💛🖤💛

      Like

დატოვე კომენტარი